მედიამონიტორინგი 03.06.2019
ტელევიზია
02.06.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
სახელმწიფოს მხრიდან დაშვებული შეცდომა. ასე შეაფასა დავით სერგეენკომ ორ მაისს, ფოთის პორტზე გაცემული ნებართვა. შაბათის ქრონიკაში მინისტრმა თქვა რომ შეცდომები ყველგან შეიძლება იყოს დაშვებული. სახელმწიფო და კერძო უწყებებში, ასევე პიროვნულად და ადამიანების მხრიდანაც.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6121748
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6121535
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6121355
---
02.06.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
შრომითი უსაფრთხოების მიმართულებით შესაძლოა მონიტორინგის ერთიანი ჯგუფი შეიქმნას. - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ასევე შაბათის ქრონიკაში განაცხადა და აღნიშნა რომ სწორედ ამ საკითხზე იყო საუბარი პრემიერთან შეხვედრაზე
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6121750
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6121536
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6121356
---
01.06.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
ქრონიკის კითხვებს პასუხობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6121299
---
01.06.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 12:00
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმების პროტესტს გამოეხმაურა. მინისტრის ინფორმაციით, საავადმყოფოს აღჭურვასთან დაკავშირებით დონორ ორგანიზაციებთან თანხების მოსაზიდად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დავით სერგეენკო აცხადებს, რომ საქართველოს მასშტაბით უნდა შეიქმნას რამდენიმე კლინიკა, რომლებიც ჩაერთვებიან ქსელურ მართვაში და შეამცირებენ არაპირდაპირ ხარჯებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6120092
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6119985
31.05
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6119555
---
01.06.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 18:00
ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში ფსიქოსოციალური სერვისი ამოქმედდა. პროექტს ადგილზე გაეცნო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. ზაზა ბოხუამ კლინიკის მცირეწლოვან პაციენტებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.პროექტის ფარგლებში, ცენტრში, ბავშვზე ორიენტირებული გარემო შეიქმნა. საჭირო ინვენტარითა და მასალებით მოეწყო სათამაშო ოთახი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6120975
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6120753
აესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6120453
---
01.06.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 12:00
მათთვის, ვინც დასაქმების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ფორუმში ვერ მიიღო მონაწილეობა, ბათუმშივე მეორე დღეს დასაქმების ფორუმი სოციალური მომსახურების სააგენტომ გამართა. სამუშაოს მაძიებლებს 60-მდე დამსაქმებელმა 2 000-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა, სამუშაო ადგილები: სამომხმარებლო, სამშენებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმის, წარმოების, დისტრიბუციისა და ენერგეტიკის სფეროებიდან. მსურველებს თავიანთი კვალიფიკაციიდან გამომდინარე დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6120155
---
31.05.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
პრემიერის შემდეგ დეპუტატებმა ჯანდაცვის მინისტრს მოუსმინეს. დეპუტატებს აინტერესებდათ, როდის გაუმჯობესდება სოციალური მუშაკების სამუშაო პირობები, როგორ კონტროლდება საყოველთაო ჯანდაცვის პრგოგრამისთვის გამოყოფილი სოლიდური თანხები და რამდენად სამართლიანად ხდება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ქულების მინიჭება. საარსებო შემწეობების გაცემის მეთოდოლოგიაში, სამინისტრო ამ ეტაპზე ძირეულ ცვლილებებს არ გეგმავს. რაც შეეხება სოციალური მომსახურების სააგენტოში დაწყებულ მასშტაბურ რეფორმას, დეპუტატებმა დღეს მინისტრს შეახსენეს, რომ თბილისისგან გასხვავებით, რეგიონებში ისევ მძიმე ვითარებაა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6119392
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6118797
კავკასია -დღეს 19:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6119460
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6119365
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6119118
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6119240
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6119128
მაესტრო - მაესტროელები- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6119375
რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6119397
---
31.05.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ბათუმში სოციალური მოსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიების მიზანი სამუშაოს მაძიებლებისა და დამსაქმებლების დაკავშირება იყო. ფორუმის მონაწილეებს 60- მდე კომპანიამ 2,000 ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6119408
---
31.05.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
საქართველოში "მსოფლიოს დღე თამბაქოს გარეშე" აღინიშნა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით კანონის მოქმედებიდან 1 წლის თავზე თამბაქოსთან ბრძოლის კუთხით საქართველო რეგიონში მოწინავე ქვეყანა გახდა. ღონისძიებას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელების, პარლამენტის წევრების, დაავადებათა კონტროსლი ხელმძღვანელი პირები და ამ სფეროს სპეციალისტები ესწრებოდნენ
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6119186
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6118311
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6118345
---
31.05.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 18:00
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა ბენო ჭელიძემ შეკვეთილში შიმშილობის აქცია დაიწყო. მისი ინფორმაციით, პროტესტის უკიდურეს ფორმას მანამდე გააგრძელებს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არ შეხვდება. როგორც ამბობს, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გასხვისებაა დაგეგმილი, რადგანაც მშენებლობა დასრულებულია, თუმცა სამედიცინო დაწესებულების აღჭურვა გაჭიანურდა და ამისთვის არც თანხებია გათვალისწინებული ბიუჯეტში.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6119053
---
ინტერნეტი
03.06.2019
მედიასაშუალება:
---
02.06.2019
დავით სერგეენკო - ფოთის ახალ პორტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებამ დაუშვა შეცდომა, მაგრამ მთავარია, რომ ეს შეცდომა გამოსწორდა
სახელმწიფო უწყებამ დაუშვა შეცდომა, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ეს შეცდომა გამოსწორდა, – განაცხადა „შაბათის ქრონიკასთან“ საუბარში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით. „შეცდომები სამწუხაროდ ყველგან შეიძლება იყოს დაშვებული, სახელმწიფო უწყებებშიც, კერძო უწყებებშიც და პიროვნულად ადამიანების მხრიდანაც. ძალიან რთულად წარმომიდგენია, რაღაც სისტემა შეცდომის გარეშე მუშაობდეს. რასაც ვადევნებდი თვალყურს და რის საქმის კურსშიც ვარ ამ მოვლენებთან დაკავშირებით – აქ იყო უწყების შეცდომა, ეს შეცდომა გამოსწორდა. პრობლემად აღქმული იქნა, რომ რატომ დაუშვეს შეცდომა. რა თქმა უნდა, ეს ცუდია, მაგრამ მთავარი არის ის, რომ უწყებამ ეს შეცდომა გამოასწორა, არ გაჯიუტებულა და არ დაუწყია ჯიქურ იმის გატანა, რომ ეს შეცდომა არ ყოფილა და ჯიუტად მიყოლა. ჩვენ ასეთი ჯიუტად მიყოლის სამწუხარო შემთხვევებიც გვახსოვს. კარგი იქნება, შეცდომა საერთოდ არ ხდებოდეს, მაგრამ როდესაც შეცდომა ხდება, ამოცანა არის ამ შეცდომის სწრაფად გამოსწორება, რაც დავინახეთ ამ შემთხვევაში“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. რაც შეეხება იმას, თუ რომელი პორტი უნდა იყოს დომინანტი, მინისტრის თქმით, ამასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ამ დღეების განმავლობაში ძალიან ნათელი განმარტებები გააკეთა.
01.06
კვირა.ჯი- http://kvira.ge/475599
---
02.06.2019
საქართველოში ორი ფსიქიატრიული საავადმყოფო აშენდება
საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორის ლაშა კილაძის ინფორმაციით, ჩინური კომპანია საქართველოში ორ ფართოპროფილურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ააშენებს. მისი თქმით, პროექტები უკვე შეთანხმებულია საქართველოს ხელისუფლებასთან და პროცესში ჩართული არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები, რომელთა მიზანია ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებისთვის პროგრამების გაუმჯობესება. მისი თქმით, დღეს ბევრი ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტია საავადმყოფოში, თუმცა ამის საჭიროება არ არსებობს. "მნიშვნელოვანია, ოჯახის წევრებს ესმოდეთ, რომ მკურნალობა არ მიმდინარეობს მხოლოდ საავადმყოფოში და ეს იზოლაცია არ არის ყველაზე ეფექტური მეთოდი მკურნალობის პერიოდში. პირიქით, უმჯობესია თუკი პაციენტი იქნება ნაცნობ გარემოში, მის ოჯახის წევრებთან ერთად“, - აღნიშნა კილაძემ. კილაძემ ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია საზოგადოებაში აქტიური კამპანიის ჩატარება, განსაკუთრებით სკოლებში, რადგან მოზარდები უფრო მეტად ტოლერანტულები გახდნენ მათ მიმართ.
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=84588
---
01.06.2019
მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/209965-sergeenko-shromis-usafrthkhoebis-kuthkhith-monitoringis-erthiani-jgufi-sheiqmneba.html?lang=ka-GE
სერგეენკო: შრომის უსაფრთხოების კუთხით მონიტორინგის ერთიანი ჯგუფი შეიქმნება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, უახლოეს დროში შრომის უსაფრთხოების რეგულაციების მიმართულებით მონიტორინგის ერთიანი ინტეგრირებული ჯგუფი შეიქმნება. "თქვენთან სტუდიაში მოვედი პრემიერმინისტრთან შეხვედრიდან, სადაც სწორედ შრომის უსაფრთხოების რეგულაციებზე ვმსჯელობდით. ამ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დედაქალაქის მერი, პარლამენტის წევრები და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები. ეს არ არის ეპიზოდური თემა და მხოლოდ უბედურ შემთხვევაზე რეაგირებით არ შემოიფარგლება. სანქციები, რომელიც ახლა გვაქვს, ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. აქცენტი არის არა იმდენად სანქციების გამკაცრებაზე, რამდენადაც უკვე არსებული სტანდარტების აღსრულებაზე. ეს აღმოჩნდა სწორედ პრობლემური", - განაცხადა სერგეენკომ "ქრონიკასთან" საუბარში. მისივე თქმით, კომპანიების არცთუ ისე მცირე ნაწილი ნებისმიერ ინტერვენციაზე, მაგალიტად ჩაფხუთის ტარების აუცილებლობაზე, ამბობს, რომ ეს გაზრდის მათ ხარჯებს და ბიზნესს მძიმე ტვირთად დააწვება. "ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ მოვძებნოთ ოქროს შუალედი, რომლის მიხედვითაც დასაქმებულის უფლებები, მათ შორის უზენაესი უფლება - სიცოცხლის უფლება იქნება უზრუნველყოფილი, და ამავდროულად ავუხსნათ კომპანიებს, რომ ეს მათთვის რაღაც კატასტროფულ რისკებს და ხარჯებს არ წარმოადგენს და ამის გაკეთება მეტ-ნაკლებად მარტივად არის შესაძლებელი. დღევანდელ შეხვედრაზე ბევრ სხვადასხვა მიმართულებაზე იყო საუბარი, მათ შორის ვისაუბრეთ მონიტორინგის ერთიანი ინტეგრირებული ჯგუფის შექმნაზე, რომლის შესახებაც სულ მალე საზოგადოებას უფრო დეტალურად მოვახსენებთ", - აღნიშნა მინისტრმა.
