From : Tako Ugulava <tugulava@unicef.org>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : იუნისეფი - ნუტრიცია
Cc : Nana Pruidze <npruidze@unicef.org>
Received On : 12.03.2019 10:29
Attachments :

მოგესალმები თამუნა,

 

წინასწარ ბოდიშს გიხდი გრძელი მეილისათვის. მეილი გრძელია, რადგან გადავწყვიტე, რომ თხოვნასთან ერთად წინა ისტორიაც მოგიყვე.

 

ჩემი კომუნიკაცია შეეხება იუნისეფის რეგიონალურ (ცენტრალური აზია + კავკასია) ინიციატივას, რომელმაც სტარტი აიღო გასულ წელს. ინიციატივა გულისხმობდა ჩევნი რეგიონის 8 ქვეყანაში ტექნიკური დახმარების კონსოლიდირებას ნუტრიციული საკითხების ირგვლივ, რათა ქვეყნებმა შეძლონ ნუტრიციულ გამოწვევებზე ეფექტური რეაგირება და მდგრადი განვითარების მიზნების (2&3) მიღწევა.

 

შესაბამისად, რეგიონში დაფუძნდა „ნუტრიციული სიმძლავრის შექმნისა და პარტნიორობის პლატფორმა“, რომლის წარდგენა მოხდა 2018 წლის ივლისში, აშხაბადში.  პლატფორმის სამდივნოში საქართველოდან დასახელდა ქალბატონი მარინა დარახველიძე, რომელმაც სამწუხაროდ, აშხაბადის შეხვედრაში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო. პლატფორმის დაფუძნების ღონისძიებაზე საქართველო წარმოადგინეს ბატონმა  რობიზონ წიკლაურმა (მთავარი სპეციალისტი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი) და ქალბატონმა რუსუდან კვანჭახაძემ (უფროსი სპეციალისტი, დკსჯეც). ამ პროცესს იუნისეფთან ერთად ფასილიტაციას უწევდა და უწევს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, მსოფლიო სასურსათო პროგრამა (WFP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO). ამ მეილს თან ვურთავ აშხაბადის შეხვედრის რეპორტს (1-ლი ბმული), რომლის ფარგლებშიც მოხდა შეთანხმება შემდეგ საკითხებზე:

 

ამ შეთანხმებიდან დაიწყო ფინანსური რესურსების მოპოვების ერთობლივი მცდელობა, რაც წარმატებით დაგვირგვინდა 2019 წლის დასაწყისში. ბუნებრივია, ყველა ქვეყანას თავისი პრიორიტეტი გააჩნდა ნუტრიციული კუთხით და დაფინანსებაც, სწორედ ამ პრიორიტეტებზე არის მიმართული. საქართველოს აქტივობები ფოკუსირებული იქნება ადრეული ასაკის ბავშვთა კვებასა (ძუძუთი კვება, მიკრონუტრიენტები) და სკოლის ასაკის ბავშვებში კვების ჯანმრთელი პრაქტიკის დამკვიდრებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნების ნუტრიციული აქტივობები შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან, ყველა ქვეყანას ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს ნუტრიციული ცოდნის იმ ჰაბით, რომელსაც ზემოთხსენებული „ნუტრიციული პლატფორმა“ უზრუნველყოფს.

 

ამ ეტაპისათვის, ქვეყნები მზად არიან შეუდგნენ ნუტრიციული პროექტების განხორციელებას და ერთობლივი ნაყოფიერი სტარტისათვის კვლავ გვიწვევენ „ნუტრიციული პლატფორმის“ შეხვედრაზე. მორიგი შეხვედრა გაიმართება ასტანაში (ყაზახეთი) 2019 წლის 24-26 აპრილს. შეხვედრას ექნება 3 სხვადასხვა ბლოკი:

  1. მაღალი რანგის ადვოკატირების სესია ბავშვთა კვების ფინანსირების საკითხებზე, რომლის სამიზნე იქნება ფინანსთა სამინისტროს და პარლამენტის წარმომადგენლობა 8-ვე ქვეყნიდან
  2. სპეციალური სესია, რომელიც მიეძღვნება მდგრად სასურსათო სისტემებს და ნუტრიციულ ზედამხედველობას
  3. პერიოდული საკოორდინაციო შეხვედრა, რომელიც პლატფორმის გეგმებს განიხილავს და დასახავს 2019 წლის პრიორიტეტებს

 

შესაბამისად, გვთხოვენ დელეგატების ნომინაციას (25 მარტამდე), თითოეული ქვეყნიდან მოწვეულია 5 დელეგატი:

  1. მაღალი დონის მენეჯერი ფინანსთა სამინისტროდან
  2. ჯანდაცვის სამინისტროდან ნუტრიციულ პროგრამებზე პასუხისმგებელი მენეჯერი
  3. ნუტრიციაზე პასუხისმგებელი პარლამენტარი
  4. სოფლის მეურნეობიდან food security მენეჯერი
  5. აკადემიური წრის წარმომადგენელი

ნომინაციის თხოვნა თან ახლავს ამ მეილს (მე-2-ე ბმული), ხოლო მე-3-ე ბმულად მეილს დავურთე ასტანის შეხვედრის Concept note. მე-4-ე ბმულში არის მოცემული შეხვედრის ადმინისტრაციული დეტალები, ხოლო მე-5-ე ბმული შეხვედრის გეგმის სამუშაო ვერსიაა.

 

ყველა ქვეყანას თხოვენ, რომ შეავსონ ამ მეილზე მე-6-ე ბმულად თანდართული კითხვარი (29 მარტამდე) და ასევე, მოამზადონ ქვეყნის მოკლე პრეზენტაცია (15 სლაიდი, 15 წუთი) წინასწარი ინსტრუქციისა და ფორმატის მიხედვით, რათა ინფორმაცია ქვეყნებს შორის შედარებადი იყოს (მე-7-ე ბმული). 15 სლაიდიდან 8 მიეძღვნება კითხვარში (მე-6-ე ბმული) მოცემული საკითხების გაშუქებას, ხოლო დარჩენილი 7 იქნება ქვეყნის მიერ პრიორიტეტულად გამოყოფილი თემატიკიდან (ანუ, საქართველოს შემთხვევაში - ჭარბწონიანობისა და სიმსუქნის პრევენცია ადრეული ასაკიდან და სკოლის ასაკის ბავშვთა ნუტრიციის საკითხები).

 

კითხვარის შევსებასა და პრეზენტაციის მომზადების ვალდებულებას იუნისეფი აიღებს თავის თავზე და მოგაწოდებთ თქვენი კომენტარებისა და შენიშვნებისათვის.

 

ჩვენი უდიდესი სურვილია, რომ ჯგუფი ისეთი წარმომადგენლებისაგან დაკომპლექდეს, რომლებიც ბავშვთა კვების საკითხებზე აქტიურად იქნებიან ჩართული შემდგომში, რომ ყველა კითხვაზე არ შეგაწუხოთ.

 

ბევრი ბოდიში და ბევრი მადლობა წინასწარ.

 

პატივისცემით,

თაკო