| From : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| To : | Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge> |
| Subject : | Fwd: ელ. მთავრობის საკითხები_30.09.19 |
| Received On : | 30.09.2019 10:42 |
From: Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
Date: September 30, 2019 at 12:07:20 PM GMT+4
To: Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>, "tikhardziani@gmail.com" <tikhardziani@gmail.com>
Subject: ელ. მთავრობის საკითხები_30.09.19
მოგესალმებით ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. იუსტიცია 35403 - მტკიცდება „საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა.
პროექტი შეთანხმებული იყო ჯანდაცვის, სოციალურ, შრომის, დასაქმების, დევნილთა დეპარტამენტებთან, გააჩნიათ შენიშვნები.
დეპარტამენტების მიერ წარმოდგენილი წინადადებების გათვალისწინებით, ჩვენი სამინისტროს პოზიცია არის შემდეგი:
,,1. ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის 10. ჯანდაცვისა და სოციალური სექტორი:
ა) ,,მიზანი‘‘ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მიზანი:
საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობის გაუმჯობესება სამედიცინო მომსახურების შედეგზე ორიენტირებული ანაზღაურების (მ.შ. დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG)) თანამედროვე მეთოდის დანერგვის გზით. ასევე, სათემო ორგანიზაციებში მცხოვრები ხანდაზმულებისა და შშმ პირების უფლებრივი მდგომარეობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება ახალი სტანდარტის დამტკიცებისა და მომსახურების ხარისხის მონიტორინგის გზით, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს როგორც ხარისხიანი სამედიცინო და სოციალური სერვისებით უზრუნველყოფას, ისე ფინანსური დაცულობის გაზრდას.‘‘;
ბ) ,,არსებული მდგომარეობა:‘‘ მე-3 და მე-4 აბზაცები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,სახელმწიფო განაგრძობს ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე სტრატეგიულ რეფორმებს, რომელთა მიზანია ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ჯანდაცვაზე დანახარჯების ნეგატიური ეკონომიკური ზეგავლენის შემცირება, პროგრამის ადმინისტრირების გამარტივება და გამჭვირვალობის გაზრდა. შესაბამისად, 2017 წლისთვის დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების მექანიზმების დახვეწა და შედეგზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების სისტემის დანერგვაზე მუშაობა. ბაზისური სარგებლობის კალათა განსაზღვრული იქნება დაფინანსების შედეგზე ორიენტირებული ანაზღაურების მეთოდით; დაინერგება აქტიური შესყიდვის სისტემა, სელექტიური კონტრაქტირების მექანიზმები, კიდევ უფრო დაიხვეწება მონიტორინგისა და კონტროლის სისტემა, რაც უფრო ეფექტიანად უზრუნველყოფს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების გაწევას და მათ უკეთ პროგნოზირებას.
სათემო ორგანიზაციებში მცხოვრები ხანდაზმულებისა და შშმ პირების უფლებრივი მდგომარეობის, აუცილებელი გარემოსა და პირობების უზრუნველყოფის მიზნით ვითარდება საჭირო სერვისები, იზრდება მომსახურების მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობა. ცვლილება შევიდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში „სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ“, რაც ხელს შეუწყობს ბენეფიციარების ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენას, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას, საზოგადოებაში ინტეგრაციას, დამოუკიდებლად ცხოვრების, დასაქმებასა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მხარდაჭერას. გარდა ამისა, დაგეგმილია მონიტორინგის განხორციელება „სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის’’ ფარგლებში რეგისტრირებულ მომსახურებათა 70%-ში“.
- პროექტით წარმოდგენილი ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრიორიტეტი X. ჯანდაცვისა და სოციალური სექტორი - ამოცანა 10.1.1 პუნქტის:
ა) აქტივობა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,სამედიცინო მომსახურების შედეგზე ორიენტირებული ანაზღაურების (მ.შ. დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG)) მეთოდის დანერგვა‘‘;
ბ) აქტივობის შედეგის ინდიკატორი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სამედიცინო მომსახურების შედეგზე ორიენტირებული ანაზღაურების თანამედროვე მეთოდების დანერგვის სტრატეგიული გეგმა შემუშავებულია;
2. DRG-ის ლოგიკით სარგებლობის ლიცენზია და პროგრამული უზრუნველყოფა შეძენილი და ადაპტირებულია;
3. სამედიცინო მომსახურების შედეგზე ორიენტირებული ანაზღაურების თანამედროვე მეთოდი საპილოტე სახით დანერგილია სტაციონარული დაწესებულებების 15%-ში‘‘;
გ) დადასტურების წყარო ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანერგვის სტრატეგიული გეგმის დოკუმენტი; სამუშაო ჯგუფის ანგარიში‘‘.
