From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : აშშ-ს პროექტებთნ დაკავშირებით
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>
Received On : 10.09.2019 07:32
Attachments :

ქალბატონო ეკატერინე,

როგორც მოგხსენებ, სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს სხვადასხვა სამეცნიერო საგრანტო პროექტებს, რომლებიც დაფინანსებულია სტრატეგიული პარტნიორ/დონორ ორგანიზაციების მიერ. პროექტების ფარგლებში ხორციელდება ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ლაბორატორიული, ეპიდემიოლოგიური, ბიოუსაფრთხოებისა და სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი აქტივობები, რაც ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, დამატებით მოითხოვს კონკრეტული დარგის სპეციალიტებისა და დამხმარე პერსონალის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებას პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების მიზნით.

 
სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერონვულ ცენტრსა და აშშ-ს  დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს (CDC) შორის, 2016 წლის სექტემბერში, გაფორმდა 5 წლიანი (09/30/2016-09/29/2020) ურთიერთშეთანხმების პროგრამა: „საზოგადოების  გლობალური ჯანმრთელობის დაცვა და გაუმჯობესება: ზეგავლენა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაზე“, რომლის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა კვლევითი პროექტები, მათ შორის:

ა) ანტიმიკრობული რეზისტენტობის გავრცელებასთან ბრძოლა საქართველოში (Combating the spread of AMR in the country of Georgia);

ბ) საქართველოში დიარეით მიმდინარე დაავადებების შემთხვევებისა და ეპიდაფეთქებების გამოვლენის, მათზე რეაგირებისა და პრევენციის გაძლიერება (Strengthening detection, response and prevention of enteric diseases, outbreak detection and response in Georgia);

გ) იმუნიზაციისა და ვაქცინაციით მართვადი  დაავადებების ზედამხედველობის სისტემების გაძლიერება (Strengthening capacity of the immunization and vaccine-preventable disease surveillance systems);

დ) რესპირატორულ დაავადებებზე ზედამხედველობა (Respiratory Disease Surveillance);

ე) ენტეროვირუსების  ზედამხედველობის  დანერგვა საქართველოში (Establishing enterovirus surveillance in Georgia);

ვ) ლაბორატორიების ხარისხის კონტროლის ეროვნული პროგრამის დანერგვა საქართველოში (Implementation of a national laboratory quality assurance program in Georgia);

ზ) სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული სწავლების პროგრამა (South Caucasus field epidemiology training program);

თ) ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპებზე დამყარებული ზედამხედველობის დაწესება გადამტანებით გადაცემად დაავადებებზე (Establishing Enhanced One Health Surveillance and Control on Vector-borne Diseases in Georgia).

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს (CDC) სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, პროექტის ,,სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული სწავლების პროგრამის (CDC USA)’’ ფარგლებში, დასაქმებული ყავს ორი თანამშრომელი (ლევან გაბელაია - პროექტების კოორდინატორი, 2017 წლის პირველი აპრილიდან და ვეფხვია ელიაშვილი - მძღოლი, 2017 წლის 15 მარტიდან). მათთან შრომითი ხელშეკრულების ვადის განახლება ხდებოდა ყოველწლიურად, წელიწადში ორჯერ, კალენდარული წლის დასაწყისში (,,შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის განსაზღვრის თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის შესაბამისი წლის განკარგულების გათვალისწინებით) 31 აგვისტოს ჩათვლით და შემდგომ, პირველი სექტემბრიდან (CDC და საერთოდ აშშ-ის პროექტების ფისკალური წლის დასაწყისში) 31 დეკემბრის ჩათვლით, ვინაიდან აღნიშნული დონორი ორგანიზაციის (CDC), ისევე, როგორც სხვა აშშ ორგანიზაციების საბიუჯეტო/ფისკალური წელი განისაზღვრება სექტემბერი-აგვისტოს პერიოდით.

ამასთან ერთად, პროექტების ტექნიკური განხორციელება დაკავშირებულია დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსების გამოყოფის აქტივობებზე, რომლის შემდგომ ცენტრი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს (პროექტის წარდგენა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, საქართველოს მთავრობისთვის შესათანხმებლად ინიცირებისთვის, დარეგისტრირება ფინანსთა სამინისტროში და ა.შ.).

აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის, გათვალისწინებით, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სისტემური და ეფექტური მმართველობის უზრუნველსაყოფად მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 24 ივლისის #01-237/ო ბრძანების საფუძველზე, მიმდინარეობს რეორგანიზაციის პროცესი, გთხოვთ თქვენს მითითებებს, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს (CDC) ხსენებული პროექტების და ასევე, მსგავსი პროგრამების/გრანტების ფარგლებში დასაქმებულ პირებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების ვადის 2019 წლის ბოლომდე გაგრძელების თაობაზე.

პატივისცემით,

ამირანი

 

ამირან გამყრელიძე, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

გენერალური დირექტორი

 

კახეთის გზატკეცილი 99, თბილისი 0198

ტელ.: +995 32 2192599

Email: a.gamkrelidze@ncdc.ge

www.ncdc.ge

 

 

Description: NCDC logo3