მედიამონიტორინგი 30.04.2019
ტელევიზია
30.04.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ახალგაზრდა ქალბატონი ამბობდა, რომ ერთერთ სავაჭრო ცენტრში კონსულტანტებს არ ასვენებდნენ აღდგომის დღეს. ანუ მაშინ, როცა ქვეყანაში ოფიციალურად დასვენების დღეა. ამ ამბავს მოჰყვა განსჯა და ხმაური სოციალურ ქსელში, რომ აღდგომის დღეს მუშაობა წარმოუდგენელია, თუმცა ამავდროულად უნდა დავფიქრდეთ, რომ მეტრო ასეთ დღეებში მუშაობს. საზოგადოებრივი ტრანსპორტიც და ჟურნალისტებიც ასეთ დღეებში მუშაობენ. რა უფლება და დებულება აქვს დამსაქმებელზე ჩვენზე და რა უფლება გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ უარი ვთქვათ ზეგანაკვეთურ მუშაობაზე. აღნიშნულ თემაზე, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა უფლებებეზე გაერთიანებული პროფკავშირების იურისტი თამარ სურმავა საუბრობს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6042418
---
29.04.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
ტრეფიკინგში ბრალდებული იაულია სუსლიაკის ადვოკატმა სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა. იურისტების განცხადებით, მზად არიან თბილისში ბავშვების ბიოლოგიური ბებია ჩამოიყვანონ, რაც მათივე თქმით, ქალის უდანაშაულობას დაამტკიცებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6042108
---
28.04.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
ბეკურიშვილების ოჯახის სადილი აღდგომასაც პური და მეზობლის ნაჩუქარი კარტოფილია. უკვე წლებია დღესასწაულს წითელი კვერცხისა და პასკის გარეშე ხვდებიან. ნინოსთვის მთავარია 3 მცირეწლოვანი შვილი დააპუროს, თავად კი ხშირად მშიერი რჩება. ოჯახი სოციალურ დახმარებას, 200 ლარს იღებდა, თუმცა გადამოწმების გამო დროებით შეუჩერეს და უკვე თვეებია პასუხს ელოდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6041934
---
27.04.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ვანში მცხოვრები ქალისა და მისი შვილის მიმართ შესაძლო ძალადობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც შსს-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, 27 აპრილს ვანში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გვიან ღამით, პოსტის დაწერიდან რამდენიმე წუთში, პოლიციამ 112-ში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6041644
ტვ პირველი - დღის ამბები 22:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6041607
---
27.04.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ იულია სუსლიაკს, აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე გადაწყვეტილება სასამართლომ, რამდენიმე საათის განხილვის შედეგად მიიღო, უკრაინის მოქალაქე ბრალს არ აღიარებს და აცხადებს რომ ათივე ბავშვი მისი შვილია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6041630
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6041641
---
27.04.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილს არ ელაპარაკება. კურიერის ინფორმაციით, არჩევიდან ხუთი თვის შემდეგ სალომე ზურაბიშვილისა და ბიძინა ივანიშვილს გზები გაიყარა. ივანიშვილი ზურაბიშვილს აღარ ელაპარაკება და აღარც კი ეკონტაქტება. სალომე ზურაბიშვილის ირაკლი კობახიძეს და მამუკა ბახტაძეს რამდენჯერმე გაუნაწყენდა, როდესაც საბჭოთა ოკუპაციის თარიღებისადმი მიძღვნილ რამდენიმე ღონისძიებაზე, არც მუხათგვერდში და არც პარლმენტის ეზოში, ის არ მიიწვიეს. თუმცა, პრეზიდენტს საჯაროდ ეს უკმაყოფილება არსად გამოუხატავს. სალომე ზურაბიშვილი ღიად მხოლოდ დავით სერგეენკოს დაუპირისპირდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6041596
---
27.04.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
თემქის მესამე საავადმყოფოში 7 თვის ბავშვი გულის უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა. კლინიკაში ჩვილი მწვავე ბრონქიტის დიაგნოზით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა შეიყვანა. შესაბამისი მკურნალობის მიუხედავად, ბავშვი გვიან ღამით გარდაიცვალა. ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზაზე. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტები დაადგენენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6041480
---
27.04.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
ქობულეთის საავადმყოფოში, საკანალიზაციო მილში ნაპოვნი ემბრიონის ფაქტზე „ევექსის“ პრესსამსახურში განმარტებებს აკეთებენ. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ პაციენტი, რომელმაც სავარაუდოდ თვითაბორტი გაიკეთა, კლინიკაში ინტოქსიკაციის ჩივილებით შევიდა. კლინიკაში ირწმუნებიან, რომ ქალი უარყოფდა ორსულობას. მოგვიანებით კი, მედპერსონალმა კლინიკის საპირფარეშოში მკვდარი ემბრიონი აღმოაჩინა. იგი საკანალიზაციო მილში იყო გაჭედილი. ადმინისტრაციამ, თავის მხრივ, ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს მიაწოდა. პრესსამსახურის ცნობით, პაციენტი მომხდარის შემდეგაც უარყოფდა ორსულობისა და სავარაუდო თვითაბორტის ფაქტს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6041590
რუსთავი 2 - კურიერი 15:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6041250
---
26.04.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
მესამე სექტორი სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების მიმართ მთავრობის არასათანადო პოლიტიკაზე საუბრობს. მთავარ გამოწვევად დასაქმება და განათლების მიღება სახელდება. უფლებადამცველები სტატისტიკაზე დაყრდნობით ჰყვებიან, რომ სრულწლოვანი ასაკის მიღწევის შემდეგ, სწავლას და სამუშაო ადგილების მოძიებას მხოლოდ ერთეულები ახერხებენ. ეს მაშინ, როდესაც მინდობით აღზრდაში მყოფი ადამიანებისთვის, ბოლო პერიოდში რამდენიმე სოციალური პროექტი მომზადდა, რომელიც მათი პროფესიული განვითარების, გადამზადების და დასაქმების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ანალოგიურ პრობლემაზე მიუთითებენ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირებიც.
