| From : | Irma Khonelidze <ikhonelidze@gmail.com> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: აივ/შიდსის საკომუნიკაციო კამპანიის პროგრესი |
| Cc : | Irma Khonelidze <i.khonelidze@ncdc.ge> |
| Received On : | 05.04.2019 11:44 |
მოგესალმებით კოლეგებო,გიზიარებთ ინფორმაციას NCDCPH, გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საკომუნიკაციო კამპანიის პროგრესის შესახებ.პროექტს ორი ძირითადი ამოცანა აქვს:ამოცანა 1. აივ ინფექცია/შიდსთან ასოცირებული ნეგატიური და მცდარი სტერეოტიპების შემცირება, მათ შორის დაავადების გადაცემის გზების, მკურნალობის გამოსავლებისა და საზოგადოებრივი საფრთხეების შესახებ.ამოცანა 2. აივ დადებითი და შიდსით დაავადებული ადამიანების მიმართ საზოგადოებრივი მიმღებლობის დონის ამაღლება;
- პროექტს ახორციელებს BetterFly DDB
- მოსამზადებელი სამუშაოები (Phase I) მიწურულს უახლოვდება
- უშუალო განხორციელების პერიოდი (Phase II) მომავალი კვირიდან იწყება
- წარმოდგენილი სამი კონცეფციიდან შეირჩა მისაღები ვარიანტი (თანდართულია მონახაზი)
- ვიზუალური კომუნიკაციის მასალებში იგეგმება აივ დადებითი ადამიანების ფოტომასალის გამოყენება. ამ ეტაპზე სააგენტომ მოიძია ორი პირი, რომელიც თანახმაა სტატუსის გასაჯაროებაზე. გუნდი ფოკუსირდება პოზიტიურ კონტექსტზე.
- შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდიდან მოწოდებულია რეალური ისტორიები საკომუნიკაციო არხებში გასავრცელებლად - აქაც ფოკუსი შეძლებისდაგვარად პოზიტიურ კონტექსტზეა და შესაბამისად დამუშავდება.
- კამპანიის დაგეგმვის პირველივე საფეხურებიდან კონსულტაციები გაიმართა აივ დადებით თემთან, საკომუნიკაციო მასალების კონცეფციის ჩამოყალიბებისას ასევე გავიარეთ კონსულტაციები შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდთან
- იყო გარკვეული შემოთავაზებები კონტექსტი განხილულიყო მაღალი რისკის მქონე ჯგუფებზე გარკვეული ფოკუსით, თუმცა გუნდი შევთანხმდით, რომ უკანასკნელმა შესაძლოა უფრო მეტად გააღრმავოს საზოგადოებაში არსებული სტიგმა და ნეგატიური ასოციაცია ამ ჯგუფებსა და დაავადებას შორის - შესაბამისად ამ ეტაპზე, როგორც ისტორიებში ისე ვიზუალურ საკომუნიკაციო მასალაში ვცდილობთ თავი შევიკავოთ სარისკო ქცევის ან/და ჯგუფების ხაზგასმისგან.
დიდი იმედი მაქვს პროექტი წარმატებით განხორციელდება და შექმნის შესაძლებლობას ბრენდინგი მომავალ აქტივობებშიც იქნას გამოყენებული.პატივისცემით,სანდროALEXANDER ASATIANI M.D
The Global Fund HIV/AIDS and Tuberculosis programs
National Center of Disease Control and Public Health
Tel: 995 555 000 471
E-mail:: a.asatiani@ncdc.ge; alx.asatiani@gmail.com"Success is not final; failure is not fatal:
It is the courage to continue that counts."
Irma Khonelidze
Deputy Director General, MPA
National Center for Disease Control and Public Health