From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-18.04.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com
Received On : 18.04.2019 08:19
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 18.04.2019

ტელევიზია

18.04.2019

არხი:    იმედი

გადაცემა:   ქრონიკა

დევნილთა პრობლემები. უზნაძის ქუჩაზე კარდიოლოგიური კლინიკის  ყოფილ შენობაში წუხელ დევნილები და სოციალურად დაუცველები  შეიჭრნენ. ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას და თავშესაფარს ითხოვენ. გვაინ ღამით დევნილებს სამინისტროს, დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის   დეპარტამენტის ხელმძღვანელი მურად აბლოთია შეხვდა.  მოლაპარაკების შემდეგ დევნილებმა შენობა დატოვეს. ისინი დღეს 12 საათზე სამინისტროში დაიბარეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6020267

I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6020192

---

 

18.04.2019

არხი:    ტვ პირველი

გადაცემა:  საქმიანი დილა

2019 წლის მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 4982 ადამიანით გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, მარტში სახელმწიფოსგან შემწეობას 451 132 ადამიანი იღებდა, რაც მთლიანი მოსახლეობის 12.1%-ია, თებერვალში კი ფულად დახმარებას იღებდა 446 150 ადამიანი. ამავე სტატისტიკის თანახმად საარსებო შემწეობის მიმღებთა ყველაზე დიდი რიცხვი თბილისში ფიქსირდება. დედაქალაქში ფულად დახმარებას სახელმწიფოსგან 99 959 ადამიანი იღებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6020143

18.04.

ტვ პირველი - საქმის კურსი 22:30- (აღნიშნულ თემაზე საუბრობს ეკონომისტი ირაკლი მაკალათია)-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6020050

---

 

17.04.2019

არხი:    ტვ პირველი

გადაცემა:  საქმის კურსი 22:30

ჯანდაცვა ის მიმართულებაა, სადაც ბოლო წლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი თანხები იხარჯება. ჯანდაცვის ხარჯები 2018 წლის ბიუჯეტის ხარჯების 28%-ზე მეტი იყო დაგეგმილი. ამასთან, ყოველწლიურად სულ უფრო იზრდება მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები. რამდენად სწორად ხარჯავს სახელმწიფო თანხებს და რა პრეტენზიები აქვს ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკებთან?

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6019945

ტვ პირველი - საქმის კურსი 13:45- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6018620

---

 

17.04.2019

არხი:    I არხი

გადაცემა:  მოამბე 21:00

წითელას ეპიდაფეთქების საფრთხე დღის წესრიგიდან არ იხსნება. ჯანდაცვის საინისტროს არაერთი მოწოდების და კამპანიის მიუხედავად, ავადობის მაჩვენებელი მაინც საგანგაშო ნიშნულზეა. სტატისტიკის მიხედვით, ინფექციური დაავადების გავრცელების მხრივ, საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა. დღეში საშუალოდ 15-დან 25-მდე ახალი შემთხვევა ვლინდება. შესაბამისი უწყებები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. თბილისი, კახეთი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, – სწორედ ამ ტერიტორიებზე ფიქსირდება დაავადებით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6019953

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6019550

---

 

17.04.2019

არხი:    I არხი

გადაცემა:  მოამბე 21:00

წალკაში მცხოვრები ეკომიგრანტები საპროტესტო აქციების დაწყებით იმუქრებიან. ეს იმ შემთხვევაში, თუ სტატუსთან და საცხოვრებელ ფართებთან დაკავშირებული მოთხოვნები პირველ მაისამდე არ დაკმაყოფილდება. გაუსაძლისია პირობები, რომლებშიც აჭარის მაღალმთიანი რეგიონებიდან 90-იანი წლების ბოლოს წალკაში ჩასახლებული ოჯახები ცხოვრობენ. მდგომარეობას ის გარემოებაც ართულებს, რომ ბერძნებმა, რომელთა მიერ დატოვებულ სახლებს ეკომიგრანტები იკავებდნენ, ბოლო წლებში წალკაში დაბრუნება დაიწყეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6019993

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6019665

---

 

17.04.2019

არხი:    მაესტრო

გადაცემა:  დღის მთავარი თემა 21:00

მინიმუმი რომელიც მინიმუმს არ ყოფნის. ასახავს თუ არა რეალობას საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგია. საზოგადოებას ამაზე საკუთრი ხედვა აქვს და მმთვლელებისათვის არც თუ ისე სახარბიელო

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6019966

---

 

17.04.2019

არხი:    მაესტრო

გადაცემა:  მაესტროელები

მინიმმუმზე ნაკლები საარსებო მინიმუმი. ოფიციალური მონაცემებით შრომისუნარიანი ასაკიანი კაცის საარსებო მინიმუმი თვეში 181 ლარია, საშუალო ოჯახის კი 324 ლარი. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშვებული მეთოდოლოგიით სწორედ ეს თანხა უნდა იყოს საკმარისი იმისთვის, რომ 30 დღის განმავლობაში ოჯახის თითოეული წევრი დაბალნსებულად გამოიკვებოს. საარსებო მინიმუმს 97 წლიდან ითვლიან, სწორედ ამ წელს მიღებული კანონი მოქმედებს დღესაც. როგორ ითვლიან საარსებო მინიმუმს, გამოთვლა ხდება ოფიციაულური სასურსათო კალათის მეშვეობით. კალათაში 40 დასახელების ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ადამიანის ჯანსაღი კვებისთვის აუცილებელი პროდუქტი შედის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6019661

---

 

17.04.2019

არხი:    რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 21:00

 ბიძინა ივანიშვილის მილიარდიანი პროექტი შეჩერებულია - მას შემდეგ, რაც "პანორამა თბილისის" მშენებლობაზე, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო 10 მეტრის სიმაღლიდან 3 მუშა ჩამოვარდა, დღეს ობიექტზე დამცავი ჯებირები კუსტარულად დაამონტაჟეს. ვინ არის პასუხისმგებელი იმ ახალგაზრდების მძიმე მდგომარეობაზე, რომლებიც თავის ტრავმით და მრავლობითი დაზიანებებით კლინიკებში რჩებიან.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6019890

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6019306

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6018806

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6018464

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6019674

კავკასია - დღეს 19:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6019874

---

 

17.04.2019

არხი:   კავკასია

გადაცემა:  ბარიერი

გადაცემაში სტუმრად არის ლევან ხაბეიშვილი. თბილისი პანორამაზე მუშაობა შეჩერებულია მას შემდეგ რაც სამი მუშა ჩამოვარდა იქ სიმაღლიდან და დაშავდნენ. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ოპოზიცია საუბრობს იმ დარღვევებზე, როპმელიც მშენებლობის დროს ფიქსირდება და ისნი პირადად ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ მომხდარში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6020046

---

 

17.04.2019

არხი:    ტვ პირველი

გადაცემა:  დღის ამბები 13:00

პატარა საბას თქვენი დახმარება სჭირდება. მოზარდს სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვა, რომლის ღირებულებაც 6520 ლარია. ოჯახმა ყველა რესურსი ამოწურა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6018517

---

 

17.04.2019

არხი:    იმედი

გადაცემა:   პრაიმშოუ

გადაცემის მთავარი თემაა ევთანაზია. რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში...

https://www.imedi.ge/ge/video/36482/praimshou--17-aprili-2019-tseli

---

 

ინტერნეტი

18.04.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/samedicino-saqmianobis-dros-medpersonalis-sheurackhyofa-an-profesiuli-movaleobis-shesrulebistvis-khelis-sheshla-dasjadi-khdeba/

სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება

სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება. საქართველოს პარლამენტის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება სამედიცინო საზოგადოებას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ზაზა ბოხუასთან ერთად წარუდგინა. ინიციატივის მიხედვით, სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის პროფესიული მოვალეობის შესრულებისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა, პატივისა და ღირსების შელახვა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ძალადობა ან მუქარა დასჯადი გახდება. ამ დრომდე, ძალადობის შემთხვევაში, სასამართლოსა და ძალოვანი უწყების მიერ, საკითხი სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ დარღვევათა და სხვა შესაბამისი კანონებით განიხილებოდა, ახალი ინიციატივის თანახმად კი, კანონში უშუალოდ სამედიცინო პერსონალზე ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების დამატებითი მუხლები გაჩნდება. ცვლილებების ინიციატორთა განცხადებით, სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის დაცულობის ქმედითი მექანიზმების შემოღება ძალადობის პრევენციასა და სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/44555/sameditsino-saqmianobis-dros-medpersonalis-sheuratskhyofa-da-khelis-sheshla-shesadzloa-dasjadi-gakhd

---

 

18.04.2019

მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/medkapitali-jandacvis-saministros-winaagmdeg-sasamartlo-davis-dawyebas-gegmavs/32726

