| From : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| To : | Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: ელ.მთავრობის საკითები_16.08.19 |
| Received On : | 16.08.2019 08:31 |
თიკო სალამი შენიშვნა არ მაქვს.
From: Natia Khmaladze
Sent: Friday, August 16, 2019 12:19 PM
To: Giorgi Tsotskolauri
Subject:
მოგესალმებით ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
პროექტის შესაბამისად, დაკონკრეტდა ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემის შემუშავებისას გასათვალისწინებელი პირობები და ის გარემოებები, რასაც არეგულირებს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემა; ჩამოყალიბდა ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემის და მისი შემადგენელი ელემენტების არსი, ამასთან, განისაზღვრა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სუბიექტები, ერთმანეთისგან გაიმიჯნა და განისაზღვრა პასუხისმგებელი პირისა და მომვლელის ვალდებულებები.
ხელმოსაწერი:
1. 32442 - „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს.
პროექტში გათვალისწინებულია ორ სერვერულ ცენტრს შორის ძირითადი და ალტერნატიული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ე.წ. „Dark Fiber“ კავშირის უზრუნველყოფის შესყიდვა. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ქვედანაყოფებში ახალი ოფისების ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა; დაბა ბაკურიანში, დაბა გუდაურსა და სხვა საკურორტო ზონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრების (EMERGENCY) მშენებლობა, რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია და აღჭურვა; დაბა აბასთუმანში ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის ფუნქციონირებისათვის: სამედიცინო და სარეაბილიტაციო აპარატურისა და ინვენტარის შესყიდვა და სხვა.
ჩვენი მასალააა
2. 32440 - 2019 წლის ოქტომბრის თვეში ქ. თბილისში საერთაშორისო ფორუმის “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი”-ს სათანადო დონეზე ორგანიზების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ფორუმის ჩასატარებლად საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. პირველ ეტაპზე დავიზებულია
3. 32435 - სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო განახორციელებს განსაზღვრული, 7 ერთეული ცხელი წყლით რეცხვის ავტომატის სახელმწიფო შესყიდვას.
4. 32434 - სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტასთვის‘‘ დაშვებულ იქნება გამონაკლისი და განპიროვნებულ ავტომობილთა რაოდენობა განისაზღვროს 13, ხოლო სამორიგეო ავტომობილთა რაოდენობა - 20 ავტომობილით. პირველ ეტაპზე დავიზებულია
5. 32438 - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მის სარგებლობაში არსებულ L=33 მეტრი სიგრძის „CARM“-ის ტიპის მალის ნაშენის ორი კომპლექტს, უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, თხოვების ფორმით სარგებლობაში გადასცემს ღია სააქციო საზოგადოება „სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდ“-ს 2020 წლის 3 დეკემბრამდე. პირველ ეტაპზე დავიზებულია
6. 32433 - თიანეთის მუნიციპალიტეტს მიეცემა შესაძლებლობა მოიპოვოს 27 366 (ოცდაშვიდი ათას სამას სამოცდაექვსი) მ³ სასარგებლო წიაღისეული (ქვიშა-ხრეში) და შეუფერხებლად განახორციელოს ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
7. 32431 - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მიეცემა თანხმობა კაპიტალური პროექტებისათვის დაგეგმილი გადასახდელების მიმდინარე დანიშნულების ხარჯებში გადატანის თაობაზე, რის საფუძველზე მოხდება მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გამართულ სპორტულ შეჯიბრებებზე მიღწეული შედეგების მიხედვით ფულადი პრიზების (სპორტსმენებისთვის, მწრთვნელებისთვის, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალისთვის) და მიმდინარე წლის სექტემბრის ჩათვლით სტიპენდიების გაცემა და საქართველოში მიმდინარე წელს გასამართი მნიშვნელოვანი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარება.
8. 32430 - ცვლილება შედის, სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2019 წლის ბიუჯეტში, რომლის მიხედვით ა(ა)იპ სპორტული კლუბი არმია საკუთარი შემოსავლების ხარჯვას განახორციელებს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად.
9. 32427 - მთავრობასთან თანხმდება, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასა“ და „CDM Smith Europe GmbH-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება.
2017 წლის 27 ოქტომბერს გაფორმებულ იქნა სასესხო ხელშეკრულება მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის განსახორციელებლად (გამოყოფილია 30 000 000 ევრო), რომელიც ითვალისწინებს კახეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის ნარჩენების მართვის პროექტის განხორციელებას.
მთავრობასთან შესათანხმებელი ხელშეკრულება ფინანსდება სწორედ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში და ითვალისწინებს კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ნარჩენების მართვის პროექტის ფარგლებში პროექტის განმახორციელებელი კონსულტანტის მიერ სერვისების მოწოდებას, იგეგმება ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მშენებლობა და კახეთის რეგიონში ნარჩენების კომპოსტირების საწარმოს მოწყობა. ასევე, დაგეგმილია 5 გადამტვირთავი სადგურის მოწყობა, მუნიციპალიტეტების საჭირო ტექნიკით აღჭურვა და რეგიონული ნაგავსაყრელების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, რეგიონში არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელების სტანდარტების შესაბამისად დახურვა. პირველ ეტაპზე დავიზებულია
10. 32379 - სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმი განახორციელებს ავეჯის სახელმწიფო შესყიდვას არასაბიუჯეტო (საკუთარი) შემოსავლებიდან არაუმეტეს 24 600 ლარის ფარგლებში.
11. 32386 - შპს „გეოკერამიკას“ საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, გარდაბანში, სოფელ ნორიოში მდებარე 12600.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა, რაც ხელს შეუწყობს კერამიკული ნაწარმის მწარმოებელი საწარმოს შექმნას და ამ მიზნით 405 216 ლარის ინვესტიციის განხორციელებას.
12. 32385 - ა(ა)იპ - კოლეჯ „ჰორიზონტს“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 წლის ვადით, იჯარის უფლებით, 1 ლარად, გადაეცემა ქ. ოზურგეთში, შოთა რუსთაველის ქუჩა N8-ში მდებარე 3963.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.
2014 წლის 8 აგვისტოს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით კოლეჯს, 5 წლის ვადით (2019 წლის 8 აგვისტომდე), იჯარის უფლებით გადაეცა ქ. ოზურგეთში, შოთა რუსთაველის ქუჩა N8-ში მდებარე უძრავი ქონება მიწის ნაკვეთის საერთო ფართობით - 4063.00 კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობი, ხსენებული უძრავი ქონების ბუნებრივი საზღვრებისა და წითელი ხაზების გათვალისწინებით, განხორციელდა მისი სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილება და მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი.
2019 წლის აგვისტოში კოლეჯს (კოლეჯში მიღებული პროფესიით კურსდამთავრებულები დასაქმებულები არიან საქართველოში არსებულ წამყვან სასტუმროებში, რესტორნებში, ტურისტულ სააგენტოებში, კაფე-ბარებში) უწევს ავტორიზაციის გავლა, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის დაწესებული ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების მიზნით, აუცილებელია, კოლეჯს საკუთრებაში ან სარგებლობაში ჰქონდეს განსაზღვრული უძრავი ქონება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მომზადდა შესაბამის პროექტი.პირველ ეტაპზე დავიზებულია
13. 32378 - შპს „საჩხერის ქვიშას“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ფარგლებში, მიწის სამუშაოების და სპეციალური ჭრების განსახორციელებლად, სახელმწიფო ტყის ფონდით სარგებლობის ვადა განესაზღვრება 2027 წლის 3 თებერვლამდე და შესაბამისად, მიეცემა შესაძლებლობა, განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა.
პატივისცემით,
ნათია