| From : | Tako Ugulava <tugulava@unicef.org> |
| To : | tgabunia@moh.gov.ge |
| Subject : | იუნისეფის ინიციატივა |
| Received On : | 06.05.2020 08:35 |
| Attachments : |
თამუნა, მოგესალმები
მინდა გაცნობო პროექტის (მოკლე მონახაზი ინგლისურ ენაზე თან დავურთე ამ მეილს) შესახებ, რომლის განსახორციელებლად მზად ვართ და სამინისტროს მხარდაჭერის მოსაპოვებლად გიზიარებ და მზად ვარ
დეტალები გაგაცნო.
პროექტის მიზანია მიწვდეს ყველა რეგისტრირებულ ორსულს სისტემაში (ამ წუთისათვის რაოდენობა ცოტათი აღემატება 26,000-ს) და მოიწვიოს ისინი დისტანციურად, ერთობლივი სამედიცინო კონსულტაციისათვის
(Shared Medical Appointment).
ამ დისტანციური მიდგომის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ერთად უყრის თავს ერთნაირი სამედიცინო დიაგნოზის მქონე პაციენტებს (ჩვენს შემთხვევაში, ერთნაირი გესტაციური ასაკის ორსულებს)
და სთავაზობს მათ ერთობლივ კონსულტაციას. ვაპირებთ, რომ ერთად მოვიწვიოთ 25-25 ორსული, ისინი ვერ დაინახავენ ერთმანეთს და დაინახავენ მხოლოდ ექიმს, რომელიც ორსულთა კონსულტირებისათვის იქნება მოწვეული (ექიმი დაინახავს ყველას). ეს კონსულტაცია იქნება მიმართული ამომწურავი
ინფორმაციის მიწოდებისათვის ერთჯერადად (არ ჩაანაცვლებს სახელმწიფო ვიზიტებს) და ორსულთათვის მაქსიმალური კომფორტისა და სიმშვიდის მინიჭებისათვის.
ამ დისტანციური შეკრების პირველი ნაწილი (45 წთ) იქნება ლექცია თემაზე „COVID19
და ორსულობა“, სადაც თავს მოიყრის სტანდარტიზებული ინფორმაცია, რომლის მომზადება (პოპულაციურ ენაზე ადაპტირება) უკვე მიმდინარეობს. მეორე ნაწილი იქნება კითხვა-პასუხის სესია, სადაც თითოეულ მონაწილეს ექნება კითხვის დასმის საშუალება კონფიდენციალურობის
სრული დაცვით. ანუ სხვა მონაწილე ვერ დაინახავს, მაგრამ კითხვა-პასუხს მოისმენს ყველა. ველით, რომ მონაწილეთა უდიდეს უმეტესობას ექნება ერთნაირი კითხვები, ამიტომ ეს მიდგომა საშუალებას მოგვცემს მაქსიმალურად ამოიწუროს კითხვების სპექტრი, ყველას ჰქონდეს ექიმთან ინდივიდუალური
გასაუბრების შესაძლებლობა და დარჩეს მასთან 2 საათის განმავლობაში. ეს ვიდეო კონფერენცია ასევე მოაგროვებს ინფორმაციას დისტანციურ კონსულტირებაზე ორსულების დამოკიდებულების შესახებ და დაგვეხმარება რათა საუკეთესოდ დავალაგოთ ანტენატალური სამსახური პოსტ-კოვიდურ პერიოდში
(იუნისეფი ამ თემაზე პარტიორობას იწყებს მეიოს კლინიკასთან და ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით).
ორსულებთან დასაკავშირებლად და მათი გესტაციური ასაკის მიხედვით დაჯგუფებისათვის გამოყენებული იქნება დაბადების რეგისტრი. ვიდეო კონფერენციის დროს დასმული კითხვები ერთად მოიყრის თავს,
რის მიხედვითაც შევქმნით კითხვა-პასუხის ნაკრებს. იუნისეფი პასუხისმგებლობას აიღებს მის გამოცემაზე, ასევე მოხდება მისი ჩაშლა მესიჯებად, რომელთა ავტომატურ რეჟიმში მიწოდებას ასევე ვგეგმავთ.
ჩვენი წინასწარი გათვლით და იმ ადამიანური რესურსის გათვალისწინებით, რომელსაც ვუყრით თავს, დაგვჭირდება დაახლოებით 50 დღე ყველა ორსულთან წვდომის განსახორციელებლად.
მოუთმენლად ველი გამოხმაურებას. ყველა რეკომენდაცია თუ შესწორება გაგვახარებს.
პატივისვცემით,
თაკო
Tamar (Tako) Ugulava, MD, PhD
Health Specialist
UNICEF Georgia
Address: 9, Eristavi str. UN Building, IV floor, 0179, Tbilisi
Tel: (995 32) 2 23 23 88, 2 25 11 30, ext.230;
Fax: (995 32) 2 25 12 36
Cell: (995 599) 92 90 09
tugulava@unicef.org
Follow us on facebook:
www.facebook.com/unicefgeorgia