From : Tako Ugulava <tugulava@unicef.org>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : გაეროს პროექტი
Received On : 06.05.2019 13:29
Attachments :

თამუნა,

 

ამ მეილით გატყობინებ დაფინანსების შესაძლებლობას SDG ფონდიდან, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს გაეროს თითქმის ყველა სააგენტო (ჩვენ, UNDP, UNFPA, UN women  . . . ). თემა შეეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და მათი უფლებების დაცვას. გაეროს მიერ მთლიანად მოთხოვნილი ბიუჯეტი შეადგენს 2 მლნ ამერიკულ დოლარს. ამ მეილს თან ვურთავ მოკლე კონცეპციას, რომელიც გაეროს რეზიდენტ კოორდინატორის ოფისის მიერ არის მომზადებული. ეს კონცეპცია ფონდს უნდა წარედგინოს სამთავრობო წერილთან ერთად, რომლის ხელმომწერი თემატიკიდან გამომდინარე უნდა იყოს ჩვენი სამინისტრო.

 

ამ პროექტის ფარგლებში იუნისეფი გეგმავს იმ აქტივობების გავრცობას, რომელიც ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით უკვე დაწყებულია (მაგ.: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შეფასების სამედიცინო მოდელიდან სოციალურ მოდელზე გადასვლა და განვითარების პრობლემის დროული იდენტიფიცირება პირველადი ჯანდაცვის რგოლის მიერ). ევროკავშირის პროექტიც შეფუთული იყო, როგორც უფლებათა დაცვის პროექტი და მის ფარგლებში ვიმუშავეთ პჯდ დონეზე (აჭარის პილოტი).

 

ეხლა გადავდივარ გაეროს ერთობლივ თხოვნაზე:

ვთვლით, რომ SDG ფონდის დაფინანსებაც  მოგვცემს პირველად ჯანდაცვაზე მუშაობის შესაძლებლობას და აქედან გამომდინარე, დიდი სურვილი გვაქვს, რომ შენ გქონდეს წამყვანი როლი. შესაბამისად, ხელმომწერად შენ გხედავთ. სოციალური კომპონენტის არსებობის გამო თამარ ბარკალაიაც ერთერთ მთავარ focal point-ად მოიაზრება.

ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია კონცეპციის submission-ი, რომელსაც ხანგრძლივი და დეტალური სამუშაო პროცესი მოჰყვება პროექტის შექმნის მიზნით ყველა სააგენტოსთან ერთად. თანხის ეფექტური გამოყენების მიზნით, სამინისტროს მხრიდან კოორდინაცია მეტად მნიშვნელოვანია და ჩვენ ვთანხმდებით, რომ შენ ამ საქმეს საუკეთესოდ  გაუძღვები.

ვცადე ტელეფონით დაკავშირება, რომ უკეთესად ამეხსნა საქმის ვითარება, რადგან აღმოვაჩინეთ, რომ წერილები დღეს უნდა გავაგზავნოთ.

გაეროს ერთობლივი თხოვნაა, რომ გვიშველო, თუ ამის შანსი არსებობს.

 

პატივისცემით,

თაკო