---
26.04.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი ,,ხარაგაული, " რომელიც რამდენიმე წლის წინ ხელისუფლების წევრების მონაწილეობით გაიხსნა შესაძლოა, მედპერსონალის გარეშე დარჩეს. მედდებს ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე ხელფასი არ მიუღიათ და არც ის იციან, როდის აუნაზღაურდებათ დავალიანება. დაზარალებულები ჰყვებიან, რომ უხელფასოდ 12 ძველი თანამშრომელია დარჩენილი. ახლები კი, მათ შორის ცენტრის ხელმძღვანელები ხელფასს ჩვეულებრივად ყოველთვიურად იღებენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6038565
---
26.04.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
რისკისშემცველ ობიექტებზე დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევის სისტემა შესაძლოა გადაიხედოს. იანვრიდან ამოქმედებული რეგულაციების არაეფექტურობას სადაზღვევო სფეროშიც აღიარებენ. მთავარი პრობლემაა ის, რომ დამსაქმებლები საშიშპირობებიან სამუშაოზე დასაქმებული ადამიანებისთვის ყველაზე იაფიან სადაზღვევო პაკეტებს ყიდულობენ. ამის საშუალებას კი მათ, კანონი აძლევს, რომელიც მინიმალურ ლიმიტს არ განსაზღვრავს. ცალკე პრობლემაა ის, რომ დასაქმებულებმა საკუთარი სადაზღვევო პირობების შესახებ ხშირ შემთხვევაში საერთოდ არაფერი იციან. საქსტატის ინფორმაციით მშენებლობაზე 70,000- ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ჯანდაცვის სამინისტროში სადაზღვეო სექტორის ამ ინიციატივას იზიარებენ და მინიმალური სავალდებულო პაკეტის შექმნაზე მუშაობენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6040412
---
26.04.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 13:00
უკრაინელი ქალი, რომელმაც საქართველოში 10 ბავშვი ჩამოიყვანა, დაკავებულია. მოზარდები, სოციალური მომსახურების სააგენტომ სახელმწიფო ზრუნვაში გადაიყვანა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6039353
---
ინტერნეტი
30.04.2019
"შარდენზე მამინაცვალს გამოჰყავს გოგო, 6 წლის და ამათხოვრებს დილამდეო... იყო შემთხვევა, როცა ბავშვს ჩაი დაუსხეს, კოვზის მაგივრად თითით მოურია შაქარს"
---
27.04.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/465953
თემქაზე, მ. გურამიშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში 7 თვის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
თემქაზე, მ. გურამიშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში 7 თვის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც „კვირას“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 116 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. საავადმყოფოს პედიატრის, ლუიზა ჩილაჩავას განცხადებით, პაციენტი გუშინ გარდაიცვალა, თუმცა პედიატრმა დამატებითი დეტალების შესახებ კომენტარი არ გააკეთა. „გავიგე, რომ გუშინ პაციენტი გარდაიცვალა. გუშინ ვისვენებდი და ჩემი მორიგეობა არ იყო, სხვა იყო მორიგე. თუმცა, დეტალები ჩემთვის უცნობია“, – აცხადებს ლუიზა ჩილიჩავა, რომელმაც პაციენტის მკურნალი ექიმისა და კლინიკის ხელმძღვანელის ვინაობა არ გაამხილა და როგორც განაცხადა, საკონტაქტო ნომრებიც „არ იცოდა“. გავრცელებული ინფორმაციით, პატარა გულის უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა. კლინიკაში ჩვილი მწვავე ბრონქიტის დიაგნოზით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა შეიყვანა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტები დაადგენენ.
ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/news/225243-7-tvis-bavshvi-gulis-uetsari-gacherebit-gardaitsvala
---
27.04.2019
” საავადმყოფოს რეანიმაცია დახურეს “უსახსრობის” გამო ,ადამიანები ეღუპებათ და სამაგიეროდ,შეხედეთ,ეს ნაძირლები ფულს რაზე ხარჯავენ”
მიხეილ სააკაშვილი ყვარლის მერიის მიერ, ნინი ქარსელაძის კონცერტის დაფინანსების საკითხს ეხმაურება: “25 ათას მაცხოვრებლიან რაიონში ჩემი გახსნილი საავადმყოფოს რეანიმაცია დახურეს “უსახსრობის” გამო ,ადამიანები ეღუპებათ და სამაგიეროდ,შეხედეთ,ეს ნაძირლები ფულს რაზე ხარჯავენ”
---
27.04.2019
მედიასაშუალება: https://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/28481-ukraineli-bavshvebi-usafrthkhod-arian-socialuri-momsakhurebis-saagento.html
უკრაინელი ბავშვები უსაფრთხოდ არიან - სოციალური მომსახურების სააგენტო
იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში აცხადებენ, რომ უკრაინიდან ჩამოყვანილი ბავშვები სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მანამ დარჩებიან, სანამ ამის საჭიროება იქნება. მათი თქმით, რადგან საქმე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეხებათ, პროცესში უკრაინული მხარე ჩაერთვება, რომელთა გარეშეც პატარებთან დაკავშირებით ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. ცენტრის სოციალურ მუშაკმა მზევინარ ღაჭავამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ დღეს ამ ბავშვებიდან ორი ქუთაისში, მცირე, საოჯახო ტიპის სახლშია გადაყვანილი, დანარჩენები თბილისში და ისინი სათანადო პირობებში იმყოფებიან, უსაფრთხო გარემოში, ოჯახთან მიახლოებული ზრუნვის ქვეშ. "სავარაუდოდ, გამოძიების დასრულებამდე ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან. შესაძლოა რომელიმემ შეიცვალოს ზრუნვის ფორმა. ზოგი, მცირე ოჯახური ტიპის სახლიდან მინდობით აღზრდაში გადავიდეს, ან პირიქით, სხვა რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ იქნება. არ ვიცით, როგორ წარიმართება გამოძიება. ამიტომ, წინასწარ ვერაფერს გეტყვით. შემაკავებელი ორდერი აქვს დედას გამოწერილი და გადაყვანილია დროებითი დაკავების იზოლატორში", - განმარტა სოციალურმა მუშაკმა. მზევინარ ღაჭავას თქმით, ბავშვებს გასაშვილებლის სტატუსი არ აქვთ მინიჭებული და სავარაუდოდ არც მიენიჭებათ. ამბობს, რომ ამ ეტაპზე ამაზე არ არის საუბარი. არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში 10 ბავშვის ჩამოყვანის ფაქტი მედიისთვის ცნობილი 19 აპრილს გახდა, როცა ბავშვები საკვების ინტოქსიკაციით ზუგდიდის საავადმყოფოში მოათავსეს. ქალმა განაცხადა, რომ ათივე ბავშვი მისი შვილია. გამოძიების მიხედვითაც, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცავებს გაუჩინა ტრეფიკინგის საფუძვლიანი ეჭვი. მოწამლული ბავშვები ქუთაისის საავამდმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობას განაგრძობს 2 მცირეწლოვანი. ბავშვებზე სოციალური მომსახურების სააგენტო იზრუნებს.
