| From : | Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: საბერიოს ამბულატორია |
| Received On : | 23.04.2019 05:07 |
მოგესალმებით ქალბატონო თამარ და ქალბატონო მარინა!
ვადასტურებ, იმ ფაქტს რომ ქალბატონმა ბაკარაძემ აღნიშნა მისი ბრძანების მოქმედების შეჩერების შესახებ, სანამ ის სამინისტროში გამოცხადდებოდა. გარდა ამისა, ჩვენ მოვითხოვეთ წერილობითი მტკიცებულებები მის მიერ მონათხრობ საკითხებთან დაკავშირებით, რაც წარმოდგენილი არ არის და მივიღეთ მხოლოდ ეს წერილი.
ჩვენ ბატონი დავითისაგან დაგვეწერა უკვე ის მოხსენებითი ბარათი და ვიწყებთ შესწავლას. დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.
პატივისცემით
ძვირფასო მარინა
ამ წერილთან დაკავშირებით მინდა დავაზუსტო, რომ ქ-ნი ქეთევან ბაკარაძესთან აღნიშნულ შეხვედრაზე მისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ სამინისტრომ თავად შეაჩერა/შეცვალა საბერიოს ამბულატორიის თანამშრომლების. გუნჯუას და ხ. გარგულიას განთავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება.
სიტუაციის ერთობლივად შესწავლის აუცილებლობის საკითხი დაისვა სამინისტროში მოსახლეობის, სამედიცინო პერსონალისა და სხვა მხარეების ხელმოწერით შემოსული უკმაყოფილების წერილების საპასუხოდ და არა კონკრეტულად საბერიოს ამბულატორიის თანამშრომლების განთავისუფლების ბრძანების შეჩერების თაობაზე.
საკითხის შესწავლის აუცილებლობაზე მოხსენებითი ბარათი წარვადგინე ბატონ მინისტრთან და ველოდები მის გადაწყვეტილებას.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია