| From : | Irma Khonelidze <I.khonelidze@ncdc.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | GF TB Grant negotiation _ co-financing commitment letter |
| Cc : | mdarakhvelidze@moh.gov.ge; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Maka Danelia <m.danelia@ncdc.ge>; Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge> |
| Received On : | 19.07.2019 13:32 |
| Attachments : |
ქალბატონო თამარ,
როგორც მოგეხსენებათ დაავადებათა კონტროლის ცენტრი, როგორც გლობალური ფონდის გრანტის ძირითადი მიმღები, აწარმოებს საგრანტო მოლაპარაკებას გლობალური ფონდის პორფოლიოს ხელმძღვანელთან და
საქართველოს ჯგუფთან, ტუბერკულოზის გრანტის გაგრძელების მოთხოვნის შესაბამისად. ამ მოლაპარაკების მიზანია ტექნიკური დოკუმენტების დასრულება.
საგრანტო მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპის დაწყებამდე დოკუმენტების პაკეტი წარდგენილი იქნება ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოზე დასამტკიცებლად, მომდევნო ეტაპზე კი მათ განიხილავს გლობალური
ფონდის გრანტის დამტკიცების კომიტეტი. მოწონების შემთხვევაში კომიტეტი საგრანტო განაცხადს დასამტკიცებლად წარუდგენს გლობალური ფონდის საბჭოს. ამ ეტაპების დასრულების შემდეგ,
დოკუმენტები წარედგინება საქართველოს მთავრობას და მომზადდება ხელმოსაწერად. სრული ციკლი უნა დასრულდეს წლის ბოლომდე.
ამჟამად განსახილველი დოკუმენტების ნუსხაში შედის თანადაფინანსების მოთხოვნის დასტური, ხელმოწერილი სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ, რომელიც უნდა გაიგზავნოს გლობალურ ფონდში. დაფინანსების
პარამეტრები უნდა აკმაყოფილებდეს გლობალური ფონდის თანადაფინანსების მოთხოვნებს, რომლებიც ასახულია საგრანტო დაფინანსების მოცულობის განმსაზღვრელ წერილში. ამ მოთხოვნების და სექტორის საშუალოვადიანი დაფინანსების პარამეტრების გათვალისწინებით, ჯანდაცვის დეპარტამენტთან
კონსულტაციით, მომზადდა წერილის პროექტი, რომელსაც წარმოგიდგენთ შესათანხმებლად და დასტურის შემთხვევაში ხელმოსაწერად. აქვე გაცნობებთ, რომ გლობალური ფონდის საქართველოს პორფოლიოს გუნდის მოთხოვნით, გაერთიანდა შიდსისა (რომელიც შიდსის პროგრამის საგრანტო მოლაპარაკებების
ეტაპზე ხელმოწერილი გაიგზავნა დონორთან) და ტუბერკულოზის თანადაფინანსების დასტური.
მზად ვართ, მოთხოვნის შესაბამისად, შევიტანოთ საჭირო ცვლილებები თანდართულ დოკუმენტში.
პატივისცემით,
ირმა
Irma khonelidze
Deputy Director General, MPA
National Center for Disease Control and Public Health