პრესა.ჯი- https://presa.ge/?m=society&AID=74578
---
27.04.2019
მედიასაშუალება: https://inforustavi.ge/?m=31&news_id=9755
"თქვენი სახლში ჯდომით ვზარალდებით"
რუსთავში, ერთ-ერთ რესტორანში დასაქმებულები სააღდგომოდ ოჯახის წევრების თუ ახლობლების საფლავს ვერ მიაკითხავენ. "თქვენი სახლში ჯდომით ვზარალდებით და აგვინაზღაურეთ ეს ზარალი თუ მასე გინდათ", - ნათქვამია "ინფო რუსთავისთვის" სოციალური ქსელის მომხმარებლის მიერ გამოგზავნილ შეტყობინებაში. რესტორნის თანამშრომელი რომელიც ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებს, გვწერს, რომ ეს სიტყვები, რესტორანში დასაქმებულებს ხელმძღვანელმა პირებმა უთხრეს. როგორც აღნიშნულ წერილში ვკითხულობთ, აღდგომის დღეებში, მაშინ როცა ყველა ისვენებს, რუსთავში არსებულ ერთ-ერთ რესტორანში დასაქმებულებს მუშაობა მოუწევთ. "მინდა ერთ პრობლემაზე გაცნობოთ, რაც ყველას გვეხება ამ შემთხვევაში. რუსთავში არსებულ რესტორანში დასაქმებულებს, თხოვნის გამო, რომ ერთი დღე დაგვესვენა, საყვედურები გამოგვიცხადეს და შეიძლება მუქარადაც კი ჩაითვალოს ის, რაც გვითხრეს. უფროსობამ გადმოგვცა, თქვენი სახლში ჯდომით ვზარალდებით და აგვინაზღაურეთ ეს ზარალი თუ მასე გინდათ. თუ მოინდომეს დასვენება ხელფასები შეუჩერე და აანაზღაურონ", - ნათქვამია წერილში. შეტყობინების ავტორი საინფორმაციო სააგენტოს ანონიმურობის დაცვას სთხოვს. "ინფო რუსთავი" ამ ეტაპზე არ ახდენს არც დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირებას.
---
27.04.2019
მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=82678
შსს ვანში დედა-შვილის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ვანში, დედა-შვილის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. „მიმდინარე წლის 27 აპრილს, ქ. ვანში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გვიან ღამით, პოსტის დაწერიდან რამდენიმე წუთში, პოლიციამ 112-ში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. შეტყობინების ინიციატორი ოჯახის არც ერთი წევრი არ ყოფილა. შეტყობინება გარეშე პირმა განახორციელა. გამოძიების ფარგლებში, მიმდინარეობს გამოკითხვები, უკვე დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, როგორც ბავშვის, ისე მისი დედის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის დადგენის მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანი უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი თ.მ.-ს გამოძიების დაწყებისთანავე დაუკავშირდა შესაბამისი დახმარების შეთავაზების მიზნით. აღსანიშნავია, რომ თ. მ-სა და მისი ყოფილი მეუღლის ოჯახებმა 2017 წელს პოლიციას რამდენჯერმე მიმართეს. აქედან არცერთი ფაქტი არ ეხებოდა არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას. პოლიციამ ყველა ფაქტზე მოახდინა რეაგირება და დაიწყო გამოძიება, მათ შორის, რამდენიმე პირი მიეცა პასუხისგებაში. 2018 და 2019 წლებში, თ. მ.-სა და მისი შვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, აგრეთვე ოჯახების სხვა წევრთა მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე პოლიციაში შეტყობინება არ შემოსულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი აქტიურად ახორციელებს აღნიშნული საქმის გამოძიების მონიტორინგს. შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მოუწოდებს დანაშაულის შესახებ დროულად შეატყობინონ პოლიციას, რათა პოლიციამ შეძლოს სათანადო რეაგირება“, - ნათქვამია განცხადებაში.
---
26.04.2019
თეონა ჭალიძე: “დავით სერგეენკო ტყუის!”
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, რომ ოჯახის სოციალური საჭიროებების შეფასება და შინა მეურნეობის შეფასების პროცესი უწყვეტად მიდის და არასოდეს არ გაჩერებულა, ეხმიანება “პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე. “დავით სერგეენკო ტყუის, როცა აცხადებს, რომ უწყვეტ რეჟიმში ხდება უკიდურეს სიღარიბეში და გაჭირვებაში მყოფი ბავშვების დახმარება. ყველა წვრილმანზე ათასობით ბავშვს უჩერებენ საარსებო შემწეობას 3-4 თვის ვადით. მაგალითად თუ ოჯახში ვინმე დააპატიმრეს ან გათხოვდა ან რაიმე სხვა მიზეზით მოხდა ოჯახის წევრების რაოდენობის ცვლილება მაშინვე მყისიერად უჩერებენ საარსებო შემწეობას ოჯახს და იწყებენ ხელახლა შემოწმების პროცედურებს, რომელიც 4 თვემდე გრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური მომსახურების სააგენტოს უმოქმედობის ბრალია ის, რომ მათი ბიუროკრატიული პროცედურების გამო ბავშვები 4 თვის განმავლობაში რჩებიან უყველაფროდ. ამ თვეების განმავლობაში რითი უნდა იარსებონ ამ ბავშვებმა?! ანუ შიმშილობისთვის წირავენ ბავშვებს! ასევე ხდება, მაშინაც თუ ოჯახმა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა, ქირით ცხოვრობდა და ერთი ადგილიდან მეორეზე გადავიდა, რაც ძალიან ხშირად ხდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი არცკი ცდილობს, რომ მსგავსი საკანონმდებლო ხარვეზები იქნას გამოსწორებული და ეს 4 თვიანი პროცედურების ხანგრძლივობა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი“- აცხადებს თეონა ჭალიძე.