3. პროექტით წარმოდგენილი ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრიორიტეტი X. ჯანდაცვისა და სოციალური სექტორი - ამოცანა 10.2. ამოცანის შედეგის ინდიკატორი მიზანშეწონილია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ განმახორციელებელ იმ მიმწოდებელთა პროცენტული მაჩვენებელი, სადაც „სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ“, მინისტრის ბრძანებასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით ჩატარდა მონიტორინგი და მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილია რეკომენდაციების შესრულების ანგარიში“, რადგან წარმოდგენილი პროექტის შედეგის ინდიკატორი არის ზოგადი და არ იძლევა შედეგის გაზომვის შესაძლებლობას. აქვე აღვნიშნავთ, რომ სტანდარტი და მონიტორინგის შედეგად გაცემული რეკომენდაციები/შესრულებულ რეკომენდაციებზე პასუხი თავად გულისხმობს და აერთიანებს იმ აქტივობებს რაც წარმოდგენილი პროექტის შედეგის ინდიკატორშია მითითებული.‘‘
2. რეგიონული 38314 - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. რეგიონული 38319 - საგარეჯოს მუნიციპალიტეტი დარჩენილ 30 125 ლარს მიმართავს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად:
სოფ. კაკაბეთში, „დვრინის“ წყალზე სადრენაჟე სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის - 15 000 ლარს;
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ სასმელი წყლის რეზერვუარებზე წყლის დამცლელი მექანიზმების მოწყობის სამუშაოებისთვის - 15 125 ლარს.4. რეგიონული 38318 - ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, 242 119 ლარს მიმართავს ქალაქ ამბროლაურში, გურგენიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად.
5. ეკონომიკა 38281 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს მთავრობასა და შპს „ელ პი ჯის“ შორის დაიდება „ტაშისკარის“ ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის ჩატარების, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ხელშეკრულება.
6. ეკონომიკა 38280 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს მთავრობასა და „საქენერგოს“ შორის დაიდება „ხრამი 7 ჰესი“ ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის ჩატარების, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ხელშეკრულება.
7. ეკონომიკა 38278 - ფ/პ თამაზ სულუხიას საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში მდებარე 100 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, თამაზ სულუხიას საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში, გურიის ქუჩაზე მდებარე 100 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უფლებრივი ტვირთისაგან, მათ შორის, მესამე პირის იპოთეკის უფლებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ.
8. ეკონომიკა 38277 - ფ/პ ეკატერინე უდესიანს საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში მდებარე 109 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ეკატერინე უდესიანის საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში, გურიის ქუჩაზე მდებარე 100 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უფლებრივი ტვირთისაგან, მათ შორის, მესამე პირის იპოთეკის უფლებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ.
9. ეკონომიკა 38260 - 2015 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს მთავრობას, შპს „არ-ბი-აი გრუპს“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოსა“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის დაიდო ურთიერთგაგების მემორანდუმი ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ჰესის შემდეგ ადგილმდებარეობასა და პარამეტრებს: ქვემო სვანეთის რეგიონი; მდ. ცხენისწყალი; დადგმული სიმძლავრე - 357,1 მგვტ; წლიური გამომუშავება - 1576,9 მლნ. კვტ. სთ.
მემორანდუმის თანახმად, ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლისა და შესაბამისი წინადადების წარმოსადგენად კომპანიას განესაზღვრა 24 თვე. კომპანიამ განმარტა, რომ „ცხენისწყლის კასკადის“ ფარგლებში ორი ელექტროსადგური, კერძოდ „მუხრა“ და „ლუჯი“ ჰიდროელექტროსადგურები არ არის ტექნიკურ-ეკონომიკურად განხორციელებადი; ამავდროულად, „რცხუმელაური“ ჰესი და „ლენტეხი“ ჰესი შეიძლება განხილულ იქნეს ეკონომიკურად განხორციელებად, მემორანდუმის გარკვეული კომერციული პირობების ცვლილების შემთხვევაში, ხოლო ცვლილებაზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, პროექტის მიხედვით, შეწყდება დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმი და დადგება შესაბამისი სამართლებრივი შედეგები.10. ეკონომიკა 38254 - პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობასა და შპს „ჰებუ ჯგუფს“ შორის დაიდება „ბარი ჰესის“ ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის ჩატარების, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ხელშეკრულება.
