From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-23.05.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com
Received On : 23.05.2019 07:55
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 23.05.2019

ტელევიზია

23.05.2019

არხი:   I არხი

გადაცემა: მოამბე 09:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დელეგაციასთან ერთად ჟენევაში მიმდინარე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 72-ე სესიაში მონაწილეობს. წლკევანდელი ასამბლეა საყოველთაო ჯანდაცვის საკითხებს მიეძღვნა, დევიზით "არავინ დატოვო მიღმა".

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6098071

იმედი - ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6098243

მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6098364

---

 

23.05.2019

არხი:   I არხი

გადაცემა: მოამბე 09:00

გაფიცული მაღაროელების პროტესტი ჭიატურაში უკვე 7-ე დღეა გრძელდება, გუშინ გვიან ღამით აქციის რამდენიმე მონაწილემ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. მაღაროელები ამ ფორმით თავიანთი მოთხოვნების შეუსრულებლობას აპროტესტებენ. ისინი 16 მაისს გაიფიცნენ მათი მთავარი მოთხოვრა ხელფასების გაზრდა და სამუსაო პირობების გაუმჯობესებაა. პროტესტის ნიშნად 15-მა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო, ერთმა მათგანმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6098049

რუსთავი 2 - კურიერი 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6098065

---

 

23.05.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 09:00

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვას ეხმიანებიან ადგილობრივი და საერთშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები. “Human Rights Watch” მიმართავს დამსაქმებელ კომპანიას და მას პროტესტის მონაწილეების მოსმენისკენ, სახელმწიფოს კი შრომითი კანონმდებლობის დახვეწისკენ მოუწოდებს. ანალოგიურ განცხადებას აკეთებს EMC-იც.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6098066

---

 

22.05.2019

არხი:    ტვ პირველი

გადაცემა: საქმის კურსი 22:30

ჯორჯიან მანგანეზი გაფიცულ თანამშრომლებთან სასამართლო დავაში შედის. ჯორჯიან მანგანეზმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა განცხადება, მათი თქმით თანამშრომელი, რომელიც არ ცხადდება სამსახურში მიიჩნევა უკანონო გაფიცვის მონაწილედ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6097795

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6096509

---

 

22.05.2019

არხი:    ტვ პირველი

გადაცემა: საქმის კურსი 22:30

დღეიდან პანორამა თბილისის სამშენებლო სამუშაოები განახლდება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განაცხადა: კომპანია პანორამა თბილისის მშენებლობაზე შპს ენერჯი პლიუსმა მიიღო, ადგილზე საფრთხის შეფასება დასრულებულია, ხოლო პრევენციული ღონისძიებები გატარებული.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6097794

ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6097264

---

 

22.05.2019

არხი:  პალიტრა ტვ

გადაცემა: პალიტრა ნიუს 20:00 

ექიმები არ გამორიცხავენ, რომ ბავშვების სისხლში ტყვიის დონის მომატების ერთ-ერთი მიზეზი სკოლებისა და საბავშვო ბაღების კედლების ტყვიის შემცველი საღებავებით შეღებვა იყო. როგორც ოტო-რინო-ლარინგოლოგმა ხათუნა ჩიტიძემ განაცხადა, სისხლში ტყვიის შემცველობის მატების ნომერ პირველ ფაქტორად საღებავებს, ჩატარებული კვლევის საფუძველზე, თავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასახელებს. მისივე განმარტებით, ტყვია იწვევს სმენით დაქვეითებას, რაც ძალიან მომატებულია ბოლო წლებში და ტყვიის კონცენტრაციისგან დაქვეითებული სმენის აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6097766

---

 

22.05.2019

არხი:    რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 21:00

16 წლის მოზარდმა საწოლში ჩვილი გაგუდა, ფული და ძვირფასეულობა მოპიპარა და სახლიდან გაიქცა. ახალშობილის ცხედარი მამამ იპოვა რომელსაც საწოლში საზარელი სურათი დახვდა. სავარაუდოდ ბრალდებულისათვის ბრალის წაყენება დღეს მოხდება. შსს-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია იმის თქმა რომ გარდაცვლილის დედა ბრალს აღიარებს. რამდენიმე წუთის წინ შსს-მ გაავრცელა განცხადება კერძოდ გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო მოკვლევა 2017 წელს როდესაც ეს გოგო  სახლიდან წავიდა და იპოვეს მაშინ არავინ არ დაუკავებია და არ დაწყებულა გამოძიება, როგორც განცხადებიდან ირკვევა მაშინ გამოძიებამ ვერ დაადგინა რომ მასზე შეიძლებოდა ყოფილიყო რაიმე სახის ძალადობა. უკვე 2018 წელს როდესაც გოგონამ შვილი გააჩინა და ის არასრულწლოვანი იყო არც მაშინ არ დაწყებულა გამოძიება, როგორც განცხადებიდან ირკვევა უწყებამ ერთ პირს შეუჩერა უკვე უფლება მოსილება და ამ ფაქტზედაც დაიწყო გამოძიება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6097571

