From : Tako Ugulava <tugulava@unicef.org>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Amiran Gamkrelidze <a.gamkrelidze@ncdc.ge>
Subject : ნომინაცია იუნისეფის შამუსაო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად
Received On : 18.06.2019 12:29
Attachments :

 

ქალბატონო თამარ და ბატონო ამირან,

 

მოგმართავთ თხოვნით, რომ დაასახელოთ თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი ინსტიტუციებიდან მაქსიმუმ 2-2 წარმომადგენელი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ქ. ბელგრადში ა.წ. 1-დან 6 ივლისამდე იუნისეფის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში.

 

შეხვედრა ეძღვნება ნუტრიციის თემას, უფრო ზუსტად კი ყურადღება გამახვილებული იქნება შემდეგ მიმართულებებზე:

  1. ძუძუთი კვების ხელშეწყობა და ბავშვისადმი მეგობრულად განწყობილი სამშობიარო სახლების კონცეფციის დანერგვა
  2. ახალშობილთა დიეტა დამატებითი კვების პირობებში და კვების საკითხებზე მშობელთა კონსულტირება
  3. სკოლის ასაკის ბავშვთა კვება ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში

 

პირველი ორი თემა განიხილება უფრო ინტენსიურად და მას დაეთმობა 5 დღე (იხილეთ შესაბამისი განრიგი და კონცეფცია თანდართული), ხოლო მე-3-ე თემას პარალელურ რეჟიმში დაეთმობა  მხოლოდ ერთი დღე (იხ. განრიგი და კონცეფცია თანდართული).

 

გამომდინარე იქიდან, რომ იუნისეფი გეგმავს აქტიური დახმარება გაუწიოს ქვეყნებს ამ კონკრეტული მიმართულებებით, მიგვაჩნია, რომ თქვენს მიერ დასახელებული ადამიანები focal point- ებად მოგვევლინებიან სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში და ჩვენ, ერთად შევძლებთ ნუტრიციული მიმართულების გაძლიერებას საქართველოში.

 

წინასწარ დიდი მადლობა თანამშრომლობისათვის.

 

პატივისცემით,

თაკო უგულავა

Tamar (Tako) Ugulava, MD, PhD
Health Specialist
UNICEF Georgia
Address: 9, Eristavi str. UN Building, IV floor, 0179, Tbilisi

Tel: (995 32) 2 23 23 88, 2 25 11 30,  ext.230;

Fax: (995 32) 2 25 12 36
Cell: (995 599) 92 90 09
tugulava@unicef.org

www.unicef.ge

Follow us on facebook: www.facebook.com/unicefgeorgia
cid:image002.png@01D1BBF1.3325E910