From : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
To : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
Subject : Re: ტყვიისსაველე სამუშოების მოკლე ანგარიში
Cc : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>
Received On : 08.04.2019 14:17

მადლობა ბატონო ამირან

 მოსაფიქრებელი გვექნება Indoor სინჯების თემა- იქნებ ჩვენი კონსულტანტისგან (ან სხვა წყაროდან) ამ სინჯების აღების პროტოკოლი მოვიპოვოთ და მერე შეიძლება ან გარემოს ლაბორატორიაში ან სამხარაულის ბიუროში გაკეთება.
 რაც შეეხება სანადირო-სათევზაო მოწყობილობების სახლში ქონას, არ ვიცი, რამდენად რისკ ფაქტორად შეიძლება იყოს განხილული, აქაც კონსულტაცია დაგვჭირდება.
 მართლაც საყურადღებოა სახლში ტყვიის დამაკავშირებელი საქმიანობა- " რჩილვა" (პაიკა, პაიალნიკი), აქ იდეაში კალას და კანიფოლს იყენებენ ხოლმე, თუმცა არის კალა-ტყვიის შენადნობებიც, ანუ აქაც სინჯები იქნება საჭირო.
 ტყვიის მასრით საკვების (თხილის კაკლის) დამუშავება მართლაც ცალსახად მნიშვნელოვანია.
  საკვები პროდუქტების (რასაც სახლში იყენებენ) სინჯებიც ცალსახად ასაღებია და გარემოს სურსათის უვნებლობაში გასაანალიზებელი.

From: Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
Date: Monday, April 8, 2019 5:54 PM
To: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Cc: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>, Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>, Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>
Subject: ტყვიის საველე სამუშოების მოკლე ანგარიში

ბატონო დავით,

 

ჩვენებმა, პედიატრებმა და გარემოს სააგენტოს წარმომადგენლებმა დღეს დაასრულეს 16 ბავშვის, სადაც ტყვიის შემცველობა 30მკგ/დცლ-ზე მეტი იყო  სისხლში, შემოვლა და პირველადი შესწავლა.

გიგზავნით მოკლე ინფორმაციას. სრული დეტალური ინტეგრირებული ანგარიში იქნება მოგვიანებით.

 

მუშაობის პროცესში იკვეთება ბევრი პრობლემა (თუნდაც ის რომ გარემო სწავლობს მხოლოდ კარგარეთა სინჯებს და მარტო წყალს, ჰაერს, ნიადაგს). გაურკვეველია ვინ არის პასუხისმგებელი საღებავებზე, სათამაშოებზე, სახლში სხვა სინჯების აღებაზე  და ა.შ. არ აღებულა ჯერ-ჯერობით სურსათის ნიმუშები.

 

ამ და მომავალი კვირის განმავლობაში ჩვენები დააკორდინირებენ ოჯახის წევრების სისხლის აღებასა და მათ გამოკვლევას ტყვიაზე და შემდეგ ვიმოქმედებთ დამტკიცებული კლინიკური პროტოკოლის მიხედვით.

 

სასურველია ვენაში ეს და ტყვიასთან დაკავშირებული მრავალი სხვა საკითხი დეტალურად გავიაროთ რათა მზად ვიყოთ 23-ის ლონჩინგისთვის.

 

პატივისცემით

 

ამირანი