იმედი- ქრონიკა 20:00- https://www.imedi.ge/ge/video/38058/tragedia-agaianshi--mkvlelobashi-braldebuls-ukve-chautares-eqspertiza#!?page=2

იმედი- ქრონიკა 20:00- https://www.imedi.ge/ge/video/38070/tragedia-agaianshi--saqmis-akhali-detalebi

---

 

22.05.2019

არხი:    ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:  მთავარი 18:00

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების ნაწილის აქცია გრძელდება. ისინი სამედიცინო დაწესებულების ეზოში გაშლილ კარვებში რჩებიან. ბენო ჭელიძე აცხადებს, რომ მისი ვარაუდით რეგიონის მთავრობა დაწესებულების ახლადაშენებული კორპუსის გასხვისებას კერძო კომპანიაზე გეგმავს. მისი თქმით, პროცესი ხელოვნურად გაჭიანურდა. ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში. აქ სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ამბობენ, რომ საავადმყოფოს გასხვისება დაგეგმილი არაა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6097335

---

 

 

ინტერნეტი

23.05.2019

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/45280/chiaturashi-gafitsulma-magharoelma-piri-amoikera

ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელმა პირი ამოიკერა

ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ამის შესახებ ინფორმაციას ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე პაატა სამხარაძე ავრცელებს. მისი თქმით, თუ მათ მოთხოვნებს კომპანია არ დააკმაყოფილებს, ყოველ დღე თითო მაღაროელი აპირებს პირის ამოკერვას.  ჭიათურაში 15 მაისს, საღამოს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გაფიცვა დაიწყო.  თავდაპირველად ერთი ცვლა 150  მაღაროელი გაიფიცა, მოგვიანებით კი დანარჩენებიც შეუერთდნენ. ამჟამად ყველა მაღაროელი გაფიცულია და საწარმო გაჩერებული. მაღაროელები ხელფასის მომატებას, კვების გაუმჯობესებას და სამედიცინო მომსახურებას მოითხოვენ. „ჯორჯიან მანგანეზი“ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში უკანონოს უწოდებს მაღაროელების გაფიცვას და ამბობს, რომ გაფიცულებს ხელფასის 25%-ით გაზრდა შესთავაზა, რაზეც კომპანიამ უარი მიიღო.  „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებას სიცრუეს უწოდებენ გაფიცულები, მათ შორის რომან კუპატაძე.  როგორც ის „ლიბერალთან“ გუშინ ამბობდა, გარდა ხელფასის გაზრდის შეუსრულებლობისა, გაფიცვის დაწყებამდე გაწეული შრომის ანაზღაურებას არ ურიცხავს კომპანია დასაქმებულებს. „სანამ გაფიცვას დავიწყებთ ჩვენ ვიშრომეთ და ბიჭებს ხელფასები ასაღები გვაქვს აუცილებლად და ამ ხელფასებსაც არ გვირიცხავენ“, - აცხადებს კუპატაძე. ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე პაატა სამხარაძე „ლიბერალთან“ ამბობს, რომ ეს გაფიცვა  მაღაროელებმა მოულოდნელად, თავიანთი ინიციატივით დაიწყეს „პროფკავშირი არის ყოველთვის იქ, სადაც მაღაროელები არიან, მაგრამ  თვითონ ეს მაღაროელები ამბობენ, რომ პროფკავშირის ჩარევა ამ საქმეში არ სურთ“,  - ამბობს სამხარაძე.  რაც შეეხება კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სამხარაძე ამბობს, რომ მოლაპარაკების პროცესში გაფიცულებმა 20% დათმეს „30%-ით მოგვიმატეთ ხელფასი 50%-ის ნაცვლად, ოღონდ ახლავე ყველასო“. სამხარაძე ამბობს, რომ კომპანიამ დასაქმებულებს ხელფასის 15%-ით გაზრდა შესთავაზა. „და 10%-ს ერთი წლის განმავლობაში მოგიმატებთ, ამის ვადებსაც გავწერთ ერთადო. ამის წინააღმდეგ წავიდნენ გაფიცულები“.  მისი თქმით, ე.წ. ვახტური რეჟიმის დროს მაღაროელი თვეში 15 დღე მუშაობს გადაბმულად კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე და საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს. პაატა სამხარაძის თქმით, ამ თხუთმეტი დღის განმავლობაში მუშებს არ აქვთ უფლება სახლში წასვლის, არც ქალაქში გასვლა შეუძლიათ უნებართვოდ და მუშაობენ 12 საათის განმავლობაში. საერთო საცხოვრებელში კი არ არსებობს სამედიცინო პუნქტი და არც იმ ობიექტებზე, სადაც მუშაობა უწევთ.  სამხარაძე ამბობს, რომ დასაქმებულები გაფიცვით კოლექტიურ ხელშეკრულებას არ არღვევენ და გაფიცვა კანონიერია. როგორც მან „ლიბერალს“ უთხრა, ჯანდაცვის სამინისტროს მოხსენებითი ბარათი გაუგზავნა არსებულ მძიმე შრომით პირობებზე, მაგრამ ჯანდაცვის მინისტრს რეაგირება არ მოუხდენია. როგორც გაფიცულები ამბობენ, ამ ეტაპზე 3000-ზე მეტი თანამშრომელია გაფიცული და წარმოებად სრულად არის შეჩერებული.

