From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-28.05.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com
Received On : 28.05.2019 08:59
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 28.05.2019

ტელევიზია

28.05.2019

არხი:  იმედი

გადაცემა: ქრონიკა 11:00

ჯანდაცვის მინისტრი პარამედიკოსების მოსამზადებელ ჯგუფს შეხვდა. დავით სერგეენკომ მომავალ პარამედიკოსებს მაღალტექნოლოგიური სიმულატორების გამოყენებით სხვადასხვა მანიპულაცია უჩვენა. ჯგუფის წევრებს გამოცდილება პრაქტიკოსმა პარამედიკოსებმაც გაუზიარეს. პარამედიკოსთა მომზადების პროექტი ამიერკავასიაში პირველად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6109524

იმედი - ქრონიკა 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6109357

---

 

28.05.2019

არხი:    იმედი

გადაცემა: ქრონიკა 09:00

პარლამენტში დღეს  შრომის საკითხებთან დაკავშირებით დონორთა საკოორდინაციო შეხვედრაზე იმსჯელებენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6109126

---

 

28.05.2019

არხი:    იმედი

გადაცემა: ქრონიკა 09:00

ზესტაფონში მომოხდარი საწარმო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მუშა საავადმყოფოში გარდაიცვალა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6109123

27.05

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6108672

---

 

28.05.2019

არხი:  იმედი

გადაცემა: ქრონიკა 11:00

ვიდრე გამოძიება გაარკვევს რა გახდა უბედური სემთხვევის მიზეზი ცნობილია რომ კერძო კარიერზე ქვანახშირის მოპოვეა თვითნებურად ხდებოდა ტყიბულში, ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაზემ განაცხადა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6109592

---

 

28.05.2019

არხი:  იმედი

გადაცემა: ქრონიკა 11:00

რამდენიმე საათიანი ძებნის შემედეგ ტყიბულში ქვანახშირის მასის ქვეშ მოყოლილი 55 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შემთხვევის მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გახდა. კომპანია საქნახშირში აცხადებენ, რომ კარიერი სადაც უბედური შემთვევა მოხდა, მათ არ ეკუთვნით და იქ ქვანახშირს ღია კარიერული გზით მოიპოვებდნენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6109573

რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6109819

ტვ პირველი - დღის ამბები 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6109459

რუსთავი 2 -კურიერი 09:00 -http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6109020

27.05

მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6108668

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6108585

---

 

28.05.2019

არხი:    იმედი

გადაცემა: ქრონიკა 09:00

ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელებმა 11 დღიანი პროტესტი შეწყვიტეს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6109124

იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6109606

მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6109167

---

 

27.05.2019

არხი:   იმედი  

გადაცემა: ქრონიკა 20:00

პროტესტიოს 11-ე დღეს ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა შეწყდა. ჯორჯიან მანგანეზთან შეთანხმება მიღწეულია. გადაწყდა რომ მაღაროელები მუშაობას ხვალიდან განაახლებენ, ამას წინ უძღვოდა საინიციატივო ჯგუფის 2 საათიანი შეხვედრა სამ მინისტრთან. პრემიერ-მინისტრის დავალებით ჭიათურაში დღეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და განათლების მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი ჩავიდნენ. პარალელურად დღესვე ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა აკაკი გურჯიძემ თანამდებობა დატოვა. როგორც უკვე გითხარით შეთანხმება მიღწეულია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6108563

მაესტრო - მაესტროელები- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6108608

I არხი -მოამბე 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6108644

რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6108701

ტვ პირველი - დღის ამბები 22:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6108793

მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6108646

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6108690

---

 

27.05.2019

არხი:    იმედი

გადაცემა: ქრონიკა 17:00

შრომითი უფლებების დარღვევა, შშმ პირების, რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობების პრობლემები.- ამ თემების შესახებ ისაუბრა სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა კომიტეტზე ანგარიშის წარდგენისას

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6108104

---

 

28.05.2019

არხი:    ტვ პირველი

გადაცემა: საქმის კურსი 22:30

აპლიკაცია, რომელიც ექიმებს პაციენტის დიაგნოზის დასმასი დაეხმარება. Mydoc ექიმების დამხმარე ასისტენტია, რომელიც ყველა შესაძლო კითხვას უსვამს მომხარებელს და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით სვამს დიაგნოზს. სტარტაპი მზად წლის ბოლოსთვის იქნება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6108804

---

 

 

ინტერნეტი

28.05.2019

მედიასაშუალება:   https://pia.ge/post/263803-batumsi-dasaqmebis-forumi-gaimarteba?fbclid=IwAR3FdjzuJpslhCtQsYR_sf1AT2EWcofGoXudu1w_U3JDNu14UZmTTDmXPZI

ბათუმში დასაქმების ფორუმი გაიმართება

ბათუმში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით 31 მაისს დასაქმების ფორუმი გაიმართება. ფორუმის მიზანს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსის აღმოფხვრა და ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირება წარმოადგენს. დასაქმების ფორუმის მიმდინარეობისას სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები, ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს. დასაქმების ფორუმის მონაწილეებს 50-მდე კომპანია 2000-ზე მეტ ვაკანსიას შესთავაზებს. სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, სამშენებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმის, წარმოების, დისტრიბუციისა და ენერგეტიკის სფეროებიდან არის. worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს ფორუმის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გაეგზავნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით. ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ www.ssa.gov.ge-ს, გადახვიდეთ დასაქმების ფორუმის სარეგისტრაციო ბანერზე და დარეგისტრირდეთ თქვენთვის სასურველ დროს (15:00 საათიდან 18:00 საათამდე). ფორუმზე რეგისტრაცია შეუძლია ყველა იმ პირს, რომელიც რეგისტრირებულია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები, ფორუმის მიმდინარეობისას, სამუშაოს მაძიებლებს დასაქმების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებს დეტალურად გააცნობენ. ბათუმის დასაქმების ფორუმი 31 მაისს, 15:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება. მისამართი: ქ. ბათუმი, მემედ აბაშიძის ქუჩა N33, სასტუმრო „ვინდჰემ ბათუმი“.

