From : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
To : Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>
Subject : Fwd: ელ.მთავრობის საკითები_19.08.19
Received On : 20.08.2019 06:22

თიკო სალამი გიგზავნი ელექტრონულ მთავრობას. შენიშვნა არ მაქვს

Sent from my iPhone

Begin forwarded message:

From: Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
Date: August 19, 2019 at 10:34:59 AM GMT+4
To: Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject: ელ.მთავრობის საკითები_19.08.19

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:



ხელმოსაწერი:

  1. 32540 - პროექტი ითვალისწინებს ახალი აბრეშუმის გზის საკითხებში საქართველოს სპეციალურ წარმომადგენლად საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის დავით აფციაურის დანიშვნას.
  2. 32509 - თავდაცვის სამინისტრო განახორციელებს 2 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო შესყიდვებს ელექტრონული შესყიდვის საშუალებით.
  3. 32508 - გაიმართება მოლაპარაკება „ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ“  შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.

    20-21 აგვისტოს ქ. თბილისში დაგეგმილია „ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკების გამართვა, საქართველოს მხარის მომლაპარაკებელთა ჯგუფის მონაწილეობით - თეა ახვლედიანის თავმჯდომარეობით.
  4. 32501 - შპს „ენგურის ქვის სიმძლავრეზე‘‘ გაიცა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალი აბასთუმნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. ენგურზე, „ენგური I“-ის საბადოს ქვიშა - ხრეშის 498 930 მ3-ის ოდენობის  მოპოვების უფლებით, 5 წლის ვადით.

    პროექტის მიხედვით, იცვლება ლიცენზიის გამცემის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობი (მიწისა და სამთო მინაკუთვნის) სხვა ფართობით, სადაც იმავე ან/და დამატებითი სალიცენზიო პირობებით შესაძლებელი იქნება იდენტური სახეობისა და ოდენობის სასარგებლო წიაღისეულის (ქვა-ხრეში) მოპოვება.
  5. 32465 - პროექტი ითვალისწინებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების  სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრას, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე. დაფინა­ნ­სებისთვის განისაზღვრა  2 520 000 ლარი.
  6. 32463 - ამბროლაურის  მუნიციპალიტეტს მიეცემა შესაძლებლობა   მოიპოვოს   3 000 (სამი ათასი)  მ³   სასარგებლო წიაღისეული  კირქვა (ღორღი) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციის მიზნით.
  7. 32462 - სსიპ - სამოქალაქო ავიაციის ში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 12 ერთეულით. (მათ შორის არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად - 6  ერთეულით, ხოლო დამხმარე ამოცანების შესასრულებლად - 6 ერთეულით).
  8. 32454 - განისაზღვრება ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე ასაშენებელი ინფრასტრუქტურის საბაზისო არქიტექტურულ-სამშენებლო და ტექნიკური პარამეტრები.

პატივისცემით,  

ნათია