22.05

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/547931-chiaturashi-gapiculma-magaroelma-protestis-nishnad-piri-amoikera/

---

 

23.05.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/547959-mamuka-baxtaze-samedicino-servisebis-micodebit-sakartvelo-regionshi-lideri-kveqana-gaxdeba/

მამუკა ბახტაძე - სამედიცინო სერვისების მიწოდებით საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყანა გახდება

---

 

22.05.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/547873-davit-sergeenko-kitxvaze-ra-aris-saqoveltao-jandacva-chemi-pasuxia-es-ar-aris-pupuneba-an-privilegia-aramed-es-qvelas-uplebaa/?fbclid=IwAR1nzNAsLO_X26aQ8TOVFeyQYjPkjtfp9O7-wLU8KrvVCGShZX2PEemRYHk

დავით სერგეენკო - კითხვაზე, რა არის საყოველთაო ჯანდაცვა, ჩემი პასუხია, ეს არ არის ფუფუნება ან პრივილეგია, არამედ, ეს ყველას უფლებაა

კითხვაზე - რა არის საყოველთაო ჯანდაცვა - ჩემი პასუხია, რომ ეს არ არის ფუფუნება ან პრივილეგია, არამედ, ეს ყველას უფლებაა და არავინ უნდა დარჩეს ამ უფლების მიღმა, - ასე დაასრულა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს,მინისტრი დავით სერგეენკო, დელეგაციასთან ერთად ჟენევაში მიმდინარე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 72-ე სესიაში იღებს მონაწილეობას. წლევანდელი ასამბლეა საყოველთაო ჯანდაცვის საკითხებს მიეძღვნა დევიზით -„არავინ დატოვო მიღმა“. უწყების ცნობით, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მონაწილეთა წინაშე სიტყვით წარსდგა და ჩვენს ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობაზე გააკეთა აქცენტები. „როდესაც ვსაუბრობთ საყოველთაო ჯანდაცვაზე, მრავალფეროვან სამყაროში შესაძლოა გაჩნდეს კითხვები, თუ რა არის საყოველთაო ჯანდაცვა- ეს არის ადამიანის უფლება, თუ პრივილეგია მაღალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის. ეს მთავრობის ვალდებულებაა, თუ კეთილი ნება?! ეს არის ყველაზე ხარჯეფექტური გზა ჯანდაცვაში არსებული გამოწვევების დასაძლევად?! ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც პატარა და სამწუხაროდ ჯერ კიდევ დაბალშემოსავლიანი ქვეყნის გამოცდილება. მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის მთავრობამ 2013 წელს ჯანდაცვა გამოაცხადა მთავარ პრიორიტეტად და ამ დაბალშემოსავლიანმა ქვეყანამ აამოქმედა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, რამდენადაც მათი თანადგომის გარეშე, ჩვენ ვერ შევძლებდით ამ გამოწვევის დაძლევას”,- განაცხადა დავით სერგეენკომ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმართულებით არსებობს არაერთი გამოწვევა, რომლებზეც პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. მისივე თქმით, ამ გამოწვევებს შორის ყველაზე აქტუალურია წვდომა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე. ასევე პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარება, სხვადასხვა სახის დაავადებების გართულებისა და თავიდან აცილების მიზნით. დავით სერგეენკო განმარტავს, რომ საქართველოს ისეთი ამბიციური გამოწვევის განხორციელებაში, როგორიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაა, სამმა ფაქტორმა შეუწყო ხელი, ესენია: პოლიტიკური ნება, პროფესიონალი სამედიცინო პერსონალი და კარგი პარტნიორობა.