---
01.06.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/7-sicocxle-romelic-eqimebis-shesadzlo-arakvalificiurobas-emsxverpla-saias-kvleva
7 სიცოცხლე, რომელიც ექიმების შესაძლო არაკვალიფიციურობას ემსხვერპლა – საიას კვლევა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შესაძლო არაკვალიფიციური სამედიცინო დახმარების შედეგად გარდაცვლილი პაციენტების საქმეებზე ეფექტურ რეაგირებას ითხოვს. საია-ს აჭარის ფილიალი 2017 წლიდან რეგულარულად განიხილავდა სავარაუდო არაკვალიფიციური სამედიცინო დახმარების შედეგად გარდაცვლილი პაციენტების საქმეებს, რომლებშიც არაეფექტური გამოძიების დეტალები იკვეთებოდა. 7 გარდაცვლილი პაციენტის საქმე და ფაქტობრივი გარემოებები საკეისრო კვეთა ჯ.ჩ-ს განმარტებით, მისი მეუღლე ნ.ჩ. იყო ორსულად, მუცლის არეში ტკივილების გამო ექიმთან კონსულტაციაზე წაიყვანა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა გადაწყვიტა, ნ.ჩ-სთვის გაეკეთებინა საკეისრო კვეთა. ოპერაციული ჩარევის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ აუცილებელი გახდა მისი გადაყვანა თურქეთის რესპუბლიკაში. თურქეთის კლინიკაში ჩატარებული ანალიზებით დადგინდა, რომ საქართველოში განხორციელებულმა არასწორმა სამედიცინო ჩარევებმა გამოიწვია პაციენტის კრიტიკული მდგომარეობა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით ნ.ჩ-ს ოჯახის წევრებმა მიმართეს პროკურატურას, თუმცა გამოძიება დაუსაბუთებლად ჭიანურდება. გარდაცვლილის ოჯახმა ასევე მიმართა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, საიდანაც პასუხი დღემდე არ მიუღიათ. აპენდიციტის ოპერაცია ქ.კ-ს განმარტებით, 2018 წლის 19 აპრილს, დაახლოებით ღამის 12 საათზე, დ.კ. შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. პაციენტი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გაუკეთდა ანალიზები. ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა, რომ პაციენტისთვის გაეკეთებინათ აპენდიციტის ოპერაცია და საოპერაციოდ მოამზადეს. რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ ნათესავებმა მოიკითხეს პაციენტის მდგომარეობა. აღმოჩნდა, რომ დ.კ-სთვის ოპერაცია საერთოდ არ გაუკეთებიათ და ამ დროის განმავლობაში გარდაცვლილი იყო პალატაში. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო პროკურატურამ. ასევე, ოჯახმა მიმართა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, საიდანაც პასუხი დღემდე არ მიუღიათ. ფილტვის თრომბი ლ.ლ-ს განმარტებით, 2018 წლის 14 დეკემბერს ე.ჩ-მ თავი ცუდად იგრძნო, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. პაციენტი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გადაუღეს თირკმლის ექოსკოპია, დაფიქსირდა 9 მმ კენჭი, პაციენტს გაუკეთდა ანალიზები, მორფინი. ტკივილის გაყუჩების შემდეგ იგი საავადმყოფოდან გაწერეს. სახლში მისვლისთანავე პაციენტის მდგომარეობა გახდა კრიტიკული, ვინაიდან პაციენტს ჰქონდა ფილტვის თრომბი, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. მომხდართან დაკავშირებით ე.ჩ-ს ოჯახის წევრებმა 2019 წლის 14 იანვარს მიმართეს პროკურატურას და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, საიდაც პასუხი დღემდე არ მიუღიათ. თირკმლის ოპერაცია - არასწორად ჩასმული კათეტერი მ.ს-ს განმარტებით, 2018 წლის 25 დეკემბერს მისი შვილი ს.კ. გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ერთი კვირის განმავლობაში უტარდებოდა მკურნალობის კურსი, თუმცა, უშედეგოდ. ამის გამო ოჯახი დაინტერესებული იყო პაციენტის სხვა კლინიკაში გადაყვანით, რასაც ეწინააღმდეგებოდა კლინიკის ექიმი. როდესაც პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული გახდა, ექიმის გადაწყვეტილებით, ს.კ. გადაიყვანეს თბილისში. ექიმის გადაწყვეტილებით, ს.კ-ს ჩაუტარდა თირკმლის ოპერაცია, რა დროსაც არასწორად ჩაუსვეს კათეტერი. აღნიშნულის გამო ს.კ-ს მდგომარეობა გახდა კრიტიკული, რამაც საბოლოოდ პაციენტის სიკვდილი გამოიწვია. მომხდართან დაკავშირებით, ს.კ-ს ოჯახის წევრებმა 2019 წლის 19 აპრილს მიმართეს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, საიდანაც პასუხი დღემდე არ მიუღიათ. დაგვიანებული მკურნალობა შ.ი-ს განმარტებით, 2017 წლის 17 მარტს მისი შვილი ა.ბ. მაღალი ტემპერატურის გამო გადაიყვანა საავადმყოფოში, ექიმმა პაციენტს გაუკეთა მხოლოდ სისხლის ანალიზი, რის შემდეგაც შ.ი-ს განუმარტა, რომ ა.ბ-ს მდგომარეობა იყო სტაბილური და შეეძლოთ სახლში დაბრუნებულიყვნენ. სახლში დაბრუნების შემდეგ, ა.ბ-მ თავი ცუდად იგრძნო, გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, საავადმყოფოში ხელახლა გადაყვანის შემდეგ შ.ი-ს ექიმებმა განუმარტეს, რომ ა.ბ-ს გადარჩენა შეუძლებელი იყო, ვინაიდან მკურნალობა დაგვიანებული იყო. 2017 წლის 22 მარტს პაციენტი გარდაიცვალა . ოჯახს არ მიუმართავს პროკურატურისა და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსათვის. ტრავმის შემდეგ არასათანადო მკურნალობა ნ.დ-ს განმარტებით, მისი შვილი, თ.გ. გარდაიცვალა 2017 წლის 13 იანვარს, რისი მიზეზი კურორტ „გოდერძზე” თხილამურებით სრიალისას მიღებული ტრავმა და შემდგომი არასათანადო სამედიცინო მკურნალობა იყო. 2017 წლის 31 იანვარს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ დაიწყო მოკვლევა და დაადგინა პაციენტ თ.გ-ს მკურნალობაში დაშვებული შეცდომები. 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარგლებში შექმნილმა პროფესიული რეგულირების საბჭომ“ ორ ექიმს გაუუქმა სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობებში, ხოლო ერთ ექიმს სამი თვის ვადით შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სპეციალობაში „საოჯახო მედიცინა” და დაევალა სპეციალური რეაბილიტაციის კურსის გავლა თემაზე “პირველადი და გადაუდებელი დახმარება ტრავმული დაზიანებების დროს.” ამასთან, 2017 წლის 13 იანვარს აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება, თუმცა არცერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. არასათანადო სამედიცინო მკურნალობა ა.ფ-ს განმარტებით, მისი ძმა ზ.ფ. გარდაიცვალა 2018 წლის 31 მარტს, რისი მიზეზი არასათანადო სამედიცინო მკურნალობა იყო. 2019 წლის მარტში სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ დაიწყო მოკვლევა და დაადგინა პაციენტ ზ.ფ-ს მკურნალობაში დაშვებული შეცდომები. საბჭოს გადაწყვეტილებით, ერთ ექიმს ერთი თვის ვადით შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება. ამასთან, არცერთი პირის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. რა იკვეთება ზემოაღნიშნული შემთხვევების განხილვის შედეგად? სსიპ “სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ” ზემოაღნიშნული 7 ფაქტიდან მხოლოდ 2 შემთხვევაში მიიღო გადაწყვეტილება. ერთ შემთხვეაში, კერძოდ, ზ.ფ-ს საქმეზე, სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ დაიწყო მოკვლევა და დაადგინა პაციენტის მკურნალობაში დაშვებული შეცდომები. აღნიშნულის შემდეგ ამავე სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე დაისვა პაციენტის მკურნალი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი. საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ექიმს ერთი თვით შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება. ამ ვადის დასრულების შემდეგ იმავე ექიმის შეცდომის გამო დაიღუპა პაციენტი, რომლის ოჯახის წევრმა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ასევე მიმართა საჩივრით. აღნიშნულის გათვალისწინებით, საია მიზანშეწონილად მიიჩნევს მსჯელობას იმაზე, რამდენად არის სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს გამოყენებული სანქცია პრევენციული ღონისძიების შემცველი დარამდენად უსაფრთხოა მომავალი პაციენტებისათვის სახდელდადებული ექიმის მიერ გაწული მკურნალობა. მეორე შემთხვევაში, კერძოდ, თ..-ს საქმეზე, დაიწყო მოკვლევა და გამოკვეთა პაციენტის მკურნალობის პროცესში დაშვებული შეცდომები. ამის შემდეგ ამავე სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე დაისვა პაციენტის მკურნალი სამი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი. საბჭომ მიმართვიდან 15 თვეში მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ორ ექიმს გაუუქმდა სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობებში, ხოლო ერთ ექიმს სამი თვის ვადით შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება. საიას განცხადებით, აღნიშნული მიუთითებს, რომ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში გადაწყვეტილების მიღება ჭიანურდება. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსა და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარგლებში შექმნილი პროფესიული რეგულირების საბჭოს დებულება არ ითვალისწინებს რაიმე კონკრეტულ ვადას, რომლის განმავლობაშიც სავარაუდო სამედიცინო გადაცდომის შესახებ უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული. ასეთ შემთხვევაში კი სააგენტოსა და საბჭოსთვის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოებისთვის, მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით (სზაკ) დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების წესი და ვადა, რომელიც ერთ თვეს შეადგენს. მიუხედავად ამისა, როგორც საია აცხადებს, არც სახელმწიფო საქმიანობის რეგულირების სააგენტო და არც პროფესიული განვითარების საბჭო იცავს სზაკ-ით დადგენილ ვადებს და, ფაქტობრივად, აჭიანურებს მოკვლევისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს. როგორ და რამდენი ექიმი დაისაჯა ბოლო 3 წელში – სტატისტიკა პროკურატურისადმი მიმართვის მიუხედავად, არცერთ შემთხვევაში არ დამდგარა არცერთი ექიმის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რაც, საიას განცხადებით, ამ მიმართულებით საგამოძიებო ორგანოების მუშაობის შესაძლო არაეფექტიანობაზე მიუთითებს. საიას განცხადებით, პროკურატურა ასევე აჭიანურებს პირისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას, რის შედეგად, გარდაცვლილი პაციენტის ახლობლებს ერთმევათ შესაძლებლობა, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს და გამოძიების პროცესში მეტად იყვნენ ჩართულები. ორგანიზაცია აქვე აღნიშნავს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეფექტიანი გამოძიების წარმართვისთვის გონივრული ვადა ამ ეტაპზე გასული არ არის. პრევენციის მიზნებისთვის, საიას განცხადებით, არც რეგულირების სააგენტო და არც პროფესიული განვითარების საბჭო არ სწავლობს სამედიცინო გადაცდომებით დამდგარ ცუდ პრაქტიკას, არ განაზოგადებს მას და არ შეიმუშავებს სავალდებულო რეკომენდაციებს/გაიდლაინებს მსგავსი შეცდომების თავიდან ასაცილებლად. მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ მეან-გინეკოლოგებსა და ნეონატოლოგებს ევალებათ რესერტიფიცირება და თავიანთი კვალიფიკაციის დადასტურება. ეს ვალდებულება სხვა პროფილის ექიმებს არ ეკისრებათ, რაც, საიას შეფასებით, პრობლემაა ექიმთა უწყვეტი კვალიფიციურობის უზრუნველსაყოფის მხრივ. როგორც საია აცხადებს, მართალია, სსიპ სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კანონითა და დებულებით აქვს უფლებამოსილება, გააკონტროლოს სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან როგორც პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი, ისე სამედიცინო დაწესებულებების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულება (სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტები). თუმცა, ზემოთ განხილული შემთხვევების ფონზე, სადავოა აღნიშნული ბერკეტის ეფექტიანობა. საია ხაზგასმით აღნიშნავს არაკვალიფიციური მკურნალობის შედეგად გარდაცვლილი პაციენტების საქმეში სახელმწიფოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობის მნიშვნელობას. ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს ძალისხმევა, რათა არ გაჩნდეს კითხვები სამართალწარმოების ობიექტურად, მიუკერძოებლად და ეფექტიანად წარმართვასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საია მიზანშეწონილად მიიჩნევს: სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ, თავისი კომპეტენციის შესაბამისად, სრულყოფილად და ეფექტიანად უნდა მოახდინოს მოკვლევა და მის ფარგლებში შექმნილმა პროფესიული რეგულირების საბჭომ დამრღვევი ექიმების მიმართ გამოიყენოს პროპორციული და ადეკვატური სანქციები; სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსა და პროფესიული განვითარების საბჭოს დებულებებში შესაბამისად გაიწეროს მოკვლევისა და გადაწყვეტილების მიღების კონკრეტული ვადები. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულებას უნდა დაემატოს საჩივრების საფუძველზე ერთგვაროვანი სამედიცინო გადაცდომების განზოგადებისა და განზოგადების საფუძველზე სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაციების/გაიდლაინების შემუშავების ფუნქცია. ასევე, სააგენტომ უნდა მიაწოდოს სადავოდ გამხდარი სამედიცინო მკურნალობის კვლევისა და შეფასების შედეგები იმ საავადმყოფოს, რომელშიც პაციენტს ხარვეზიანი მკურნალობა გაეწია, რათა შემდგომში კლინიკამ მსგავსი შეცდომა თავიდან აიცილოს. რესერტიფიცირება და კვალიფიკაციის დადასტურება, უწყვეტი სამედიცინო განათლების კონტექსტში, უნდა გახდეს სავალდებულო ყველა პროფილის ექიმისთვის დროის გონივრულ ინტერვალში. კლინიკების მიერ სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი უნდა იყოს რეგულარული და მყისიერი, რაც გულისხმობს სააგენტოს უფლებამოსილებას, შეამოწმოს კლინიკები წინასწარი გაფრთხილებისა და რეგულარული შემოწმებით გათვალისწინებული ვადების ფარგლებს გარეთ. საქართველოს პროკურატურამ უნდა უზრუნველყოს განცხადებაში მითითებული საქმეების სრულყოფილი და დროული გამოძიება. ამასთან, არაკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების შედეგად გარდაცვლილი პაციენტების საქმეებზე, გამოძიების საკითხის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გაავრცელოს ინფორმაცია გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესის გარშემო არსებული დეტალების შესახებ.
31.05
ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/368560/
---
01.06.2019
მედიასაშუალება: https://expressnews.com.ge/?id=84562
დამწვრობის ცენტრში ფსიქო-სოციალური სერვისი ამოქმედდა
ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში ფსიქო-სოციალური სერვისი ამოქმედდა. კლინიკის მცირეწლოვან პაციენტებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და პროექტს ადგილზე გაეცნო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა. პროექტის ფარგლებში, ცენტრში ბავშვზე ორიენტირებული გარემო შეიქმნა. საჭირო ინვენტარით და მასალებით მოეწყო სათამაშო ოთახი. დასაქმდნენ ფსიქოლოგები, რომლებიც დარგის სპეციალისტებთან ერთად, პაციენტებისთვის სამედიცინო პროცედურების დროს სტრესის შემცირებაზე იზრუნებენ. მოამზადებენ ბავშვებსა და მშობლებს მოსალოდნელ სამედიცინო გამოცდილებაზე, უზრუნველყოფენ განმავითარებელ, საგანმანათლებლო და თერაპიულ ინტერვენციებს. თამაშის საშუალებით, სპეციალისტები დაეხმარებიან პატარა პაციენტებს ზრდა-განვითარებაში და ასწავლიან სტრესთან გამკლავების მეთოდებს. ამისთვის ფსიქოლოგებმა შესაბამისი სწავლება 6 თვის განმავლობაში გაიარეს და ამ მიმართულებით არსებული გამოცდილება ამერიკელი კოლეგებისგან გაიზიარეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მომზადდა ქართულენოვანი გაიდლაინიც. სამომავლოდ, პროექტი სხვა ბავშვთა განყოფილების მქონე კლინიკებშიც დაინერგება. პროექტი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში ფონდ - „Standish Foundation for Children“-ის მხარდაჭერით განხორციელდა.
პია.ჯი- https://pia.ge/post/264708-damwvrobis-centrsi-fsiqo-socialuri-servisi-amoqmedda
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/549529-damcvrobis-centrshi-psiko-socialuri-servisi-amokmedda/
---
31.05.2019
დავით სერგეენკო: ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს პრივატიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ არანაირი გეგმები არ გვაქვს და არც გვქონია
„ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს პრივატიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ არანაირი გეგმები არ გვაქვს და არც გვქონია.“ – განაცხადა საქართველოს ოკუპირებუილი ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მინისტრის განმარტებით, საქართველოს მასშტაბით უნდა შეიქმნას რამდენიმე სანიმუშო კლინიკა, რომლებიც ჩაერთვებიან ქსელურ მართვაში და შეამცირებენ არაპირდაპირ ხარჯებს. ამისთვის მიმდინარეობს მუშაობა. „ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმების და ექთნების მშვენიერი გუნდი ამჟამად ძველ ინფრასტრუქტურაში მუშაობს. აჭარის მთავრობამ მათ გამოუნახა თანხები და იქვე იგივე ტერიტორიაზე აუშენა ახალი ინფრასტრუქტურა. სამედიცინო პერსონალი ძველი შენობიდან უნდა გადავიდეს ახალში და განაგრძოს საქმიანობა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთ და საქართველოს მასშტაბით შევქმნათ რამდენიმე სანიმუშო კლინიკა, ვამუშავებთ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, დროებით ქსელურ მართვაში ჩავრთოთ კლინკები, რომ შევამციროთ არაპირდაპირი ხარჯები.“ – განაცხადა განაცხადა მინისტრმა დავიუთ სერგეენკომ. დავით სერგეენკოს თქმით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვასთან დაკავშირებით ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები დონორ ორგანიზაციებთან თანხების მობილიზების კუთხით. „აღჭურვასთან დაკავშირებით ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები დონორებთან, რათა ვნახოთ რა თანხის მიღება იქნება შესაძლებელი მათი მხრიდან, რა თანხა დააწვება დარჩენილი ტვირთად ბიუჯეტს. ამასთან ერთად, ჩვენ ვაკეთებთ აღჭურვილობის ჩამონათვალის ძალიან დეტალურ ანალიზს. ჩვენ გვინდოდა ერთიანი ხარისხის თამასის კონცეფციაში მოგვექცია ეს ყველაფერი. თუ ეს ფაქტი მათ ძაბავთ, განკარგონ და განავითარონ ეს კლინიკა ისე, როგორც ჩათვლიან საჭიროდ.“ – განაცხადა მინისტრმა დავიუთ სერგეენკომ.
