| From : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | ანტიმიკრობული რეზისტენტობის პროექტი |
| Cc : | Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge> |
| Received On : | 28.10.2019 13:22 |
| Attachments : |
ქალბატონო თამარ,
როგორც მოგეხსენებათ საქართველო არის პოტენციური კანდიდატი, რათა მიიღოს მონაწილეობა მსოფლიო ბანკის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების
მიერ დაფინანსებულ ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან (ამრ) დაკავშირებულ პროექტებში, რომლებსაც ახორციელებს
The International Centre for Antimicrobial Resistance Solutions (ICARS) /დანია/.
ამრ-ის შესახებ საქართველოსა და
ICARS შორის თანამშრომლობას საფუძველი ჩაეყარა ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე ჩვენი ვიზიტისას, როდესაც შეხვედრა მქონდა ICARS-ის სამეცნიერო კონსულტანტთან
Dr. Robert Leo Skov-თან და შემდეგ სექტემბერში დანიის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთან შეხვედრისას კოპენჰაგენში. აღნიშნული თანამშრომლობის საკითხებზე ასევე ისაუბრეს მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე
დანიის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა Mr. Magnus Heunicke და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ბატონმა ივანე მაჭავარიანმა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 30 ოქტომრის საღამოდან 1 ნოემბრის ჩათვლით საქართველოში ვიზიტით ჩამოდიან
ICARS-ის
თანამშრომლები: Dr. Robert Leo Skov და Dr. Per Starcke Henriksen. ვიზიტის პერიოდში ისინი გაეცნობიან საქართველოში ამრ-თან დაკავშირებით განხორციელებულ აქტივობებს და დაისახება მომავალი თანამშრომლობის კონკრეტული
გეგმები.
მადლობელი ვიქნებით თუ
ICARS-ის
დელეგაციას შეხვდებით 31 ოქტომბერს დღის ბოლოს (სავარაუდოდ 17-18 სთ) ან 1 ნოემბერს 13-დან 15 საათამდე (16 საათზე მიემგზავრებიან აეროპორტში).
წერილს თან ერთვის
ICARS-ის
დელეგაციის შეხვედრების სავარაუდო განრიგი.
პატივისცემით,
ამირანი
ამირან გამყრელიძე,
მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
გენერალური დირექტორი
კახეთის გზატკეცილი 99, თბილისი 0198
ტელ.: +995 32 2192599
Email:
a.gamkrelidze@ncdc.ge