პია.ჯი- https://pia.ge/post/262826-sayoveltao-jandacva-es-ar-aris-fufuneba-an-privilegia-es-yvelas-uflebaa-da-aravin-ar-unda-darces-am-uflebis-mirma?fbclid=IwAR2jFIRTahUN2_9oe8EmrMRXNRql0Fkh0pdBe85vBp5wRFCZw35xDoWJu4Q

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/davit-sergeenko-sayoveltao-jandacva-ar-aris-fufuneba-an-privilegia-es-yvelas-uflebaa-da-aravin-unda-darches-am-uflebis-mighma/?fbclid=IwAR0o1XbupZZapANKKArmo6d7vXibBsSyaWrHeD1k63Sh3rJY-CJREYA51-A

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/sakoveltao-djandatsva-ar-aris-fufuneba-an-privilegia-es-kvelas-uflebaa-da-aravin-unda-darches-am-uflebis-mighma-davit-sergeenko/59370

ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=84007

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/209527-davith-sergeenko-kithkhvaze-ra-aris-sayovelthao-jandacva-chemi-pasukhia-es-ar-aris-fufuneba-an-privilegia-aramed-es-yvelas-uflebaa.html?lang=ka-GE

---

 

22.05.2019

მედიასაშუალება: https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-7-%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98---%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9E%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9E%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-/29956969.html?fbclid=IwAR2UmIJqvB5RJwGP8LkEU7XMAoos7DoCDUySrhmd2OraT8f_pqEZq0Fkgo4

16 წლის დედა და 7 თვის ჩვილი - მსხვერპლი თუ მსხვერპლები?

შვიდი თვის ჩვილი სოფელ აღაიანის სასაფლაოზე 22 მაისს დაკრძალეს. ჩვილის დაკრძალვას არ დასწრებია 16 წლის დედა. დედას შსს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება: „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ... საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა”, - წერია შსს-ს განცხადებაში.  პოლიციამ 16 წლის გოგო რამდენიმე საათში თბილისში იპოვა და დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, დედა შვილის მკვლელობას აღიარებს. მკვლელობაში დადანაშაულებული მოზარდის მეზობლები ამბობენ, რომ მოზარდი წყალტუბოდან აღაიანში დაახლოებით ორი წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად. მეზობლები ვერანაირი ლოგიკით ვერ ხსნიან მომხდარს, შეძრულნი არიან სოფელში დატრიალებული ტრაგედიით: „ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტის შესახებ არ გვსმენია. გოგო შვილს განსაკუთრებული სიყვარულით უვლიდა. ორი დღის წინ, აი, აქ, ჩვენს თვალწინ ეთამაშებოდა, ეხუტებოდა, არ ვიცით, რა მოხდა“.