---
26.04.2019
ვაჩუქოთ ერთი ბედნიერი აღდგომა - 21 წლის გოგო, 3 შვილის დედაა... მთელი ბავშვობა ქუჩაში იდგა, ნივთებს ჰყიდდა და დედას ეხმარებოდა
სიაღარიბე დაუძლეველი პრობლემა რჩება ბავშვებში. ხშირად კი მემკვიდრეობითი ხდება. ეს პატარა გოგონა 21 წლის ნათია გელაძეა , მთელი ბავშვობა ქუჩაში იდგა და ნივთებს ჰყიდდა. ისე ეხმარებოდა მრავლშვილიან დედას ოჯახის რჩენაში. ეხლა ის თავადაა სამი შვილის დედა , მეუღლე დაავდებულია ტუპერკულიოზით, ვერ მუაშობს და დიდი ხანია იმ პატარა ოთახის ქირაც გადსახდელი აქვთ, სადაც ცხოვრობენ. თითოეულმა ადამინამა აღდგომის დღე გავულამაზოთ ამ პატარებს, ვაჩუქოთ ერთი დღე და ბედნიერი აღდგომა. ვისაც დახმარების სურვილი გაქვთ, ნათია ცხოვრობს ბათუმში, მელიქიშვილის მეორე შესახვევი ნომერი 28 -ში. ფინანსურად დახმარების მსურველთათვის, ვაქვეყნებ ორგანიზაციის ანგარიშის ნომერს, რადგან ნათია სოციალურად დაუცველია, იქნებ შევძლოთ და შევუგროვოთ ბინის ქირაც. 09 01 200 128 ზარის ღირებულება 1 ლარი ყველა აბონენტისგან. თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია აპარატებიდან: #თიბისი #ფეის საბანკო მომსახურება აირჩიეთ იურდიული პირი იურიდიული პირის პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საქართველოს ბანკის აპარტები იურიდული პირი ან კომპანის ანგარში იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14
---
26.04.2019
მედიასაშუალება: https://mtisambebi.ge/news/people/item/958?fbclid=IwAR04Ekhg3mUhpsuV2lhcif1gHFnL_DrPowQAN-V8sO0cIz8btsop0vK1waU
სვანეთში კვანჭიანების მრავალშვილიან ოჯახს დახმარება სჭირდება
კვანჭიანების ექვსშვილიანი ოჯახი სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჰილში ცხოვრობს. სოფელში ეს ერთადერთი კომლია. მრავალშვილიან ოჯახს დახმარება სჭირდება. 14 წლის ლაზარეს და 8 წლის ქეთინოს სკოლის წიგნებიც არ აქვთ. ისინი ლატალის სკოლის მოსწავლეები არიან. დედა ამბობს, რომ ბავშვები წიგნებს თანაკლასელებისგან დასვენებაზე თხოულობენ და გაკვეთილს ისე სწავლობენ. სოფლიდან სკოლამდე 3 კილომეტრზე მეტია. ლატალსა და ლაჰილს მდინარე ენგური ჰყოფს. მშობლების თქმით, ზამთარში გზა ხშირად იკეტება და ბავშვებს 6 კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ. ქეთინოს თოჯინა არასდროს ჰქონია. ლაზარე და თორნიკე პლანშეტსა და ველოსიპედზე ოცნებობენ. ბავშვებს საკმარისი საწოლებიც არ აქვთ, არც ტელევიზორი. ოჯახი სოციალურად დაუცველია. რამდენიმე ძროხა ჰყავთ და თავს რძის ნაწარმით ირჩენენ. კვანჭიანების მრავალშვილიანი ოჯახის დახმარების მსურველებმა მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: mtisambebi@gmail.com ☑️ ანგარიშის ნომერი: GE51LB0115195065049003 ☑️ ბანკის კოდი: LBRTGE22 ☑️ მიმღები: ააიპ სამოქალაქო აქტივობების ცენტრი ☑️ დანიშნულება: #ლაჰილელიბავშვებისთვის განახლება: „მთის ამბები“ ესაუბრა ლატალის საჯარო სკოლის დირექტორს ციოყ წერედიანს. სკოლის დირექტორი ადასტურებს, რომ ქეთინოს და ლაზარეს წიგნები არ აქვთ. მისი განმარტებით, სახელმწიფო მოსწავლეებს წიგნებს უფასოდ აძლევს, თუმცა წიგნების განაწილების დროს, ეს ბავშვები სხვა სკოლაში ირიცხებოდნენ. „მათ წიგნები მიეცათ ლენჯერის სკოლაში. რამდენიმე თვეა უკვე ჩვენთან სწავლობენ. დედას არაერთხელ ვუთხარი, რომ იმ სკოლიდან წიგნები წამოეღო, მაგრამ ამ დრომდე არ მოიტანა. ამ ოჯახიდან ერთი ბავშვი ირიცხებოდა ჩვენს სკოლაში და მას წიგნები აქვს. - მაგრამ, მასწავლებლებიც ხომ ხედავდნენ, რომ ბავშვებს რამდენიმე თვეა წიგნები არ აქვთ? - პედაგოგებთან გადავამოწმე და უქსეროქსებდნენ წიგნებიდან. უკვე ვესაუბრე ლენჯერის სკოლის დირექტორს. თვითონ წამოვიღებთ იმ წიგნებს და სამშაბათიდან ბავშვებს წიგნები ექნებათ. როგორც შეგვიძლია ამ ბავშვებს მაქსიმალურ ყურადღებას ვაქცევთ, მაგრამ მშობლებთანაც არის სამუშაო“
ბეჭდვითი მედია
30.04.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
სამედიცინო პერსონალის შეურაცხყოფა კანონით დასჯადი ხდება
სამედიცინო პერსონალის, მათ შორის სასწრაფო დახმარების ექიმების შეურაცხყოფა, დასჯადი ხდება. პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, მედპერსონალის რაიმე ფორმით ხელშეშლა, მაგალითად, პატივისა და ღირსების შელახვა, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლა, ძალადობა ან მუქარა, დასჯადი იქნება. რეგულაციების გამკაცრების მიზეზი გახდა , მედპერსონალის მიმართ გახშირებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები. ინიციატორების განცხადებით, ეს არა მხოლოდ სამედიცინო პერსონალის, არამედ პაციენტების დასაცავადაც კეთდება, რომლებსაც ზეწოლის ქვეშ მყოფი ექიმები, სათანადო დახმარებას ვერ უწევენ.