ბიპიენ.ჯი- https://www.bpn.ge/article/56517-31-maiss-batumshi-socialuri-momsaxurebis-saagento-dasakmebis-porums-gamartavs/?fbclid=IwAR3VOKRGp-NufO8PSF4vil7WWbtP5SMidlPIXjpAz9TWyKemo58W2h-iBas

---

 

28.05.2019

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/548789-irakli-kobaxize-chiaturis-shemtxvevam-achvena-rom-shromiti-sakitxebis-seriozuli-gaumjobesebis-shesazleblobaa/

ირაკლი კობახიძე - ჭიათურის შემთხვევამ აჩვენა, რომ შრომითი საკითხების სერიოზული გაუმჯობესების შესაძლებლობაა

ჭიათურის შემთხვევამ აჩვენა, რომ შრომითი საკითხების სერიოზული გაუმჯობესების შესაძლებლობაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შრომით საკითხებთან დაკავშირებით დონორთა საკოორდინაციო შეხვედრის დაწყებადე განაცხადა. კობახიძის თქმით, ის მოხარულია, რომ ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვის შემთხვევაში წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები და მაღაროელების სამართლიანი მოთხოვნები დაკმაყოფილდა. „ეს ძალიან კარგი პრეცედენტია და აჩვენებს იმას, რომ ზოგადად ჩვენ დადებითი ტენდენცია გვაქვს იმ კუთხით, რომ უფრო მეტად ხდება მშრომელების ინტერესების და მათი სამართლიანი მოთხოვნების გათვალისწინება. ამას მყარი საფუძველი კანონმდებლობამ უნდა შეუქმნას“, - აცხადებს კობახიძე. მისივე თქმით, არის საუბარი არაერთ ცვლილებაზე, რომელიც შესაძლოა შრომის კოდექსში განხორციელდეს, მათ შორის ანაზღაურებისა და შვებულებების მიმართულებით. კობახიძის განმარტებით, საზედამხედველო ფუნქციის განვითარება არის ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ამ კუთხით ისინი საერთაშორისო დონორების თანადგომას და მხარდაჭერას ელოდებიან.

---

 

28.05.2019

მედიასაშუალება:   https://www.interpressnews.ge/ka/article/548748-tqibulshi-kvanaxshiris-kariershi-chamoshlili-micis-kvesh-moqolili-mamakacis-cxedari-ipoves/?fbclid=IwAR2G4nT8qNTKhOYXpF2U4EBWkd4qMhwWc9h73daSEnOTYRY5ANaO5Lqk1Rw

ტყიბულში, ქვანახშირის კარიერში ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ტყიბულში ქვანახშირის კარიერში ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. სამაშველო სამუშაოები ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე მთელი ღამის მანძილზე მიმდინარეობდა. ტყიბულში, ქვანახშირის კარიერში მიწა და ქვანახშირის მასა გუშინ ჩამოიშალა და 55 წლამდე მამაკაცი მოიყოლა. ტყიბულის კარიერზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, „საქნახშირმა“ გუშინ განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ ტყიბულში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია, შესაბამისად, კომპანიამ შეაჩერა ყველა კონტრაქტორ და კერძო პირთან ხელშეკრულებები და მიმართა მათ საკუთრებაში არსებული ტექნიკა გაეტანათ. მათივე ცნობით, მას შემდეგ, რაც ,,საქნახშირმა" რამდენჯერმე დააფიქსირა კარიერებზე უნებართვო შეჭრა, კომპანიის მხრიდან გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიმართ, წერილობითი შეტყობინება განხორციელდა, რათა წიაღის უკანონოდ მოპოვების ფაქტების აღკვეთის მიზნით, შესაბამისი ზომები გაეტარებინათ.

პია.ჯი- https://pia.ge/post/263779-tyibulsi-miwis-qves-moyolili-kacis-cxedari-ipoves

---

 

27.05.2019

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/548703-saknaxshiris-gancxadebit-kompaniis-tanamshromels-romelic-ramdenime-saatis-cin-kariershi-kva-naxshiris-masis-kvesh-mohqva-dges-samushao-dge-ar-hkonda/

„საქნახშირის“ განცხადებით, კომპანიის თანამშრომელს, რომელიც რამდენიმე საათის წინ კარიერში ქვა-ნახშირის მასის ქვეშ მოჰყვა, დღეს სამუშაო დღე არ ჰქონდა

2018 წლის 16 ივლისის შემდეგ ტყიბულში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია, შესაბამისად, კომპანიამ შეაჩერა ყველა კონტრაქტორ და კერძო პირთან ხელშეკრულებები და მიმართა მათ საკუთრებაში არსებული ტექნიკა გაეტანათ. ამის შესახებ ინფორმაციას „საქნახშირის“ ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მას შემდეგ, რაც ,,საქნახშირმა,, რამდენჯერმე დააფიქსირა კარიერებზე უნებართვო შეჭრა, კომპანიის მხრიდან გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიმართ, წერილობითი შეტყობინება განხორციელდა, რათა წიაღის უკანონოდ მოპოვების ფაქტების აღკვეთის მიზნით, შესაბამისი ზომები გაეტარებინათ. “საქნახშირის,, ადმინისტრაციის განმარტებით 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ ტყიბულში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია, შესაბამისად კომპანიამ შეაჩერა ყველა კონტრაქტორ და კერძო პირთან ხელშეკრულებები და მიმართა მათ საკუთრებაში არსებული ტექნიკა გაეტანათ, ასევე კომპანიამ მიმართა შესაბაბის უწყებებს რომ გაეკონტროლებინათ კერძო მოპოვების კარიერები რათა არ მომხდარიყო უნებართვოდ შეჭრა და ნახშირის მოპოვება რასაც რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი. (მას შემდეგ რაც ,,საქნახშირმა,, რამდენჯერმე დააფიქსირა კარიერებზე უნებართვო შეჭრა და ნახშირის მოპოვება მიმართა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და ცნობის სახით საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ წიაღის ეროვნულ სააგენტოს“ .კომპანიის მხრიდან წერილობითი შეტყობინება განხორციელდა, რათა გაეტარებინათ შესაბამისი ზომები წიაღის უკანონოდ მოპოვების ფაქტების აღკვეთის მიზნით, ვინაიდან კომპანიამ რამდენჯერმე მიმართა ინდმეწარმეებს შეეჩერებინათ ნახშირმოპოვებითი სამუშაოები. კომპანია ფლობდა ინფორმაციას რომ ხსენებული კონტრაქტორები პერიოდულად , ფარულად აგრძელებდნენ მოპოვებით სამუშოებს ლიცენზიის სამთო მინაკუთვნებში არსებულ გარე შახტებში. აქვე ვადასტურებთ რომ აღნიშნული პიროვნება 2010 წლიდან არის „საქნახშირის“ თანამშრომელი და მუშაობს ელმავლის მემანქანედ, მიუხედავად იმისა, რომ ის ირიცხება კომპანიის თანამშრომლად ცვლიანობის გრაფიკის გათვალისწინებით, დღეს მას სამუშოა დღე არ ჰქონდა“, - აღნიშნულია „საქნახშირის“ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებუ ინფორმაციაში. ტყიბულში ქვა-ნახშირის კარიერში მიწა და ქვა-ნახშირის მასა ჩამოიშალა და 55 წლამდე მამაკაცი მოიყოლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, სამაშველო ოპერაციაში დაუყოვნებლივ ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს (ბაზა) მაშველთა ჯგუფი. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ნიუპოსტს.ჯი- https://www.newposts.ge/?l=G&id=205858-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98,%20%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A8%E1%83%98,%20%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%9D%E1%83%93,%20%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1