ჯაჭვი - სახელმწიფო სტრუქტურების რგოლებით

ჯაჭვი, რომელმაც სოფელ აღაიანში შვიდი თვის ჩვილი იმსხვერპლა, გრძელია. ჯაჭვის ყველა რგოლს კი სახელმწიფო სტრუქტურებამდე მივყავართ - სკოლა, სოციალური მომსახურების სააგენტო, სამედიცინო დაწესებულება, შინაგან საქმეთა სამინისტრო. ბავშვთა უფლებადამცველები და იურისტები შვიდი თვის ჩვილის 16 წლის დედის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევასა და იმ სტრუქტურულ დანაშაულზე ლაპარაკობენ, რომელმაც მათი თქმით, ერთნაირად იმსხვერპლა ჩვილიცა და მისი არასრულწლოვანი დედაც. ანა თავხელიძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა განაჩენს გამოიტანს სასამართლო ჩვილის გარდაცვალების საქმეზე, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ორი წლის წინ, თავად 16 წლის მოზარდის მიმართაა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული, რაც 16 წელს მიუღწეველ პირთან სრულწლოვანი პირის მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებას გულისხმობს და რაც სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, არ მართლდება „ქორწინებით“. შსს-ს ინფორმაციით, მოზარდის ქმარი 21 წლისა რაც გამოძიების დაწყების საფუძველს იძლევა: „რეაგირების ვალდებულება რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურას ჰქონდა. მოზარდმა, სავარაუდოდ, 14-15 წლის ასაკში მიატოვა სწავლა. ამ შემთხვევაში, სკოლა ვალდებული იყო საქმის კურსში ჩაეყენებინა სოციალური მომსახურების სააგენტო და შსს. გარდა ამისა, როდესაც მოზარდი სამედიცინო დაწესებულებაში დადგა აღრიცხვაზე, როგორც ორსული, იმავე წამიდან, სამედიცინო დაწესებულებას ჰქონდა ვალდებულება, რომ შესაბამისი სტრუქტურები, მათ შორის შსს და სოციალური მომსახურების სააგენტო ჩაეყენებინა საქმის კურსში. რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს გამოძიება ჩვილი ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა მაინც სახელმწიფოსა და მის უმოქმედობას ეკისრება“. ანა თავხელიძის თქმითვე, ჩვილის გარდაცვალების საქმის პარალელურად, გამოძიება უნდა დაიწყოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას 16 წელს მიუღწეველი პირის სხეულში და რაც 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს: „საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ე.წ. ქორწინება, ვერ გაამართლებს არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებას“. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქორწინება 18 წლის ასაკიდანაა დაშვებული. 2016 წლის პირველი იანვრიდან კი გაუქმდა წესი, რომლის თანახმადაც, 16 წელს მიღწეულ პირთან ქორწინება მშობლების თანხმობით დაიშვებოდა. გამონაკლისის სახით, 16 წლის არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მისი ნებით და მხოლოდ სასამართლოს თანხმობით ისეთი მიზეზის არსებობისას, როგორიცაა ორსულობა.

რა იცოდა სკოლამ, სოციალურმა სააგენტომ და შსს-მ?

წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ჩხეტიანმა ინფორმაცია არასრულწლოვანი გოგონას საქმის შესახებ, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სწავლობდა, მას შემდეგ მოიძია, რაც რესურს-ცენტრს რადიო თავისუფლება დაუკავშირდა. მამუკა ჩხეტიანმა სკოლის დირექტორზე დაყრდნობით უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ დაკავებული მოზარდი, კვლავაც ირიცხება ერთ-ერთი სოფლის მეთერთმეტე კლასში: „აღაიანიდან წყალტუბოში წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდიოდა. თუკი გაცდენები უგროვდებოდა, ექსტერნად აბარებდა გამოცდებს. როგორც დირექტორმა მითხრა, საკმაოდ კარგი მოსწავლე იყო. მისი დაქორწინების შესახებ სკოლამ ცხადია იცოდა. დირექტორმა მითხრა, რომ როგორც კი გოგონას ძმამ სკოლაში მოიტანა ამბავი მისი დაქორწინების შესახებ, სკოლამ ეს ინფორმაცია სამართალდამცავებს მიაწოდა. მათ კი დირექტორს უთხრეს, რომ მშობლები ჩვენთან არიან და საქმის კურსში ვართო“. სოციალური მომსახურების სააგენტოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ უწყებაში არანაირი ინფორმაცია არ შესულა არც სკოლიდან და არც სამედიცინო დაწესებულებიდან მოზარდის დაქორწინებისა და ორსულობის შესახებ: „გადავამოწმეთ წყალტუბოს მუნიციპალიტეტშიც და კასპის მუნიციპალიტეტშიც. არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოზარდმა ადრეული ქორწინების ნიადაგზე სკოლაში სწავლა შეწყვიტა და შემდეგ დაფეხმძიმდა, ჩვენს სააგენტოში არ შემოსულა. შესაბამისად, ჩვენი სოცმუშაკები არსებული ვითარების საქმის კურსში არ იყვნენ“, - განუმარტეს რადიო თავისუფლებას სოციალური მომსახურების სააგენტოს პრეს-სამსახურში. ჩვილის მკვლელობაში დადანაშაულებული არასრულწლოვანი დედის ადვოკატის, ქეთევან გაგოევის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ბრალი, სავარაუდოდ, გვიან საღამოს წარედგინება. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, ის დაკავებულისათვის ყველა საჭირო ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს, მათ შორის, ექსპერტიზას ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ. ადვოკატის თქმით, იმის გამო, რომ დაკავებული არასრულწლოვანია, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებით ინფორმაციას ამ ეტაპზე არ გასცემს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საქმის ძიება მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში უნდა წარიმართოს. მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს გულისხმობს უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას. ამ დანაშაულისათვის 13-დან 17 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებული არასრულწლოვანია, უფლებადამცველთა თქმით, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდება.

