ქალბატონო თამარ,
გამარჯობა.
დიდი ყურადღებით გავეცანით თქვენ შენიშვნებსა და კომენტარებს. დოკუმენტებზე მუშაობა გრძელდება. ყველა თქვენი მოსაზრება არგუმენტირებულია და აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. შესწორებულ და დაზუსტებულ ვერსიას ოთხშაბათს გამოგიგზავნით.
რაც შეეხება ავეჯით და საყოფაცხოვრებო ტექნიკით აღჭურვის საკითხს, ქართუ ჯგუფი მზად არის სრულად დაფაროს არსებული საჭიროებები (ცხრილი თან ერთვის შესაბამისი სპეციფიკაციებით) - თანხობრივად დაახლოებით 300 000 ლარის ოდენობით;
რამდენადაც პროექტი არსობრივად სრულიად ინოვაციურია და საქართველოში ანალოგი არ გააჩნია, მიმდინარეობს შესაბამისი კონსულტაციები დარგების როგორც უცხოელ ასევე ადგილობრივ სპეციალისტებთან.
გაცნობებთ, რომ ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა წერილობითი და უშუალო მოლაპარაკება (მათ შორის ნესტან ტუკვაძის ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში) შვეიცარიის ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტის პარტნიორობით შვეიცარიის შესაბამის ინსტიტუციებთან. სამწუხაროდ, ამ დრომდე ხელშესახები პროგრესის გარეშე. თანხმობა გვაქვს გერმანიიდან - კოხ-მეჩნიკოვის ფორუმიდან თანამშრომლობაზე (საკითხი დეტალურად განხილულ იქნება ეკა კოხრეიძის ბერლინში 19-22 მარტის ვიზიტის ფარგლებში);
19-22 თებერვალს ვენაში ჯანმოს ევროპის რეგიონული ვორქშოფის მიმდინარეობისას საკითხი ოფიციალური შეხვედრის ფორმატში დაისვა; ბ-ნ მასუდ დარასთან და მარტინ ვენ დენ ბუმთან შეთანხმების შემდეგ მომზადდა წერილი, რომლის პასუხადაც ველით ჯანმოს საკონსულტაციო დახმარებას გლობალური ფონდის შესაბამისი პროექტის ფარგლებში (ბ-ნ ა. გამყრელიძესთან გაზიარებით). წინასწარი განაცხადი დაფინანსების მოთხოვნით უკვე გაკეთებულია.
რასაკვირველია, გვქონდა კონსულტაციები რეაბილიტოლოგებთანაც - გორის სამხედრო ჰოსპიტლის რეაბილიტაციის განყოფილების გამგესთან, პროფესორ ნინო კერვალიშვილთან, ექიმ-ფიზიოთერაპევტთან პროფესორ მაკრინე მირზიაშვილთან. გრძელდება კონსულტაციები სამედიცინო აპარატურის სპეციალისტებთან.
დღის წესრიგში დგას საკითხი სპეციალისტების მომზადების/გადამზადების შესახებ, მათ შორის აბასთუმნის ცენტრისთვის მიზნობრივი სარეზიდენტო სასწავლო კურსების და ადაპტირებული სასწავლო მოდულების თაობაზე - თქვენთან კონსულტაციების შემდეგ.
მიმდინარეობს მუშაობა ქალბატონ მარინასთან და ბატონ თემურთან გამართული შეხვედრის დროს წამოჭრილ საკითხებზე. ხვალისთვის დაგეგმილია შეხვედრა ბატონ დავით ბიბილაშვილთან აპარატურასთან დაკავშირებით. პარალელურად მიმდინარეობს თანამშრომლობა ქართუ ჯგუფთან და აბასთუმნის ცენტრის მენეჯმენტთან.
ქალბატონო თამარ, გთხოვთ, იმ კვირისთვის სამუშაო შეხვედრის დაგეგმვას, რათა გაგიზიაროთ საკითხთან მიმართებაში არსებული დინამიური ვითარება.
უაღრესი პატივისცემით,
ზაზა ავალიანი
Zaza Avaliani, MD PhD Professor
Director, National Center for Tuberculosis and Lung Diseases
8, Achara str. Tbilisi, 0101 Georgia
Phone (office): (+995 32) 2910252
Phone (cell): (+995 599) 585336