კვირა.ჯი- http://kvira.ge/474335

ტაბულა.ჯი- http://www.tabula.ge/ge/story/149454-saqnaxshiri-mushas-romelic-qva-naxshiris-masam-qvesh-moikola-dghes-samushao-dghe-ar

პრაიმტაიმ.ჯი-  https://www.primetime.ge/news/1558969404-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98

---

 

27.05.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1558970700-%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%95%E1%83%98%E1%83%90

ტყიბულის შახტში მიწის ჩამოშლა სავარაუდოდ, ხის საყრდენის დაზიანებამ გამოიწვია

ტყიბულში, ერთ-ერთ ქვანახშირის კარიერში მაშველები მიწის მასის ქვეშ მოყოლილ მუშას ამ დრომდე ეძებენ. მეშახტეების განცხადებით 55 წლის მამაკაცი შახტში გამაგრებითი სამუშაოების მიზნით შევიდა და მიწა ჩამოიშალა,რაც სავარაუდოდ ხის საყრდენის ჩამონგრევამ გამოიწვია. ერთ-ერთი მეშახტის განცხადებით, 55 წლის მამაკაცს შახტში მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება ჰქონდა. ,საქნახშირის,, ადმინისტრაციის განმარტებით , 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ ტყიბულში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია. კომპანიაში ადასტურებენ, რომ მიწის ქვეშ მოყოლილი მუშა 2010 წლიდან არის საქნახშირის თანამშრომელი და მუშაობს ელმავლის მემანქანედ, მიუხედავად იმისა რომ ის ირიცხება კომპანიის თანამშრომლად, ცვლიანობის გრაფიკის გათვალისწინებით, დღეს მას სამუშაო დღე არ ჰქონდა. სამაშველო ოპერაციაში დაუყოვნებლივ ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს (ბაზა) მაშველთა ჯგუფი. ასევე, ადგილზე იმყოფებიან პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

---  

 

 

27.05.2019

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/367244/

მუშებს რელსები მოვალეობის შესრულების დროს დაეცათ – რკინიგზელთა პროფკავშირი

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის” ინფორმაციით, “საქართველოს რკინიგზაში” ხიდებისა და გვირაბების ბრიგადირს და მჭედელს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს რელსები დაეცათ. შემთხვევა ზესტაფონში მოხდა, ორივე მუშა ამ დროისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთის მდგომარეობა მძიმეა. “ახალი პროფკავშირი” ექიმ ვახტანგ ლაშხზე დაყრდნობით წერს, რომ პაციენტი საშუალო სიმძიმით, ორივე ქვედა კიდურის მოტეხილობით, დილით, 09:10 საათზე შეიყვანეს საავადმყოფოში. ექიმი ამბობს, რომ ქვედა კიდურებზე დაზიანებები დაშავებულმა რკინის სიმძიმეების დაცემით მიიღო. ამჟამად პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. “რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის” ადგილობრივი პირველადი პროფორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, შემთხვევა მოჰყვა დასაწყობებული მასალების ჩამოშლას. “უსაფრთხოების შესახებ კანონის თანახმად, კომპანია ვალდებულია საწარმოებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები დანიშნოს და მომხდარის მოკვლევის პროცესში დასაქმებულთა წარმომადგენელი ჩართოს. მიუხედავად ამ ვალდებულებებისა, სახელმწიფოს 100% წილის მქონე კომპანია – საქართველოს რკინიგზა, ამ დრომდე არ უზრუნველყობს პროფკავშირის შესაბამის ინფორმირებულობას და ჩართულობას პროცესში, რაც თავის მხრივ კანონის უხეში დარღვევაა. საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტის ამ და სხვა უკანონო საქმიანობას, რაც შრომის უსახფრთხოებისა და შრომითი პირობების უგულებელყოფას უკავშირდება, სახელმწიფოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია უახლოეს პერიოდში განიხილავს”, – წერს პროფკავშირი. მომხდარზე გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. “საქართველოს რკინიგზაში” ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მომხდარის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

---  

 

27.05.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/474365

ზესტაფონში საწარმოო შემთხვევის შედეგად დაშავებული რკინიგზელი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ზესტაფონში დღეს მომხდარი საწარმოო შემთხვევის შედეგად დაშავებული რკინიგზელი მიხეილ ბებიაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ავრცელებს. შემთხვევა ზესტაფონში, საქართველოს რკინიგზის ერთ-ერთ ობიექტში დღეს მოხდა. საწყობში ორ პირს რელსები დაეცა. მეორე დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/zestafonshi-dashavebuli-ert-erti-musha-gardaicvala

პრაიმთაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1558971492-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90

---

 

27.05.2019

მედიასაშუალება: https://for.ge/view/167920/saqarTvelos-rkinigza-zestafonSi-momxdar-ubedur-SemTxvevaze-gancxadebas-avrcelebs.html

“საქართველოს რკინიგზა” ზესტაფონში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს

დღეს, ზესტაფონში, სს „საქართველოს რკინიგზის“ დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს საწყობში, მოხდა უბედური შემთხვევა და სამუშაოს შესრულების დროს, მარაგი ნაწილების ჩამოშლის შედეგად, სხეულის დაზიანება მიიღო რკინიგზის ორმა თანამშრომელმა - სახელოსნოს მჭედელმა მიხეილ ბებიაშვილმა და ხელოვნური ნაგებობების ბრიგადირმა მერაბ ნებიერიძემ. დაშავებულებს გაეწიათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს საავადმყოფოში. სს „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა, ამასთან ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები. სს „საქართველოს რკინიგზა“ მაქსიმალურ დახმარებას აღმოუჩენს უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულებსა და მათ ოჯახებს.

---

 

27.05.2019

მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/ekologia-ert-erti-mtavari-gamowvevaa-chiaturistvis-/34470

„ეკოლოგია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ჭიათურისთვის“

„ეკოლოგია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ჭიათურისთვის“-ამის შესახებ მაღაროელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი თქმით, რა უნდა გაკეთდეს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მხრივ, ამაზე როგორც კომპანია, ისე გარემოს დაცვის სამინისტრო იმუშავებს. რაც შეეხება სადაზღვევო პაკეტების გაუმჯობესებას, რაც გაფიცული მაღაროელების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, მინისტრი აცხადებს, რომ სადაზღვევო პროდუქტების რედიზაინის პროცესში უშუალოდ მისი მოადგილე ჩაერთვება. „ეკოლოგია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ჭიათურისთვის. კომპანიასაც ჰქონდა შემხვედრი წინადადებები, რა შეიძლება გაკეთდეს ამ მხრივ. როგორც მოპოვებული ნედლეულის ტრანსპორტირების მხრივ, ისე ქალაქში სუფთა ზონების შექმნის მხრივ. რა თქმა უნდა ჩვენც და გარემოს დაცვის სამინისტროც აქტიურად იქნება ამაში ჩართული. რაც შეეხება მაღაროელების ჯანდაცვის დაზღვევას, გვაქვს შეთანხმება, რომ ამ კვირაში ჩამოვა მინისტრის მოადგილე, რომელიც არის ამ დარგის სპეციალისტი და ერთად გააკეთებენ რედიზაინს ამ სადაზღვევო პაკეტების. მე ვფიქრობ პროტესტის რეჟიმიდან პროცესი გადავიდა მოლაპარაკებების რეჟიმში. ეს არ ნიშნავს, რომ დღეს საღამოს უკლებლივ ყველა საკითხი გადაიჭრა, თუმცა ქალაქს მიეცა იმის შესაძლებლობა, რომ ფუნქციონირების ნორმანულ რეჟიმს დაუბრუნდეს“-განაცხადა დავით სერგეენკომ.

---

 

27.05.2019

მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/ra-shetanxmeba-shedga-quotjorjian-manganezsaquot-da-gaficulebs-shoris/34484/

რა შეთანხმება შედგა "ჯორჯიან მანგანეზსა" და გაფიცულებს შორის

კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” და გაფიცვაში მონაწილეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც სუბარია იმ შეთანხმებაზე, რომელიც მთავრობის წარმომადგენლებს, კომანიასა და გაფიცვაში მონაწილეთა შორის დღეს მოლაპარაკებების გზით შედგა. "პრინციპული შეთანხმების შედეგადაც გადაწყდა, რომ: 1. “ჯორჯიან მანგანეზი” უზრუნველყოფს მოლაპარაკებების დროს გაცხადებული სტრუქტურული რეფორმების გატარებით, თანამშრომელთა ხელფასების გაზრდას ორ ეტაპად, ჯამურად არანაკლებ 35%-ით, კერძოდ არაუგვიანეს 2019 წლის 01 ივლისისა მოხდება ხელფასის მატება 25%-ით, ხოლო ერთი წლის შემდგომ არაუგვიანეს 2020 წლის 01 ივლისისა მოხდება შემდგომი 10%-იანი მატება, ხელფასის დღეს არსებულ საბაზისო მაჩვენებელზე. 2. “ჯორჯიან მანგანეზი” გააუმჯობესებს და განავითარებს შრომის, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ ეფექტურ და პრევენციულ ღონისძიებებს. 3. “ჯორჯიან მანგანეზი” დანერგავს კვების ინდივიდუალურად, თითოეული თანამშრომლისათვის დაფინანსების მოდელს, რაც გულისხმობს კვების თვითორგანიზებასა და თითოეული თანამშრომლისათვის თავისუფალი კვების რაციონის - თავისუფალი არჩევანის კომპანიის მხრიდან ფინანსურ მხარდაჭერას. 4. შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, “ჯორჯიან მანგანეზი” აანაზღაურებს საგაფიცვო პერიოდს. 5. “ჯორჯიან მანგანეზი” განაგრძობს საწარმოო ინფრასტრუქტურის განახლებასა და მოდერნიზებას. 6. გაფიცვაში მონაწილე მოშიმშილე პირების გამოჯანმრთელების პერიოდს “ჯორჯიან მანგანეზი” განიხილავს ანაზღაურებად დროებით შრომისუუნარობად და უზრუნველყოფს მათ მხარდაჭერას. 7. “ჯორჯიან მანგანეზი” და თანამშრომლები წერილობით გააფორმებენ და დეტალურად აღწერენ შეთანხმებულ საკითხებს. 8. წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილი შეთანხმება ძალაშია და გააჩნია შესასრულებლად სავალდებულო ძალა"-ნათქვამია განცხადებაში.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/548731-gapiculi-magaroelebisa-da-jorjian-manganezis-shetanxmebis-detalebi-cnobilia/

კვირა.ჯი- http://kvira.ge/474359

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/djordjian-manganezisa-da-gaficvashi-monawileta-ertoblivi-gancxadeba

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/chiaturashi-magharoelebma-protesti-shewyvites/?fbclid=IwAR1f5RWXiWH46gw9OG0LQ4Gz_UlkHK9g_27ar4FdE1_jaf62CdxRGiqrynw

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/news/226905-chiaturashi-magharoelebma-gafitsva-shetsqvites

რეგინფო.ჯი- https://reginfo.ge/economic/item/14642-chiaturashi-magaroelebma-gapizva-shexybvites

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/209722-tciathurashi-gaficul-magharoelebsa-da-jorjian-manganezis-administracias-shoris-shethankhmeba-shedga.html?lang=ka-GE

კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/magaroelebsa-da-djordjian-manganezis-administracias-shoris-shetanxmeba-shedga-magaroelebis-gaficvas-shewyveten

ბიემ.ჯი- https://www.bm.ge/ka/article/es-saerto-gamarjvebaa-shetanxmeba-shedga-chiaturlebsa-da-kompanias-shoris---es-mati-ertoblivi-tvitshegnebis-mati-pasuxismgebliani-midgomis-shedegiaquot-/34479/

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/news/226909-es-aris-qvelas-gamarjveba-chiaturis-da-mteli-kveqnis-mikheil-batiashvili

ნიუპოსტს.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=205872-%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90,%20%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98%E1%83%90,%20%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90,%20%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%90%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1%E1%83%90%20%E1%83%93%E1%83%90%20%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A1         

ნიუპოსტს.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=205863-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98,%20%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98,%20%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%90%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90

კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/natia-turnava-es-saerto-gamardjvebaa-shetanxmeba-shedga-chiaturlebsa-da-kompanias-shoris-es-mati-ertoblivi-tvitshegnebis-mati-pasuxismgebliani-midgomis-shedegia

ტაბულა.ჯი- http://www.tabula.ge/ge/story/149455-chiaturashi-magharoelebi-gaficvas-tskveten

---

 

27.05.2019

მედიასაშუალება: https://primetime.ge/news/1558960321-%E1%83%A4%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%97-24-%E1%83%94-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%96%E1%83%94%E1%83%90

"ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი" საქართველოს 50 უმსხვილეს სახელმწიფო კომპანიას შორის რეიტინგით 24-ე ადგილზეა

2019 წლის მონაცემების მიხედვით, შპს "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი" საქართველოს 50 უმსხვილეს სახელმწიფო კომპანიას შორის რეიტინგით 24-ე ადგილზეა. „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“, რომელიც ორი დაწესებულების - სს „მ. ასათიანის სახ. ფსიქიატრიის ს/კ ინსტიტუტისა“ და სს „ნარკოლოგიის ს/კ ინსტიტუტის“ შერწყმის შედეგად შეიქმნა, ამ სახელწოდებით 2012 წლის 23 მაისიდან ფუნქციონირებს. ცენტრში 600-მდე ადამიანია დასაქმებული 19 ფილიალის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით. ცენტრი „ნარკომანიისა“ და „ფსიქიატრიის“ სახელმწიფო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებაა. აღნიშნული პროგრამები ყოველწლიურად მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით - „ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“.