---
30.04.2019
მედიასაშუალება: კვირის პალიტრა
ბავშვებით ვაჭრობის საქმე
37 წლის უკრაინელი იულია სუსლიაკი ქართველმა სამართალდამცავებმა 25 აპრილს უმძიმესი ბრალდებით დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს - მას ტრეფიკინგში ადანაშაულებენ. პოლიცია ბავშვების ბედით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ათი პატარა კვებითი ინტოქსიკაციით ზუგდიდის საავადმყოფოში აღმოჩნდა. ქალი აცხადებდა, რომ ათივე ბავშვი მისი შვილია. იულია სუსლიაკი თბილისის აეროპორტში მოსკოვი-თბილისის რეისით 8 აპრილს ჩამოფრინდა. გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო. დასტურდება, რომ ბრალდებულს ათივე მცირეწლოვნის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაყვანა სურდა. ბავშვები კლინიკაში რომ არ მოხვედრილიყვნენ, შეიძლება დღეს აფხაზეთში ყოფილიყვნენ და არავინ იცის, რა ბედი ელოდათ. "სად არის კიდევ ერთი პატარა?" შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მამუკა ჭელიძე ირწმუნება, რომ ბავშვებმა მათი ყურადღება საზღვრის გადმოკვეთისთანავე მიიპყრეს: - ოჯახმა ჩამოსვლისთანავე მიიპყრო ქართველი სამართალდამცველების ყურადღება, კერძოდ, იმ გარემოებამ, რომ ბავშვების ასაკი საეჭვოდ ემთხვეოდა ერთმანეთს. ოთხი ბავშვი 2017 წელს არის დაბადებული, ხოლო სამი მცირეწლოვანი - 2018 წელს. ქალბატონს მუდმივად აკვირდებოდა პოლიცია და აღმოვაჩინეთ, რომ ბავშვებს არასათანადოდ ექცეოდა. მათ ჰქონდათ ტანსაცმლისა და საკვების პრობლემა, რის გამოც საავადმყოფოში მოხვდნენ. ამოვიღეთ როგორც ბრალდებულის, ისე არასრულწლოვანთა პასპორტები. არსებობს ეჭვი, რომ დოკუმენტები ყალბია. ერთ-ერთი ბავშვი ამბობს, რომ ქალი მისი დედა არ არის. გამოძიების პროცესში დავკითხეთ არაერთი მოწმე, რომლებიც საეჭვო გარემოებებზე მიუთითებენ. ავიღეთ როგორც ბავშვების, ისე ბრალდებულის დნმ-ი და მიმდინარეობს კვლევა, რათა დადგინდეს მათი ნათესაური კავშირი... დაკავებულის განზრახვა გამოვლინდა მისი ჩვენებითაც, თუმცა ის ვერ ასაბუთებს, რა მიზნით მიდიოდა აფხაზეთში. იქ არ აქვს საცხოვრებელი, ფინანსური რესურსები, სამსახური და რატომ გადაწყვიტა აფხაზეთში ცხოვრება, პასუხს ვერ გვცემს. არსებობს ლოგიკური ეჭვი, რომ ადგილი აქვს ბავშვებით ვაჭრობას, ტრეფიკინგს, რაზეც აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება. საეჭვოა ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც - სად არის კიდევ ერთი პატარა? უკრაინული მხარე ადასტურებს, რომ ქალმა რუსეთის ფედერაციის საზღვარი 11 ბავშვით გადაკვეთა, საქართველოში კი 10 მცირეწლოვანი ჩამოიყვანა... ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან. ინტერპოლით ვცდილობთ, რუსეთის ფედერაციისგან მივიღოთ ინფორმაცია იმ ბავშვის შესახებ, რომელიც აქამდე არ ჩანს. არ ვიცით, ცოცხალია თუ არა. ვთანამშრომლობთ აშშ-ის საელჩოსთანაც, რადგან ერთ-ერთი ბავშვი ამერიკის მოქალაქეა და უწყვეტად ვიღებთ ინფორმაციას, რაც გამოძიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია... "ისიც ითქვა, თითქოს ბავშვების ორგანოებით ვაჭრობასთან გვქონდეს საქმე" იულია სუსლიაკი 10 მცირეწლოვანთან ერთად რამდენიმე დღე თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მერე სამეგრელოში წავიდნენ. ჯერ ზუგდიდში ბინა იქირავეს, მერე, ანაკლიაში კერძო სახლში დაბინავდნენ. სწორედ იქ მოიწამლნენ ბავშვები. ადგილობრივებს და ოჯახის დიასახლისს არ გამოჰპარვიათ ქალისა და ბავშვების ურთიერთობა. დიასახლისი ამბობს, რომ მუდმივად ესმოდა პატარების ტირილი, ხედავდა, ქალი სათანადოდ რომ არ ექცეოდა მათ. იმასაც ამბობენ, რომ ვერ გაუძლეს ბავშვების ტირილს, გამოიძახეს სოცმუშაკი და ბავშვების კლინიკაში გადაყვანაც ამის შემდეგ გადაწყდა... შს სამინისტრომ გამოსცა შემაკავებელი ორდერი და ათივე ბავშვის ქალისგან განცალკევება გადაწყდა, დაკავებულის ადვოკატი კი ირწმუნება, რომ იულიამ გადაწყვიტა ბავშვების საავადმყოფოში წაყვანა. ამბობს, რომ ქალმა მაღაზიაში სოსისი იყიდა და ყველა მოიწამლა. ადვოკატი არ უარყოფს, რომ იულია ბავშვებთან ერთად სოხუმში აპირებდა გადასვლას, თუმცა ბავშვების მოწამვლის გამო გეგმა ჩაეშალა. ზურაბ თოდუა, ადვოკატი: - ხელთ გვაქვს ყველანაირი დოკუმენტი, რომ ათივე ბავშვის დედა იულია სუსლიაკია. ტრეფიკინგზე ლაპარაკი არ შეიძლება. ცოლ-ქმარი უკრაინის მოქალაქეები არიან. იური ცნობილი ბიზნესმენი და უკრაინაში რამდენიმე სამშენებლო კომპანიის მფლობელია. შევიწროების გამო იძულებული გახდა, ქვეყნიდან წასულიყო - ოჯახთან ერთად აშშ-ში გაემგზავრა. ერთი წელი იქ იყვნენ და სწორედ იქ გაუჩნდათ კიდევ ერთი გოგონა, რომელიც ახლა 9 თვისაა. პატარა ამერიკის მოქალაქეა. ამერიკიდან ისევ ჩავიდნენ უკრაინაში, მაგრამ კვლავ დევნიდნენ, ამიტომ წავიდნენ რუსეთში, სადაც პოლიციამ დააკავა. 