From : Tea Bakradze <tbakradze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : FW: 18 მაისი-შიდსით გარდაცვლილ ადამიანთა ხსოვნის დღისადმი მიძვნილი ღონისძიება
Received On : 15.05.2019 11:47
Attachments :

ქალბატონო თამარ,

 

გიგზავნით ზიანის შემცირების ცენტრის მიერ გადმოგზავნილ დღის წესრიგს და დრაფტს. ასევე, თქვენთან თხოვნა აქვთ, რომ წარმოთქვათ მისასალმებელი სიტყვა და გთხოვთ ესეც გაითვალისწინოთ.

 

პატივისცემით

 

From: Marina Asatiani [mailto:marinaasatiani@yahoo.com]
Sent: 15 May, 2019 11:34
To: Tea Bakradze
Subject: Fw: 18
მაისი-შიდსით გარდაცვლილ ადამიანთა ხსოვნის დღისადმი მიძვნილი ღონისძიება

 

 

 

 

 მოგესალმებით, გიგზავნით დოკუმენტების დრაფტს.

 

  ინფომაცია 18 მაისის ღონისძიების ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით

           1.       როგორც იცით 18 მაისს საკრებულოს ჰოლში იმართება შიდსით გარდაცვლილ ადამიანთა ხსოვნის დღისადმი მიძვნილი ღონისძიება. შეხვედრას ფასილიტაციას გაუწევს ბ-ნი გოჩა              გაბოძე (შეთანხმებულია).

             2.       ღონისძიება იმართება სლოგანით: „აქტიური ბრძოლა უფლებებისა და ჯანმრთელობისთვის“.

3.       სამოქალაქო სექტორიდან მისასალმებელი სიტყვით გამოვა მაკა გოგია (უკვე შეთანხმებულია)

4.       ბ-ნი გოჩა გაბოძე წარადგენს შეხვედრის მიზანს და გააკეთებს სიტუაციის მოკლე მიმოხილვას.

5.       თემის წარმომადგენლების მიერ მოხდება ცოცხალი ისტორიების და არსებული გამოწვევების წარდგენა. მომხსენებლები: თამუნა გახოკიძე, ნატა ტალიკიშვილი, გოჩა გაბოძე უკვე შეთანხმებულია. შესათანხმებელი რჩება ნიმ-ის თემის წარმომადგენელი.

6.       ბ-ნი გოჩა გაბოძე წაიკითხავს პეტიციას (ბოლო ვერსიაზე თქვენი მხრიდან კომენტარები არ შემოსულა, სავარაუდოდ ეს იქნება საბოლოო ვერისა).

7.       დისკუსიის შემდეგ გაიმართება ვიდეო-კლიპის პრეზენტაცია. დაქირავებული ოპერატორი იღებს ერთ ვიდეო კლიპს, რომლის ხანგძლივობა იქნება 1წთ და 30 წამი. ასევე მომზადდება 30 წამიანი ვერსია, რომელსაც ვგეგმავთ რომ გავუშვათ ტელევიზიით. მეორე ვიდეოს გადაღება მოხდება GeNPUD Production-ის მიერ. ვიდეო რგოლების გავრცელება მოხდება სხვადასხვა სოციალური ქსელებით.

8.       ღონისძიების ფარგლებში ასევე იგეგმება სერვისები გამოფენა. მსურველმა ორგანიზაციებმა გთხოვთ წინასწარ გაგვაგებინოთ.

9.   ღონისძიებისთვის შეკვეთილი გვაქვს ლენტის ფორმის ბროშები.

 

 

 პატივისცემით,

მარინა ასათინი

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის მედიაკოორდინატორი