მედკაპიტალი“ ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ სამედიცინო კლინიკები 56 მილიონი ლარით დააჯარიმა; საუბარია, 197 სამედიცინო დაწესებულებაზე საქართველოს მასშტაბით. დარღვევები კი, უწყებამ 2016-2018 წლების პერიოდზე აღმოაჩინა. დაჯარიმებულთა შორის შორის მოხვდნენ ყველაზე მსხვილი ქსელური სამედიცინო დაწესებულებები: „მედალფა“, „მედკაპიტალი“, „ჯეოჰოსპიტალსი“, "ევექსი" და ა.შ. დაჯარიმებულთა უმეტესობა ამ თემაზე ხმამაღლა არ საუბრობს, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს ნაბიჯებს არ ეთანხმება. კლინიკების ნაწილი არასწორად მიიჩნევს სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომ თანხები უკან უნდა დაბრუნდეს და სასამართლოში ჩივილს გეგმავს. ერთ-ერთ ასეთია პოლიკლინიკების ქსელი „მედკაპიტალი“, რომელიც 19 მილიონით დაჯარიმდა, სანქციების ჩამოწერის შემდეგ კი, მათი დავალიანება 6,5 მილიონს შეადგენს. კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ ეს თანხები გახარჯულია და მოხმარდა თანამშრომლებისთვის ხელფასების გაცემას, პაციენტების მომსახურებას და ა.შ. “გარკვეული დავა ჯერ კიდევ გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროსთან, ამის შემდეგ ეს ყველაფერი გადაინაცვლებს სასამართლოში, რადგან როგორც ვატყობთ, რაციონალური გზის გამოძებნა სამინისტროსთან ვეღარ ხერხდება”, - აცხადებს ზაზა ჯაფარიძე. კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ სამინისტრო მათ დეტალებზე ედავება და აჯარიმებს მაგალითად ისეთ შემთხვევებშიც, როცა პირადობის მოწმობაში რიცხვია გადასწორებული. ამას არ უარყოფენ არც ჯანდაცვის სამინისტროში და აცხადებენ, რომ ეს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციაა, სადაც სიზუსტე მნიშვნელოვანია. “ისეა გაწერილი სანქციები, რომ შემმოწმებელი რამდენჯერაც მოვა, იმდენჯერ დაგაჯარიმებს. იმდენად კაბალურად არის გაწერილი. მძიმეზე და წერტილზე გედავებიან, არ ვუტრირებ, პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობ. პირადობის მოწმობის შეყვანისას ერთი ციფრი რომ შეეშალოს თანამშრომელს და კორექტორით გადახაზოს, ამაზეც სანქციას წერენ”, - აცხადებს კლინიკების ქსელის დირექტორი. მისივე თქმით, სამინისტრო რიგ შემთხვევებში გაყალბებულ დოკუმენტაციაზეც საუბრობს. “ამბობენ, რომ ყალბდებოდა დოკუმენტაცია, მაგრამ თუ ვინმესთან ყალბდებოდა მე არ ვიცი. ჩემთან ნამდვილად არ ყალბდებოდა. იყო პრეცედენტები, სახელებს ვერ დავასახელებ, მაგრამ ვინც აყალბებდა და დანაშაულს ჩადიოდა... ეს უკვე კრიმინალთან გვაქვს საქმე და მათ სხვა ფორმით უნდა ვებრძოლოთ”, - აცხადებს ზაზა ჯაფარიძე.

---

 

18.04.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/saqstatis-mier-datvlili-cifrebi-saarsebo-minimumi-tu-cinizmis-zgvargadasuli-formaa

„საქსტატის“ მიერ დათვლილი ციფრები - საარსებო მინიმუმია თუ ცინიზმის ზღვარგადასული ფორმა!?“

361 ლარი და 20 თეთრი - სწორედ, ეს თანხაა „საქსტატის“ უახლესი კალკულაციის მიხედვით, ხუთსულიანი ოჯახის ოფიციალური თვიური საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიით, ეს თანხა უნდა იყოს საკმარისი, იმისთვის რომ ოჯახის თითოეულ წევრს 30 დღის განმავლობაში დაბალანსებული კვება ჰქონდეს, მიიღოს ყველა, ის საჭირო მინერალი და ნუტრიენტი რაც ჯანსაღი ცხოვრებისთვისაა აუცილებელი. ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 321 ლარს, სამსულიანის - 288 ლარს, ორი ადამიანისგან შემდგარი ოჯახის ყოველთვიური საარსებო მინიმუმი კი, თვეში 256 ლარს შეადგენს. საკმარისია თუ არა 361 ლარი 5-სულიანი ოჯახისთვის და რატომ დებს ხელისუფლება ასეთ, როგორც სპეციალისტები და საზოგადოება ფიქრობს, „არარეალურ“ ციფრებს, ამის გარკვევა „კომერსანტმა“ ეკონომიკის ექსპერტებთან სცადა. ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ დღევანდელ პირობებში ეს თანხა, რომ საკმარისი არ არის არსებობისთვის, ეს ცალსახაა, საარსებო მინიმუმის დათვლის ეს მეთოდიც, რომ ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, ფაქტია. მაგალითად, მეთოდოლოგიაში არ არის გათვალისწინებული ძალიან ბევრი ისეთი პარამეტრი, როგორიცაა, კომუნალური გადასახადები, გადაადგილების ხარჯები და ასე შემდეგ. „როგორ წარმოუდგენიათ, 5-სულიანი ოჯახი ლოგინში წევს დილიდან საღამომდე, არც გადაადგილდება, არც შუქს ანთებს და არაფერს არ აკეთებს? სიბნელეში წვანან, ვიღაცას მოაქვს მათთვის საკვები და ასე იკვებებიან? ასეთ რეჟიმში შესაძლებელია ეყოთ კი. ამას ჰქვია საარსებო მინიმუმი თუ ცინიზმის ზღვარგადასული ფორმაა?“-აღნიშნავს ხუხაშვილი. მისივე შეფასებით, კითხვის ნიშნებს ბადებს დღიური ნორმის კალორიულობაც, რომელიც გასული წლებისგან განსხვავებით შემცირებულია. „სტატისტიკას იყენებენ არა იმისთვის, რომ ასახონ ქვეყანაში რეალური ვითარება, არამედ იყენებენ იმისათვის, რომ თვალში ნაცარი შეგვაყარონ„-აცხადებს ხუხაშვილი. მისივე განმარტებით, ის რომ მეთოდოლოგია შესაცვლელია, ამას „საქსტატის“ ხელმძღვანელობა არ უარყოფს, თუმცა, აქ მთავარი ხელისუფლების დაკვეთაა. კითხვაზე, რატომ აქვეყნებს მაშინ „საქსტატი“ასეთ მაჩვენებლებს, ხუხაშვილი განმარტავს, რომ მთავრობას ეს ძალიან ბევრი მიზეზის გამო აწყობს. მათ შორისაა, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული დახმარებები, შეღავათიანი კრედიტები. „იცით რაში აწყობთ? რომ მერე გვითხრან, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის. ეკონომიკის მინისტრმა პირდაპირ გვითხრა, რომ გვეჩვენება ის, რაც ქვეყანაში ცუდი ხდება. გვითხრა, რომ სინამდვილეში კარგად ვართ და ამის დასადასტურებლად სტატისტიკას იშველიებს. ეს არ არის მხოლოდ ამ ხელისუფლების პრობლემა, სტატისტიკით ყველა ხელისუფლება მანიპულირებდა. ეს მთავრობაც ამ საამაყო ტრადიციას აგრძელებს,“-აცხადებს ხუხაშვილი. ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე განმარტავს, რომ ასეთი ტიპის კვლევებს და ციფრებს ნულოვანი დანიშნულება აქვს. ამაზე მიბმული არ არის ხელფასი, პენსია და ასე შემდეგ. ეს არის კვლევა კვლევისთვის. „მე ამას არც გავაკეთებდი. ასეთი ტიპის დათვლა, ჩემი აზრით, წყლის ნაყვაა. მე მაგალითად არც ამას ვიყენებ, არც დასაქმების და არც სხვა სტატისტიკას იმიტომ, რომ აზრი არ აქვს. კაცს შეეკითხები მუშაობს თუ არა და გეუბნება, რომ არა. რეალურად კი, მაღაზია აქვს და არ ამჟღავნებს. სტატისტიკურად უმუშევარია. ამის მერე სტატისტიკას როგორ უნდა ვენდო? “-სვამს შეკითხვას შეშელიძე. მისი განმარტებით, დღეს „საქსტატში“ დასაქმებულები პატიოსნად და პროფესიონალურად მუშაობენ, თუმცა, ასეთი ციფრების დადება მთავრობის პოლიტიკა და სურვილია. „ასეთ თემებზე მათ ნაფიქრიც არ აქვთ. იღებენ დავალებებს სავალუტო ფონდისგან და მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, რომელიც საქართველოს მოთხოვნილებებს საერთოდ არ ასახავს. ეს სტატისტიკა არის ფიზიკურად გადარჩენის სტატისტიკა და საქართველოს სიტუაციაში არაფრად არ ვარგა,“-აცხადებს შეშელიძე. საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან. სწორედ ამ წელს მიიღო პარლამენტმა კანონი, რომელიც დღესაც მოქმედებს. კანონის მიხევდით, საარსებო მინიმუმი წარმოადგენს სოციალური ორიენტირს, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის. შესაბამისად, მის ოდენობას, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა აქვს. საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა. მეტიც, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია. საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯი, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება. საკვები რაციონი, რომლის მიხედვითაც შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი გამოიანგარიშება, დღეში 2300 კილოკალორიას მოიცავს. ეს ცხრილი ასე გამოიყურება: (შემოკლებით) პური - თვეში 7.5 კილოგრამი (დღეში 250 გრამი) ლობიო - თვეში 600 გრამი; ბრინჯი - თვეში 300 გრამი; მაკარონი - თვეში 450 გრამი; ღორის ხორცი - თვეში 300 გრამი; ქათმის ხორცი - თვეში 600 გრამი; ეხვი - თვეში 300 გრამი; კარტოფილი - თვეში 4.5 კილოგრამი; კომბოსტო - თვეში 1.2 კილოგრამი; მაწონი - თვეში 750 გრამი მსოფლიოს ქვეყნების ნაწილი საარსებო მინიმუმს საერთოდ არ ითვლის. არ არსებობს ერთიანი საერთაშორისო მეთოდოლოგია, თუ როგორ უნდა აღირიცხოს საარსებო მინიმუმი. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველოში საარსებო მინიმუმს აღრიცხავენ თითქმის ანალოგიური სისტემით, რაც 2005 წლამდე ყაზახეთში გამოიყენებოდა. საუბარია, 70%/30%-ის პროპორციულ განაწილებაზე. ყაზახეთში დღეს მოქმედი სისტემით, საარსებო მინიმუმში საკვების წილი არის 60%, ხოლო სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯების წილია 40%. რუსეთში საარსებო მინიმუმის სტატისტიკაში არასაყოფაცხოვრებო ხარჯები სასურსათო ხარჯების მექანიკურ დანამატს არ წარმოადგენს და ეს ის ტანსაცმლისგან, საყოფაცხოვრებო ხარჯებისგან, ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის ტარიფისგან, ჯანდაცვისა და სატრანსპორტო ხარჯებისგან შედგება. მსგავსი მეთოდოლოგია მოქმედებს ტაჯიკეთშიც.