2019 წლის 7 მარტის სასამართლოს განჩინებით, მათ 24 საათში უნდა დაეტოვებინათ რუსეთი, სხვა გზა არ ჰქონდათ და ჩამოვიდნენ საქართველოში. ცოლ-ქმარმა დროებით აფხაზეთში ცხოვრება გადაწყვიტა. ცოლი თბილისის აეროპორტში ჩამოფრინდა, ქმარი კი მოსკოვიდან ჯერ სოჭში ჩავიდა, იქიდან - აფხაზეთში. სოხუმში იქირავა ბინა და ელოდებოდა ცოლ-შვილს, მაგრამ ბავშვები მოიწამლნენ, ექიმმა კი პოლიცია გამოიძახა. ბიოლოგიურად შეუძლებელია, 13 თვის განმავლობაში ქალს ოთხი ბავშვი გაეჩინა, მერე კი - კიდევ სამი. მესმის, პოლიციის ქმედება ლეგიტიმურია, მაგრამ ყველა ბავშვს აქვს დაბადების მოწმობა, მშობლებად კი მითითებული არიან იულია და იური სუსლიაკები. შვიდი ბავშვი შვიდი სხვადასხვა სუროგატი ქალის გაჩენილია და შვიდივე ბავშვის ბიოლოგიური მამა იური სუსლიაკია. დონორები სხვები არიან, ანუ კვერცხუჯრედები სხვა ქალებისაა, მერე კი შვიდმა სუროგატმა გააჩინა... სამი უფროსი შვილის ბიოლოგიური დედა იულიაა, მაგრამ მერე უთხრეს, რომ მეტი შვილი არ ეყოლებოდა და ამიტომ სუროგატებს გააჩენინეს ბავშვები. 2018 წელს ამერიკაში მოულოდნელად თვითონაც დაორსულდა და ის პატარას ბიოლოგიური დედაც არის. თუმცა პროკურატურა მედავება, რომ არც ერთი ბავშვი არ არის იულიას შვილი. გამოძიებას შეუძლია ნახოს დონორების ვინაობა. იულიამ ჩააბარა დნმ-ის ანალიზი, ყველა ბავშვსაც აუღეს დნმ-ის ნიმუში და ყველაფერი გაირკვევა. დნმ-ის ჩასაბარებლად საქართველოში მამაც ჩამოვიდოდა, მაგრამ ოკუპაციის შესახებ კანონში წერია, რომ თუ პირი ჯერ აფხაზეთში ჩავიდა და მერე ჩვენთან შემოვიდა, მას დააპატიმრებენ, ამიტომ ის ახლა სოხუმშია. - ერთ-ერთი ბავშვიც ამბობს, რომ იულია მათი დედა არ არის. - ეს ტყუილია! საავადმყოფოში შედიოდნენ ჩართული ტელეფონებით და ბავშვს ეუბნებოდნენ, თქვი, რომ ეს ქალი დედაშენი არ არისო! ისიც ითქვა, თითქოს ბავშვების ორგანოებით ვაჭრობასთან გვქონდეს საქმე. ეს ხომ საშინელებაა! ძალიან შეძლებული ოჯახია. იურის უნდოდა ბევრი შვილი ჰყოლოდა და ამიტომ ჰყავთ ამდენი ბავშვი! - ახლა სად არიან პატარები? - მათ ვუქირავე ორსართულიანი სახლი წყნეთში. მინდოდა, სანამ გამოძიება მიმდინარეობს, დედა შვილებთან ერთად იქ გადამეყვანა, ძიძასაც ავუყვანდი, მაგრამ იულია უკანონოდ დააკავეს. ახლა ათი ბავშვიდან რვა თბილისში ცხოვრობს, სოციალური მომსახურების სააგენტოსმეთვალყურეობით. ორი, მათ შორის - ყველაზე პატარა, კლინიკაშია. დაკავების დროს ქალი იყო ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ. ის ჩემ გარეშე დაჰკითხეს - მხოლოდ თარჯიმანი ესწრებოდა და ესეც უკანონობაა! გამომძიებელმა ვერ წარმომიდგინა ვერც ერთი მტკიცებულება. ბრალში ჩამოთვლილი არიან მოწმეები, რომლებიც თითქოს ადასტურებენ, რომ ჩემს დასაცავს განზრახული ჰქონდა ათივე ბავშვის გაყიდვა. ეს მოწმეები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არიან - ექიმები, ბინის მესაკუთრეები, სასტუმროს თანამშრომლები და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები. ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. - პროკურატურა ამბობს, რომ ეს ოჯახი რუსეთში 11 ბავშვით შევიდა, საქართველოში კი ათი ბავშვით ჩამოვიდა. სად არის მეთერთმეტე ბავშვი? - ვადასტურებ, რომ ისინი რუსეთში 11 ბავშვით შევიდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, ერთი გარდაიცვალა და მე ხელთ მაქვს ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც. ბავშვი დაკრძალულია რუსეთის ერთ-ერთ ოლქში. - რით გარდაიცვალა ბავშვი? - რამდენიმე თვის იყო და აბაზანაში დაიხრჩო... - მაგრამ საქართველოს პროკურატურის განცხადებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქალმა ის ბავშვი საქართველოში ჩამოსვლამდე გაყიდა. - ტყუილია, მე წარვადგინე ბავშვის გარდაცვალების ცნობა... - თქვენ იცით, ბავშვს ყველა ორგანო ჰქონდა თუ არა? საქართველოში ორგანოების გაყიდვასაც ეჭვობენ. - ექიმის ცნობით გარდაცვალება დასტურდება. როგორც ვიცი, მაშინ რუსეთშიც დაიწყო გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით, თუმცა, მტკიცებულებების არარსებობის გამო შეწყდა... P.S. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, იულია სუსლიაკს 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
---
26.04.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
ნუთუ დღეს 80 ლარით ოჯახის არსებობა შეიძლება?
პირდაპირ მინდა განვაცხადო, რომ ჯანდაცვის მინისტრს სულაც არა ადარდებს საკუთარი მოქალაქეების ბედი. ნუთუ საქართველოში ამოიწურა ადამიანური რესურსი, რომ შეცვალონ მინისტრი, რათა ჯანდაცვის სისტემა გაუმჯობესდეს და სოციალურმა პროგრამებმა გამართულად იმუშაოს? მე, ალექსანდრე არუთინოვი ვიყავი ყველა პარტიის აქტიური მხარდამჭერი, დღეს კი არც ერთ პარტიაში არ ვარ იმის გამო, რომ ყველანი მატყუარები არიან. მარტო საკუთარ თავზე და ჯიბეზე ფიქრობენ. მინდა, თბილისის მერს შევახსენო მისივე სიტყვები, რომ როდესაც მერი გახდებოდა, შევიდოდა ყველა ოჯახში და იქნებოდა თითოეული თბილისელის ოჯახის წევრი. დღეს კი ჩემი ოჯახი არის უკიდურეს ვითარებაში - უშუქოდ, უგაზოდ.
