პატივცემულო ტრანსპლანტაციის საბჭოს წევრებო, მოგესალმებით,
1. გიგზავნით სამინისტროში შემოსულ შპს „ახალი მზერას“ განაცხადს რქოვანა გარსისა და სკლერის იმპორტის თაობაზე წერილობითი თანხმობის მისაღებად („ადამიანის ორგანოთა ექსპორტ-იმპორტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №194დადგენილების შესაბამისად, ტრანსპლანტაციის საბჭოს თანხმობის შემთხვევაში, სამინისტროს მიერ გაცემულიწერილობითი თანხმობა ძალაშია გაცემიდან 1 წლის განმავლობაში).
გთხოვთ, შესაძლო მოკლე ვადაში განიხილოთ წარმოდგენილი განაცხადი და ელექტრონულ ფორმატში მომწეროთ თქვენი პოზიცია აღნიშნული სამედიცინო დაწესებულების მიერ რქოვანა გარსისა და სკლერის იმპორტთან დაკავშირებული წერილობითი თანხმობის მიღების თაობაზე.
2. გიგზავნით სამინისტროში შემოსულ პოტენციური რეციპიენტის - მამუკა კირკიტაძის დოკუმენტაციას.საკითხი შეეხება თირკმლის გადანერგვაზე თანხმობის გაცემას. პოტენციური დონორი არის პაციენტის დედა - ფატმან კირკიტაძე. დოკუმენტაციას თან ახლავს ამონაწერი საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის ეთიკური კომისიის სხდომის ოქმიდან.
3. გიგზავნით სამინისტროში შემოსულ პოტენციური რეციპიენტის - მამუკა კაპანაძის დოკუმენტაციას.საკითხი შეეხება თირკმლის გადანერგვაზე თანხმობის გაცემას. პოტენციური დონორი არის პაციენტის ძმა - ჯონი კაპანაძე. დოკუმენტაციას თან ახლავს ამონაწერი საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის ეთიკური კომისიის სხდომის ოქმიდან.
გთხოვთ, გაეცნოთ წარმოდგენილ ორივედოკუმენტაციას და შესაძლო მოკლე ვადაშიელექტრონულ ფორმატში მომწეროთ თქვენი პოზიციათირკმლის გადანერგვის აღნიშნული 2 ოპერაციისჩატარებასთან დაკავშირებით.
პატივისცემით,
საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი
ნანა კალმახელიძე
577 944 934