მოგესალმებით ბატონო გიორგი,
გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- მთავრობა 33500 - ცვლილება შედის სახელმწიფო რწმუნებულის დებულებაში, რომლის მიხედვით, სახელმწიფო რწმუნებულის შვებულებაში გასვლის თაობაზე გამოიცემა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება.
- გარემო 33520 - მთავრობასთან თანხმდება, სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
- გარემო 33519 - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცემა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 10 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.
- განათლება 33518 - პროექტი ითვალისწინებს 205 000 ლარის გამოყოფას, 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ მაგისტრანტთა სოციალური პროგრამის
ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსებისთვის.
თანხა გადანაწილდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული შემდეგი კატეგორიის მაგისტრანტების დაფინანსებისათვის:
ა) 22 500 ლარი 2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები, ასევე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების
დროს დაღუპულთა შვილები;
ბ) 11 250 ლარი 2018 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები,
გ) 22 500 ლარი 2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
დ) 11 250 ლარი 2018 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
ე) 137 500 ლარი 2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა
ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.
მასალა გადაგზავნილია სოციალური დაცვის დეპარტამენტში შესათანხმებლად.
- გარემო 33516 - სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტო განახორციელებს კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვას.
- გარემო 33515 - ცვლილება შედის სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადებში და საფასურის გადახდის წესში, რომლის მიხედვით, ცოცხალი ცხოველების ექსპორტის დროს ვეტერინარული სერტიფიცირების მომსახურება განხორციელდება ერთ
დღეში (საფასური 100 ლ), რომლის ბოლო ვადა დაემთხვევა ცხოველების ჩატვირთვის თარიღს.
- განათლება 33508 - სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი განახორციელებს: მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალის საზეიმო გახსნისა და დახურვის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას; სარეკლამო ბანერების ბილბორდებზე (შემდეგ
ქალაქებში: ქ. თბილისი, ქ. ბათუმი, ქ. ზუგდიდი, ქ. თელავი, ქ. ქუთაისი) განთავსების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას, მისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.
- საგარეო 33367 - საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფს - საქართველოს საელჩოს საფრანგეთის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას იუნესკოში მიეცემა თანხმობა არქიტექტორულ-სამშენებლო პროცესში საკონსულტაციო-საზედამხედველო
მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა - 39900,60 ევროს ექვივალენტი ლარის ფარგლებში, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.
- ფინანსები 33365 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს გადასცემს მექანიკური მოწყობილობა HENKO 671 BRUSH MACHINE-ს.
- მთავრობა 33363 - პროექტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტურად განხორციელებისა და მართვის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, განხორციელდება სსიპ – ტექნოლოგიური ინსტიტუტის რეორგანიზაცია,
რაც გულისხმობს ხსენებული ინსტიტუტის სტრუქტურულ და ფუნქციურ ოპტიმიზაციას, მასზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტურ და დროულ განხორციელებას.
- მთავრობა 33356 - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური განახორციელებს კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვებს.
- ეკონომიკა 33350 - ბორჯომის, გარდაბნისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში მდებარე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“. კომპანიის მიერ აღნიშნული ქონება, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება
ელექტრომომარაგების სისტემის სრულყოფის მიზნით.
- ეკონომიკა 33349 - უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 20 657 733 ლარად საკუთრებაში გადაეცემა შპს „სოკარ ჯორჯია გაზს‘‘, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოსახლეობის გაზიფიცირების შეუფერხებლად წარმოებას.
- ეკონომიკა 33333 - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ადიგენის მუნიციპალიტეტში, დაბა აბასთუმანში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“. კომპანიის მიერ აღნიშნული
ქონება, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება ელექტრომომარაგების სისტემის სრულყოფის მიზნით.
- ეკონომიკა 33322 - შპს „ენგური 2006-ს“ (ამჟამინდელი სახელწოდება - შპს „ნიუ ქონსთრაქშენი“ უფლებამონაცვლე - შპს „მ2 სვანეთი“) 2012 წლის 23 აგვისტოს, მყიდველს 1 ლარად (გადახდილია), საპრივატიზებო ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში
გადაეცა მესტიის მუნიციპალიტეტში, დაბა მესტიაში, სეტის მოედანზე მდებარე 2992 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
მყიდველმა იკისრა რიგი ვალდებულებები, მათ შორის: ქონებაზე სასტუმროს მშენებლობა და მისი ექსპლუატაციაში მიღება 2017 წლის 06 ივლისამდე, ამ მიზნით, არანაკლებ 4 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება, აქედან არანაკლებ 1 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება
2015 წლის 5 მაისიდან 2017 წლის 6 ივლისამდე.
იცვლება სახელშეკრულებო პირობები: ქონებაზე სასტუმროს მშენებლობა, მისი ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება მოხდება ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) წლის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 2021 წლის 1 ივლისისა და ამ მიზნით განხორციელდება არანაკლებ
7 000 000 ლარის ინვესტიცია
ამასთან, მოხდება დასაკისრებელი/დაკისრებული პირგასამტეხლოს პატიება (გარდა 500 000 ლარისა), ზემოხსენებული ვალდებულებების შესრულების პირობით.
- ეკონომიკა 33318 - შპს „საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიას“ 2017 წლის 14 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მყიდველს 1 ლარად (რაც გადახდილია დადგენილ ვადაში), ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების
პირობით, საკუთრებაში გადაეცა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში მდებარე 5025.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. კომპანიამ იკისრა რიგი ვალდებულებები, მათ შორის: ქონებაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრე მეურნეობის
მოწყობა და ფუნქციონირების დაწყება განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 2 წლის ვადაში, ამ მიზნით, 140 700 ლარის ინვესტიციის განხორციელება.
პროექტი ითვალისწინებს შესასრულებელი ვალდებულებების ვადის გადავადებას. - ფინანსები 33385 - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიმართავს შესაბამის დონორ ორგანიზაციებს ურბანული რკინიგზის პროექტისთვის დაფინანსების მოზიდვის მიზნით.
- ფინანსები 33312 - ფინანსთა სამინისტრო მიმართავს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) ქალაქ თბილისის მეტროპოლიტენის საჭიროებისთვის თანამედროვე ტიპის ვაგონების შესაძენად და შესაბამისი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის / მშენებლობისთვის
დაფინანსების მოზიდვის მიზნით.
- ეკონომიკა 33284 - გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოთარშენში, მდებარე 38876.00 კვ.მ არასასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები 2 წლის ვადით უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაეცემა სს „საქართველოს ნავთობისა
და გაზის კორპორაციას“, სამშენებლო მასალების დასაწყობების მიზნით.
- ეკონომიკა 33277 - შპს „გუგვაინს“ საკუთრებაში გადაეცემა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარე უძრავი ნივთები, ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნის, ინფრასტრუქტურის მოწყობის და ფუნქციონირების დაწყების, უძრავი ნივთის არანაკლებ 80 % ფართობზე
ვენახის გაშენების და ინფრასტრუქტურის მოწყობის, აღნიშნული მიზნებისათვის 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებისა და ხსენებულ ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოში არანაკლებ 10 ადამიანის არანაკლებ ერთი წლის ვადით დასაქმების პირობით.
- განათლება 33250 - პროექტი ითვალისწინებს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, 2019-2020 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ
პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცებას. პროექტის შესაბამისად 2019-2020 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვრება 1,845,000 ლარის
ოდენობით.
- ეკონომიკა 33226 - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, დაბა ასპინძაში მდებარე 57 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს სამოციქულო
ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.
- რეგიონული 33208 - მტკიცდება ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 6600.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმა.
წარმოდგენილი განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით ტერიტორიაზე დაგეგმილია საცხოვრებელი სახლების (მრავალბინიანი და ორბინიანი „თაუნჰაუსის“ ტიპის საცხოვრებელი სახლები), საზოგადოებრივი და კომერციული დანიშნულების შენობების განთავსება. სართულიანობა განისაზღვრა
2- 3 სართული მანსარდით. მოეწყობა მიწისქვეშა ავტოსადგომები და ღია პარკინგები გეგმარებითი დავალებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. - განათლება 33206 - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განახორციელებს ავეჯის სახელმწიფო შესყიდვას.
ხელმოსაწერი:
- 33413
-
ხელი ეწერება სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების)
წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს.