---

 

17.04.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1555508090-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98

როგორ ითვლიან საარსებო მინიმუმს საქართველოში

361 ლარი და 20 თეთრი - საარსებო მინიმუმი 5-სულიანი ოჯახისთვის. ეს ციფრი საზოგადოების განხილვის და კრიტიკის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც სტატისტიკის დეპარტამენტმა არსებობისთვის საჭირო მინიმუმი ოფიციალურად გამოაქვეყნა. საქსტატის მონაცემებით ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 321 ლარს, სამსულიანის - 288 ლარს, ორი ადამიანისგან შემდგარი ოჯახის ყოველთვიური საარსებო მინიმუმი კი, თვეში - 256 ლარს შეადგენს. რამდენად საკმარისია ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე ეს თანხები ადამიანის სრულფასოვანი არსებობისთვის და საჭიროა თუ არა გადაიხედოს საარსებო მინიმუმის გამოთვლის მეთოდოლოგია? - ამ კითხვით „პრაიმტაიმმა“ ჯანდაცვის მინისტრსაც მიმართა. დავით სერგეენკომ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ამ თანხით არსებობის შესაძლებლობის წარმოდგენა გაუჭირდება. რაც შეეხება მეთოდოლოგიას, ვიცე-პრემიერის თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა გუნდში უკვე იყო. სანამ ხელისუფლებაში საარსებო მინიმუმის კალკულაციის ახალ მოდელზე შეჯერდებიან, ბუნებრივია, საინტერესოა, როგორ ითვლის სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტი მონაცემებს დღეს. საარსებო მინიმუმი არასასურსათო და სასურსათო კომპონენტების ფასებით იანგარიშება. სასურსათო კალათა არის იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს და შრომისუნარიანობას უზრუნველყოფს. შესაბამისად კალათაში შედის ადამიანის ფიზიოლოგიური საჭიროებისთვის აუცილებელი ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები. რა რაოდენობით ცილა, ცხიმი და ნახშირწყალი უნდა მიიღოს ადამიანმა იმისათვის, რომ იარსებოს - ეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნორმატივებით არის დადგენილი. ჯანდაცვის სამინისტრო ნორმატივებს FAO/WHO-ს რეკომენდაციების მიხედვით ადგენს. სამინისტროს დადგენილების თანახმად: 1) ხილისა და ბოსტნეულის ყოველდღიური მოხმარება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 400-450 გ-ს; 2) საერთო ცხიმის შემცველობა კვების რაციონში არ უნდა აღემატებოდეს ენერგიის მოთხოვნილების 30%-ს; 3) მოხმარებული შაქრის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რაციონის ენერგეტიკული ღირებულების 10%-ს; 4) ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მოხმარება შესაბამისად, საერთო ენერგიის 10-15%-ს, 15-30%-სა და 55-75%-ს უნდა შეადგენდეს. დადგენილების გათვალისწინებით საქსტატი აკეთებს ჩამონათვალს, სადაც ხვდება ყველა პროდუქტი (სულ 40 ერთეული, დღიური მოხმარების ნორმით), რისგანაც მინიმალური სასურსათო კალათა შედგება. სწორედ, 40 პროდუქტისგან შემდგარ კალათას იღებს საქსტატი და ანგარიშობს ფასების მიხედვით - ვთქვათ, დეკემბრის მდგომარეობით, 40 პროდუქტის სტრუქტურით შემდგარი კალათის საყიდლად რა თანხა დასჭირდებოდა მოქალაქეს 5 ქალაქში (ქუთაისი, ბათუმი, გორი, თელავი და თბილისი) არსებული ფასების მიხედვით. მაგალითად, თუ 40 პროდუქტის ჯამური ღირებულება 100 ლარი გამოვიდა, მას აკლდება ე.წ შევაჭრების ფასი და დგინდება, რომ კალათა შეიძლება გვეყიდა 86.5 ლარად. ამის შემდეგ ციფრი იყოფა 0.7-ზე (რადგან სურსათი საარსებო მინიმუმის 70%-ია, 30% -ს კი არასასურსათო იკავებს) და მიიღება საარსებო მინიმუმი (ამ შემთხვევაში 123.6 ლარი) საიდანაც: 70% - 86.5 ლარი სასურსათო კალათია, 30% - 37.1 ლარი არასასურსათო კომპონენტის. დღეის მდგომარეობით, საქსტატი საარსებო მინიმუმად, ერთ ადამიანზე, 2300 კკლრ-ს ანგარიშობს. ეკონომისტთა დიდი ნაწილის აზრით აუცილებელია კალორიების რაოდენობა 2500 კკლრ-მდე გაიზარდოს. გარდა ამისა, სასურსათო კომპონენტის 70%-იდან 60%-მდე შემცირებაც საჭიროა. ეს ორივე კომპონენტი კი ერთობლიობაში საარსებო მინიმუმს გაზრდის. ფაქტია, რომ საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგია ჯერჯერობით არ იცვლება. ამ ფონზე კი იუნისეფის „მოსახლეობის კეთილდღეობის“ 2017 წლის კვლევის თანახმად, ბოლო წლებში, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა. იუნისეფი „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევას“ ორ წელიწადში ერთხელ, 2009 წლიდან ატარებს. მოსახლეობის სიღარიბე და კეთილდღეობა სამომხმარებლო ხარჯების ანალიზის საფუძველზე ფასდება. როდესაც ადამიანი დღიურად 1.25 დოლარზე ნაკლებს ხარჯავს, უკიდურეს სიღარიბედ მიიჩნევა. იუნისეფის ბოლო კვლევის თანახმად დგინდება, რომ საქართველოს მოსახლეობის 21.9% აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. 2011-2015 წლებში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდებოდა.

---

 

17.04.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1555560469-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%94%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A1

მიხაელოვის საავადმყოფოს ყოფილ შენობაში შეჭრილმა დევნილებმა შენობა დატოვეს

თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, კარდიოლოგიური განყოფილების ყოფილ შენობაში შეჭრილმა დევნილებმა შენობა დატოვეს. როგორც ჯანდაცვის სამინიტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსმა, მურად აბლოთიამ განაცხადა, შენობაში 10-მდე ოჯახი იყო შეჭრილი. „აქ არიან როგორც სოციალურად დაუცველები, ასევე დევნილები. კანონის შესაბამისად მოხდება მათი დაკმაყოფილება, როგორც სხვა დევნილების. შვიდი ოჯახი ამ შენობაში დეკემბერში შემოვიდა. ისინი ხვალ, 12:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროში მოვლენ, რათა მათაც განემარტოთ თავიანთი უფლება-მოვალეობები“ - განაცხადა უზნაძის ქუჩაზე, ე.წ. მიხაელოვის საავადმყოფოს ყოფილ შენობაში დევნილები გუშინ ღამით შეიჭრნენ.

---

 

17.04.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/ratom-daadjarima-djandacvis-saministrom-197-klinika

რატომ დააჯარიმა ჯანდაცვის სამინისტრომ 197 კლინიკა?

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ კლინიკები 56 მილიონი ლარით დააჯარიმა; საუბარია 197 სამედიცინო დაწესებულებაზე საქართველოს მასშტაბით. დარღვევები კი, უწყებამ 2016-2018 წლების პერიოდზე აღმოაჩინა. დაჯარიმებულთა შორის მოხვდნენ ყველაზე მსხვილი ქსელური სამედიცინო დაწესებულებები: „მედალფა“, „მედკაპიტალი“, „ჯეოჰოსპიტალსი“, “ევექსი” და ა.შ. მოგვიანებით ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ ეს არასწორად მიღებული თანხებია ბიუჯეტიდან, რაც კლინიკებმა უკან უნდა დააბრუნონ. ამ კონტექსტში დავით სერგეენკომ ყალბი დოკუმენტაციაც ახსენა. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში კი განმარტავენ, რომ კლინიკებში დარღვევები ძირითადად პაციენტების რეგისტრაციას ეხებოდა, როდესაც დოკუმენტაციას თან არ ახლდა პირადობის მოწმობის ასლი, ხელმოწერა და მსგავსი დეტალები. “სოფლად მცხოვრები მოსახლეობა დარეგისტრირებული ჰყავდათ, როგორც ქალაქად მცხოვრები მოსახლეობა. რამდენადაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის პირველადი ჯანდაცვა გათვალისწინებული იყო ასევე სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შესაბამისად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ყოველთვიურად ასანაზღაურებელი თანხები საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში 86 თეთრით ნაკლებია. ამდენად, არასწორი რეგისტრაციის შედეგად მიმწოდებლები ზედმეტად ითხოვდნენ ასეთ მოსარგებლეებზე დაფინანსებას”, - აცხადებს სოციალური მომსახურების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მაია შავშიშვილი. ჯარიმების ამოღება სამინისტრომ დაკავების გზით დაიწყო ანუ თანხას, რომლიც საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში კლინიკებს ერიცხებოდათ, აკლდებოდა 50% და სამედიცინო დაწესებულებებს ნახევარი ერიცხებოდათ, რაც კლინიკებმა გააპროტესტეს. მათი თქმით, ასეთ პირობებში საქმიანობის გაგრძელებას უბრალოდ ვერ შეძლებდნენ. სწორედ ამის შემდეგ ჩაერთო საქმეში ბიზნესომბუდსმენი - სამედიცინო დაწესებულებებს კი, სანქციების ნაწილი ჩამოეწერათ. შედეგად, დღეს კლინიკების დავალიანება 13.5 მილიონი ლარია. სოციალური მომსახურების სააგენტომ კი, დარჩენილი თანხის გადახდის უფრო მოქნილი მექანიზმი შეიმუშავა.

ბიემ.ჯი- https://www.bm.ge/ka/article/ratom-daajarima-jandacvis-saministrom-197-klinika-/32727

---

 

17.04.2019

მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/quotdzalian-gaizarda-saxelmwifos-xarjebi-jandacvaze-da-samedicino-elita-kmayofilia-/32728

"ძალიან გაიზარდა სახელმწიფოს ხარჯები ჯანდაცვაზე და სამედიცინო ელიტა კმაყოფილია”

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ კლინიკები 56 მილიონი ლარით დააჯარიმა; საუბარია, 197 სამედიცინო დაწესებულებაზე საქართველოს მასშტაბით. დარღვევები კი, უწყებამ 2016-2018 წლების პერიოდზე აღმოაჩინა. დაჯარიმებულთა შორის მოხვდნენ ყველაზე მსხვილი ქსელური სამედიცინო დაწესებულებები: „მედალფა“, „მედკაპიტალი“, „ჯეოჰოსპიტალსი“, “ევექსი” და ა.შ. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ კლინიკებში დარღვევები ძირითადად პაციენტების რეგისტრაციას ეხებოდა, როდესაც დოკუმენტაციას თან არ ახლდა პირადობის მოწმობის ასლი, ხელმოწერა და მსგავსი დეტალები. რატომ დადგა სახელმწიფო ამ პრობლემების წინაშე და ვინ გახარჯა თავის დროზე არაწორად ბიუჯეტის თანხები? სადაზღვევო კომპანიების ასოციაციაში აცხადებენ, რომ გასაკვირი არ არის, როცა ხელისუფლებას უჭირს დახარჯული თანხების გამჭვირვალობისა და ეფექტურობის შემოწმება, რადგანაც მოსახლეობას ჯანდაცვის მომსახურებებს აწვდის კლინიკების მეშვეობით, რომლებსაც შემოსავლების სამსახურის გარდა, საგადასახადო ვალდებულებები პრაქტიკულად არავისთან აქვთ. დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ მაშინ, როდესაც სახელმწიფო მოსახლეობას მომსახურებებს სადაზღვევო კომპანიების გავლით სთავაზობდა, მსგავსი პრობლემების წინაშე ნაკლებად დგებოდა, რადგანაც ეს სექტორი ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალეა. “სახელმწიფოსთვის კომფორტია, როდესაც ყიდულობს სადაზღვევო სერვისს, აძლევს მოქალაქეს, შემდეგ კი არის არაჩვეულებრივ პოზიციაში, რადგან შეუძლია შემსყიდველის როლში გამოვიდეს და მოითხოვოს კერძო სადაზღვევო კომპანიისგან კარგი სერვისის მიწოდება, რასაც ახლა ვერ აკეთებს, რადგანაც დღეს ამ ყველაფერს სათავეში უდგას მისივე საქვეუწყებო დაწესებულება - სოციალური მომსახურების სააგენტო და მისი შეცდომა ძნელი გასაზიარებელია სამინისტროსთვის. ის პრობლემა, რაც დღეს ჯანდაცვის დაფინანსებაში არსებობს, თავიდანვე იყო ჩადებული. ეს პრობლემა ამა თუ იმ ზომით ახლავს ყველა ფონდის მიერ (სოციალური მომსახურების სააგენტო) დაფინანსებულ ჯანდაცვის სისტემებს. ეს არის სწორედ ის მდგომარეობა, როდესაც ხარჯები მირბის, მერე რაღაც ხნის შემდეგ ხდება დაჯარიმებები და ა.შ. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ძალიან გაიზარდა სახელმწიფოს ხარჯები პრაქტიკულად იმავე სერვისზე და სამედიცინო ელიტა კმაყოფილია”, - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლიდან ამოქმედდა და ყოველწლიურად სულ უფრო მეტი თანხა იხარჯება მოსახლეობის ჯანდაცვის მომსახურებებში. თუ 2014 წელს საყოველთაო ჯანდაცვაში დახარჯულმა თანხამ 338 მილიონი შეადგინა, 2019 წლის ბიუჯეტში 754 მილიონი ლარია გაწერილი ამ მიმართულებით ანუ 5 წელში თანხა არათუ გაორმაგდა, არამედ დაახლოებით, 2.2-ჯერ გაიზარდა. საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯები ვერ შეამცირა ვერც რეფორმის მეორე ტალღამ, როდესაც გაიმიჯნა საყოველთაო და კერძო დაზღვევის პაკეტები, რის შედეგადაც კერძო დაზღვევის პროგრამის მონაწილეები ვეღარ სარგებლობენ საყოველთაო დაზღვევით. საყოველთაო დაზღვევის პაკეტები დამოკიდებული გახდა საშემოსავლო და ქონებრივ მდგომარეობაზე. ცვლილებების მიზნად დასახელდა ხარჯთეფექტიანობის გაზრდა ანუ თანხების მართებულად ათვისება და ამით ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება უფრო დაბალშემოსავლიანი პირებისთვის.

---

 

17.04.2019

მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/koveldghiurad-tsitelas-15-25-shemtkhveva-fiqsirdeba-amiran-gamkrelidze-/58424

ყოველდღიურად წითელას 15-25 შემთხვევა ფიქსირდება - ამირან გამყრელიძე

საქართველოში ყოველდღიურად წითელას 15-25 შემთხვევა ფიქსირდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია, შემდეგ მოდის დასავლეთ საქართველოს რეგიონები – იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, მომდევნო კი, კახეთია. ოფიციალური მონაცემებით, წელს წითელას 3 172 შემთხვევა დასტურდება. „იანვრიდან, ამ წლის განმავლობაში გვაქვს წითელას 3 172 შემთხვევა, რაც მეტია, ვიდრე შარშან მთელი წლის განმავლობაში ანუ წითელას ეპიდაფეთქება ჯერ კიდევ გრძელდება და აცრების გარდა ვერაფერი შეაჩერებს. დღევანდელი მდგომარეობით, გეგმური აცრების გარდა, დამატებით ვაქცინაცია დაახლოებით 118 ათასმა ადამიანმა ჩაიტარა, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ვიდრე აცრილთარაოდენობა 350 ათასს არ მიაღწევს, ინფექცია უკან არ დაიხევს“, – განაცხადა გამყრელიძემ. მისი თქმით, ინფექცია ძირითადად 20-დან 40-წლის ასაკობრივ ჯგუფში ვრცელდება. ძირითადად ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც 90-იან წლებში არ აცრილან ან წითელა არ გადაუტანიათ. ამასთან, გამყრელიძე განმარტავს, რომ წითელას შემთხვევები მაღალია 0-დან ერთ წლამდე ბავშვებში. „წითელას საწინააღმდეგო იმუნიტეტი ბავშვს დედიდან გადაეცემა. თუ დედა აცრილია ან გადატანილი აქვს წითელა, ბავშვი დაბადებიდან პირველი რვა თვის განმავლობაში დაცულია“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ორსულებსა და მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს, ცხელებისა და გამონაყარის გარდა, ყურადღება მიაქციონ პირის ღრუს. ვირუსს განვითარების რთული ფორმებიც ახასიათებს და ხშირად, ფილტვების ანთებით მიმდინარეობს.

ნიუპოსტს.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=202810-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94,%20%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94

---

 

17.04.2019

მედიასაშუალება: https://www.bpn.ge/article/55091-martshi-saarsebo-shemceobis-mimgebta-raodenoba-5-atasit-gaizarda/

მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 5 ათასით გაიზარდა

2019 წლის მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 4 982 ადამიანით გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, მარტში სახელმწიფოსგან შემწეობას 451 132 ადამიანი იღებდა, რაც მთლიანი მოსახლეობის 12,1%-ს შეადგენს. თებერვალში კი ფულად დახმარების მიმღებთა რიცხვი 446 150-ს შეადგენდა. ამავე სტატისტიკის მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღებთა ყველაზე დიდი რიცხვი თბილისში ფიქსირდება, დედაქალაქში ფულად დახმარებას სახელმწიფოსგან 99 959 ადამიანი იღებს. მეორე ადგილზეა იმერეთი - 62 990 ადამიანი; ღარიბი მოსახლეობით სამეულში შედის სამეგრელო-ზემო სვანეთი, აქ საარსებო შემწეობას 54 307 ადამიანი იღებს. რაც შეეხება სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობას, ის 2019 წლის მარტში თებერვალთან შედარებით 6 424 ადამიანით გაიზარდა. კონკრეტულად - თებერვალში ბაზაში რეგისტრირებული იყო 953 772 ადამიანი, მარტში კი- 960 196.