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=84535
---
31.05.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/davith-sergeenko-parlamentshi-interpelatsiis-tsesith-tsardga/
დავით სერგეენკო პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარდგა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარდგა. ინტერპელაციის ძირითადი საკითხები მიზნობრივი სოციალური დახმარების განაწილების პრინციპის სამართლიანობასა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკების კონტროლსა და მათთვის გამოყოფილი თანხების მიზნობრიობას შეეხებოდა. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. დეპუტატების კითხვაზე, თუ რამდენად სამართლიანი პრინციპით ნაწილდება სოციალური დახმარება სამიზნე ჯგუფებზე, დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული მეთოდოლოგია ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას. „ჩვენ ვცდილობთ, მიზნობრივი სოციალური დახმარების მოდელი შეესაბამებოდეს შემდეგ ძირითად პრინციპებს: სისტემა უნდა იყოს სამართლიანი; უნდა იყოს გასაგები და აღქმადი; უნდა ემსახურებოდის არსებული პრობლემების აღმოფხვრას. მეთოდოლოგიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა 2015 წელს, როდესაც შეფასების კრიტერიუმები 80-დან 50-მდე შემცირდა. თუ წარსულში ოჯახის შესახებ მონაცემების მოპოვება სრულად ხორციელდებოდა სოციალური აგენტების მიერ და მათ ჰქონდათ სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების საშუალება, ცვლილების შედეგად სოციალურ აგენტს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა პრაქტიკულად აღარ აქვს, რამდენადაც მონაცემთა მოპოვება და გადამუშავება ხდება ელექტრონული ბაზების საშუალებით“-განაცხადა დავით სერგეენკომ. ჯანდაცვის მინისტრმა ასევე, ყურადღება გაამახვილა სოციალური დახმარების განაწილებაზეც და აღნიშნა, რომ წარსულში ოჯახის ყველა წევრი იღებდა თანაბარ შემწეობას, დღეს კი სისტემა პრიორიტეტს ანიჭებს ოჯახის იმ წევრებს, რომლებსაც დახმარება ყველაზე მეტად ესაჭიროებათ, განსაკუთრებით კი, ბავშვებს, რომელთა ფულადი შემწეობა 2019 წელს გახუთმაგდა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკების კონტროლისა და ხარჯების მიზნობრივი მართვის შესახებ დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვა ეფუძნება პრეცედენტულ მოდელს, რომელიც ითვალისწინებს კონტროლის რამდენიმე ეტაპს, როგორიცაა შემთხვევის შესახებ შეტყობინებების მიღება, მონიტორინგი, ინსპექტირება, კონტროლი და ხარისხის რევიზია. მინისტრმა დეპუტეტებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია კონტროლის სხვადასხვა ეტაპზე აღმოჩენილი ფინანსური დარღვევის, მათზე რეაგირებისა და აღნიშნული თანხების ბიუჯეტში აღდგენის შესახებ.
პია.ჯი- https://pia.ge/post/264649-davit-sergeenko-parlamentsi-interpelaciis-wesit-wardga
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=84542
ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/368505/
---
31.05.2019
დავით სერგეენკო - ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების კონტროლს რამდენიმე ეტაპზე ახორციელებს
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების კონტროლს რამდენიმე ეტაპზე ახორციელებს. ამის შესახებ მან პლენალურ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც კერძო სამედიცინო დაწესებულებებში დაზღვევის თანხების ეფექტურ ათვისებასა და ამ მიმართულებით კონტროლის საკითხს შეეხებოდა. „გამოყენებულია ასეთი პრეცენდენტული მოდელი, რომელიც რამდენიმე ეტაპზე ახორციელებს ამ კონტროლს და კონტროლი თავისთავად შედგება შემთხვევის შესახებ შეტყობინებებისგან, რომელსაც თავისი ფორმა აქვს და თუ ამ ფორმით არ ექნება მოწოდებული, ითვლება, რომ არ არის შესრულებული. ასევეა, მონიტორინგი, ინსპექტირება, ხარისხის რევიზია. საყოველთაო ჯანდაცვის დაწყებიდან, 2013 წლიდან 2018 წლის ბოლომდე გვაქვს მონაცემები დაზუსტებული. სამედიცინო შემთხვევის მონიტორინგის შედეგად დაკავებულმა თანხამ, იგივე არასწორად მოთხოვნილმა თანხამ - შეადგინა თითქმის 68 მილიონი ლარი, კონტროლის ეტაპზე გამოვლენილი დარღვევების გამო ბიუჯეტში აღდგენილი თანხის რაოდენობა - 70 მილიონ ლარზე მეტია, სამედიცინო საქმიანობის ხარისხის რევიზიის ეტაპზე გამოვლენილი გადაცდომების გამო ბიუჯეტში აღდგენილი თანხების ოდენობა - 2 მილიონ ლარზე მეტია“, -აღნიშნა დავით სერგეენკომ. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს უსმენენ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ სამედიცინო დაზღვევის თანხების ათვისებასთან და მის კონტროლთან დაკავშირებითაც დასვა კითხვა. „სამედიცინო დაწესებულებებში, როდესაც პაციენტები მოხვდებიან ხოლმე, არსებობს გარკვეული წუხილი იმასთან დაკავშირებითაც, რომ აქ შეიძლება იხარჯებოდეს იმაზე მეტი თანხა გარკვეული მანიპულაციების შედეგად, ვიდრე არის კონკრეტული საჭიროება. რამდენად ეფექტიანად ხდება კერძო დაწესებულებებში დაზღვევის თანხების ათვისება და რამდენად ეფეტურია ჩვენი კონტროლი თანხის ხარჯვაზე ამ მიმართებით?“ - მიმართა დავით სერგეენკოს მამუკა მდინარაძემ.
---
31.05.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/475384
დავით სერგეენკო: არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეს არასწორად ეხსნება და, შესაბამისად, არასწორად ენიშნება სოციალური დახმარება
ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას სოციალური დახმარების მინიჭების საკითხზე ისაუბრა. როგორც მან განმარტა, აბსოლუტური სიზუსტით ვერცერთი სისტემა მოქმედებს, მათ შორის, ვერც სოციალური დახმარების მინიჭებისა; ამიტომ არის შემთხვევები, როდესაც არასწორად ეხსნება ან ენიშნება მოქალაქეს დახმარება. „აბსოლუტური სიზუსტით ვერცერთი სისტემა მოქმედებს, მათ შორის, ვერც სოციალური დახმარების მინიჭებისა. ასე, რომ არის შემთხვევები, როდესაც არასწორად ეხსნება და, შესაბამისად, არასწორად ენიშნება სოციალური დახმარება. ამის პროცენტიც იზომებოდა წლების განმავლობაში და 2015-2016 წლებში, ცვლილებების გატარებამდე, ეს იყო 5,1% და ახლა შემცირდა 2,7%-მდე, თუმცა ესეც საკმაოდ დიდი ცდომილებაა. ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე ასეულ ადამიანს შესაძლოა, არასწორად მოეხსნას და იმავე რაოდენობას არასწორად დაენიშნოს სოციალური დახმარება. სოციალური დახმარების მინიჭების არსებული მეთოდოლოგიის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა რთულად გასაგები ფორმულაა, ამიტომ მიღებული გადაწყვეტილებების ახსნა მოსახლეობისთვის რთულია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
---
31.05.2019
დავით სერგეენკოს განმარტებით, ერთ-ერთ პრობლემად რჩება, რომ სოციალური დახმარების მინიჭების ან მოხსნის გადაწყვეტილება, მოსახლეობისთვის ზოგჯერ გაუგებარია
ერთ-ერთ პრობლემად რჩება, რომ სოციალური დახმარების მინიჭების ან მოხსნის გადაწყვეტილება, არც თუ ისე იშვიათად, მოსახლეობისთვის არის გაუგებარი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა სოციალურ დახმარებებზე საუბრისას პარლამენტში განაცხადა, სადაც მას დეპუტატები ინტერპელაციის წესით უსმენენ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სოციალური დახმარებების მინიჭების სისტემა სამართლიანი, გასაგები და საზოგადოებისთვის აღქმადი უნდა იყოს. „ჩვენთან არსებული სისტემა, რაიმე სახით უპრეცედენტო არ არის. ჩვენ მრავალი ქვეყნის გამოცდილება გვაქვს შესწავლილი და ვცდილობთ, რომ შევიტანოთ ის ცვლილებები, რომლებიც იქნება მიმართული მიზნობრივი სოციალური დახმარების მთავარი მახასიათებლებისაკენ, როგორიცაა: სისტემა უნდა იყოს სამართლიანი, სისტემა უნდა იყოს გასაგები და აღქმადი საზოგადოებისათვისთვის. ასევე, უნდა იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ მიმართული იყოს მაქსიმალურად იმ საჭიროებების აღმოსაფხვრელად, ვისაც ყველაზე უფრო მეტად სჭირდება, სამართლიანად უნდა იყოს გადანაწილებული. ჩვენ შემთხვევაში, არსებულ სოციალური დახმარების სისტემა, რა თქმა უნდა, იყენებს თვლად ელემენტებს, მაგრამ ეს თვლადი ელემენტები თავიდან იყო ბევრი, ჩვენ ვეცადეთ, რომ შეგვემცირებინა, რადგან ერთ-ერთ პრობლემად რჩება ის, რომ მინიჭების ან მოხსნის გადაწყვეტილება არც თუ ისე იშვიათად, მოსახლეობისთვის არის გაუგებარი“, - განაცხადა მინისტრმა. მან ასევე იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რაც სოციალური დახმარების მინიჭების მეთოდოლოგიაში შეიცვალა. „მეთოდოლოგიაში, კონკრეტულ ოჯახზე მონაცემების მოპოვება ხდებოდა მთლიანად სოციალური აგენტის მიერ და მათ ჰქონდათ საკმაოდ ფართე, პოტენციური ველი სუბიექტური გადაწყვეტილებების მისაღებად. არსებულ მეთოდოლოგიაში, სუბიექტური გადაწვეტილების უფლებამოსილება, სოციალურ აგენტს, პრაქტიკულად აღარ აქვს, იმიტომ რომ მონაცემთა მოპოვება და გადამოწმება უკვე ხდება ელექტრონულ მონაცმეთა ბაზის საშუალებით, როგორიცაა შემოსავლების სამსახური, საჯარო რეესტრი, შსს, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გამანაწილებელი კომპანიები და ა.შ. ცვლილებამდე მეთოდოლოგიაში, ოჯახის ყველა წევრი ინდივიდუალური საჭიროებების მიუხედავად იღებდა ერთნაირ სოციალურ დახმარებას. ახლა ეს შეცვლილია და არის იმაზე ორიენტირებული, უფრო მეტად ვისაც სჭირდება, ის უფრო მეტ სოციალურ დახმარებას მიიღებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო, საკუთრივ სისტემის მოქმედების ცდომილებაა. აბსოლუტური სიზუსტით ვერც ერთი სისტემა ვერ მოქმედებს, მათ შორის სოციალური დახმარების მინიჭების სისტემა. ასე რომ, არის შემთხვევები, როდესაც არასწორად ეხსნებათ ან არასწორად ენიშნებათ სოციალური დამხმარებები“, - განაცხადა სერგეენკომ.
