მოგესალმებით ძვირფასო საბჭოს წევრებო,
გაცნობებთ, რომ პარასკევს, 7 ივნისს 17 საათზე ჩატარდება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს და პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეების შეფასების საკოორდინაციო ჯგუფის გაერთიანებული სხდომა.
სხდომაზე განხილულ იქნება პერინატალური რეგიონალიზაციის პროგრამის მიმდინარეობის 2018 წლის ანალიზი.
სხდომას ჩაატარებს მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო-საბჭოს თავმჯდომარე.
სხდომა ჩატარდება სამინისტროს ბრიფინგის დარბაზში.
პატივისცემით,
ვერიკო ბაზიარი
პერინატალური რეგიონალიზაციის პროექტის კოორდინატორი