---

 

17.04.2019

მედიასაშუალება: https://primetime.ge/news/1555567800-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A1?fbclid=IwAR0YyC-dFlF3vmuA-q7WXXV-hFRlNUOIy6ZBcKgjZSfkfXsGmuVmSjyY4cQ

,,ბავშვისთვის საკვებს ძლივს ვყიდულობთ'' - სოციალურად დაუცველი ოჯახი დახმარებას ითხოვს

თელავში მცხოვრები პაპოვების სამსულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს. მათი საცხოვრებელი სახლი ავარიულია.  „განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ოთახი და სახლის კიბეა. ყოველდღიური საფრთხე გვაქვს, მაგრამ ჩვენი შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარებაა. ამით კი ბავშვისათვის საკვებს ძლივს ვყიდულობთ,- განუცხადა „პრაიმტაიმს“ იზა პაპოვამ.  როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, დავით ქსოვრელიშვილი აცხადებს, მათ ამ ოჯახის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.  „მოგვმართონ წერილობით, შევამოწმებთ და გადავწყვეტთ, დახმარებაა შესაძლებელი, თუ ქირით გაყვანის პროგრამით უზრუნველყოფა“-აღნიშნა ქსოვრელიშვილმა.  პაპოვების ოჯახს, 150 ლარის ოდენობის სოციალური დახმარება, 2012 წელს დაენიშნა.

---

 

17.04.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/463421?fbclid=IwAR02VQOvyMuogcPZqnl-N-4Fn8XpmdtAbrrwsuxtnhPoMXi5zq2Vrqael14

49 წლის ნინო ბესელიას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება – „გამომიწოდეთ დახმარების ხელი, ვიღუპები, ძალიან მინდა ვიცოცხლო“

---

 

17.04.2019

მედიასაშუალება: https://reginfo.ge/people/item/13856-arasamtavroboebi-shromis-usaprtxoebis-speroshi-sagangebo-samushao-komisiis-sheqmnas-itxoven

არასამთავრობოები შრომის უსაფრთხოების სფეროში საგანგებო სამუშაო კომისიის შექმნას ითხოვენ

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ დასაქმებულთა შრომითი უფლებების სფეროში კრიზისული და საგანგაშო მდგომარეობაა. ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, აიღოს პასუხისმგებლობა და გაატაროს მყისიერი და ქმედითი ღონისძიებები დასაქმების ადგილზე ადამიანთა დაშავებისა და დაღუპვის პრევენციისთვის. როგორც ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, მათ შორის, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონი, თუმცა მხოლოდ ეს საკანონმდებლო ღონისძიებები ვერ ახერხებს არსებულ კრიზისთან გამკლავებას. ორგანიზაციების შეფასებით, სახელმწიფომ უნდა გადადგას სისტემური და ქმედითი ნაბიჯები კანონმდებლობაში არსებული სტანდარტების და შრომის უფლებების დაცვის სფეროში აღსრულების მექანიზმების გაძლიერების მიზნით. არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 1 მაისს ჩანიშნა საკომიტეტო მოსმენა, რომელიც საქართველოში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ მდგომარეობას უკავშირდება და სხდომის ფარგლებში კომიტეტი მოისმენს ყველა პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლის პოზიციას და გეგმებს. „სამწუხაროდ, აღნიშნული შეხვედრა დახურულია და ჩვენთვის გაუგებარია, თუ რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს საკომიტეტო მოსმენის დახურვა იმ პირობებში, როდესაც ამ საკითხის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და კითხვები შესაბამისი სახელმწიფო უწყებების საქმიანობის ეფექტიანობასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ისინი საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას მოუწოდებენ: მთავრობის დონეზე დაუყოვნებლივ შეიქმნას საგანგებო სამუშაო კომისია, რომელიც გააერთიანებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენოტსა და თვითმმართველი ქალაქების ზედამხედველობის სამსახურებს. საგანგებო კომისიამ, უწყებების ერთმანეთთან მჭიდრო კოორდინაციით, მყისიერად, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, უნდა დაიწყოს თანადროული და მასშტაბური ინსპექტირება სამშენებლო ობიექტებზე სამშენებლო უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის სისტემური და კომპლექსური შესწავლის მიზნით და გაატაროს მათი მანდატის შესაბამისი ღონისძიებები (დაჯარიმება და/ან შეჩერება); კრიზისის მართვისა და მისი დაუყოვნებლივ გადაწყვეტის მიზნით შეიქმნას სათათბირო კომისია პარლამენტთან, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან, შრომის მინისტრი, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერი და მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველის, პროფკავშირის და ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციების ჩართულობით დაიგეგმოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი სისტემური ცვლილებები შრომის უფლებების და უსაფრთხოების სფეროში არსებული უმძიმესი მდგომარეობის გამოსასწორებლად. საქართველოს მთავრობამ, დასაქმებულთა ღირსეული შრომითი პირობების შექმნის მიზნით, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება და შრომითი ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით შესაბამისი მხარდაჭერის განხორციელება. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უზრუნველყოს ღია და ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობით საკომიტეტო მოსმენა შრომის უსაფრთხოების საკითხზე, სადაც საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცემა ღიად მიიღონ პასუხი ყველა იმ სახელმწიფო უწყების მხრიდან, რომლის მიმართაც შრომის უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით არსებობს ლეგიტიმური შეკითხვები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს საწარმოო შემთხვევებზე დროული და ეფექტიანი გამოძიება, მათ შორის, მომხდარზე შესაბამისი პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების მიზნით. განცხადებას ხელს აწერენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), მწვანე ალტერნატივა და სოლიდარობის ქსელი.

---

 

17.04.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/beqa-nacvlishvili-shromis-inspeqciis-mandati-myisierad-unda-gavrceldes-ara-mxolod-usafrtxoebaze-aramed-shromis-uflebebzec

ბექა ნაცვლიშვილი - შრომის ინსპექციის მანდატი მყისიერად უნდა გავრცელდეს არა მხოლოდ უსაფრთხოებაზე, არამედ შრომის უფლებებზეც

თუ შრომის ინსპექციის მანდატი შრომის უფლებებზე არ გავრცელდა, ჩვენ მშრომელების უსაფრთხოებას ვერ დავიცავთ, - ამის შესახებ პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს. გუშინ პროექტ “პანორამა თბილისის“ მშენებლობაზე სამი მუშა დაშავდა. როგორც დეპუტატი განმარტავს, მიუხედავად შრომის ინსპექციის მანდატისა, ზედამხედველობა გაუწიოს სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვას, მდგომარეობა მაინც სავალალო რჩება. ბექა ნაცვლიშვილის შეფასებით, შრომის უსაფრთხოების კანონს აქვს ხარვეზები - სანქციების მოცულობა მცირეა, ხოლო კომპენსაცია არ არის კანონით განსაზღვრული, რაც დამსაქმებლის მხრიდან უსაფრთხოების ნორმების გვერდის ავლას აიოლებს. მისივე აზრით, მხოლოდ ამ პრობლემის აღმოფხვრა საკმარისი არ იქნება. „თუ შრომის უფლებები არ იქნება დაცული, უსაფრთხოების დაცვა ვერ მოხდება. მუშებს აქვთ კანონით მინიჭებული უფლება, რომ სამუშაო ადგილზე თუ მათი უსაფრთხოება არ არის გარანტირებული, უარი თქვან სამუშაოს შესრულებაზე. ამის გამო მათ ვერავინ გაათავისუფლებს სამსახურიდან. ამ უფლების განხორციელება შრომის ინსპექციის ზედამხედველობის გარეშე ვერ განხორციელდება. მათ რომ მიმართონ სასამართლოს, პროცესი როგორც წესი წლები გაგრძელდება, ამიტომ ამ პროცესში შესვლა აზრს კარგავს. გარდა ამისა,კანონით არ არის უზრუნველყოფილი გათვალისწინებული სამუშაო დრო და შესვენება. მათ ხშირად უწევთ არანორმირებულ სამუშაო პროცესში შრომა, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება სპონტანურად, წინასწარ განსაზღვრული სტანდარტების გარეშე. ეს იწვევს მუშების გადაღლილობას და მათი უნარების დაქვეითებას. სამუშაოს დაკარგვის შიშით, ისინი ხშირად მზად არიან დათანხმდნენ ყველა პირობას. ამიტომ გვჭირდება ქმედითი შრომის ინსპექცია, რომელიც პასუხისმგებელი იქნება არა მხოლოდ უსაფრთხოებაზე, არამედ შრომის უფლებებზეც. გარდა ამისა, უნდა მოხდეს საკმარისი რაოდენობის მოსამართლეებით უზრუნველყოფა, რომლებიც მხოლოდ შრომის საკითხებზე იქნებიან პასუხისმგებელი. ჩვენი ეს მოთხოვნა იუსტიციის საბჭოს მიერ შარშან უგულებელყოფილ იქნა. უნდა გაიზარდოს სანქციები, რადგან დამსაქმებელს ამ შემთხვევაში მხოლოდ ფულის დაკარგვის ეშინია. უნდა განისაზღვროს კომპენსაციის მოცულობა, რომელიც დასაქმებული დაშავების თუ სხვა ფატალური შემთხვევის შემდეგ, დამსაქმებელს დაეკისრება. და კიდევ ერთხელ, შრომის ინსპექციის მანდატი მყისიერად უნდა გავრცელდეს არა მხოლოდ უსაფრთხოებაზე, არამედ შრომის უფლებებზეც. ტყუილია, რომ ამისთვის მომზადება გვჭირდება. ეს არის პოლიტიკური ნების საკითხი. რეფორმები უნდა განვახორციელოთ, ჩვენთვის, ჩვენი კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის და არა ევროკავშირის გულის მოსაგებად, როგორც აქამდე ხდებოდა”, - აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/542563-beka-nacvlishvili-shromis-inspekciis-mandati-mqisierad-unda-gavrceldes-ara-mxolod-usaprtxoebaze-aramed-shromis-uplebebzec/

