From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Grigol Giorgadze <grgiorgadze@moh.gov.ge>; Mamuka Tsotniashvili <MTsotniashvili@moh.gov.ge>; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>
Subject : დამატებითი ინფორმაცია მთავრობის სხდომის მასალებთან დაკავშირებით
Cc : tikhardziani@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>
Received On : 29.08.2019 08:43

მოგესალმებით ქალბატონო ეკატერინე, კოლეგებო,


გაცნობებთ, რომ სამშაბათს გამართული წინამოსამზადებელი სხდომის შედეგად, გადაწყდა, რომ ჩვენი ქვემოთ ჩამოთვლილი საკითხები მიღებული იქნება ელექტრონული ფორმით (მთავრობის სხდომის ფორმატში განხილვის გარეშე):


ა) დადგენილების პროექტი - გარემოსდაცვით შეფასების სფეროში, ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასების წესის  დამტკიცების შესახებ;

 

ბ) ,,სსიპ –  ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისთვის წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ“

სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მიეცეს წინასწარი თანხმობა   სათავსოების შესყიდვაზე.

 

გ) „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში ცვ. (სოფლის ექიმების გადამზადება).


დ) „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ცვ. (ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის მოსარგებლეებს ემატებათ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები, რომლებიც შეძლებენ მედიკამენტების მიღებას სიმბოლურ 1 ლარად).


პატივისცემით,

ნათია ხმალაძე