| From : | Tako Ugulava <tugulava@unicef.org> |
| To : | tgabunia@moh.gov.ge |
| Subject : | ზოგიერთი მოსაზრება |
| Received On : | 17.12.2019 09:34 |
| Attachments : |
თამუნა,
მოგწერ რამი მაზკერეტთან ჩემი კონსულტირების შედეგებს:
1.
საკითხი შეეხება ახალშობილთა ინტენსიური მოვლის განყოფილებაში
სპეციალისტების ხელმისაწვდომობას. კონსულტანტის აზრით სპეციალისტები (ანესთეზიოლოგის ჩათვლით) უნდა იყოს ხელმისაწვდომი წინასწარი დადებული საკონტრაქტო ხელშეკრულების ფარგლებში და მათი ადგილზე ყოფნა დაუსაბუთებელია შესაბამისი
case-ების სიმწირის გამო.
2.
თერაპიული ჰიპოთერმიის ამოღებას არ ემხრობა, მაგრამ ამავდროულად, არ მიაჩნია საჭიროდ, რომ შესაბამისი
აპარატურა ყველა მესამე დონის NICU-ს უნდა ჰქონდეს. გვთავაზობს შემდეგ გამოსავალს: დაიშვას ისეთი მცნება, როგორიცაა
NICU
Level III Plus, რომლის განმასხვავებელი კრიტერიუმი ამ ეტაპზე იქნება თერაპიული ჰიპოთერმიის განხორციელების შესაძლებლობა, ხოლო მომდევნო ეტაპზე ამას
შეიძლება დაემატოს დღენაკლულთა neuro-sensitive
მოვლა, რომელიც NICU-ს ხვალინდელი დღე არისო. რაც შეეხება, თავად თერაპიულ ჰიპოთერმიას,
როგორც პროცედურას, მას აქვს ძალიან ზუსტად განსაზღვრული პროტოკოლი და მისი განხორციელება განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენსო. განვითარებულ მსოფლიოში მისი გამოყენების სიხშირის გათვალისწინებით, გვეუბნება, რომ საქართველოში 2-3 აპარატი სრულიად საკმარისიაო. რაც
ნიშნავს იმას, რომ ჰიპოთერმიისათვის ახალშობილები უნდა გადაიყვანონ NICU
Level III Plus-ში და აქ მოველი ჩვეულ წინააღმდეგობას პროფესიონალთა წრეში.
3.
მესამე საკითხი მე თვითონ წამოვჭერი, რადგან ჩვენი ანალიტიკური რეპორტების მიხედვით
NICU-ში რეფერირებულ ახალშობილთა დაახლოებით 70% არის ნორმალური წონის.
ჩვენ ამ ეტაპზე არ გვაქვს
NICU-ს სამედიცინო ელექტრონული ისტორიები და არც
NICU-ს რეგისტრი (თუმცა, იუნისეფმა ჩასვა მომავალი წლის გეგმაში) და მიმდინარე რეჟიმში ვერ ვხედავთ, ეს რეფერირებული ახალშობილები რა ტიპის მოვლას დაექვემდებარენ
(ინვაზიური თუ არაინვაზიური ვენტილაცია და ა.შ.), ანუ რეალურ დროში ვერ ვაანალიზებთ თუ რამდენად აუცილებელი იყო მათი გადაყვანა. აქვე არსებობს მეორე ფაქტორიც, მესამე დონის
NICU-ს რეფერალის ბარიერი დაბლა არის დაწეული განვითარებულ მსოფლიოსთან შედარებით (რითაც ფაქტიურად ხელშეწყობილია
NICU-ში ნაკადის ზრდა). ამას ხსნიან ნეონატოლოგთა დაბალი კვალიფიკაციით საქართველოში. ითვლება, რომ
NICU-ს მესამე დონეზე მოხდა ყველაზე გამოცდილი ნეონატოლოგების კონცენტრაცია და ქვედა დონეზე რესპირატორულ პრობლემებთან დაკავშირებული სიკვდილიანობა რომ
თავიდან ავიცილოთ, უმჯობესია ბარიერი დავწიოთ და ახალშობილები მესამე დონეზე გადავამისამართოთო. მე ეს საკითხი ძალიან მაწუხებდა, მაგრამ გამოსავლის მოძებნა მიჭირდა. ჩვენი ექსპერტის რჩევით გამოსავალი ფინანსურ ნაწილში უნდა ვეძებოთო, ანუ თუ ნორმალური წონის ახალშობილის
გადაყვანის მიზეზი მხოლოდ რესპირატორულ დისტრეს სინდრომია, მაშინ მისი მოვლა
NICU-ს მესამე დონეზე უნდა გაგრძელდეს ტარიფის უცვლელად და ტარიფში შესწორება შევიდეს მხოლოდ დამატებითი პრობლემების (მაგალითად, რაიმე თანდაყოლილი პათოლოგია)
არსებობისასო. ნეონატოლოგთა პოტენციურ წინააღმდეგობაზე მითხრა, რომ ეს თანხა დაკომპენსირდება დღენაკლულთა მოვლის ტარიფით, რომელიც მაქსიმალურად რეალისტურად უნდა გაითვალოსო (როგორც წესი დღენაკლულთა მოვლა უფრო ნაკლები ჯდებაო). დღევანდელი სტატისტიკის გათვალისწინებით
ბევრად ხარჯთეფექტური იქნება ეს მიდგომა და მეორე დონეზე კვალიფიკაციის გაძლიერებასაც მოემსახურებაო.
4.
მეოთხე საკითხად განვიხილე პირველი დონის სამშობიაროებში მეანის ხელმისაწვდომობა. ჩვენი კონსულტანტი ნეონატოლოგია, მაგრამ მაინც გამოთქვა თავისი აზრი. მიუდგა მარტივად და გვირჩია,
რომ ცოტათი გაუგებარი 50 კმ-ანი რადიუსი შეგვეცვალა დროის კრიტერიუმით, მაგალითად ხელმისაწვდომია 15 წუთის განმავლობაში. მაქსიმალურად ვეცადე ამეხსნა, რომ ერთის მხრივ ბებიაქალების კვალიფიკაციის პრობლემაა, რის გამოც მათი მარტო დატოვება გვეშინია და რამდენად გაკონტროლებადია
15 წუთი არ ვიცი-თქო. მეორეს მხრივ კი ვუთხარი, რომ რეალურად ამ ადგილებში მეანების სიმწირეა და მათი ადგილზე ყოფნა 24 საათიან რეჟიმში რთულად წარმომიდეგნია-მეთქი. პასუხი ისევ ფინანსური ინსენტივია - ასეთ ადგილებში მეანების დამატებითი ანაზღაურების დაშვება.
კონსულტანტი დღეს საღამოსაც თბილისშია, თუმცა მასთან დაკავშირება არც მერე არ წარმოადგენს პრობლემას. მზად ვარ გავაგრძელო მასთან მუშაობა ამ რეჟიმში, ან თუ საჭიროა უფრო ჩაღრმავებული საკონსულტაციო
სამუშაო გავწიოთ.
პატივისცემით,
თაკო
Tamar (Tako) Ugulava, MD, PhD
Health Specialist
UNICEF Georgia
Address: 9, Eristavi str. UN Building, IV floor, 0179, Tbilisi
Tel: (995 32) 2 23 23 88, 2 25 11 30, ext.230;
Fax: (995 32) 2 25 12 36
Cell: (995 599) 92 90 09
tugulava@unicef.org
Follow us on facebook:
www.facebook.com/unicefgeorgia