---

 

17.04.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/542602-propkavshirebi-gancxadebas-avrcelebs/

პროფკავშირები განცხადებას ავრცელებს

პროფკავშირები განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. „სს ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ პროფკავშირის მისამართით აგორებულ შავ პიარზე „ძირითადი სამუშაო ერთეულების--ელექტრიკოსის და მორიგე ელექტრიკოსის ხელფასი ხელზე ასაღები შეადგენდა --2014 წელს შესაბამისად- 560 ლარს და 320 ლარს, 2016 წელს--656 ლარს და 320ლარს, 2019 წელს-656 ლარს და 320 ლარს; ამონარიდი სემეკის ტარიფების და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის 22.08.2014 წლის განმარტებითი ბარათიდან : „აღსანიშნავია,რომ „სს ენერგო-პრო ჯორჯიას“მიერ წარმოდგენილ სატარიფო განაცხადში და 2013 წლის აუდირებულ მოგება-ზარალის ანგარიშგებაში დაფიქსირებულია ხარჯი--„მენეჯმენტის მართვის საფასური“-15648000,00ლარის ოდენობით. მეტი სიზუსტისათვის აუდიტორის მიერ წარმოდგენილია განმარტებაც, რომ აღნიშნული ხარჯი წარმოადგენს „საკვანძო ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურების მუხლის შემადგენელ ერთ-ერთ კომპონენტს,რომელიც ჯამურად შეადგენს 16 789000,00 ლარს. აქვე აღნიშნულია, რომ საკვანძო ადმინისტრაციულ პერსონალში შედიან დეპარტამენტის ხელმძღვანელები და ფილიალის დირექტორები.შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული პირებისთვის შრომის ანაზღაურება არ არის გათვალისწინებული სს ენერგო-პრო ჯორჯიას მოგება-ზარალის „შრომის ანაზღაურების“ მუხლში,რომელიც 2013 წელს ჯამურად შეადგენდა 51812000.00ლარს. 2013 წლიდან დღემდე კომპანიის შემოსავლის გაზრდის პარალელურად, ალბათ გაზრდილია აღნიშნული ციფრი და სავარაუდოდ 15648000,00 ლარზე მეტია. კადრების დენადობა 5%-ია, ანუ 300 კაცამდე. ნებისმიერი კომპანიისთვის ამდენი კვალიფიციური კადრის გადინება დიდი დანაკლისი და პრესტიჟის შელახვა იქნებოდა, კომპანიის განმარტებიდან კი ჩანს,რომ ეს მათთვის მხოლოდ მშრალი ციფრია.რაც შეეხება ვითომ არსებულ სარეზერვო სიას, ვეკითხებით-რატომ აქვთ ამდენი ვაკანსია? ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება რომ არ ხდება ამას სემეკის პოზიციაც ადასტურებს. სემეკი ტარიფის განხილვისას ყოველთვის მიუთითებდა კომპანიას, რომ დაეფიქსირებინა ფაქტიური ანაზღაურება ზეგანაკვეთური შრომის , რაც აისახებოდა შემდგომ ტარიფში და რასაც კომპანია არასოდეს აფიქსირებდა. 2018 წლის უბედურ შემთხვევათა რიცხვიც კომპანიაში დასაქმებულებისგან მიღებული ინფორმაციაა და ადვილია ოფიციალური ინფორმაციის მოძიებაც შესაბამისი ორგანოდან.არადა უხერხულია აქ გვარების ჩამოთვლა. თქვენს მიერ წინა წლებში ეტაპობრივად გაუქმებული იქნა შრომის უსაფრთხოების ინჟინრის შტატები-70- დან დატოვეთ 17 და შესაბამისად ადგილებზე შესუსტდა მონიტორინგი შრომის უსაფრთხოებაზე. მხოლოდ 2018 წელს, პროფკავშირის აქტივობის შემდეგ შეიქმნა უსაფრთხოების დეპარტამენტი“, - აღნიშნულია პროფკავშირების განცხადებაში.

---

 

17.04.2019

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/ss-energo-pro-jorjia-prophkavshirebis-tsru-braldebebs-pasukhobs/

სს “ენერგო-პრო ჯორჯია” კვლავ ეხმაურება ენერგეტიკის დარგობრივი პროფკავშირის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას და ბრალდებებს

---

 

17.04.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1555504559-71-00%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%90?fbclid=IwAR02aLAVV31Fr4fwOeRfWl1MjXw5Iki76hHG5LYXxb01D0Whl7Ub2mu8D_8

საგანგაშო სტატისტიკა - საქართველოში 120 000 პაციენტი ფსიქიატრიული კლინიკის სერვისით უნდა სარგებლობდეს

16 აპრილს, ბელიაშვილის ქუჩაზე ავტომობილების ერთ-ერთ სადგომზე ახალგაზრდა მამაკაცმა სხვისი მანქანა დააზიანა. როგორც თვითმხილველმა „პრაიმტაიმს“ განუცხადა, მამაკაცი მეტალის სამაჯურით მანქანებს კაწრავდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფოს ეკიპაჟი და საპატრულო პოლიცია. არაოფიციალური ინფორმაციით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ექიმი ცდილობდა გაერკვია, რომელ კლინიკაში იყო ადგილი პაციენტის გადასაყვანად... „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში უმრავლეს შემთხვევებში პაციენტის განთავსება, არასაკმარისი საწოლების გამო, პრობლემას წარმოადგენს. „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რა პირობებში უწევთ ცხოვრება იმ ადამიანებს, ვისაც მედიკოსების დახმარება სჭირდებათ და როგორ პასუხობს ჯანდაცვის სისტემა ამ გამოწვევას? როგორც „პრაიმტაიმს“ „საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების“ თავმჯდომარემ, ეკა ჭყონიამ განუცხადა, ჯერ კიდევ 2017 წელს 89 000 მძიმე ფსიქიკური პრობლემის პაციენტი იყო. ხოლო პატიმართა 70% დაავადებულია. „დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის 2017 წლის სტატისტიკის მიხედვით 89 000 მძიმე ფსიქიკური პრობლემის პაციენტი იყო. 2018 წელს 16 ამბულატორიაში აღრიცხვა გავაკეთეთ და აღმოჩნდა, რომ 49 000 ადამიანია აღრიცხული. საერთაშორისო სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, მოსახლეობის 3 %-ს უნდა ჰქონდეს მძიმე ფსიქიკური აშლილობები, 4%-ს - კლინიკური მნიშვნელობის ფსიქიკური აშლილობები. საქართველოში მძიმე ფსიქიკური აშლილობით 120 000 პაციენტი უნდა სარგებლობდეს ფსიქიატრიული კლინიკის სერვისით. როგორც ჩანს, დაავადებულთა ნახევარიც კი, არ აკითხავს სპეციალიზირებულ კლინიკას. რაც შეეხება ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების მიერ დანაშაულებრივ ქმედებებს, ციხეში დაახლოებით 10 000 პატიმრიდან 1 300-ს დიაგნოზი აქვს. მათგან 61 %-ს ჰქონდა პიროვნული აშლილობა, 12 %-ს ფსიქოზი. პენიტენციალური დაწესებულებების კვლევის მიხედვით, 2013 წლიდან 2017 წლამდე 950 300 პირს  პიროვნული აშლილობა აღენიშნებოდა. ბოლო წლებში ეს რაოდენობა მზარდია. აუცილებელია, საავადმყოფოების მიღმა შესაბამისი ზომების გატარება. ახლა, კლინიკებში 1 486 ადამიანის დაწოლაა შესაძლებელი და ეს საკმარისია იმ შემთხვევაში, თუ ამბულატორული მომსახურება იქნება ადექვატური. უამრავი ადამიანი მწვავე დაავადებით ქუჩაშია. ფსიქიატრიის ამოცანაა იმდენად არ გართულდეს ამა თუ იმ პაციენტის მდგომარეობა, რომ კლინიკაში დაწოლა ერთადერთ გამოსავლად იქცეს. მედიკამენტოზურ მკურნალობასა და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა აუცილებელია. მათთან უნდა მუშაობდეს ე.წ. მობილური ჯგუფები, რომლებიც სახლებში მიაკითხავდნენ პაციენტებს. ამჟამად, ასეთი 26 მობილური ჯგუფია და წლის ბოლოს 31 იქნება, აუცილებელია 33 ჯგუფის არსებობა. ეს ძალიან დიდი შვება იქნება სისტემისათვის“ - აცხადებს ეკა ჭყონია

