| From : | Tamar Cankashvili <tamar.cankashvili@gmail.com> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: ფრანგულ-ქართული სამედიცინო კონფერენცია |
| Received On : | 06.06.2019 12:46 |
| Attachments : |
დიდი მადლობა ქალბატონო თამარ! ჩავინიშნავ და თუ არსად მომიხდა გამგზავრება დავესწრები.
წარმატებულ მუშაობას გისურვებთ,
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
Deputy Minister
From: Tamar Cankashvili [mailto:tamar.cankashvili@gmail.com]
Sent: 6 June, 2019 16:42
To: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject: ფრანგულ-ქართული სამედიცინო კონფერენცია
ქალბატონო თამარ,
პატივი მაქვს გაცნობოთ, რომ საფრანგეთის, იონის დეპარტამენტსა და კახეთის რეგიონს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, რომელსაც საფუძველი 1999 წელს ჩაეყარა, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ჯანდაცვის, ფრანკოფონიის, კულტურის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში.
ქართველი პარტნიორების თხოვნით, 2008 წელს გაიხსნა ქართულ – ფრანგული სამედიცინო ცენტრი “კახეთი – იონი” (არაკომერციული, არამომგებიანი იურიდიული პირი), კახეთის რეგიონის მოსახლეობისათვის ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და სრული დიაგნოსტიკური სამედიცინო მომსახურეობის გაწევის მიზნით.
« კახეთი-იონი »-ს პროექტი განხორციელდა ფრანგი ექიმების, “საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა” და ორგანიზაცია “ ექიმი ბიოლოგები საზღვრებს გარეშე»-ს მხარდაჭერით. ქალაქი გურჯაანი შეირჩა გეოგრაფიული ადგილმდებარეობით ხელმისაწვდომობის პრინციპით.
2012 წელს გაიხსნა ჰემოდიალიზის ცენტრი, 17 სავარძლით. 2015 წლიდან ფუნქციონირებს ონკოლოგია-ქიმიოთერაპიის განყოფილება.
კახეთი-იონი ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა რომელმაც კახეთის რეგიონში დაიწყო Cჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება.
2019 წელს ჩვენი ძირითადი მიმართულება იქნება სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება საფრანგეთში და საქართველოში, ასევე საფრანგეთიდან მოწვეული სპეციალისტების გამოცდილების გაზიარება „კახეთი-იონში“.
2009 წლიდან ყოველწლიურად ეწყობა ფრანგ და ქართველ მედიკოსთა დღეები, რომელშიც 250 მდე ქართველი ექიმი მონაწილეობს.
კონფერენცია მიზნად ისახავს ქართველ და ფრანგ ჯანდაცვის პროფესიონალების შეხვედრას, ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის განვითარების ხელშეწყობას.
წლევანდელი კონფერენცია განსაკუთრებულად საინტერესოდ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან თემატიკა უმნიშვნელოვანესია: ტუბერკულოზის მართვის თანამედროვე მიდგომები და პრინციპები, საქართველო საფრანგეთის გამოცდილება.
მომხსენებლები:
- პროფესორი დომინიკ სალმონი - ინფექციონისტი, კოშანის საავადმყოფო. პარიზი
- პროფესორი ფილიპ მორანი - ბაქტერიოლოგი,კოშანის საავადმყოფო. პარიზი
- ბ-ნი ჟაკ სიმარი - კახეთი იონის ვიცე პრეზიდენტი, ექიმი ბიოლოგი
- ექიმი აჰმად ჯიბავი-პულმონოლოგი, სანტე ბლუას საავადმყოფო
- ბ-ნი ამირან გამყრელიძე - NCDC- ს გენერალური დირექტორი
- ქ-ნი ირმა ხონელიძე -NCDC - ს გენერალური დირექტორის მოადგილე
- ბ-ნი ზაზა ავალიანი- ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი
- ქ-ნი ნანა ქირია- ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე
- ქ-ნი მარინა ჯანჯღავა -ფთიზიატრი
- ქ-ნი რუსუდან ასპინძელაშვილი- ფთიზიატრი
კონფერენცია ჩატარდება 29 ივნისს შაბათს 9:30 დან 18:00 მდე, სასტუმრო კომპლექს „ყვარელი ედემში“
ქალბატონო თამარ, პატივი გვაქვს მოგიწვიოთ კონფერენციზე. ჩევნთვის დიდი პატივი იქნება თქვენთან შეხვედრა.
პატივისცემით,
თამარ ცანკაშვილი
--
პატივისცემით თამარ ცანკაშვილი
გენერალური დირექტორი
ა(ა)იპ ფრანგული სამედიცინო ცენტრი კახეთი-იონი
Tamar TSANKASHVILI
Directrice Générale
Centre médical français Kakhétie-Yonne
პატივისცემით თამარ ცანკაშვილი
გენერალური დირექტორი
ა(ა)იპ ფრანგული სამედიცინო ცენტრი კახეთი-იონი
Tamar TSANKASHVILI
Directrice Générale
Centre médical français Kakhétie-Yonne