---

 

22.05.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/472996

თითოეული დასაქმებული, რომელიც არ ცხადდება სამსახურში, მიიჩნევა უკანონო გაფიცვაში მონაწილედ”, – „ჯორჯიან მანგანეზი” გაფიცულ თანამშრომლებს მიმართავს

“თითოეული დასაქმებული, რომელიც არ ცხადდება სამსახურში, მიიჩნევა უკანონო გაფიცვაში მონაწილედ.უ უკანონო გაფიცვაში დასაქმებულის მონაწილეობა არის კომპანიის მიერ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებისა და დასაქმებულის მიერ კომპანიისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძველი”, – ამის შესახებ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის” განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც „ჯორჯიან მანგანეზი” გაფიცულ თანამშრომლებს მიმართავს. როგორც მიმართვიდან ირკვევა, კომპანია სასამართლოსა და სამართალდამცავებისთვის მიმართვის პროცესს იწყებს. “ძვირფასო თანამშრომლებო, 2019 წლის 15 მაისიდან დღემდე განვითარებული მოვლენებიდან იკვეთება შემდეგი: • შპს ჯორჯიან მანგანეზის („კომპანია“) დასაქმებულთა ნაწილმა 2019 წლის 15 მაისს სამუშაო ადგილებზე გასვლასა და სამუშაოს შესრულებაზე უარი განაცხადა; • 15 მაისს სამუშაოზე გაუსვლელ დასაქმებულებს, მოგვიანებით, ეტაპობრივად შეუერთდნენ სხვა თანამშრომლებიც; • დასაქმებულების მიერ სამუშაოს შესრულებაზე უარის თქმამ მიიღო კომპანიასა და მის თანამშრომლებს შორის კოლექტიური დავის ფორმა, რომელსაც თან ახლავს დასაქმებულების გაფიცვა; • კანონით დადგენილია, რომ კოლექტიური დავა უნდა გადაწყდეს დამსაქმებელსა და დასაქმებულთა ჯგუფს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის ან მედიაციის გზით; • კომპანიამ არაერთხელ სცადა და მოუწოდა თანამშრომლებს პირდაპირი მოლაპარაკების დაწყებისკენ, თუმცა დასაქმებულებმა მოლაპარაკებებისათვის წარმომადგენლების გამოყოფაზეც კი უარი განაცხადეს; • დავის გადაწყვეტის მიზნით, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიერ დაინიშნა მედიაცია და გამოიგზავნა მედიატორი, თუმცაღა, დასაქმებულებმა ასევე უარი თქვეს მედიაციაში მონაწილეობასა თუ მედიატორთან თანამშრომლობაზე და არც მედიატორთან თანამშრომლობისათვის გამოყვეს წარმომადგენლები. მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებების საჭიროებასა და, ზოგადად, პროცესების კანონმდებლობით განსაზღვრულ ჩარჩოში წარმართვაზე დასაქმებულებს მუდმივად ესაუბრებოდა სხვადასხვა უწყება, მათ შორის – მედიატორი, დასაქმებულების მიერ არ მომხდარა არცერთი გაფრთხილების გათვალისწინება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოლაპარაკებებსა და მედიაციისათვის თავის არიდება გაფიცვის დროს არის უკანონო. წარმომადგენელთა არგამოყოფა განიხილება, როგორც მიზანმიმართული მოქმედება, რათა იმთავითვე არ მოხდეს დავის დარეგულირება მოლაპარაკებების ფორმატში. თითოეული დასაქმებული, რომელიც არ ცხადდება სამსახურში, მიიჩნევა უკანონო გაფიცვაში მონაწილედ. უკანონო გაფიცვაში დასაქმებულის მონაწილეობა არის კომპანიის მიერ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებისა და დასაქმებულის მიერ კომპანიისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძველი. ყოველივე ზემოთ მოცემულის გათვალისწინებით, კომპანია იწყებს სასამართლოსა და სამართალდამცავებისთვის მიმართვის პროცესს”, – აღნიშნულია მიმართვაში.

---

 

22.05.2019

მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/dgeidan-panorama-tbilisze-samsheneblo-samushaoebi--ganaxldeba/34190

დღეიდან, „პანორამა თბილისზე“ სამშენებლო სამუშაოები განახლდება

დღეიდან, „პანორამა თბილისზე“ სამშენებლო სამუშაოები განახლდება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ BM.GE-ისთან საუბრისას განაცხადა, კომპანია „პანორამა თბილისის" მშენებლობაზე „შპს ენერჯი პლიუსმა“ ნებართვა მიიღო. „ადგილზე საფრთხის შეფასება ჩატარებულია, ხოლო პრევენციული ღონისძიებები გატარებული“, - განაცხადა ფერაძემ. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აპრილში „პანორამა თბილისის“ მშენებლობიდან 3 მუშა გადმოვარდა. შემთხვევას ფატალური შედეგი არ მოჰყოლია. „პანორამა თბილისის“ მშენებლობას შპს "თბილისი სითის“ დაკვეთით, "შპს ენერჯი პლიუსი" ახორციელებს.