---

 

17.04.2019

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/535312/

მთაწმინდელების პრობლემების მოსაგვარებლად სოფიო ხორგუანი შესაბამისი უწყებებიდან დროულ რეაგირებას ითხოვს

კონკრეტული პრობლემების მოსაგვარებლად სოფიო ხორგუანი შესაბამისი უწყებებიდან დროულ რეაგირებას ითხოვს 45 Shares 45 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფიო ხორგუანი მთაწმინდელებთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს, მათ პრობლემებს ეცნობა და ამ პრობლემების მოგვარებას ცდილობს. ხორგუანის ინფორმაციით, თბილისში, ჩაიკოვსკის ქუის 5/1-ში მცხოვრები ზაურბეგ და ნათელა გოზაევები თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მენკალისში, ე.წ. ოსების დასახლებაში, 1983 წელს შეძენილი სახლიდან, 1990-1991 წლებში, იძულებით გამოასახლეს. სახლი, გაყიდვის მიზნით, ვინმე საბანაძემ შეიძინა, გაყიდვა ვერ მოახერხა და 2000 აშშ დოლარად, დევნილთა და განსახლების სამინისტროს გადასცა. სამინისტრომ ამ სახლში შეასახლა ადამიანი, რომელსაც 15 წლის განმავლობაში სახლის განკარგვა ეკრძალება. მოქმედი კანონმდებლობით, სამოქალაქო კოდექსის 187- ე მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერი შემძენი ვერ გახდება ნივთის მესაკუთრე, თუ ეს ნივთი მესაკუთრემ დაკარგა, მოპარეს, ან მისი ნების წინააღმდეგ სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან. სოფიო ხორგუანი აღნიშნავს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში საჯარო მმართველობა საზოგადოების კეთილდღეობას უნდა ემსახურებოდეს. “ეს ოჯახი დააშინეს, დაჩაგრეს, საკუთრება წაართვეს. ამდენი წელი გავიდა მას შემდეგ და არც ერთ საჯარო მოხელეს, სახელმწიფოს წარმომადგენელს, არავითარი პოზიტიური გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღია, რომ ამ ადამიანებისთვის ზიანი შეემსუბუქებინათ, რაიმე ალტერნატივა შეეთავაზებინათ”- აცხადებს დეპუტატობის კანდიდატი. სოფიო ხორგუანს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ასეთ ადამიანებს განსაკუთრებით უნდა უვლიდეს და თხოვნით მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს, მათი კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავოთ ინიციატივები გოზაევების შელახული უფლებების აღსადგენად.

---

 

17.04.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=202770-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90,%20%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90

გორელმა კაცმა, პროტესტის ნიშნად, მოხუცი დედა სოციალური მომსახურეობის სააგენტოში დატოვა

გორელმა კაცმა, პროტესტის ნიშნად, მოხუცი დედა სოციალური მომსახურეობის სააგენტოში დატოვა. „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, სწორედ ამიტომ, სოციალურ სააგენტოში პოლიცია გამოიძახეს. არჩილ ჭულხაძის განცხადებით, მისი 70 წლის დედა სააგენტოში პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვა, რაც მოხუცს, ასაკობრივი პენსია შეუწყვიტეს. ნანა ჭულუხაძე ნერვიულობის ნიადაგზე, სოციალურ სააგენტოში ცუდად გახდა, რის შემდეგაც, სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ გადაიყვანეს. „სოციალურში დავტოვე და ვუთხარი: პენსიას რომ დაურიცხავთ, მოვალ და წავიყვან, არაფერი პრობლემა არ იქნება-თქო. პენსია შეწყვიტეს თურმე იმიტომ, რომ ექსვი თვის განმავლობაში ერთხელ მაინც თავად უნდა ჩამოსულიყო, თუმცა, არ გაითვალისწინეს, რომ ლოგინს არის მიჯაჭვული. არაფერი შეტყვობინება არ გამოუგზავნიათ არც სოციალურებს და არც ბანკს.“-აცხადებს არჩილ ჭულუხაძე. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს სოციალური მომსახურეობის სააგენტოში. თეა თედელური აცხადებს, რომ პენსიის შეჩერების მიზეზი, მინდობილობის განახლების აუცულებლობა გახდა. „თუ ადამიანი მინდობილობით იღებს პენსიას, ერთი წლის შემდეგ ეს პენსია უჩერდება რადგან, მინდობილობა უნდა აღდგეს. მინდობილობის აღდგენის შემდეგ კუთვნილ პენსიას აირებს“-აცხადებს შიდა ქართლის სოციალური მომსახურეობის სააგენტოს დირექტორი თეა თედელური. ჭულუხაძეები გორში, კომბინატის დასახლებაში ცხოვრობენ. მათ სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ და საცხოვრებელი ფართი დროებით, ნათესავმა გამოუყო. ოჯახი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.

---

 

ბეჭდვითი მედია

18.04.2019

მედიასაშუალება:      რეზონანსი

საქართველოში ლამის ყველა ოჯახი სოციალურ დახმარებას ითხოვს

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლეობა სახელმწიფოს მხრიდან მოწყალების მომლოდინეა. მარტო მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 5 ათასით გაიზარდა. თუკი დავეყრდნობით ინფორმაციას, რომ საქართველოში ერთ ოჯახში, საშუალოდ, 3,5 სული ცხოვრობს, გასაშუალებული სტატისტიკის მიხედვით, გამოდის, რომ თითქმის ყველა ოჯახი დახმარებას ითხოვს, მათგან 0,5 მლნ-მდე ადამიანი სოციალური შემწეობის მიმღებია. სოციალური შემწეობის მიმღებ პირებზე რომ არაფერი ვთქვათ, ყოველდღიურად ასობით ადამიანი სხვადასხვა სახის შემწეობას ითხოვს. როგორც ჩანს, მოსახლეობას სახელმწიფოს იმედად ყოფნა უკვე ჩვევაში გადაეზარდა, რასაც, ნებით თუ უნებლიეთ, ხელისუფლებაც ხელს უწყობს. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 4 982 ადამიანით გაიზარდა. მარტში სახელმწიფოსგან შემწეობას 451 132 ადამიანი იღებდა, რაც მთლიანი მოსახლეობის 12,1%-ს შეადგენს. თებერვალში კი ფულადი დახმარების მიმღებთა რიცხვი 446 150-ს შეადგენდა. ამავე სტატისტიკის მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღებთა ყველაზე დიდი რიცხვი თბილისშია, დედაქალაქში ფულად დახმარებას სახელმწიფოსგან 99 959 ადამიანი იღებს. მეორე ადგილზეა იმერეთი - 62 990 ადამიანი; ღარიბი მოსახლეობით სამეულში შედის სამეგრელო-ზემო სვანეთი, სადაც საარსებო შემწეობას 54 307 ადამიანი იღებს. სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობა კი 2019 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით, 6 424 ადამიანით გაიზარდა. თებერვალში ბაზაში რეგისტრირებული იყო 953 772 ადამიანი, მარტში კი - 960 196. ეკონომისტი გივი მომცელიძე არ გამორიცხავს, რომ მარტში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობის ზრდა მოქალაქეების გულის მოსაგებად მიღებული გადაწყვეტილება იყოს. სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახთა მდგომარეობა სათანადოდ უნდა გადამოწმდეს და გაიმიჯნოს, რეალურად, ვის ეკუთვის დახმარება და ვის - არა. "დღეს ხალხი ითხოვს ყველაფერს, რისი დაფინანსებაც შესაძლებელია, წამლების თანხით დაწყებული, ყოველდღიური ხარჯის ჩათვლით, ელემენტარული საჭიროების დაკმაყოფილებაც კი მოქალაქეებს დამოუკიდებლად უჭირთ. მთავრობაც სხვა ქვეყნების ხელის შემყურეა და საგარეო ვალებში ეფლობა. ამ პროცესის პარალელურად, ეკონომიკა ნელ-ნელა, მაგრამ წინ მიდის, თუმცა ეს მოსახლეობის კეთილდღეობაზე არ აისახება. გარდა ამისა, დასაფიქრებელია, სპეციალურად ხომ არ იზრდება ეს რიცხვი, რადგან არჩევნები ახლოვდება? პოლიტიკოსებისთვის სოციალური შემწეობა ხშირად პოპულისტური თემაა და არ გამოვრიცხავ, ახლაც ასე იყოს, თუმცა გადაჭრით ამ პრობლემის ვინმეზე დაბრალება უხერხულია. ამ ადამიანების შეურაცხყოფად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ხალხი ცდილობს, რომ მუდმივად სახელმწიფოს ხელის შემყურე იყოს. ასე არ გამოვა, მთავრობა უნდა დაეხმაროს მათ, ვისაც ნამდვილად სჭირდება. ამისთვის შეიძლება დამატებით გამოიყოს სოციალური აგენტები და ოჯახების მდგომარეობა სწორად აღიწეროს. არ მესმის, ისეთი რა უნდა მომხდარიყო, რომ 1 თვეში 5 ათასი ლარით გაზრდილიყო სოციალური შემწეობის მიმღებთა რიცხვი. პრობლემას მე უფრო მენტალიტეტში ვხედავ. როგორც წესი, საარჩევნო კამპანიებიც მუდმივად ამ ტიპის დაპირებებზეა ორიენტირებული. რატომღაც ხალხს ყველა ჰპირდება, რომ პენსია მოიმატებს, სოციალური დახმარება გადაიხედება, მეტ ადამიანს დაეხმარებიან და შემდეგ, სამართლიანად თუ უსამართლოდ, ადამიანები ამ პირობების შესრულებას ითხოვენ. მდგომარეობა წლიდან წლამდე მხოლოდ უარესობისკენ მიდის," - ამბობს "რეზონანსთან" მომცელიძე. დახმარების მომლოდინე მოქალაქეების რაოდენობის ზრდის მიზეზად, გაჭირვებასთან ერთად, ფსიქოლოგიურ მომენტს მიიჩნევს ექსპერტი სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებში პაატა აროშიძე. ის ფიქრობს, რომ ხალხი სახელმწიფოს მიმართ უფრო მომთხოვნი გახდა და ეს განწყობა, ტრადიციულად, შემწეობის მიღების სურვილს უკავშირდება. "საბჭოთა ეპოქაში ადამიანები ფიქრობდნენ, რომ სახელმწიფო ვალდებულია, დაასაქმოს ადამიანი, მისცეს სამუშაო ადგილი, დაუწესოს გეგმა და სხვა. ახლაც სახელმწიფოს მოვალეობის არასწორად გაგებაშია პრობლემა. სხვადასხვა მთავრობის ბრალია, რომ გარკვეულწილად შეაჩვია ხალხი სოციალურ დახმარებებს, რაც უამრავ ადამიანს "დათვურ სამსახურს" უწევს. უნდა ჩატარდეს სპეციალური კვლევა და საბოლოოდ განისაზღვროს, ვის ეკუთვნის სოციალური დახმარება, რა კრიტერიუმია ამისთვის საჭირო (ქულების მინიჭებას ეფექტი არა აქვს, რასაც ყველა ამჩნევს). ხშირია შემთხვევა, როცა მოქალაქე უარს ამბობს შეთავაზებულ დასაქმებაზე იმის შიშით, რომ სოციალური დახმარება მოეხსნება. ურჩევნიათ, სახელმწიფოს ხელის შემყურე იყვნენ და არ იმუშაონ მიუხედავად იმისა, რომ შემოსავალი გაუჩნდებათ. ეს არის ე.წ. მენტალობიდან გამომდინარე, მარტო გაჭირვებას არ უნდა დავაბრალოთ. ყველაფერს ვერ მოვთხოვთ სახელმწიფოს, იდეალურისგან შორს ვართ, ჰორიზონტზეც არ ჩანს ასეთი სიტუაცია, მაგრამ ადამიანებსაც მეტის გაკეთება შეუძლიათ, თუკი მოინდომებენ," - აცხადებს აროშიძე. მისი თქმით, დღეს სოფლის მოსახლეობაც კი სოციალური შეწეობის იმედადაა, როცა ადამიანს სხვა თუ არაფერი, საკვების პრობლემა არ უნდა ჰქონდეს. სჯობს, სხვა რამ მოვითხოვოთ სახელმწიფოსგან: გარანტირებული შრომის გარემოს შექმნა, ობიექტური სასამართლო სტრუქტურა, ადამიანის უფლებების დაცვა და ა.შ. სხვამხრივ თავად უნდა მიხედონ თავს. ბათუმი ავიღოთ, მიუხედავად იმისა, რომ იგი "ოცნების ქალაქად" იწოდება, უამრავი ოჯახი გაჭირვებით ცხოვრობს და თავზე ჭერი ენგრევა. მათგან ბევრს სახლი აქვს სოფელში, მაგრამ შეგნებულად არ მიდის იქ და ხელგაშვერილი დახმარებას ითხოვს სახელმწიფოსგან. ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს," - ამბობს პაატა აროშიძე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6020127&name=18.04.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

