საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
 
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030124961555018
             № 01-1357/ო 28 / დეკემბერი / 2018 წ.             
საქართველოში სეზონური გრიპის მართვის საკოორდინაციო ჯგუფის შექმნის შესახებ

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, ჯანმრთელობის დაცვის შესახებსაქართველოს კანონის მე-15 მუხლის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 74-ე მუხლის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის და „ო“ ქვეპუნქტებისა და  21-ე პუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:

1.     საქართველოში სეზონური გრიპის მზადყოფნისა და რეაგირების უზრუნველსაყოფად შეიქმნას სეზონური გრიპის მართვის საკოორდინაციის ჯგუფი (შემდგომში - ჯგუფი)  შემდეგი შემადგენლობით:

)  მაია ლაგვილავა -  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ჯგუფის ხელმძღვანელი;

) ზაზა ბოხუა - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე/სსიპ - წამლის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ჯგუფის წევრი;

გ) მარინა დარახველიძე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო)  ჯანმრთელობის  დაცვის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;

დ) ნოე ქინქლაძე - სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;

ე) ნინო მამალაძე - სამინისტროს მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ჯგუფის წევრი;

ვ) ამირან გამყრელიძე - სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულისსიპ - . საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ჯგუფის წევრი;

ზ) თამაზ მოდებაძე - სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულისსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ჯგუფის წევრი;

თ) ავთანდილ თალაკვაძე -   სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულისსიპ  - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი, ჯგუფის წევრი;

ი) თეიმურაზ პირველაშვილი - სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულისსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ჯგუფის წევრი;

კ) მაია მაღლაკელიძე-ხომერიკი - სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულისსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი.

2.  ჯგუფის საქმიანობაში წევრის სტატუსით მონაწილეობის მიღება ეთხოვოს:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - 112-ის ხელმძღვანელს;

ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსს;

გ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელს.  

3. ამ ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების არყოფნისას (მათ შორის უფლებმოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში) ჯგუფში მონაწილებას იღებს მისი მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.

4. ჯგუფმა:

ა) უზრუნველყოს სეზონური გრიპის ინტენსიური გავრცელებისას ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაცია;

ბ) იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის სეზონური გრიპის მართვისა და ოპერაციული გეგმის და სახელმძღვანელოს შესაბამისად;

) განსაზღვროს ჯგუფის მუშაობისათვის საჭირო სხვა ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხები, რაც მოწესრიგებული არ არის ამ ბრძანებით (მათ შორის ჯგუფის სამდივნოს ფუნქციის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი/სამსახური).

5.  ჯგუფის ხელმძღვანელი:

 ) ხელმძღვანელობს ჯგუფის საქმიანობას;

 ) ამტკიცებს ჯგუფის სამუშაო განრიგს;

 ) იწვევს და წარმართავს ჯგუფის სხდომებს.

6. ჯგუფის მუშაობის გამართვა და გადაწყვეტილების მიღების წესი:

ა) ჯგუფი საქმიანობას ახორციელებს სხდომების, მათ შორის, ელექტრონული სხდომების მეშვეობით;

ბ) ელექტრონული სხდომა ტარდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;

გ) სხდომას იწვევს ჯგუფის ხელმძღვანელი საკუთარი ინიციატივით ან ჯგუფის წევრის თხოვნის საფუძველზე. სხდომას უძღვება ჯგუფის ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;

დ) სხდომების მოწვევის ორგანიზება და საქმიანობის კოორდინაცია ხორციელდება ჯგუფის წევრებისათვის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეტყობინების გაგზავნის გზით;

ე) ჯგუფი უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, გარდა ელექტრონული ფორმით ჩატარებული სხდომის შემთხვევისა;

ვ) სხდომაზე გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას, კენჭისყრის შედეგად, მხარს დაუჭერს დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, ხოლო ელექტრონული ფორმით ჩატარებული სხდომის შემთხვევაში ჯგუფის წევრების უმრავლესობის მიერ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით პოზიციის დადასტურების შემთხვევაში. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია ჯგუფის ხელმძღვანელის ხმა.

7. საჭიროების შემთხვევაში, ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, სათათბირო ხმის უფლებით ან მის გარეშე, შეიძლება მიწვეულ იქნენ სხვა დაინტერესებული მხარის წარმომადგენლებიც.

8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.



 

მინისტრი
დავით სერგეენკო