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/dgeidan-panorama-tbilisze-samsheneblo-samushaoebi-ganaxldeba

---

 

22.05.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/547814-saganmanatleblo-inprastrukturis-ganvitarebis-saagentos-gancxadebit-sagebavebis-xarisxi-romlitac-skolebisa-da-sabavshvo-bagebis-kedlebi-igebeba-sistematurad-mocmdeba/

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს განცხადებით, საღებავების ხარისხი, რომლითაც სკოლებისა და საბავშვო ბაღების კედლები იღებება, სისტემატურად მოწმდება

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საღებავების ხარისხი, რომლითაც სკოლებისა და საბავშვო ბაღების კედლები იღებება, სისტემატურად მოწმდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნულ სააგენტოში განუცხადეს, 2017 წლიდან მოქმედებს რეგულაცია, რომლის მიხედვით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტო მკაცრად ამოწმებს სამშენებლო და სარეაბილიტაციო მასალათა ხარისხს. „ხარისხის შეფასების კრიტერიუმები დადგენილია სარეაბილიტაციო-მოსაპირკეთებელი მასალების ყველა სახეობაზე, მათ შორის ფასადისა და ინტერიერის საღებავებზე. მაგალითად, ინტერიერი უნდა შეიღებოს ეკოლოგიურად სუფთა საღებავით, რომელიც არის გამხსნელისაგან და მავნე ნივთიერებისაგან თავისუფალი; ტყვიის და აქროლადი ორგანული შენაერთების ზღვრული კონცენტრაცია არ აღემატება 1გ/ლ, რაც ევრო სტანდარტებით დაშვებულ ნორმაზე 5-ჯერ ნაკლებია (დასაშვები ნორმის მაჩვენებელი 5გ/ლ-ია). გააჩნია ხარისხის და ეკოლოგიურობის დამადასტურებელი მარკირება და სერთიფიკაცია, რომელშიც მითითებულია, რომ მისი გამოყენება დასაშვებია სკოლებსა და საბავშვო დაწესებულებებში“ , - ნათქვამია სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ: ექიმები არ გამორიცხავენ, რომ ბავშვების სისხლში ტყვიის დონის მომატების ერთ-ერთი მიზეზი სკოლებისა და საბავშვო ბაღების კედლების ტყვიის შემცველი საღებავებით შეღებვას უკავშირდებოდეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოტო-რინო-ლარინგოლოგმა ხათუნა ჩიტიძემ განუცხადა, სისხლში ტყვიის შემცველობის მატების ნომერ პირველ ფაქტორად საღებავებს, ჩატარებული კვლევის საფუძველზე, თავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასახელებს. „ტყვია მძიმე მეტალი გახლავთ, რომლის მოხვედრა სისხლში სერიოზულ პრობლემებს იწვევს. აზიანებს ნერვული უჯრედის მემბრანას, აზიანებს დნმ-ის სტრუქტურას, ცვლის კომფიგურაციას. ასე რომ, ბევრი მუტაციის შედეგი შეიძლება გახდეს. ტყვიის ჭარბი რაოდენობა განსაკუთრებით საშიში გახლავთ ორსულებსა და ბავშვებში. ნომერ პირველი ფაქტორი, რომელიც ტყვიის მატებას გვაძლევს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, არის საღებავები. საღებავები, რომლითაც იღებება ჩვენი საცხოვრებელი, სამუშაო გარემო, სკოლები, ბაღები, სადაც ჩვენი შვილები და შვილიშვილები სწავლობენ. დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, გარემოს დაცვის ორგანიზაციასთან ერთად იბრძვის იმ საღებავების ამოღებისთვის, რომელიც ტყვიას შეიცავს. ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი იქნება საქართველოშიც აღნიშნული რეგულაციების შემოღება. სკოლები, ბაღები ყოველწლიურად იღებება საღებავებით და სულ უფრო მეტი კონცენტრაციის მიღება ხდება ბავშვთა ასაკში ამ მეტალისა“, - აღნიშნა ხათუნა ჩიტიძემ.