---

27.05.2019

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/206012/?fbclid=IwAR1hrtNiKFmnWu8EkFI_k5JzJsLgKaEH2jk6walstSuOxaZb1dgmYICQKLU

„აპრილში ავიღე ხელფასი 17 ლარი და 55 თეთრი“ – ექთნები ბათუმის „რესპუბლიკურიდან“

„აპრილში ავიღე ხელფასი 17 ლარი და 55 თეთრი. „რესპუბლიკურში“ ზუსტად 35 წელია ვმუშაობ,“ – ამბობს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიის განყოფილების ექთანი ნარგიზ შარაძე. ის და ამ განყოფილების სხვა ექთნები დაბალ ხელფასებს აპროტესტებენ. მათი განმარტებით, პაციენტების რაოდენობამ მას შემდეგ იკლო, რაც ახალი კლინიკის მშენებლობა დაიწყო და ჯერჯერობით ვერ სრულდება. ექთნები მიიჩნევენ, რომ ამის მიუხედავად, კლინიკის შემოსავლები თანაბრად არ ნაწილდება და შესაძლებელია „ოდნავ ღირსეული ხელფასის გაცემა“. ექთნები ამბობენ, რომ 100 ლარიც კი მათთვის საოცნებო ხელფასია. „31 წელია აქ ვმუშაობ, ყოველდღე აქ ვარ, დილის ცხრიდან საღამოს ხუთის ნახევრამდე,“ – გვიყვება კარდიოლოგიის განყოფილების ექთანი, მაგული წულუკიძე, – „აღარ გვაქვს ბევრი საქმე, არ ვწუწუნებ, ვერც სახლში ვჯდები, რა ვქნა… ამდენი წელია აქ ვარ, შევეჩვიე აქაურობას. თანაც, ამ ბოლოს ითქვა, ახალი აშენდება, ისევ რესპუბლიკურს ექნება ყველაზე მეტი დაფასებაო და გავჩერდი. წლების წინ მოჭრით გვქონდა ხელფასი 150 ლარი, შემდეგ გამომუშავების სისტემა დაწესდა და ახლა ხან 30 ლარს ვიღებ, ზოგჯერ თუ კარგი მუშაობაა – 75 ლარიც ამიღია. აპრილში, მაგალითად, 29 ლარი ავიღე… გვპირდებიან, ახალი რომ გაიხსნება, კიდევ უფრო მეტი ექთანი იქნება საჭიროო და არ მივდივართ ამიტომ“. კარდიოლოგიურ განყოფილებაში სულ 11 ექთანია. სამი დღისით მუშაობს, დანარჩენი – ღამით მორიგეობენ. ექთნების თქმით, პაციენტების რაოდენობის შემცირება კონკურენტულმა გარემომაც განაპირობა და ამით განსაკუთრებით კარდიოლოგიური განყოფილება დაზარალდა. ექთნებს აღიზიანებთ შეკითხვა, რატომ არ გადავიდნენ ისინი აქამდე სამუშაოდ სხვა კლინიკაში. ნარგიზ შარაძე, ექთანი: „სად უნდა გადავსულიყავი? რესპუბლიკური სამშობლოსავითაა… არც სხვაგან გადასული მინახავს ვინმე გახარებული. აპრილში ღამით სულ ხუთი მორიგეობა მომიწია. მე იმას ვითხოვ, რომ გამოინახოს რესურსი ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით და ასაკის მიხედვით და შეგვითავსონ სხვა განყოფილების ექთნობაც. ჩვენ მაღალ ანაზღაურებას არ ვითხოვთ, 100-150 ლარიც საოცნებოა… ახალი თანამშრომლები აჰყავთ, ან კიდევ იმ თანამშრომლებს უთავსებენ შტატებს, რომლებსაც ხელფასი ისედაც მაღალი აქვთ – 150 და 200 ლარი“. ექთნებმა რამდენიმე კონკრეტული შემთხვევა დაგვისახელეს, როცა ადმინისტრაციის თანამშრომელს სხვა პოზიცია შეუთავსეს. ამას ადასტურებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, მალხაზ ხალვაშიც. თუმცა მისი მტკიცებით, დამატებითი პოზიცია იმ თანამშრომელს შეუთავსა, ვისი კომპეტენციაც კონკრეტული პოზიციის შესაბამისი იყო. კლინიკის დირექტორს ვკითხეთ, რა გზით დადგინდა, რომ მაგალითად, კარდიოლოგიის განყოფილების მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექთნებს არ ჰქონდათ ვაკანტური უფროსი ექთნის შესაბამისი კომპეტენცია. ექთნების თქმით, უფროსი ექთნის პოზიცია ადამინისტრაციის თანამშრომელმა შეითავსა. „უფროსი ექთანი არის მენეჯერული პოზიცია და მენეჯერულ კომპეტენციებს აფასებს საწარმოს ხელმძღვანელი, ანუ მე. მე უკვე ვიცი მათი კომპეტენციები, რადგან წლებია მათთან ერთად ვმუშაობ… მარტო ჩემი გადაწყვეტილება არ იყო ეს, ეს იყო კლინიკური მენეჯერის გადაწყვეტილებაც“, – გვითხრა მალხაზ ხალვაშმა, „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დირექტორმა. მალხაზ ხალვაში ადასტურებს, რომ ექთნების ხელფასი დაბალია. „მაგრამ შემოსავალი რაც არის, იმას ვანაწილებთ,“ – ამბობს ის. ხალვაში „კრიზისული ეტაპის“ დასრულებას მას შემდეგ ელის, როცა კლინიკა ახალ შენობაში გადავა, თუმცა ამ ეტაპზე ისევ უცნობია, როდის გამოიძებნება თანხა ბიუჯეტში „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ახალი შენობის აღჭურვისთვის. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა გვითხრა ისიც, რომ, მაგალითად, დიალეზის განყოფილებისთვის ექთნის პოზიცია ისევ ვაკანტურია და ექთნებმა იქ დასაქმებაზე უარი თქვეს. „იქ ხელფასი 400 ლარია, მაგრამ არავის სურს მუშაობა… რატომ არ სურთ მუშაობა, არ მიკითხავს,“ – აღნიშნა მალხაზ ხალვაშმა „ბათუმელებთან“. „შეიძლებოდა გადასვლა, მაგრამ მაქ ძალ-ღონით სავსე ექთანია საჭირო, რომელიც დილიდან საღამოს ათამდე იმუშავებს, მაგას ვეღარ შევძლებთ…“ – გვითხრა ექთანმა ნარგიზ შარაძემ, რომელსაც ვკითხეთ, რატომ არ გადავიდა სამუშაოდ დიალეზის განყოფილებაში.

---

 

27.05.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/548591-nino-lomjaria-saxelmcipostvis-socialuri-samsaxuris-gazliereba-prioriteti-unda-gaxdes/

ნინო ლომჯარია - სახელმწიფოსთვის სოციალური სამსახურის გაძლიერება პრიორიტეტი უნდა გახდეს

სახელმწიფოსთვის სოციალური სამსახურის გაძლიერება პრიორიტეტი უნდა გახდეს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში განაცხადა. „მხარს ვუჭერდი სოციალური მუშაკების მოთხოვნებს და მიმაჩნია, რომ ყველაფერზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, დაწყებული სოციალური პრობლემებით, ბავშვთა უფლებების დაცვით და ა.შ. ვერც ერთი ეს პოლიტიკა ვერ იქნება ეფექტური თუ ვერ და არ იქნება სოციალური სამსახური ძლიერი. მიუხედავად იმისა, რომ კარგი პროცესები დაიწყო ამ მიმართულებით, მას სჭირდება შენარჩუნება, დაცვა, მაგრამ თუ ჩვენ არ გვექნება ძლიერი სოციალური სამსახური, ალბათ, ამ რეფორმებს ვერ მივიყვანთ ბოლომდე. სახელმწიფოსთვის სოციალური სამსახურის გაძლიერება უნდა გახდეს პრიორიტეტი“,- განაცხადა ლომჯარიამ. ნინო ლომჯარია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე ანგარიშს წარადგენს.

---

 

27.05.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1558976112-%E1%83%9F%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%96%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%93%E1%83%90

“იმედის კლინიკა"ჟურნალისტ ნინი ჯაფარიძის გარდაცვალების მიზეზს ასახელებს

იმედის კლინიკა“ ჟურნალისტ ნინი ჯაფარიძის გარდაცვალების მიზეზებს ასახელებს და განცხადებას ავრცელებს. როგორც სამშობიარო სახლში განმარტავენ, ნინი ჯაფარიძე მშობიარობის შემდგომი გართულებით არ გარდაცვლილა, როგორც ეს მანამდე გახდა ცნობილი. „ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ ნინო ჯაფარიძის გარდაცვალება არ არის დაკავშირებული მშობიარობის შემდგომ გართულებასთან! მოგახსენებთ, რომ ამა წლის 21 მაისს, „იმედის კლინიკაში“ ჩატარებული საკეისრო კვეთის ოპერაციის შედეგად დაიბადა მდედრობითი სქესის ჯანმრთელი ახალშობილი. ოპერაციისა და მის შემდგომ პერიოდში გართულებას ადგილი არ ჰქონია. ოპერაციიდან მეორე დღეს თავი იჩინა პაციენტის დიდი ხნის მძიმე სომატური დაავადებიდან გამომდინარე გართულებამ, რის გამოც იგი დროულად იქნა გადაყვანილი ერთ-ერთ კლინიკაში. მოგვიანებით იქიდანაც მოხდა პაციენტის გადაყვანა სხვა სპეციალიზირებულ კლინიკაში, სადაც, სამწუხაროდ, ნინო ჯაფარიძე გარდაიცვალა. ნინოს გოგონა - ბარბარე ამ დრომდე „ იმედის კლინიკაში“ რჩება და ჩვენი ნეონატოლოგიური სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშაა! ახალშობილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება- ნათქვამია „იმედის კლინიკის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, დღეს დილით გულის უკმარისობით გარდაიცვალა ჟურნალისტი, „ბიბლუსის“ მარკეტინგის თანამშრომელი, ნინი ჯაფარიძე. ნინიმ რამდენიმე დღის წინ ქალიშვილი, ბარბარე გააჩინა და მას შემდეგ სიკვდილს ებრძოდა.

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

28.05.2019

მედიასაშუალება:     ახალი თაობა

ზესტაფონში დაშავებული რკინიგზელი მ.ბ საავადმყოფოში გარდაიცვალა

გუშინ, 27 მაისს, ზესტაფონში მომხდარი საწარმოო შემთხვევის შედეგად დაშავებული რკინიგზელი მ.ბ. საავადმყოფოში გარდაიცვალა. ზესტაფონში რკინიგზის დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის საწყობში 2 მუშა დღეს დაშავდა, ხიდებისა და გვირაბების ბრიგადირს (მ.ნ.) და მჭედელს (მ.ბ) სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს რელსები დაეცათ, გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დასაწყობებული მასალების ჩამოშლას მოჰყვა. ორივე დაშავებული პირი საავადმყოფოში გადაიყვნეს. ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმე იყო და მას ოპერაცია უტარდებოდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6109039&name=28.05.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

28.05.2019

მედიასაშუალება: ახალი თაობა

"ჭიათურაში პროტესტი შეწყდა"

ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი გრძელდება, მაღაროელების მოთხოვნები უცვლელია, მათი ნაწილი შიმშილობს, რამდენიმე კი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს და პირი აქვთ ამოკერილი. რა ბერკეტები არსებობს ამ ვითარებაში, რამდენად საკმარისად არის ჩართული ხელისუფლება და ხომ არ არის რისკი, რომ ქვეყანა სოციალურმა პროტესტმა მოიცვას? _ ამ საკითხებზე `ახალ თაობასთან~ ინტერვიუში გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძე საუბრობს: _ რა ვითარებაა ჭიათურაში? გაავრცელა კომპანიამ განცხადება და რამდენად შეესაბამება ეს განცხადება რეალობას? _      ამ შეთავაზებას კომპანია დიდი ხანია აკეთებს. გაფიცვის დაწყებიდან სადღაც მე7 თუ მე8 დღეს გააკეთა ეს შეთავაზება. უბრა ლოდ აქამდე გაფიცულები არ შედიოდნენ მოლაპარაკებებში. ამბობდნენ, ჩვენ ჩვენი პირობა ვთქვით და ადმინისტრაცია გამოვიდეს და აქ გვითხრას, ხალხში, რას და როგორ აპირებსო. ამის მერე ქალაქის ახლად არჩეული მერი ცდი ლობდა შუამავლობა გაეწია. კომპანიამ რა შეთავაზებაც გაუკეთა გაფიცულ მაღაროელებს, ეს ახალი არის. ის ამბობს, რომ ხელფასის 15%ს მოუმატებს ახლა, შემდეგ, 1 თვის განმავლობაში ჩატარდება რეორგანიზაციები, რომლის შემ დეგაც კიდევ მოუმატებს ხელფასს. სიმართლე გითხრათ, რას გულისხმობს ეს, უცნობია. მოყვება თუ არა შემცირებები, თუ მოყვება, რომელი კატეგორია მოყვება და ა. შ. თუმცა, ამას ახლა არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ამ შეთავაზებებს გაფიცულები ახლა არ დათანხმდნენ. დღევანდელი ინფორმაცია რაც მაქვს, ის არის, რომ გაფიცულები ქალაქში მსვლელობას აკეთებენ, რომელსაც შეუერთდნენ სკოლის მოს წავლეები, აპირებენ შეუერთდნენ მაღაზიები და ა. შ. მოკლედ, მთელი ჭიათურა მიბმულია ამ გაფიცვაზე, ჭიათურის საზოგადოების მხარდაჭერა აქვს ამ გაფიცვას. _            ხელისუფლების ჩართულობა რამდენად არის და თუ არის, რამდენად საკმარისია ეს ჩართულობა? _ ხელისუფლების ჩართულობა განა საკმარისი არ არის, არამედ ეს გაფიცვა თავიდან ბოლომდე იმის ბრალია, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა არაფერი, რასაც ჩვენ, პროფკავშირები ვაყენებდით. თუნდაც იგივე დაზღვევის მომსახურებასთან დაკავშირებით, თუნდაც იმაზე, რომ ჭიათურაში საავადმყოფო არ არის და ეს ადამიანები მომსახურების მისაღებად ან ზესტაფონში დადიან, ან საჩხერეში. ის, რომ 15 დღიანი სამუშაო ცვლა შეიცავს ტრეფიკინგის ელემენტებს, ის რომ კვების ხარისხი პერიოდულად არ ვარგა, ის, რომ საერთო საცხოვრებელ ში, სადაც 300მდე მაღაროელი ცხოვრობს, მედპუნქტი არ არის, გამოვითხოვეთ ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ თვის განმავლობაში 1012 გამოძახება აქვს სასწრაფო დახმარების ბრიგადას, რაც ცუდი მაჩვენებელია; ის, რომ ახალი ტიპის მაღაროებში ელმავალი ტიპის მატარებელი აღარ არის და მძიმე ტექნიკით ხდება მადნის გამოტანა, არის ჰაერის დაბინძურება და ვენტილაცია ვერ ასწრებს ჰაერის გამოტა ნას...  ამ ყველაფრის შესახებ ჩემი მხრიდან პირველად შრომის სამინისტრო ინფორმი რებული იყო, თუმცა მათი ჩართულობა მინიმალისტური იყო. შეიძლება ითქვას, რომ არც კი ყოფილა. შესაბამისად, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. როდესაც ამ ადამიანების პრობლემებზე ინდიფერენტულობას იჩენს კომპანიაც და მთავრობაც, მერე ეს ტრან სფორმირდება ხოლმე რევოლუციურ პრო ცესებში. ამას ემატება გარემოსთან დაკავში რებული ამბებიც. მაღაროს გარდა `ჯორ ჯიან მანგანეცის~ სალიცენზიო ზონაში მუ შაობენ კერძო კოოპერატორები, რომლე ბიც ღია კარიერული წესით მოი პოვებენ მადანს. დაახლოებით 78          15 კაცი შიმშილობს, 34 კაცს პირი აქვს სოფელში სავალალო მდგომარე ამოკერილი, სიტუაცია ჩიხში შედის და კაცია ობაა ეკოლოგიის თვალსაზრისით.            გადათხრილია ყველაფერი, მინდო  არაა პატრონი, ვინც პასუხისმგებლობას რია დაზიანებული, ხეტყეა დაზი  აიღებს. გაჩნდა განცდა, რომ რამდენიმე ანებული და ა. შ. _ ანუ იმ პირობების დარ            ღვევა ხდება, რაც გარემოს დაცვის   მოთხოვნებს შეესაბამება?     _ მე არ ვიცი, რა პირობით არიან შემოსუ ლი და რა პირობები აქვთ, მაგრამ ვხედავ რეა ლობას _ მე, ჭიათურელი ადამიანი, რომელიც ვცხოვრობდი სოფელში და მსიამოვნებდა ჩემს სოფელში ცხოვრება, იმიტომ, რომ იყო მინდო რი, მწვანე გარემო და ა. შ. ახლა ვხედავ გადათ ხრილ მიწას, ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ვითარებაზე.          _ კონტროლი არ ხდება ამ ყველაფერზე? _ მე როცა გელაპარაკებით, ნუ ჩათვლით, რომ გელაპარაკებათ ექსპერტი ან გარედან მა ყურებელი. რასაც გეუბნებით, გეუბნებით თვი თონ მაღაროელების მხრიდან გამოთქმულ გა ჭირვებას. ამას გარდა, ღია კარიერული წესით მომუშავე კოოპერატორები მადანს სამრეცხაო ებში რომ ეზიდებიან, მძიმეწონიანი მანქანები დადიან ქალაქის ცენტრალურ უბნებშიც, ზაფ ხულში არის მტვერი, ბუღი და უბედურება. დადის მანქანა და ვითომ რწყავს და ამ მტვერს ასუფთავებს, მაგრამ ეს არ შველის. ამას გარდა, ზესტაფონიჭიათურის გზა თავიდან ბოლომდე განადგურებულია, რადგან გზის ინფრასტრუქ ტურა 40ტონიანი მანქანების სიარულისთვის არ არის მოწყობილი. ჩვენი მხრიდან იყო მცდე ლობა, რომ ეს პრობლემები მოგვარებულიყო და არ დაგროვებულიყო, მაგრამ ამის მიმართ გამო იჩინეს ინდიფერენტულობა.  _ რა პასუხები იყო ხელისუფლებისგან თქვენს რეკომენდაციებზე?   _ არაფერი პასუხი არ ყოფილა და მათი ჩართულობა იყო მინიმალური. ზოგადად ეს ჭირს ამ საზოგადოებას, რომ როცა მშვიდობი ანი პერიოდია, არავის არაფერი აინტერესებს, როცა ამხელა პროტესტი დაიწყო, ახლა თით ქოსდა ჩადიან. გაფიცვის მეხუთე დღეს _ არჩევ ნების წინა დღეს ჩავიდნენ და თქვენი მოთხოვ ნები სამართლიანია და ა. შ. ასეთი განცხადებები გააკეთეს მმართველი პარტიის ხელმძღვანელებ მა, თბილისის მერმა თუ პარლამენტის თავ მჯდომარემ. თუ სამართლიანი აგერ პროტესტი გრძელდება და იმ არჩევნების დროს `ოცნები დან~ წარდგენილმა ჭიათურის მერმა მიიღო ხმათა უმრავლესობა, ასეთი შედეგი სხვაგან არსად დაფიქსირებულა და რას ვხედავთ ჩვენ? რა წარმოდგენები შეიქმნა, რა, რომ ჩახვედი და უთხარი, რომ სამართლიანია პროტესტი და მხარს გიჭერ, მერე აიძულებ კომპანიას, რომ დააკმაყოფილოს მოთხოვნები თუ რა? _ ანუ ცრუ მოლოდინები შექმნა ხელი სუფლებამ არჩევნების წინ ამ დაპირებებით? _ ეს შეფასებებია, მაგრამ მე შედეგზე ვსაუბრობ. საბოლოო ჯამში რა შედეგი მივი ღეთ. შრომისა და და ჯანმრთელობის მინის ტრმა თუ რაიმე მხარდაჭერა უნდა გამოავლინოს მშრომელებისადმი, სწორედ იმით უნდა გამოავ ლინოს, რა ბერკეტიც ხელისუფლებას აქვს და არა იმის დეკლარირებით, რომ მე თქვენ მხარს გიჭერთ. ჩვენ დაყენებული გვაქვს საკითხი კომისი აზე, რომ მაღაროელები და მეშახტეები გაათავი სუფლონ საშემოსავლო გადასახადისგან, რომ 20% მაინც არ ჩამოეჭრათ. 1 წელია არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. ხელისუფლების ინდიფერენტულობამ პროცესი აქამდე მიიყვანა, 15 კაცი შიმშილობს, 34 კაცს პირი აქვს ამოკერილი, სიტუაცია ჩიხში შედის და კაცია არაა პატრონი, ვინც პასუხის მგებლობას აიღებს. გაჩნდა განცდა, რომ რამდე ნიმე კომპანია მართავს სახელმწიფოს თუ სა ხელმწიფო მართავს ქვეყანას, ვეღარ გავიგეთ. იგივე იყო 2017 წელსაც `აზოტშიც~, როცა 350 ადამიანი ახსნაგანმარტებისა და სამართლებ რივი საფუძვლის გარეშე გაათავისუფლეს სამ სახურიდან და კაცმა არ მოსთხოვა პასუხი. გამოდის, რომ ეს დიდი კომპანიები მართავენ სახელმწიფოს?! _ აქედან გამომდინარე ხომ არ ხედავთ იმ რისკს, რომ ქვეყანა სოციალური პროტესტის სერიამ მოიცვას? ანუ ერთი ქალაქიდან პროტეს ტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდეს? _ აუცილებლად მოედება. ყოველდღი ურად ვხედავთ საშინელ ინფლაციას. საქ სტატის მონაცემებში რომ შედიხარ, 300 მდე პროდუქციით აკეთებენ საშუალო მონა ცემს, მაგრამ თუ ჩაყვები დეტალურად, და ინახავთ, რომ ხილზე, ბოსტნეულზე, ხორცე ულსა და რძის პროდუქტებზე დაახლოებით 25%ით არის ფასი მომატებული. შეიძლება მანანის ბურღულზე ფასი დაკლებულია, მაგ რამ ეს არ არის კვების ის რაციონი, რითაც იკვებება ადამიანი. რძე იქნება, შაქარი თუ ზეთი, ამაზე ფასები მომატებულია. ამას გარდა, ეროვნული ვალუტის საშინელი დე ვალვაციაა. აბა შეხედეთ, `აზოტიც~, მადნეულიც, ზესტაფონიც და ჭიათურაც თავის პრო დუქციას დოლარზე ყიდის, რადგან მისი პროდუქცია ექსპორტზე გადის. 15 კაცი შიმშილობს, 34 კაცს პირი აქვს        შემოსდით დოლარი, მერე მას აქცევენ ლარად, რომ ხელფასი ამოკერილი, სიტუაცია ჩიხში შედის და კაცია          ლარებში გასცენ. თუ 201213 არაა პატრონი, ვინც პასუხისმგებლობას წლებში მილიონი დოლარის პრო დუქციას გაყიდიდნენ, მოსდიო აიღებს. გაჩნდა განცდა, რომ რამდენიმე            დათ 1 მილიონ 650.000 ლარი, კომპანია მართავს სახელმწიფოს. ახლა მოსდით 2 მილიონ 800.000 ლარი. ამ ვალუტის დევალვაცი ით, რომელსაც ექსპორტზე გა აქვს პროდუქცია და დოლარზე ყიდის, ყველა კომპანია სარგებლობს. ძალიან სერიოზული და ნაზოგები უკეთდებათ და ეს არის სარგებელი მათთვის, ამას ემატება დამსაქმებლების სურვი ლი, რომ მუდმივად შეამცირონ დასაქმებულები. მაგალითად, თუ 100 ადამიანი უშვებს 10 წონა ამონიუმის გვარჯილას, ხოლო შემდეგ თუ 80 ადამიანი ამავე რაოდენობის გვარჯილას გამო უშვებს, ხომ გაიზარდა შრომითი დაწოლა და ამით სარგებლობენ, ანუ სიტუაცია ნელნელა მძიმდება.  არ გამოვრიცხავ, რომ ჭიათურის გა ფიცვას სხვა მეწარმეებიც აყვნენ. წინ გვაქვს ტყიბულის კრიზისი, რომელიც გაჩერებულია. არავინ არ ასაჯაროებს იმ დასკვნას რაც გერ მანელებმა დადეს, ასევე არავინ ამბობს, რას აპირებენ. ამის ნიშნებია ზესტაფონში და აზოტ ში, მეტალურგიაში კი მოგვარდა ჩვენი ჩარე ვით და მუშებს გარკვეული მოთხოვნები დაუკ მაყოფილეს, მაგრამ მეტალურგია ერთია და უამრავი სამრეწველო ობიექტი არსებობს. ამას მოსდევს მომსახურების სფეროში, მაღაზიებ ში თუ სხვაგან უმძიმესი მდგომარეობა, სადაც დაბალია ხელფასები და ადამიანებს საშინლად ექცევიან. შესაძლებელია ამ პროგნოზის გაკე თება, რომ ამან სოციალური აფეთქების ხასი ათი მიიღოს.          P.შ. ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროე ლებმა შიმშილობა შეწყვიტეს. როგორც ერთერთი მაღაროელი პაატა სამხარაძე `ინტერპერსნიუსთან~ აცხადებს, შეხ ვედრაზე შეთანხმება შედგა, რაც 1 ივნისიდან ხელფასის 25%ით, ერთი წლის შემდეგ 10%ით გაზრდას გულისხმობს. მისი ინფორმაციით, შეთავაზება მისაღე ბია მაღაროელებისთვის და გაფიცვა შეწყდება. შეხვედრას ეკონომიკის, ჯანდაცვის და განათ ლების მინისტრები, ასევე საჩხერე ჭიათურის მიტროპოლიტი ესწრებოდა. მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6108953&name=28.05.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

 ​