- 33522 -მტავრობათან თანხმდება საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 23 აგვისტოს N 23/08/01 განკარგულება „ინგა კიკვაძისათვის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგის მინიჭების შესახებ“.
- 33421 - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში განხორციელებული საკადრო ცვლილებების გათვალისწინებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დამატების აუცილებლობიდან, ახლებურად ყალიბდება
ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით სამთავრობო კომისიის შემადგენლობა, სადაც წევრის სტატუსით ასევე,
შედის თამილა ბარკალაია -
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.
- 33419 - ფ/პ ნანა ჩხიკვიშვილს საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში მდებარე 100 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ნანა ჩხიკვიშვილის საკუთრებაში
არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში, გურიის ქუჩაზე მდებარე 100 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უფლებრივი ტვირთისაგან, მათ შორის, მესამე პირის იპოთეკის უფლებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის
სანაცვლოდ იმ პირობით, რომ ნანა ჩხიკვიშვილი დაფარავს უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებულ სხვაობას (600 ლარი) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში.
- 33418; 33415; 33411; -
ცვლილება შედის „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგად წესსა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესში“, რომლის მიხედვით, ბიზნესოპერატორს, რომელიც ახორციელებს სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას (გარდა პირველადი
წარმოების და ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებისა), დანერგილი უნდა ჰქონდეს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისად სურსათის უვნებლობის პროცედურები, რაც შეამცირებს მავნე სურსათის წარმოების და რეალიზაციის
ალბათობას და შესაბამისად, უფრო ეფექტიანად იქნება დაცული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
ცვლილებები შედის ასევე შესაბამის მარეგულირებელ აქტებში. - 33417 - ფ/პ კახაბერ ჩხაიძეს საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში მდებარე 104 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, კახაბერ ჩხაიძის საკუთრებაში
არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში, გურიის ქუჩაზე მდებარე 100 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უფლებრივი ტვირთისაგან, მათ შორის, მესამე პირის იპოთეკის უფლებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის
სანაცვლოდ იმ პირობით, რომ კახაბერ ჩხაიძე დაფარავს უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებულ სხვაობას - 500 ლარს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში.
- 33409 - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტს მიეცემა უფლება წარმოქმნილი ეკონომიების - 422 980
ლარის, ფარგლებში განახორციელოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენის დაფინანსება.
- 33408 - ცვლილება შედის სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებსა და საფასურის ოდენობებში, რომლის მიხედვით, საფასურის გადახდას დაექვემდებარება ის მომსახურებები, რომლებიც პროექტის მიღებამდე ფაქტობრივად
უსასყიდლოდ ხორციელდებოდა სააგენტოს მიერ (ლიცენზიის ფარგლებში საქმიანობის გაფართოების შესახებ დოკუმენტაციის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის მომზადება; სატრანსპორტო საშუალების დოზიმეტრული გაზომვა; ჯართის გამოსხივების დოზის სიმძლავრის გაზომვა და სხვა).
პირველ ეტაპზე დავიზებულია
- 33406 - უცხოური საწარმოს ფილიალს - ,,სადე–ჰიდრავლიკური სამუშაოების გენერალური კომპანია (SADE-COMPAGNIE GENERALE DE TRAVAUX D'HYDRAULIQUE) საქართველოს ფილიალი“-ს მიენიჭება უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი
2 ინდივიდი „იმერული მუხა“ და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს თელავის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროექტი.პირველ ეტაპზე დავიზებულია
- 33405 - ცვლილება შედის „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგად წესსა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესში“, რომლის მიხედვით, ბიზნესოპერატორს, რომელიც ახორციელებს სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას
(გარდა პირველადი წარმოების და ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებისა), დანერგილი უნდა ჰქონდეს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისად სურსათის უვნებლობის პროცედურები, რაც შეამცირებს მავნე სურსათის წარმოების
და რეალიზაციის ალბათობას და შესაბამისად, უფრო ეფექტიანად იქნება დაცული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
ცვლილებები შედის ასევე შესაბამის მარეგულირებელ აქტებში. - 33404 - სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახური განახორციელებს 1 ცალი, (Telerik DevCraft Complete) პროგრამული ბიბლიოთეკის მხარდაჭერის ლიცენზიის ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვას.