11. ეკონომიკა 38228 - პს „დმ ენერჯის“ 49 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით გადაეცემა, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დვირში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 35 ერთეული, ჯამში 908 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რაც უზრუნველყოფს კომპანიის მიერ მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, ბორჯომის რეგიონში, მდინარე დვირულაზე ჰიდროელექტროსადგური „დვირულა ჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით.
12. განათლება 38208 - სსიპ შემოქმედებითი საქართველოს რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე სსიპ − კულტურის ეროვნული ფონდის შექმნისათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ვადა ნაცვლად 2019 წლის 1 აგვისტოდან 2019 წლის 1 ოქტომბრამდე, განისაზღვრება 2019 წლის 1 აგვისტოდან 2020 წლის 1 იანვრამდე.
13. განათლება 38204 - სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა განახორციელებს ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტების სახელმწიფო შესყიდვას.
14. განათლება 38199 - ა(ა)იპ სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2‘‘ განახორციელებს სერვერის სახელმწიფო შესყიდვას.
15. თავდაცვა 38174 - მთავრობასთან თანხმდება:
GG-B-DAC ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის შესახებ ხელშეკრულების დამატება 1;
GG-B-DAC ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის შესახებ ხელშეკრულების ცვლილება 1;
GG-B-DAD ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულების ცვლილება 1.
პროექტების ფარგლებში, ,,საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისთვის‘‘ გათვალისწინებული თანხა (12 000 000 აშშ დოლარი) მცირდება 1 500 000 აშშ დოლარით, რომელიც მიემართება ,,სამეთაურო-საშტაბო კურსის’’ მრჩეველთა ჯგუფის დასაფინანსებლად. დაემატა ორი მიმართულება (პროგრამის მენეჯერი და სამეკავშირეო მხარდაჭერა, ასევე, მიღებული გამოცდილების სისტემის განვითარების მრჩევლები), რაც სხვა მიმართულებებთან ერთად, დაფინანსდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული (10 500 000 აშშ დოლარი) თანხებით.16. თავდაცვა 38169 - მთავრობასთან თანხმდება, GG-B-DAH ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულება.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ქართულ მხარეს თავდაცვის სფეროში გრანტის სახით გამოუყოფს 1 000 000 აშშ დოლარს, რომელიც მოხმარდება აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურებიდან მობილური სასწავლო ჯგუფების მიერ ქართული მხარისათვის გასაწევ მომსახურებას.17. განათლება 38166 - ა(ა)იპ სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2‘‘ განახორციელებს ჰაერის კონდიცირების საშუალებების სახელმწიფო შესყიდვას.
18. ფინანსები 38127 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიეცემა თანხმობა, საქართველოს სახელით დადოს საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის „საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმა“ საკრედიტო შეთანხმება (სესხის მოცულობა 60 მილიონი ევრო).
19. ფინანსები 38125 - ფინანსთა სამინისტროს მიეცემა თანხმობა, საქართველოს სახელით დადოს რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმა) (სესხის მოცულობა 60 მილიონი ევრო).
ხელმოსაწერი:
- 38306 - საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ 2020 წლისათვის თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების საკითხზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე.
- 38209 - ცვლილება შედის „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდებაში, რომლის მიხედვით, თანხვედრაში იქნება ფონდის ფაქტიური და იურიდიული მისამართი და დაიხვეწება ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული რიგი საკითხები, რომელიც დაკავშირებულია ,,ელექტრონული მთავრობის‘‘ პროგრამის გამოყენებასთან.
- 38136 - სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი განახორციელებს (კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების, ელექტროძრავების, გენერატორებისა და ტრანსფორმატორების, ქსელების და სხვ.) სახელმწიფო შესყიდვებს.
- 38131 - ნოტების გაცვლის გზით, გაიმართება მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და გრენადას მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
- 38129 - ხელი ეწერება ,,აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სპეციალური ძალების სწავლება ,,კავკასიის არწივის“ შესახებ” ურთიერთგაგების მემორანდუმს.
პატივისცემით,ნათია
Sincerely,
Natia Khmaladze
Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge
![]()