---
26.04.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
წითელას გლობალური აფეთქება - იუნისეფი საგანგაშო მონაცემებს აქვეყნებს
2010 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში, 169 მილიონმა ბავშვმა წითელას ვაქცინის პირველი დოზა გამოტოვა, რაც ყოვეწლიურად 21 მილიონზე მეტ აუცრელ ბავშვს ნიშნავს. ეს მონაცემები იუნისეფმა გამოაქვეყნა. იუნისეფი განმარტავს, რომ ვაქცინის მეორე დოზის გამოტოვების მაჩვენებლები კიდევ უფრო საგანგაშოა. გაეროს ბავშვთა ფონდის თანახმად, ვაქცინაციის გამოტოვების შემთხვევები მატულობს და წითელას გლობალურ აფეთქებას იწვევს. „მსოფლიოს მასშტაბით, წითელას ამჟამინდელი აფეთქების გამომწვევი მიზეზები წლების წინ იღებს სათავეს. წითელას ვირუსი ყოველთვის მოძებნის აუცრელ ბავშვს. თუ სერიოზულად გვსურს ამ სახიფათო დაავადების გავრცელების შეჩერება, თითოეული ბავშვი უნდა ავცრათ, როგორც ღარიბ, ასევე მდიდარ ქვეყნებში,"- აცხადებს იუნისეფის აღმასრულებელი დირექტორი. 2019 წლის პირველი 3 თვის განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით, წითელას 110 000 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემებს 300%-ით აღემატება. 2017 წელს წითელას ვირუსით 110000 ადამიანი დაიღუპა, მათი უმრავლესობა ბავშვი იყო. ეს მონაცემები 2016 წელთან შედარებით 22%-ით არის გაზრდილი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 2019 წლის პირველ თვეში, წითელას 1000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ბავშვების წითელას ვირუსისგან დასაცავად ვაქცინის ორი დოზაა საჭირო. ჯანმო განმარტავს, რომ კოლექტიური იმუნიტეტის მისაღწევად, იმუნიზაციის 95%-იანი გლობალური დაფარვაა საჭირო.
---
26.04.2019
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
საკეისრო კვეთის შეზღუდვამ სერიოზული პრობლემები შექმნა
„ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია“ მოითხოვს საკეისრო კვეთისთვის დაწესებული პროცენტული ზღვრის გადაცილების შემთხვევაში სამშობიარო კლინიკების დაჯარიმება შეჩერდეს. ორგანიზაცია 2016 წელს ამოქმედებული კანონის გაუქმებას ითხოვს და საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან სარჩელს ამზადებს. „მაგალითად, 40%-იანი ზღვრის შემთხვევაში, თუ საავადმყოფოში საკეისროების რაოდენობა არის 41%, საავადმყოფო ჯარიმდება არა გადაცილებული 1%-ის, არამედ მთლიანად 41%-ისათვის. ექიმი შეშინებულია, რომ არ გადააცილოს ზღვარს, ამიტომ ცდილობს ორსული ფიზიოლოგიურად ამშობიაროს. ამის შედეგად ხშირია გართულებული მშობიარობის ფაქტები“, - ამბობს სალომე ლოლუა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის დადებული ინდივიდუალური ხელშეკრულებების საფუძველზე, საკეისრო კვეთისთვის ნებადართული ზღვარი სხვადასხვა კლინიკისთვის სხვადასხვაა. სალომე ლოლუას თქმით, 2016 წელს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებულების საფუძველზე ამოქმედებულმა დაჯარიმების წესმა არაერთი სამშობიარო სახლის დახურვა გამოიწვია და საკეისრო კვეთების რაოდენობის შემცირების ნაცვლად გააჩინა „მორბენალი მშობიარეები“. მისი განცხადებით, ფეხმძიმე ქალები, რომლებიც სამშობიარო კლინიკების დაწესებულ პროცენტულ ზღვარში ვერ ხვდებიან, სასიცოცხლოდ აუცილებელი ოპერაციის ჩასატარებლად სხვა კლინიკებს ეძებენ. „ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის“ თავმჯდომარე სალომე ლოლუა ამბობს, რომ საქართველოს მასშტაბით საკეისრო კვეთის პროცენტული რაოდენობა გაცილებით აღემატება "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" მიერ რეკომენდებულ 10-15 %-იან ზღვარს. ორგანიზაციის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში საკეისრო კვეთების რაოდენობა 51%-ია, იმერეთში - 41 %, აჭარაში - 40 %, თბილისში- 37 %, კახეთში - 38,5 %. სალომე ლოლუას აზრით, საკეისრო კვეთების რაოდენობის შემცირება აუცილებელია, მაგრამ არა მოქმედი კანონმდებლობის პირობებში, რადგან, მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წამოწყებული პოლიტიკით: არ შემცირებულა საკეისრო კვეთების რაოდენობა; გაიზარდა ჩვილ ბავშვთა ტრავმული დაზიანებები და სიკვდილიანობა; გაიზარდა ჰისტეროქტომიის შემთხვევები, ანუ მრავალმა ქალმა გართულების შედეგად საშვილოსნო დაკარგა. ორგანიზაციის ინიციატივაა, რომ ორსულებმა, რომლებიც საკეისრო კვეთას საკუთარი სურვილით მიმართავენ, ოპერაცია თვითონ დაიფინანსონ, სახელმწიფო სახსრები კი საჭიროებისამებრ დაიხარჯოს. საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო მშობიარობას 500 ლარით, ხოლო საკეისრო კვეთას 800 ლარით აფინანსებს. იმ შემთხვევაში, თუ საკეისრო კვეთა კეთდება არა სამედიცინო ჩვენების (როდესაც ფიზიოლოგიური მშობიარობა დედის ან ბავშვის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს), არამედ მშობიარის მოთხოვნით, სახელმწიფო 800 ლარის ნაცვლად იხდის 500 ლარს. პირველი სამედიცინო ცენტრის მეან-გინეკოლოგი ზაზა ავალიანი ამბობს, რომ ჰქონიათ შემთხვევები, როდესაც, ჯარიმისგან თავის არიდების მიზნით, პაციენტისთვის საკეისრო კვეთაზე უარი უთქვამთ: „პირველი სამედიცინო ცენტრის შემთხვევაში, ზღვარი 31%-ია. ვეთანხმებით სამინისტროს, რომ უნდა შემცირდეს საკეისრო კვეთები, თუმცა უბედურება ის არის, რომ შეზღუდული ვართ პროცენტებით. პაციენტისთვის გვითქვამს, რომ ჩვენს დაწესებულებაში მისი მოთხოვნა ვერ შესრულდებოდა და სხვაგან გადაგვიმისამართებია, თუმცა ეს მხოლოდ მაშინ, როდესაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეიცავდა საფრთხეს“. ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე ამბობს, რომ საქართველოში საკეისრო კვეთების რიცხვი 44 %-ს აღემატება. სწორედ ამის გამო გადაწყვიტეს, რომ საკეისრო კვეთების რიცხვი სამედიცინო დაწესებულებებთან ინდივიდუალური ხელშეკრულებების საფუძველზე დაერეგულირებინათ. „ანალიზის საფუძველზე ვნახეთ, რომ მთელ რიგ დაწესებულებებში საკეისრო კვეთების რიცხვი 70-80 %-ს აღემატებოდა. ვისაც საკეისრო კვეთის მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა, წლის განმავლობაში მას უფრო მეტი პროცენტით უნდა შეემცირებინა, ვისაც ნაკლებით ჰქონდა, - უფრო ნაკლებით. შეუძლებელია ორ წელში ერთი ხელის მოსმით შემცირდეს ამ დაწესებულებებში საკეისრო კვეთების პროცენტული რაოდენობა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციით დაწესებულ სტანდარტს გაუტოლდეს“, - ამბობს მარინა დარახველიძე. მისივე თქმით, პირველი წელი რთული იყო, თუმცა წინასწარი ანალიზი აჩვენებს, რომ საკეისრო კვეთების რაოდენობამ 2,9 %-ით დაიკლო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკეისრო კვეთის პირობების შემცველი ხელშეკრულებები სამშობიარო დაწესებულებებთან 2017 წლის მარტიდან დაიდო.