18.04.2019

მედიასაშუალება:     ახალი თაობა

"ყოველდღიურად წითელას 15-25 შემთხვევა ფიქსირდება" - ამირან გამყრელიძე

საქართველოში ყოველდღიურად წითელას 15-25 შემთხვევა ფიქსირდება - ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია, შემდეგ მოდის დასავლეთ საქართველოს რეგიონები – იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, მომდევნო კი, კახეთია. ოფიციალური მონაცემებით, წელს წითელას 3 172 შემთხვევა დასტურდება. „იანვრიდან, ამ წლის განმავლობაში გვაქვს წითელას 3 172 შემთხვევა, რაც მეტია, ვიდრე შარშან მთელი წლის განმავლობაში ანუ წითელას ეპიდაფეთქება ჯერ კიდევ გრძელდება და აცრების გარდა ვერაფერი შეაჩერებს. დღევანდელი მდგომარეობით, გეგმური აცრების გარდა, დამატებით ვაქცინაცია დაახლოებით 118 ათასმა ადამიანმა ჩაიტარა, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ვიდრე აცრილთა რაოდენობა 350 ათასს არ მიაღწევს, ინფექცია უკან არ დაიხევს“, – განაცხადა გამყრელიძემ. მისი თქმით, ინფექცია ძირითადად 20-დან 40-წლის ასაკობრივ ჯგუფში ვრცელდება. ძირითადად ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც 90-იან წლებში არ აცრილან ან წითელა არ გადაუტანიათ. ამასთან, გამყრელიძე განმარტავს, რომ წითელას შემთხვევები მაღალია 0-დან ერთ წლამდე ბავშვებში. „წითელას საწინააღმდეგო იმუნიტეტი ბავშვს დედიდან გადაეცემა. თუ დედა აცრილია ან გადატანილი აქვს წითელა, ბავშვი დაბადებიდან პირველი რვა თვის განმავლობაში დაცულია“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ორსულებსა და მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს, ცხელებისა და გამონაყარის გარდა, ყურადღება მიაქციონ პირის ღრუს. ვირუსს განვითარების რთული ფორმებიც ახასიათებს და ხშირად, ფილტვების ანთებით მიმდინარეობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6020160&name=18.04.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

18.04.2019

მედიასაშუალება:     ახალი თაობა

მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 5 ათასით გაიზარდა

2019 წლის მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 4 982 ადამიანით გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, მარტში სახელმწიფოსგან შემწეობას 451 132 ადამიანი იღებდა, რაც მთლიანი მოსახლეობის 12,1%-ს შეადგენს. თებერვალში კი ფულად დახმარების მიმღებთა რიცხვი 446 150-ს შეადგენდა. ამავე სტატისტიკის მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღებთა ყველაზე დიდი რიცხვი თბილისში ფიქსირდება, დედაქალაქში ფულად დახმარებას სახელმწიფოსგან 99 959 ადამიანი იღებს. მეორე ადგილზეა იმერეთი - 62 990 ადამიანი; ღარიბი მოსახლეობით სამეულში შედის სამეგრელო-ზემო სვანეთი, აქ საარსებო შემწეობას 54 307 ადამიანი იღებს. რაც შეეხება სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობას, ის 2019 წლის მარტში თებერვალთან შედარებით 6 424 ადამიანით გაიზარდა. კონკრეტულად - თებერვალში ბაზაში რეგისტრირებული იყო 953 772 ადამიანი, მარტში კი- 960 196.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6020188&name=18.04.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

18.04.2019

მედიასაშუალება:     ახალი თაობა

გორელმა კაცმა, პროტესტის ნიშნად, მოხუცი დედა სოციალური მომსახურეობის სააგენტოში დატოვა

გორელმა კაცმა, პროტესტის ნიშნად, მოხუცი დედა სოციალური მომსახურეობის სააგენტოში დატოვა. „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, სწორედ ამიტომ, სოციალურ სააგენტოში პოლიცია გამოიძახეს. არჩილ ჭულხაძის განცხადებით, მისი 70 წლის დედა სააგენტოში პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვა, რაც მოხუცს, ასაკობრივი პენსია შეუწყვიტეს. ნანა ჭულუხაძე ნერვიულობის ნიადაგზე, სოციალურ სააგენტოში ცუდად გახდა, რის შემდეგაც, სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ გადაიყვანეს. „სოციალურში დავტოვე და ვუთხარი: პენსიას რომ დაურიცხავთ, მოვალ და წავიყვან, არაფერი პრობლემა არ იქნება-თქო. პენსია შეწყვიტეს თურმე იმიტომ, რომ ექსვი თვის განმავლობაში ერთხელ მაინც თავად უნდა ჩამოსულიყო, თუმცა, არ გაითვალისწინეს, რომ ლოგინს არის მიჯაჭვული. არაფერი შეტყობინება არ გამოუგზავნიათ არც სოციალურებს და არც ბანკს.“-აცხადებს არჩილ ჭულუხაძე. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს სოციალური მომსახურეობის სააგენტოში. თეა თედელური აცხადებს, რომ პენსიის შეჩერების მიზეზი, მინდობილობის განახლების აუცულებლობა გახდა. „თუ ადამიანი მინდობილობით იღებს პენსიას, ერთი წლის შემდეგ ეს პენსია უჩერდება რადგან, მინდობილობა უნდა აღდგეს. მინდობილობის აღდგენის შემდეგ კუთვნილ პენსიას აირებს“-აცხადებს შიდა ქართლის სოციალური მომსახურეობის სააგენტოს დირექტორი თეა თედელური. ჭულუხაძეები გორში, კომბინატის დასახლებაში ცხოვრობენ. მათ სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ და საცხოვრებელი ფართი დროებით, ნათესავმა გამოუყო. ოჯახი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6020151&name=18.04.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

​