| From : | Lela Tsotsoria <ltsotsoria@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: სოფლის ექიმის პროგრამის ცვლილება |
| Received On : | 06.06.2019 14:18 |
| Attachments : |
From: Lela Tsotsoria
Sent: 6 June, 2019 17:37
To: tmodebadze@ssa.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge; mnaskidashvili@ssa.gov.ge; Magda Gurabanidze (MGurabanidze@ssa.gov.ge)
Cc: Mariam Darakhvelidze
Subject: RE:
მოგესალმებით,
შესათანხმებლად გიგზავნით „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ცვლილების სამუშაო ვერსიას და 2019 წლის 24 მაისის „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ კომპონენტის ფარგლებში განსახორციელებელი ცვლილების თაობაზე სამუშაო შეხვედრის ოქმს.
არის რიგი პრობლემური და შესათანხმებელი საკითხი:
1. ტერმინი - მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები
2. შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი“ აგრძელებს შრომით ხელშეკრულებას, შესაბამისად, მას აქვს შვებულების, დეკრეტულის, ბიულეტენის ანაზღაურების ვალდებულება, რომელსაც დღემდე ვერ ასრულებდა და ვერც მერე შეასრულებს (თუ არ გაიზარდა ბიუჯეტი).
3. აღჭურვილობა ინტერნეტმომსახურების უზრუნველსაყოფად (მოდემი) და ინტერნეტ სერვისი - წარმოდგენილი პროექტი გულისხმობს მოდემის გადაცემას ექიმისთვის ერთჯერადად, საჭიროების შესაბამისად, რაც გულისხმობს - რამდენი (რაოდენობა ?) მოქმედი კომპიუტერიცაა იმდენი მოდემი შეისყიდება. გასარკვევია აღნიშნული მოდემი იმუშავებს თუ არა ძველ კომპიუტერებზე?
4. მოქმედი კანონმდებლობით გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების (გარდა ტონომეტრისა და გლუკომეტრისა) კომპლექტის შევსება განხორციელდება 6 თვეში ერთხელ, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების ხარჯვის შესაბამისად. პრობლემა: „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშის შესახებ“ 2014 წლის 31 დეკემბრის N429 ბრძანების შესაბამისად, სსა-ის მოეთხოვება აკონტროლოს პაციენტზე გაცემული მედიკამენტი ფასის, სერიის, ვადის და ა.შ. შესაბამისად?
გთხოვთ მოგვაწოდოთ შენიშვნები და კომენტარები.
პატივისცემით,
ლელა წოწორია
ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა
და პროგრამების სამმართველოს
მთავარი სპეციალისტი