From : Tamar Cankashvili <tamar.cankashvili@gmail.com>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : ფრანგულ-ქართული სამედიცინო კონფერენცია
Received On : 06.06.2019 12:42

ქალბატონო თამარ,

პატივი მაქვს გაცნობოთ, რომ  საფრანგეთის, იონის დეპარტამენტსა და კახეთის რეგიონს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, რომელსაც საფუძველი 1999 წელს ჩაეყარა, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ჯანდაცვის, ფრანკოფონიის, კულტურის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში.

 ქართველი პარტნიორების თხოვნით, 2008 წელს გაიხსნა ქართულფრანგული სამედიცინო ცენტრიკახეთიიონი” (არაკომერციული, არამომგებიანი იურიდიული პირი), კახეთის რეგიონის მოსახლეობისათვის ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და სრული დიაგნოსტიკური სამედიცინო მომსახურეობის გაწევის მიზნით.

 « კახეთი-იონი »- პროექტი განხორციელდა ფრანგი ექიმების, “საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისადა ორგანიზაციაექიმი ბიოლოგები საზღვრებს გარეშე»- მხარდაჭერით. ქალაქი გურჯაანი შეირჩა გეოგრაფიული ადგილმდებარეობით ხელმისაწვდომობის პრინციპით.

 2012 წელს გაიხსნა ჰემოდიალიზის ცენტრი, 17 სავარძლით. 2015 წლიდან ფუნქციონირებს ონკოლოგია-ქიმიოთერაპიის განყოფილება.

კახეთი-იონი ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა რომელმაც კახეთის რეგიონში დაიწყო Cჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება.

 2019 წელს ჩვენი ძირითადი მიმართულება იქნება სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება საფრანგეთში და საქართველოში, ასევე საფრანგეთიდან მოწვეული სპეციალისტების გამოცდილების გაზიარებაკახეთი-იონში“.

 2009 წლიდან ყოველწლიურად ეწყობა ფრანგ და ქართველ მედიკოსთა დღეები, რომელშიც 250 მდე ქართველი  ექიმი მონაწილეობს.

კონფერენცია მიზნად ისახავს ქართველ და ფრანგ ჯანდაცვის პროფესიონალების შეხვედრას, ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის განვითარების ხელშეწყობას.

წლევანდელი კონფერენცია განსაკუთრებულად საინტერესოდ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან თემატიკა უმნიშვნელოვანესია: ტუბერკულოზის მართვის თანამედროვე მიდგომები და პრინციპები, საქართველო საფრანგეთის გამოცდილება.

მომხსენებლები:

-              პროფესორი დომინიკ სალმონი  -  ინფექციონისტი, კოშანის საავადმყოფო. პარიზი

-              პროფესორი ფილიპ მორანი  - ბაქტერიოლოგი,კოშანის საავადმყოფო. პარიზი

-              -ნი ჟაკ სიმარი - კახეთი იონის ვიცე პრეზიდენტი, ექიმი ბიოლოგი

-              ექიმი აჰმად ჯიბავი-პულმონოლოგი, სანტე ბლუას საავადმყოფო

-              -ნი ამირან გამყრელიძე - NCDC- გენერალური დირექტორი

-              -ნი ირმა ხონელიძე -NCDC - გენერალური დირექტორის მოადგილე

-              -ნი ზაზა ავალიანი- ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი

-              -ნი ნანა ქირია- ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე

-              -ნი მარინა ჯანჯღავა -ფთიზიატრი

-              -ნი რუსუდან ასპინძელაშვილი- ფთიზიატრი

კონფერენცია ჩატარდება 29 ივნისს  შაბათს 9:30 დან 18:00 მდე, სასტუმრო კომპლექსყვარელი ედემში

 

ქალბატონო თამარ, პატივი გვაქვს მოგიწვიოთ კონფერენციზე. ჩევნთვის დიდი პატივი იქნება თქვენთან შეხვედრა.

 

პატივისცემით,

თამარ ცანკაშვილი


--

პატივისცემით თამარ ცანკაშვილი

გენერალური დირექტორი

()იპ ფრანგული სამედიცინო ცენტრი კახეთი-იონი

 

Tamar TSANKASHVILI

Directrice  Générale

Centre médical français  Kakhétie-Yonne

Mob:598177781