---
31.05.2019
მედიასაშუალება: https://news.ge/2019/05/31/tu-prevenciul-jandacvaze-ar-gadavedit/
თუ პრევენციულ ჯანდაცვაზე არ გადავედით, შედეგები არ გვექნება – ჭიაბერაშვილი სერგეენკოს მიმართავს
თუ პრევენციულ ჯანდაცვაზე არ გადავედით, შედეგები არ გვექნება – ასე მიმართა ჯანდაცვის მინისტრს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა. მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემაში არსებული პროგრამები ვერ პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არ ფინანსდება პრეპარატები, რაც მოსახლეობას ყველაზე ძვირი უჯდება. ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ვერც მოხდება პრეპარატების დაფინანსება, რადგან ეს უწყების ბიუჯეტში გადახარჯვას გამოიწვევს. „მიუხედავად იმისა, რომ 7 წლის მანძილზე სამჯერ გაიზარდა ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, ამან არ შეამცირა ჩვენი მოქალაქეებისთვის კატასტროფული ხარჯები. პირიქით, თუ შეადარებთ 2013–2014 წლის მონაცემებს, მათ დანახარჯი კატასტროფულად გაეზარდათ იმიტომ, რომ საყოველთაო ჯანდაცვა მედიკამენტს არ ფარავს, სწორედ მედიკამენტი არის ძალიან დიდი ტვირთი მოქალაქეებისთვის. “რასაც ბატონმა დავითმა უპასუხა ქრონიკული მედიკამენტების პროგრამით, იმ ფონზე როგორც არის მედიკამენტების ფასი გაზრდილი, ნაკლებ სავარაუდოა რომ ამ ცალკე არსებულმა პროგრამამ უპასუხოს რაც ქვეყანაში ხდება. გამოსავალი იქნებოდა მედიკამენტი ჩავრთოთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში,ოღონდ ამას ვერ აკეთებს ბატონი დავითი, რადგან შეუძლებელი იქნება დღევანდელი სისტემით ხარჯების ყაირათიანი ხარჯვა.ჩვენ თუ პრევენციულ ჯანდაცვაზე არ გადავედით შედეგები არ გვექნება,“-განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
---
31.05.2019
"მედიკამენტი არის ძალიან დიდი ტვირთი მოქალაქეებისთვის... თუ პრევენციულ ჯანდაცვაზე არ გადავედით, შედეგები არ გვექნება"- ჭიაბერაშვილი
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემაში არსებული პროგრამები ვერ პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს. მისი თქმით, თუ პრევენციულ ჯანდაცვაზე არ გადავედით, შედეგები არ გვექნება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არ ფინანსდება პრეპარატები, რაც მოსახლეობას ყველაზე ძვირი უჯდება. „მიუხედავად იმისა, რომ 7 წლის მანძილზე სამჯერ გაიზარდა ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, ამან არ შეამცირა ჩვენი მოქალაქეებისთვის კატასტროფული ხარჯები. პირიქით, თუ შეადარებთ 2013–2014 წლის მონაცემებს, მათ კატასტროფული დანახარჯი გაეზარდათ იმიტომ, რომ საყოველთაო ჯანდაცვა მედიკამენტს არ ფარავს, სწორედ მედიკამენტი არის ძალიან დიდი ტვირთი მოქალაქეებისთვის. რასაც ბატონმა დავითმა უპასუხა ქრონიკული მედიკამენტების პროგრამით, იმ ფონზე როგორც არის მედიკამენტების ფასი გაზრდილი, ნაკლებ სავარაუდოა რომ ამ ცალკე არსებულმა პროგრამამ უპასუხოს რაც ქვეყანაში ხდება. გამოსავალი იქნებოდა მედიკამენტი ჩავრთოთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში,ოღონდ ამას ვერ აკეთებს ბატონი დავითი, რადგან შეუძლებელი იქნება დღევანდელი სისტემით ხარჯების ყაირათიანი ხარჯვა.ჩვენ თუ პრევენციულ ჯანდაცვაზე არ გადავედით შედეგები არ გვექნება,“-განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
---
31.05.2019
ბექა ნაცვლიშვილი - სახელმწიფო ვერც საყოველთაო ჯანდაცვას უზრუნველყოფს, რომელიც ფარსია და ვერ განათლებას
საფინანსო რეგულაციით თქვენ ახლა წაართვით ადამიანებს სესხის აღების უფლება განსაკუთრებით ისეთ რამეზე, როგორიც არის ჯანდაცვა, განათლება, რადგან სახელმწიფო ვერც საყოველთაო ჯანდაცვას უზრუნველყოფს, რომელიც ფარსია და ვერ განათლებას, - ასე მიმართა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით არის დაბარებული. ნაცვლიშვილის შეფასებით, საბანკო რეგულაციების ახლა დაწესება მთავრობის მხრიდან არაგონივრულია. „საფინანსო სექტორიას რეგულაციები თქვენ რომ 2012 წელს გაგეკეთებინათ, ეს იქნებოდა გონივრული. ახლა, როცა მთელი ქონება ბანკების ხელში გადავიდა, თქვენ ამ რეგულაციებს შემოიღებთ თუ არა, დამერწმუნეთ, არანაირი აზრი არ აქვს. მაგრამ ამ რეგულაციით თქვენ ახლა წაართვით ადამიანებს სესხის აღების უფლება განსაკუთრებით ისეთ რამეზე, როგორიც არის ჯანდაცვა, განათლება იმიტომ, რომ სახელმწიფო ვერც საყოველთაო ჯანდაცვას უზრუნველყოფს, რომელიც ფარსია და ვერ განათლებას. ეს ადამიანები უკვე მოკლებულები არიან შესაძლებლობას შვილებისთვის ჯანდაცვა და განათლება სრულფასოვნად დააფინანსონ, რადგან ხშირ შემთხვევაში ამისთვის სესხს იღებდნენ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა. დეპუტატი ასევე დაინტერესდა, რას აკეთებს მთავრობა იმისთვის, რომ ჭიათურაში რამდენიმე დღის წინ განვითარებული მოვლენები აღარ განმეორდეს. „ჭიათურა რაღაც „ფინტექ ორგანიზაცია“ კი არ არის, ეს არის სამთო მომპოვებელი სფერო. მადანი ეკუთვნის საქართველოს ყველა მოქალაქეს; ეს არის საქართველოს სიმდიდრე. აქედან გამომდინარე, მაინტერესებს, როგორ აგრძელებთ ჭიათურლებთან და ჭიათურასთან ურთიერთობას, რას გამოასწორებთ, რომ ასეთი კატასტროფის წინაშე ჭიათურა აღარ დადგეს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/beqa-nacvlishvili-saxelmwifo-verc-sayoveltao-djandacvas-uzrunvelyofs-romelic-farsia-da-ver-ganatlebas
---
31.05.2019
ბექა ნაცვლიშვილი დავით სერგეენკოს - მოგიწოდებთ, რომ პასუხი გაგვცეთ, როდის და რა ვადებში შესრულდება მთლიანად სოციალური მუშაკების მოთხოვნები
კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ მობრძანდეთ და პასუხი გაგვცეთ, როდის და რა ვადებში შესრულდება მთლიანად სოციალური მუშაკების მოთხოვნები,- ასე მიმართა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეეენკოს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით არის დაბარებული. ბექა ნაცვლიშვილი ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებს მოუწოდებს, პარლამენტში მივიდნენ და პასუხი გასცენ შეკითხვებს სოცმუშაკების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით. „როდესაც თქვენი მოადგილე, ქალბატონი თამილა იყო პარლამენტში მოსული, მან პირობა მოგვცა, რომ თქვენ და ფინანსთა მინისტრი გამოცხადდებოდით პარლამენტში და გაგვცემდით პასუხებს კონკრეტულად ვადებთან დაკავშირებით, ის მოთხოვნები, რაც იქნა დაყენებული რა ვადებში შესრულდებოდა. ეს სამწუხაროდ ვერ მოხერხდა, ჩვენ დღესაც ვითხოვთ, რომ თქვენ და ფინანსთა მინისტრი მობრძანდეთ, რადგან ეს საბიუჯეტო თანხების აკუმულირებას, მოზიდვას მოითხოვდა. მე როგორც ვიცი, ის მდგომარეობა ძირეულად არ არის შეცვლილი, შეიძლება თბილისში მანქანები დაემატა, მაგრამ ამ თვალსაზრისით რეგიონებში ისევ პრობლემაა, ხელფასებთან დაკავშირებით დღესაც არ მიგვიღია პასუხი. პარლამენტმა მაშინ განგვიცხადა, რომ ჩვენ ვიქნებოდით ამ პროცესში წამყვანი გარკვეული თვალსაზრისით, მაგრამ სამწუხაროდ, იგნორირებული იყო ჩვენი შეთავაზება, ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ მობრძანდეთ და პასუხი გაგვცეთ, სოციალურ მუშაკებთან და მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით, როდის და რა ვადებში შესრულდება მთლიანად მათი მოთხოვნები,“-განაცხადა ნაცვლიშვილმა. იგი სოციალურ პოლიტიკასაც შეეხო და განაცხადა, რომ მინისტრი კომფორტულ მდგომარეობაშია და ძირითადი დარტყმა მიდის სოციალურ აგენტებზე. „რაც შეეხება სოციალურ დახმარებას, თქვენ ძალიან კომფორტულ მდგომარეობაში ხართ, ეს შეიძლება თქვენს მიერ განზრახ არ არის გაკეთებული, მაგრამ ძირითადი დარტყმა მიდის სოციალურ აგენტებზე. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს რეალურად სრულფასოვანი სოციალური პოლიტიკა არ გააჩნია, თქვენვე აღიარეთ, რომ სოციალური პოლიტიკა არა ადამიანის განვითარებაზე, არამედ მის ფიზიკურ გადარჩენაზეა ორიენტირებული, ამ თვალსაზრისითაც ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ არიან სოციალური აგენტები,“-განაცხადა ნაცვლიშვილმა.
