From : Nelly Solomonia <nelly68@gmail.com>
To : Nana Kalmakhelidze <nkalmakhelidze@moh.gov.ge>
Subject : Re: ტუბერკულოზის გაიდლაინი
Cc : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Received On : 24.04.2019 11:09
Attachments :

ნანა მოგესალმებით,

ძალიან დიდი მადლობა ჩასწორება-დამატებებისათვის. თქვენი მითითების მიხედვით შევიტანეთ ცვლილებები (იხ. გზავნილი), მხოლოდ მე-12-ე გვერდზე ნაცვლად თქვენი ფორმულირებისა:  

"გაიდლაინის რეკომენდაციები ასევე დაეხმარება ექთნებს ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების შეფასებაში, განსწავლასა და მართვაში, ასევე, სსტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში მომუშავე დამყოლობის სამსახურის სოციალურ მუშაკებს მათ პროფესიულ საქმიანობაში."

ეს ვერსია ხომ არ აჯობებს:

"გაიდლაინის რეკომენდაციები ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების შეფასებაში, განსწავლასა და მართვაში, ასევე დაეხმარება ექთნებს და ფთიზიატრიული ქსელის დამყოლობის სამსახურის სპეციალისტებს, მ.შ. სოციალურ მუშაკებს."  

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დამყოლობის სამსახური შედგება რამოდენიმე სპეციალისტისაგან, მათ შორის სოციალური მუშაკისაგან, და ამასთან დამყოლობის სამსახური გვაქვს არა მარტო ცენტრში, არამედ რეგიონებშიც, ამიტომ ვარჩიეთ ასეთი ვერსიის შემოთავაზება. 

თუ ჩვენი ვერსია არ მოგეწონებათ, არ არის პრობლემა, მე სულ აქ ვარ და კიდევ დავკონტაქტდეთ, ოღონდ ძალიან გთხოვთ რაც შეიძლება სწრაფად შევთანხმდეთ, ამ გაიდლაინის ბრძანებით გამყარება ჩვენი პაციენტებისათვის უკვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

სხვა ყველა თქვენი შესწორება, როგორც ზევით აღვნიშნე, ჩვენთვის მისაღები იყო და გავითვალისწინეთ.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა,

ნელი

On Wed, 24 Apr 2019 at 12:13, Nana Kalmakhelidze <nkalmakhelidze@moh.gov.ge> wrote:

ნელი მოგესალმებით,  

გიგზავნით ტუბერკულოზის გაიდლაინს, მცირედი კორექტირება მაქვს წითელი ფერით (რომ არ არეულიყო ტექსტი თრექჩეინჯები ამიტომ არ გამოვიყენე) გაკეთებული ტექსტში: მე-7, მე-12 და 129- გვერდებზე (მე-16 თავი - ტუბსაწინააღმდეგო მკურნალობის შემდგომი რეაბილიტაცია). როგორც გუშინ გესაუბრეთ სოციალურ დეპარტამენტში საკითხის გავლის შემდგომ, სოციალური მუშაკებისთვის ზედმეტი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების გაჩენიდან გამომდინარე, სოციალურ დეპარტამენტში არ მიაჩნიათ მიზანშეწონილად სოციალური მუშაკების ტბ მართვაში ჩართვის საკითხი, ამიტომ მე-12 გვერდზე (გაიდლაინის რეკომენდაციები თუ ვის დაეხმარება) დავამატე მხოლოდ თქვენს ცენტრში დასაქმებული დამყოლობის სამსახურის სოციალური მუშაკები. გადახედეთ და მომწერეთ თქვენი მოსაზრებები.

 

პატივისცემით,

 

ნანა კალმახელიძე

577 944 934

 

 

 



--
Nelly Solomonia

National Center for Tuberculosis and Lung Diseases;
Tbilisi State Medical University.
Tel: +995 599 884409 or +995 551 258399
Email: nelly68@gmail.com , gtbpass@gmail.com
Web: http://www.tbgeo.ge; http://www.tsmu.edu/