---
26.04.2019
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობამ მოიმატა
დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად ჩატარებული მასშტაბური ეროვნული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. 2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ფარგლებში, რომელიც შინამეურნეობების ყველაზე დიდი კვლევაა მსოფლიოში, პირველად ჩატარდა ტყვიის კომპონენტის კვლევა. ტყვიის დონის განსასაზღვრად, ვენური სისხლის სინჯები შეგროვდა 2-7 წლის 1578 ბავშვისგან საქართველოს მასშტაბით. ბავშვების კვლევაში ჩართვა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და სინჯები გაიგზავნა იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში (ISS), რომელიც წარმოადგენს ევროპის წამყვან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტს. ტყვიის შემცველობაზე სისხლის ნიმუშის კვლევისას გამოყენებული იყო ინდუქციურად შეწყვილებული პლაზმის მას-სპექტრომეტრი (ICP MS), რაც წარმოადგენს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებულ ერთ-ერთ საუკეთესო სტანდარტს. ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში არ არის დადგენილი. თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციების შესაბამისად, სხვადასხვა მასშტაბის საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს. „გაეროს ბავშვთა ფონდი, ცხრა დონორ ორგანიზაციასთან ერთად, დაეხმარა საქართველოს მთავრობას, კერძოდ, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, კვლევის ჩატარებაში, რომლიც მიზანიც პრობლემის მასშტაბების განსაზღვრა იყო. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მთავრობის მიერ პრობლემის მიმართ გამოჩენილ ყურადღებას და მთავრობის მზაობას, შეიმუშაოს რეაგირების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიები და ღონისძიებები. შემდეგი ნაბიჯი ტყვიის ზემოქმედების წყაროების კვლევა უნდა იყოს“, - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ გოტფრიდ ჰანემ. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ უკვე გადაგმულია პირველი პრაქტიკული ნაბიჯები: 2018 წლის 29 დეკემბერს დამტკიცდა გარემოსა და ჯანმრთელობის ეროვნული გეგმა (NEHAP); 2019 წლის 19 აპრილს გამოიცა საქართველოს მთავრობის განკარგულება „ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის ღონისძიებების შესახებ“; მომზადებულია ცვლილება „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ტყვიის კომპონენტის გათვალისწინებით; დამტკიცდა ბავშვებში ტყვიის ტოქსიური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის კლინიკური პროტოკოლი; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმთელობის ეროვნული ცენტრის, იაშვილის ბავშთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი-პედიატრებისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მიერ შესწავლილ იქნა იმ 16 ბავშვის ოჯახი, რომელთა სისხლშიც ტყვიის დონე აღემატებოდა 30 მკგ/დლ-ს და დაიგეგმა შესაბამისი ინტერვენციები. მთავრობა მუშაობს ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების აღმოფხვრის ყოვლისმომცველ სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც ითვალისწინებს ტყვიით დაბინძურების წყაროების კვლევას; მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ღონისძიებებს ტყვიით დაბინძურებული ადგილების განეიტრალების, იზოლაციისა და მართვის მიზნით; საბაზრო მიმოქცევაში ტყვიით დაბინძურებული პროდუქტების მოხვედრის პრევენციას და საზოგადოების ინფორმირებისკენ მიმართულ საინფორმაციო კამპანიებს. მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა საქართველოში ჩაატარა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (ISS) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარის რეგიონში აღირიცხა. სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს: აჭარა – 85% გურია – 73% თბილისი – 30% იმერეთი – 61% კახეთი – 25% მცხეთა-მთიანეთი – 20% სამეგრელო, ზემო სვანეთი – 71% სამცხე-ჯავახეთი – 32% ქვემო ქართლი – 18% შიდა ქართლი – 21% სულ: 41% ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს: აჭარა – 50% გურია – 44% თბილისი – 7% იმერეთი – 23% კახეთი – 4% მცხეთა-მთიანეთი – 6% სამეგრელო, ზემო სვანეთი – 29% სამცხე-ჯავახეთი – 12% ქვემო ქართლი – 6% შიდა ქართლი – 4 % სულ: 16 %.
---
26.04.2019
მედიასაშუალება: ჯორჯია თუდეი
კვლევა თითქმის კატასტროფული შედეგებით - ბავშვების 41%-ს სისხლში ტყვიის შემცველობა დასაშვებზე მეტი აქვს
აჭარა, გურია, სამეგრელო და იმერეთი - ამ რეგიონების ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმაზე მაღალი აღმოჩნდა. მასშტაბური კვლევა გაერო-ს ბავშვთა ფონდმა იუნისეფ-მა ჩაატარა და დადგინდა, რომ გამოკვლეული ბავშვების 41%-ში ტყვიის შემცველობა დასაშვებზე მაღალია. ყველაზე ცუდი მდგომარეობა აჭარაშია, სადაც ბავშვების 85%-ს სისხლში მომატებული აქვს ტყვიის შემცველობა. გამოკვლეული 1578 ბავშვიდან დაახლოებით 650-ს ჩაუტარდება დამატებითი კვლევა, რასაც სახელმწიფო დააფინანსებს. სახელმწიფო დააფინანსებს მათ შორის ინტერვენციებსაც, სადაც პედიატრის დანიშნულებით ჩარევა იქნება საჭირო. ჩარევა ძირითადად გახლავთ რკინის, კალციუმის, პრეპარატების, ვიტამინების მიცემა. ასევე მონიტორინგი მოხდება გარკვეული პერიოდულობით. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კვების პროდუქტები შეამოწმა და ზოგიერთ მათგანში აღმოაჩინა ტყვიის ნორმაზე მაღალი შემცველობა.
---