- 33403 - შპს „ენგურის ქვის სიმძლავრეზე‘‘ გაიცა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალი აბასთუმნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. ენგურზე, „ენგური I“-ის საბადოს ქვიშა - ხრეშის 498 930 მ3-ის
ოდენობის მოპოვების უფლებით, 5 წლის ვადით.
პროექტის მიხედვით, იცვლება ლიცენზიის გამცემის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობი (მიწისა და სამთო მინაკუთვნის) სხვა ფართობით, სადაც იმავე ან/და დამატებითი სალიცენზიო პირობებით შესაძლებელი იქნება იდენტური სახეობისა და ოდენობის
სასარგებლო წიაღისეულის (ქვა-ხრეში) მოპოვება. - 33402 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მთავრობის ადმინისტრაციას უსასყიდლოდ გადასცემს ქონებას (ავტომანქანა).
- 33400 - ცვლილება შედის „მომავლის ბანაკის“ პროგრამაში, სადაც კონკრეტულად იქნება გაწერილი ბანაკში დამატებითი ბენეფიციარების რაოდენობა, მათი მონაწილეობის პერიოდი, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფუნქციები.
- 33397 - პროექტის მიხედვით, პაპუა ახალი გვინეის დამოუკიდებელი სახელმწიფოს გადაფარვა განხორციელდება ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საელჩოდან.პირველ ეტაპზე დავიზებულია
- 33396 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას უსასყიდლოდ გადასცემს ქონებას (ავტომანქანა).
პირველ ეტაპზე დავიზებულია
- 33394; 33391 - ცვლილება შედის იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესში, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან, პროექტით კონკრეტდება ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ბიზნესოპერატორი, იმისათვის, რომ სსიპ-სურსათის
ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს ბიზნესოპერატორის აღიარება.
ცვლილება შედის „პესტიციდების და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესში, პროექტი დაარეგულირებს პესტიციდებით ვაჭრობას სპეციალიზებულ ობიექტებში და ასევე დაადგენს პესტიციდების რეალიზატორის (გამყიდველის) შესაბამისი კვალიფიკაციის
ან სპეციალური მომზადების აუცილებლობას იმ მიზნით, რომ მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება, მიიღოს ინფორმაცია პესტიციდების უსაფრთხო და ეფექტური გამოყენების შესახებ. ასევე აღნიშნული ცვლილებები შეეხება მკაცრად შეზღუდული პესტიციდების რეალიზატორის მხოლოდ შესაბამისი
სპეციალობის და კვალიფიკაციის ქონის აუცილებლობას.
პირველ ეტაპზე დავიზებულია. - 33393 - სსიპ - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო განახორციელებს ტელევიზორების, დისკების, კაბელების და სხვა შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვას.
- 33390 - 2017 წელს საქართველოს მთავრობასა და შპს „პ.კ ინვესტს“ შორის დაიდო ურთიერთგაგების მემორანდუმი „ბოყვა ჰესის“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხების შესწავლისა და მისი მშენებლობის, ფლობისა
და ოპერირების შესახებ.
გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მემორანდუმით გათვალისწინებული კვლევები და წინადადება პროექტის განხორციელების თაობაზე, პროექტის მიხედვით შეწყდება საქართველოს მთავრობასა და შპს „პ.კ ინვესტს“ შორის 2017 წლის 21 თებერვალს „ბოყვა ჰესის“
შესახებ დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმი და დადგება შესაბამისი სამართლებრივი შედეგები. - 33388 - შპს ,,კავკაზ ცემენტ ჯორჯიას“, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ფარგლებში, სახელმწიფო ტყის ფონდით სარგებლობის ვადა გაუგრძელდება 2038 წლის 11 აგვისტომდე და შესაბამისად, მიეცემა შესაძლებლობა, შეუფერხებლად განაგრძოს სასარგებლო
წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა.პირველ ეტაპზე დავიზებულია.
- 33383 - ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება (ადგილობრივი მნიშვნელობის შიდა სარგებლობის გზა), რომელიც გამოყენებული იქნება მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების
მიზნით.
პატივისცემით,
ნათია