---
31.05.2019
მედიასაშუალება: https://news.ge/2019/05/31/ixarjeba-jandacvashi-dzalian-didi-fuli/
იხარჯება ჯანდაცვაში ძალიან დიდი ფული და მისი უკუგება, მისი შედეგი არის ნაკლები
„იხარჯება ჯანდაცვაში ძალიან დიდი ფული და მისი უკუგება, მისი შედეგი არის ნაკლები,“ – ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტში დავით სერგეენკოს მისამართით გააკეთა. ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ. დავით სერგეენკო ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ სოციალური დახმარებების განაწილებისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ხარჯების მიზნობრიობის საკითხთან დაკავშირებით მიიწვია. რომან გოცირიძის შეფასებით, ჯანდაცვის მიმართულებით საკმაოდ დიდი თანხები მიდის, თუმცა, შედეგი არ ჩანს. „საკითხი, რაც ახლა დაისვა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი მხარე ჯანდაცვის სისტემის მუშაობისა და მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ყველაზე დიდი ხარვეზი. ვინაიდან დღეს ჯანდაცვაზე იხარჯება, თითქმის, 1.1 მეათედი მილიარდი ლარი, დიდი ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვის სახით და ფაქტობრივად, ამ თანხის გაკონტროლება იმ მექანიზმებით, რა მექანიზმებიც დღეს არსებობს ქვეყანაში შეუძლებელია. რომ გააორმაგოთ ეს თქვენი სამსახურები, რომლებიც მონიტორინგს ეწევიან და რევიზორებითაც რომ გაავსოთ სამინისტრო, ვერასდროს ამ მექანიზმებით თქვენ ვერ მიაღწევთ დახარჯული თანხების ხარისხიან უკუგებას. იხარჯება ჯანდაცვაში ძალიან დიდი ფული და მისი უკუგება, მისი შედეგი არის ნაკლები,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ. რომან გოცირიძემ ასევე გამოყო ფსიქიატრიის მიმართულებით ჯანდაცვის უწყების არაქმედითუნარიანობა. „სამი წელი ერთი თეთრითაც არ გაგიზრდიათ ბიუჯეტი, ეს იყო სამარცხვინო ისტორია საქართველოს მთავრობის მუშაობაში. მას შემდეგ, რაც ლარი გაუფასურდა, კომუნალური ხარჯები გაიზარდა, ყველა მედიკამენტი იმპორტულია, საერთოდ ეს დარგი იმპორტულია, გარდა ხელფასებისა, ყველაფერი შემოდის, რა თქმა უნდა, ეს ზრდა არ ასახავს ადეკვატურად იმ ხარისხის მატებას, რასაც შეიძლება ერთი შეხედვით, ეს მზარდი ციფრები გვაჩვენებდეს, თანაც ეს განხორციელდა მას შემდეგ, რაც სამწლიანი მორატორიუმი გქონდათ გამოცხადებული ამ სფეროზე, დაიხურა რამდენიმე კერძო კლინიკაში არსებული ფსიქიატრიული საავადმყოფოები და ფაქტობრივად, ეს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი და უფრო ჰუმანური ფსიქიატრიული სერვისების მიწოდების პროცესი საქართველოში შეფერხდა იმ მექანიზმების გამო, რომელიც თქვენ, სამწუხაროდ, იყო და გააფუჭეთ ან ვერ დანერგეთ ან ვერ გააუმჯობესეთ, ამიტომ, მომავალ ბიუჯეტში მიანც გაითვალისწინეთ ამ დარგის საჭიროებები,“ – განაცხადა გოცირიძემ.
---
31.05.2019
გოგიჩაიშვილმა პარლამენტის დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა
დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ დავით სერგეენკო დღეს პარლამენტში იმიტომ მოიწვია, რომ პრემიერის დრო შემჭიდროებულიყო. „მე ვფიქრობ, რომ დავით სერგეენკოსადმი ჩვენი ძალიან დიდი პატივისცემის მიუხედავად, მისი დღევანდელი გამოსვლა არ არის რელევანტური. არ არის საზოგადოებაში დაკვეთა, რომ მას მოუსმინონ. დღეს არის საზოგადოებაში დაკვეთა, რომ მოუსმინონ პრემიერ-მინისტრს არა მარტო იმ საკითხებზე, რომელისთვისაც ის არის ინტერპელაციაზე დაბარებული, არამედ იმ მწვავე საკითხებზეც, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში განვითარდა. დიდი იმედი მაქვს, რომ გაბედავს პრემიერი სხვა კითხვებზე პასუხის გაცემას და გააგრძელებს დროს,“ - განაცხადა დავითაშვილმა. საქართველოს პარლამენტში დღეს ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას მოუსმენენ. მამუკა ბახტაძე პარლამენტში „ევროპულმა საქართველომ“ მიიწვია. არსებული ინფორმაციით, კითხვები ძირითადად საბანკო რეგულაციებს ეხება. დაგეგმილი ასევე ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს გამოსვლა, რომელიც პარლამენტში ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ სოციალურ საკითხებზე სასაუბროდ მიიწვია. ინტერპელაციის წესით, კითხვის ადრესატი როგორც წესი, პარლამენტში ყოველი მორიგი სესიის განმავლობაში ორჯერ წარდგება. კერძოდ, მარტის, მაისის, სექტემბრისა და ნოემბრისთვის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს და იმ კითხვებს უპასუხებს, რომლებიც მას აღნიშნულ დრომდე არაუგვიანეს 10 დღის ვადაში გადაეცა. პროექტის თანახმად, კითხვის ავტორს უფლება ექნება, კითხვა ნებისმიერ დროს გამოითხოვოს, თუმცა ამ შემთხვევაში, ადრესატი პარლამენტის წინაშე აღარ წარდგება. რაც შეეხება პროცედურას, ცვლილებებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაპირველად კითხვის ავტორს 10 წუთი გამოეყოფა, ხოლო შემდეგ, ადრესატს – 20 წუთი, რაც შეიძლება 10 წუთით გახანგრძლივდეს. აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ, დებატები გაიმართება.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/549319-levan-gogichaishvili-imis-gamo-rom-premieris-dro-shemchidroebuliqo-kartulma-ocnebam-davit-sergeenko-moicvia
---
31.05.2019
ბათუმში დასაქმების ფორუმი ჩატარდა
ბათუმში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი გაიმართა. სამუშაოს მაძიებლებს 60-მდე დამსაქმებელმა 2000-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა. სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, სამშენებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმის, წარმოების, დისტრიბუციისა და ენერგეტიკის სფეროებიდან იყო წარმოდგენილი. ფორუმი უმუშევრობის დონის შემცირების ეფექტური ინსტრუმენტია, რაზეც დასაქმების სტატისტიკის შედეგების მზარდი ტენდენცია მეტყველებს. მის მიზანს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსის აღმოფხვრა წარმოადგენს. დასაქმების ფორუმის მიმდინარეობისას სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები, ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად უკავშირდებიან ერთმანეთს. ბათუმის დასაქმების ფორუმი სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ გახსნა. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა ფორუმის მიმდინარეობისას, სამუშაოს მაძიებლებსა და მოწვეულ სტუმრებს დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ბათუმის დასაქმების ფორუმში, შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები და პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ. დასაქმების ფორუმები კურსდამთავრებულებს ახლადათვისებული პროფესიული უნარებითა და ცოდნით სწრაფად დასაქმების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს. მიმდინარე წელს, მასშტაბური დასაქმების ფორუმი აღმოსავლეთ საქართველოშიც გაიმართება, მას შემდეგ რაც პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მეორე ეტაპი დასრულდება.
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/index.php?id=84529&fbclid=IwAR3PJjFOg0QRvZunDB-EJsM-yg9A7U4yA5yb4oFgVh3WfSq4NKBpG3WrInQ
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/549426-batumshi-dasakmebis-porumi-chatarda/?fbclid=IwAR1sTj6zEKHlYsR8PZN79Du8jH4y1C1QvNrxn6xBFCcd5l37qDZEZtUcUsM
კვირა.ჯი- http://kvira.ge/475472
კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/batumshi-dasaqmebis-forumi-chatarda?fbclid=IwAR3_Fai_BM0RDfkbAex2KELO27GZ7cEzqX7MIxn_3vMX961kcdaiTunfbF0
---
31.05.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/549424-dimitri-xundaze-sakartveloshi-700-000-ze-meti-pensioneria-saxezea-eris-aktiuri-dabereba/
დიმიტრი ხუნდაძე - საქართველოში 700 000-ზე მეტი პენსიონერია. სახეზეა ერის აქტიური დაბერება
საქართველოში 700 000-ზე მეტი ხანდაზმული ანუ ასაკით პენსიონერია. სახეზეა ერის აქტიური დაბერება, - ამის შესახებ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ჯანდაცვის მინისტრს ინტერპელაციის წესით მოუსმინეს. მისი თქმით, ამ რეალობაში საპენსიო რეფორმა აუცილებელი იყო. „საქართველოში 700 000-ზე მეტი ხანდაზმული ანუ ასაკით პენსიონერია. ამას ვერ დავაბრალებთ ვერც დღევანდელ და ვერც ყოფილ ხელისუფლებას. ეს არის დემოგრაფიული წარსულის შედეგი. ეს არ არის ნეგატივი, მაგრამ სახეზეა ერის აქტიური დაბერება. საბიუჯეტო რისკებთან ერთად, სხვა რისკებიც შეიძლება იქნას, თუ პოლიტიკა სწორად არ დაიგეგმა. ვფიქრობ, ამ რეალობაში საპენსიო რეფორმა იყო აუცილებელი,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. მისი განცხადებით, წინა ხელისუფლების პერიოდში, სოციალურად დაუცველთა რაოდენობას საარჩევნოდ ზრდიდნენ, არჩევნების შემდეგ კი - ამცირებდნენ. „არაერთხელ მითხოვია, სოციალური თემატიკა არ გავხადოთ პოლიტიკური ვაჭრობის საგანი, მაგრამ სამწუხაროდ, ამას ვერ მივაღწიე. წარსულიც ასეთი იყო. სოციალურად დაუცველთა რაოდენობრივი ზრდა პირდაპირ კავშირში იყო საარჩევნო კალენდართან. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე რიცხოვნობის მატება ხდებოდა და არჩევნების შემდეგ, სულ 2-3 თვე იყო საკმარისი იმისათვის, რომ ეს რიცხვი საწყის რაოდენობას დაბრუნებოდა. ანუ ეხსნებოდათ სოციალური დაუცველის სტატური და შესაბამისად, შემწეობებიც,“ - განაცხადა ხუნდაძემ.