---

 

22.05.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=205439-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

ნანატრ შვილს, რომელსაც უამრავი პათოლოგია აღმოაჩნდა დედ-მამამ მიატოვა და ბებია ზრდის - ანას საზოგადოების დახმარება სასწრაფოდ სჭირდება

ქადარიების ოჯახში ნანატრ ბავშვს უამრავი პათოლოგია აღმოაჩნდა: ჰიდროცეფალია, ეპილეფსია, ცერებრული დამბლა და მხედველობის პრობლემები. ანას მოვლა ძალიან რთული იყო! ეპილეფსიის ხშირი შეტევები, გაუთავებელი ანალიზები და მკურნალობა... „ეს არ არის სიცოცხლე, ეს არის განუწყვეტელი ბრძოლაა სიკვდილთან!“ - ამბობს ანას ბებია მაია. - სად არიან ანას მშობლები? - როგორ გითხრათ... ახალგაზრდები იყვნენ, ვერ გაუძლეს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დატვირთვას. მამამ მიატოვა პატარა და ახალი ცხოვრებით ცხოვრობს. ანას დედამ სხვა ოჯახი შექმნა. აკითხავს, ზრუნავს ბავშვზე, მაგრამ ძირითადად ანას მე ვუვლი. ის ჩემთან ცხოვრობს. - თქვენ ძალიან მშვიდად საუბრობთ ამაზე, არ გიჭირთ ბავშვის მარტო მოვლა? - მიჭირს, მაგრამ სხვა რა გზა მაქვს. ჩემი ვალია ვიზრუნო შვილიშვილზე და ყველაფერი გავაკეთო, რომ მან ნაკლები იწვალოს. ანას მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია ძვირადღირებული წამლები, სარეაბილიტაციო კურსი და სპეციალური კვება. თუმცა ბებიას საერთოდ არ ჰყოფნის თანხები ამ ყველაფრისთვის. ქალბატონ მაიას არ შეუძლია მუშაობა, რადგან ანას მუდმივი თვალყური სჭირდება. მას ხშირად აქვს გულყრები, ამიტომ მისი მარტო დატოვება საერთოდ არ შეიძლება, რადგან ტრაგედია დატრიალდება. ბებია და შვილიშვილი სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობენ ზუგდიდის რაიონ - სოფელ დარჩელში. სახლში მხოლოდ ორი ოთახია, სადაც შეიძლება ცხოვრება. - არასდროს ვთხოვდი უცხო ადამიანებს დახმარებას - აცრემლებული თვალებით ამბობს მაია, მაგრამ ახლა სხვა გზა არ მაქვს. გვჭირდება კორსეტი, საჭმელი და საფენები. ჩვენი შემოსავალი მხოლოდ 250 ლარია და ის არაფერზე არ გვყოფნის. ჩერნოვეცკის ფონდს არ შეუძლია უყურადღებოდ დატოვოს ამ ოჯახის გასაჭირი. ამიტომ ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას ანასთვის! თანხა შეგიძლია ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ანა ქადარია).

კვირა.ჯი- http://kvira.ge/472784

---

 

 

ბეჭდვითი მედია

23.05.2019

მედიასაშუალება:  რეზონანსი

ბავშვებში ტყვიის მომატების მიზეზი შესაძლოა სკოლებსა და საბავშვო ბაღებში გამოყენებული საღებავები იყოს

ოტორინოლარინგოლოგმა ხათუნა ჩიტიძემ განაცხადა, რომ ბავშვების სისხლში ტყვიის დონის მომატების ერთ-ერთი მიზეზი სკოლებისა და საბავშვო ბაღების კედლების ტყვიის შემცველი საღებავებით შეღებვა იყო. ექიმის განმარტებით, ტყვია იწვევს ნეიროსენსორული სმენით დაქვეითებას, რაც მომატებულია ბოლო წლებში და ტყვიის კონცენტაციისგან დაქვეითებული სმენის აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორც ხათუნა ჩიტაძემ აღნიშნა, სმენის დაქვეითება ადრეულ ასაკში იწვევს მეტყველების დაქვეითებასაც. "მნიშვნელოვანი გახლავთ ტყვიის კონცენტრაციის განსაზღვრა, ვინაიდან ტყვიას ადვილად იღებს ორგანიზმი, მაგრამ მის განდევნას ორგანიზმიდან დიდი დრო სჭირდება. რამოდენიმე კვირა სჭირდება, რომ ტყვია სისხლიდან გამოიდევნოს, რამდენიმე თქვე, რომ რბილი ქსოვილებიდან და რამდენიმე წელი, რომ ძვლოვანი სტრუქტურიდან გამოიდევნოს“, - განაცხადა ხათუნა ჩიტაძემ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6097996&name=23.05.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

​