---
31.05.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/xvalidan-axali-valdebulebis-sheusruleblobis-gamo-tambaqos-biznesi-dadjarimdeba
ახალი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო,ხვალიდან თამბაქოს ბიზნესი დაჯარიმდება
დღეიდან, 31 მაისიდან თამბაქოს ბიზნესისთვის ახალი ვალდებულება ამოქმედდება. 31 მაისიდან სავალდებულო ხდება, რომ თუთუნის, ელექტრო სიგარეტის ან სხვა ნებისმიერი სახის თამბაქოს პროდუქტის სარეალიზაციოდ გატანამდე, 3 თვით ადრე მწარმოებელმა ჯანდაცვის სამინისტროში უნდა წარადგინოს ყველა ინფორმაცია ამ თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობის და მისი ქიმიური დანამატების შესახებ. მსგავსი ინფორმაციის წარდგენა ქვეყანაში შემოსულ ყოველ პარტიაზე სავალდებულო იქნება. თუ მეწარმე ამ მოთხოვნას არ შეასრულებს ან არასრულად წარადგენს ინფორმაციას, კანონით საჯარიმო სანქციაა გათვალისწინებული. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობა (მათ შორის, გამოფრქვეული ნივთიერებების რაოდენობის ან მათი სხვა პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში) და თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების (კერძოდ, ინგრედიენტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და წონის) თაობაზე ინფორმაციის წარუდგენლობა (მათ შორის, ინგრედიენტების რაოდენობის ან მათი სხვა პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში) − მწარმოებლის 5 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
ინფორუსთავი.ჯი- https://inforustavi.ge/?m=31&news_id=10209
---
ბეჭდვითი მედია
03.06.2019
მედიასაშუალება: ახალი თაობა
7 სიცოცხლე, რომელებიც შესაძლო არაკვალიფიციურობას ემსხვერპლა
საია-ს აჭარის ფილიალი 2017 წლიდან რეგულარულად განიხილავდა სავარაუდო არაკვალიფიციური სამედიცინო დახმარების შედეგად გარდაცვლილი პაციენტების საქმეებს, რომლებშიც არაეფექტიანი გამოძიების პრობლემა იკვეთებოდა. 7 გარდაცვლილი პაციენტის საქმე და ფაქტობრივი გარემოებები _ ჯ.ჩს განმარტებით, მისი მეუღლე ნ.ჩ. იყო ორსულად, მუცლის არეში ტკივილების გამო ექიმთან კონსულტაციაზე წაიყვანა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა გადაწყვიტა, ნ.ჩსთვის გაეკეთებინა საკეისრო კვეთა. ოპერაციული ჩარევის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ აუცილებელი გახდა მისი გადაყვანა თურქეთის რესპუბლიკაში. თურქეთის კლინიკაში ჩატარებული ანალიზებით დადგინდა, რომ საქართველოში განხორციელებულმა არასწორმა სამედიცინო ჩარევებმა გამოიწვია პაციენტის კრიტიკული მდგომარეობა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით ნ.ჩს ოჯახის წევრებმა მიმართეს პროკურატურას, თუმცა გამოძიება დაუსაბუთებლად ჭიანურდება. გარდაცვლილის ოჯახმა ასევე მიმართა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, საიდანაც პასუხი დღემდე არ მიუღიათ. _ ქ.კს განმარტებით, 2018 წლის 19 აპრილს, დაახლოებით ღამის 12 საათზე, დ.კ. შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. პაციენტი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გაუკეთდა ანალიზები. ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა, რომ პაციენტისთვის გაეკეთებინათ აპენდიციტის ოპერაცია და საოპერაციოდ მოამზადეს. რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ ნათესავებმა მოიკითხეს პაციენტის მდგომარეობა. აღმოჩნდა, რომ დ.კსთვის ოპერაცია საერთოდ არ გაუკეთებიათ და ამ დროის განმავლობაში გარდაცვლილი იყო პალატაში. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო პროკურატურამ. ასევე, ოჯახმა მიმართა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, საიდანაც პასუხი დღემდე არ მიუღიათ. _ ლ.ლს განმარტებით, 2018 წლის 14 დეკემბერს ე.ჩმ თავი ცუდად იგრძნო, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. პაციენტი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გადაუღეს თირკმლის ექოსკოპია, დაფიქსირდა 9 მმ კენჭი, პაციენტს გაუკეთდა ანალიზები, მორფინი. ტკივილის გაყუჩების შემდეგ იგი საავადმყოფოდან გაწერეს. სახლში მისვლისთანავე პაციენტის მდგომარეობა გახდა კრიტიკული, ვინაიდან პაციენტს ჰქონდა ფილტვის თრომბი, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. მომხდართან დაკავშირებით ე.ჩს ოჯახის წევრებმა 2019 წლის 14 იანვარს მიმართეს პროკურატურას და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, საიდაც პასუ ხი დღემდე არ მიუღიათ. _ მ.სს განმარტებით, 2018 წლის 25 დეკემბერს მისი შვილი ს.კ. გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ერთი კვირის განმავლობაში უტარდებოდა მკურნალობის კურსი, თუმცა, უშედეგოდ. ამის გამო ოჯახი დაინტერესებული იყო პაციენტის სხვა კლინიკაში გადაყვანით, რასაც ეწინააღმდეგებოდა კლინიკის ექიმი. როდესაც პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული გახდა, ექიმის გადაწყვეტილებით, ს.კ. გადაიყვანეს თბილისში. ექიმის გადაწყვეტილებით, ს.კს ჩაუტარდა თირკმლის ოპერაცია, რა დროსაც არასწორად ჩაუსვეს კათეტერი. აღნიშნულის გამო ს.კს მდგომარეობა გახდა კრიტიკული, რამაც საბოლოოდ პაციენტის სიკვდილი გამოიწვია. მომხდართან დაკავშირებით, ს.კს ოჯახის წევრებმა 2019 წლის 19 აპრილს მიმართეს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, საიდანაც პასუხი დღემდე არ მიუღიათ. _ შ.ის განმარტებით, 2017 წლის 17 მარტს მისი შვილი ა.ბ. მაღალი ტემპერატურის გამო გადაიყვანა საავადმყოფოში, ექიმმა პაციენტს გაუკეთა მხოლოდ სისხლის ანალიზი, რის შემდეგაც შ.ის განუმარტა, რომ ა.ბს მდგომარეობა იყო სტაბილური და შეეძლოთ, სახლში დაბრუნებულიყვნენ. სახლში დაბრუნების შემდეგ ა.ბმ თავი ცუდად იგრძნო, გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, საავადმყოფოში ხელახლა გადაყვანის შემდეგ შ.ის ექიმებმა განუმარტეს, რომ ა.ბს გადარჩენა შეუძლებელი იყო, ვინაიდან მკურნალობა დაგვიანებული იყო. 2017 წლის 22 მარტს პაციენტი გარდაიც ვალა. ოჯახს არ მიუმართავს პროკურატურისა და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსათვის. _ ნ.დს განმარტებით, მისი შვილი, თ.გ. გარდაიცვალა 2017 წლის 13 იანვარს, რისი მიზეზიც კურორტ `გოდერძზე~ თხილამურებით სრიალისას მიღებული ტრავმა და შემდგომი არასათანადო სამედიცინო მკურნალობა იყო. 2017 წლის 31 იანვარს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ დაიწყო მოკვლევა და დაადგინა პაციენტ თ.გს მკურნალობაში დაშვებული შეცდომები. 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარგლებში შექმნილმა პროფესიული რეგულირების საბჭომ~ ორ ექიმს გაუუქმა სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობებში, ხოლო ერთ ექიმს სამი თვის ვადით შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სპეციალობაში `საოჯახო მედიცინა~ და დაევალა სპეციალური რეაბილიტაციის კურსის გავლა თემაზე `პირველადი და გადაუდებელი დახმარება ტრავმული დაზიანებების დროს.~ ამასთან, 2017 წლის 13 იანვარს აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება, თუმცა არცერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. _ ა.ფს განმარტებით, მისი ძმა ზ.ფ. გარდაიცვალა 2018 წლის 31 მარტს, რისი მიზეზი არასათანადო სამედიცინო მკურნალობა იყო. 2019 წლის მარტში სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ დაიწყო მოკვლევა და დაადგინა პაციენტ ზ.ფს მკურნალობაში დაშვებული შეცდომები. საბჭოს გადაწყვეტილებით, ერთ ექიმს ერთი თვის ვადით შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება. ამასთან, არც ერთი პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. სსიპ “სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ” ზემოაღნიშნული 7 ფაქტიდან მხოლოდ 2 შემთხვევაში მიიღო გადაწყვეტილება. ერთ შემთხვეაში, კერძოდ, ზ.ფ-ს საქმეზე, სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ დაიწყო მოკვლევა და დაადგინა პაციენტის მკურნალობაში დაშვებული შეცდომები. აღნიშნულის შემდეგ ამავე სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე დაისვა პაციენტის მკურნალი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი. საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ექიმს ერთი თვით შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება. ამ ვადის დასრულების შემდეგ იმავე ექიმის შეცდომის გამო დაიღუპა პაციენტი, რომლის ოჯახის წევრმა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ასევე მიმართა საჩივრით. აღნიშნულის გათვალისწინებით, საია მიზანშეწონილად მიიჩნევს მსჯელობას იმაზე, რამდენად არის სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს გამოყენებული სანქცია პრევენციული ღონისძიების შემცველი დარამდენად უსაფრთხოა მომავალი პაციენტებისათვის სახდელდადებული ექიმის მიერ გაწული მკურნალობა. მეორე შემთხვევაში, კერძოდ, თ..-ს საქმეზე, დაიწყო მოკვლევა და გამოკვეთა პაციენტის მკურნალობის პროცესში დაშვებული შეცდომები. ამის შემდეგ ამავე სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე დაისვა პაციენტის მკურნალი სამი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი. საბჭომ მიმართვიდან 15 თვეში მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ორ ექიმს გაუუქმდა სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობებში, ხოლო ერთ ექიმს სამი თვის ვადით შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება. საიას განცხადებით, აღნიშნული მიუთითებს, რომ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში გადაწყვეტილების მიღება ჭიანურდება. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსა და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარგლებში შექმნილი პროფესიული რეგულირების საბჭოს დებულება არ ითვალისწინებს რაიმე კონკრეტულ ვადას, რომლის განმავლობაშიც სავარაუდო სამედიცინო გადაცდომის შესახებ უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული. ასეთ შემთხვევაში კი სააგენტოსა და საბჭოსთვის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოებისთვის, მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით (სზაკ) დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების წესი და ვადა, რომელიც ერთ თვეს შეადგენს. მიუხედავად ამისა, როგორც საია აცხადებს, არც სახელმწიფო საქმიანობის რეგულირების სააგენტო და არც პროფესიული განვითარების საბჭო იცავს სზაკ-ით დადგენილ ვადებს და, ფაქტობრივად, აჭიანურებს მოკვლევისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს. პროკურატურისადმი მიმართვის მიუხედავად, არცერთ შემთხვევაში არ დამდგარა არცერთი ექიმის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რაც, საიას განცხადებით, ამ მიმართულებით საგამოძიებო ორგანოების მუშაობის შესაძლო არაეფექტიანობაზე მიუთითებს. საიას განცხადებით, პროკურატურა ასევე აჭიანურებს პირისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას, რის შედეგად, გარდაცვლილი პაციენტის ახლობლებს ერთმევათ შესაძლებლობა, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს და გამოძიების პროცესში მეტად იყვნენ ჩართულები. ორგანიზაცია აქვე აღნიშნავს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეფექტიანი გამოძიების წარმართვისთვის გონივრული ვადა ამ ეტაპზე გასული არ არის. პრევენციის მიზნებისთვის, საიას განცხადებით, არც რეგულირების სააგენტო და არც პროფესიული განვითარების საბჭო არ სწავლობს სამედიცინო გადაცდომებით დამდგარ ცუდ პრაქტიკას, არ განაზოგადებს მას და არ შეიმუშავებს სავალდებულო რეკომენდაციებს/გაიდლაინებს მსგავსი შეცდომების თავიდან ასაცილებლად. მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ მეან-გინეკოლოგებსა და ნეონატოლოგებს ევალებათ რესერტიფიცირება და თავიანთი კვალიფიკაციის დადასტურება. ეს ვალდებულება სხვა პროფილის ექიმებს არ ეკისრებათ, რაც, საიას შეფასებით, პრობლემაა ექიმთა უწყვეტი კვალიფიციურობის უზრუნველსაყოფის მხრივ. როგორც საია აცხადებს, მართალია, სსიპ სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კანონითა და დებულებით აქვს უფლებამოსილება, გააკონტროლოს სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან როგორც პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი, ისე სამედიცინო დაწესებულებების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულება (სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტები). თუმცა, ზემოთ განხილული შემთხვევების ფონზე, სადავოა აღნიშნული ბერკეტის ეფექტიანობა. საია ხაზგასმით აღნიშნავს არაკვალიფიციური მკურნალობის შედეგად გარდაცვლილი პაციენტების საქმეში სახელმწიფოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობის მნიშვნელობას. ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს ძალისხმევა, რათა არ გაჩნდეს კითხვები სამართალწარმოების ობიექტურად, მიუკერძოებლად და ეფექტიანად წარმართვასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საია მიზანშეწონილად მიიჩნევს: სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ, თავისი კომპეტენციის შესაბამისად, სრულყოფილად და ეფექტიანად უნდა მოახდინოს მოკვლევა და მის ფარგლებში შექმნილმა პროფესიული რეგულირების საბჭომ დამრღვევი ექიმების მიმართ გამოიყენოს პროპორციული და ადეკვატური სანქციები; სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსა და პროფესიული განვითარების საბჭოს დებულებებში შესაბამისად გაიწეროს მოკვლევისა და გადაწყვეტილების მიღების კონკრეტული ვადები. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულებას უნდა დაემატოს საჩივრების საფუძველზე ერთგვაროვანი სამედიცინო გადაცდომების განზოგადებისა და განზოგადების საფუძველზე სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაციების/გაიდლაინების შემუშავების ფუნქცია. ასევე, სააგენტომ უნდა მიაწოდოს სადავოდ გამხდარი სამედიცინო მკურნალობის კვლევისა და შეფასების შედეგები იმ საავადმყოფოს, რომელშიც პაციენტს ხარვეზიანი მკურნალობა გაეწია, რათა შემდგომში კლინიკამ მსგავსი შეცდომა თავიდან აიცილოს. რესერტიფიცირება და კვალიფიკაციის დადასტურება, უწყვეტი სამედიცინო განათლების კონტექსტში, უნდა გახდეს სავალდებულო ყველა პროფილის ექიმისთვის დროის გონივრულ ინტერვალში. კლინიკების მიერ სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი უნდა იყოს რეგულარული და მყისიერი, რაც გულისხმობს სააგენტოს უფლებამოსილებას, შეამოწმოს კლინიკები წინასწარი გაფრთხილებისა და რეგულარული შემოწმებით გათვალისწინებული ვადების ფარგლებს გარეთ. საქართველოს პროკურატურამ უნდა უზრუნველყოს განცხადებაში მითითებული საქმეების სრულყოფილი და დროული გამოძიება. ამასთან, არაკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების შედეგად გარდაცვლილი პაციენტების საქმეებზე, გამოძიების საკითხის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გაავრცელოს ინფორმაცია გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესის გარშემო არსებული დეტალების შესახებ.
---
03.06.2019
მედიასაშუალება: ასავალ -დასავალი
ქეთევან ღოლიჯაშვილი: თუკი მომკლავენ, იცოდეთ, რომ ჩემი მკვლელი ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა და მისი კლანი იქნება!
---
03.06.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
საქართველოში ორი ფსიქიატრიული საავადმყოფო აშენდება
ჩინური კომპანია საქართველოში ორ ფართოპროფილურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ააშენებს. "პროექტი უკვე შეთანხმებულია ქვეყნის ხელისუფლებასთან" - განაცხადა საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ლაშა კილაძემ. მან მნიშვნელოვანი უწოდა ფაქტს, რომ პროცესში ჩართული არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები, ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებისთვის პროგრამების გაუმჯობესების მიზნით. მისი თქმით, დღეს ბევრი ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტია საავადმყოფოში, თუმცა ამის საჭიროება არ არსებობს. "მნიშვნელოვანია, ოჯახის წევრებს ესმოდეთ, რომ მკურნალობა არ მიმდინარეობს მხოლოდ საავადმყოფოში და ეს იზოლაცია არ არის ყველაზე ეფექტური მეთოდი მკურნალობის პერიოდში. პირიქით, უმჯობესია თუკი პაციენტი იქნება ნაცნობ გარემოში, მის ოჯახის წევრებთან ერთად", - აღნიშნა კილაძემ. კილაძემ ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია საზოგადოებაში აქტიური კამპანიის ჩატარება, განსაკუთრებით სკოლებში, რადგან მოზარდები უფრო მეტად ტოლერანტულები გახდნენ მათ მიმართ.
---
03.06.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
ეს იყო შეცდომა, რომელიც გამოსწორდაა - სერგეენკო ფოთის პოტრტზე
ფოთის პორტთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებამ დაუშვა შეცდომა, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ეს შეცდომა გამოსწორდა, - ამი შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განცხადა. სერგეენკოს თქმით, შეცდომები შეიძლება მოხდეს ყველგან. „შეცდომები ხდება სახელმწიფო უწყებებშიც, კერძო უწყებებშიც და პიროვნულად ადამიანების მხრიდანაც. ძალიან რთულად წარმომიდგენია, რომ რაღაც სისტემა შეცდომის გარეშე მუშაობდეს. მე რასაც ვადევნებდი თვალყურს და რის საქმის კურსშიც ვარ ამ თემასთან დაკავშირებით - ეს იყო უწყების შეცდომა და ეს შეცდომა გამოსწორდა. პრობლემად აღიქვეს ის, თუ რატომ მოხდა შეცდომა. ჩემი აზრით, ეს, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ მთავარი არის ის, რომ უწყებამ ეს შეცდომა გამოასწორა, არ გაჯიუტებულა და არ დაუწყია ჯიქურ იმის გატანა, რომ ეს შეცდომა არ ყოფილა. ჩვენ ასეთი ჯიუტად მიყოლის სამწუხარო შემთხვევებიც გვახსოვს. კარგი იქნება, რომ შეცდომა საერთოდ არ ხდებოდეს, მაგრამ როდესაც შეცდომა ხდება, ამოცანა არის ამ შეცდომის სწრაფად გამოსწორება, რაც დავინახეთ ამ შემთხვევაში", - განაცხადა სერგეენკომ.
---
03.06.2019
მედიასაშუალება: ალია
რატომ დაფრთა "ავერსი" "ალიას" კითხვებზე და რითი დაემუქრა ჟურნალისტს?
რამდენიმე კვირის წინ ჯონდი ბაღათურიამ ქუჩაში მოაწყო პრესკონფერენცია, სადაც მედიკამენტების ფასებზე ისაუბრა. კვლევის მიხედვით, რუსეთსა და თურქეთში მედიკამენტების ფასი ბევრად დაბალია. -ბატონო ჯონდი, მხოლოდ თურქეთსა და რუსეთზე ჩაატარეთ კვლევა? -პარალელურად კვლევას ვაწარმოებდით სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზარზე. იქაც ძალიან დაბალი ფასებია მედიკამენტებზე. მაგალითად ერთი წამლის ფასი 1270%-ით მეტი ღირს ქართულ ბაზარზე, ვიდრე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. -რომელ ქართულ აფთიაქებზეა საუბარი? -საქმეც ეგაა, ყველა აფთიაქში ერთი და იგივე ფასია საქართველოში, არ არსებობს ჯანსაღი კონკურენცია აფთიაქებს შორის. გავაკეთეთ დღეს პრესკონფერენცია, იცოდნენ ჟურნალისტებმა, დაგვპირდნენ მოსვლას და არ მოვიდნენ? აფთიაქებს რეკლამები მიაქვთ ტელევიზიებში, დიდ თანხას უხდიან, უნდათ ტელევიზიებს მსხვილი გადამხდელის დაკარგვა? არ უნდათ. ხალხი უკიდურესად გაჭირვებულია, მედიკამენტებზე ფასი კი ყველაზე მაღალია მეზობელ ქვეყნებს შორის. ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ არავის სურს ამაზე საუბარი ქვეყანაში. პირველ რიგში "ავერსს" მივმართე კითხვებით! ავერსი მხოლოდ სააფთიაქო ქსელი არაა. ავერსს კლინიკები აქვს, სადაც ექიმები მედიკამენტებს გინიშნავენ, მოდიხარ და ყიდულობ. ავერსს სადაზღვევო კომპანიაც თავისი აქვს. რამდენი ჰყავთ უკმაყოფილო? მათ შორის "ალფას", რომელიც ავერსის საკუთრებაა? შეხვალ აფთიაქში და მაქსიმალურად ცდილობენ, საკუთარი პროდუქცია მოგყიდონ. "ავერსის" მედიკამენტი! მედიკამენტებსაც "ავერსი" აწარმოებს. ვინ ამოწმებს ავერსის დამზადებულ მედიკამენტებს? ხო, კი, ავერსი! წამალს აწარმოებს, მერე თავად ამოწმებს, თავად გიწერს, თავად გიზღვევს, თავად ყიდის წამალს..
---
03.06.2019
მედიასაშუალება: მესინჯერი
დამწვრობის ცენტრში ფსიქო-სოციალური სერვისი ამოქმედდა
ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში ფსიქო-სოციალური სერვისი ამოქმედდა. კლინიკის მცირეწლოვან პაციენტებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და პროექტს ადგილზე გაეცნო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა. პროექტის ფარგლებში, ცენტრში ბავშვზე ორიენტირებული გარემო შეიქმნა. საჭირო ინვენტარით და მასალებით მოეწყო სათამაშო ოთახი. დასაქმდნენ ფსიქოლოგები, რომლებიც დარგის სპეციალისტებთან ერთად, პაციენტებისთვის სამედიცინო პროცედურების დროს სტრესის შემცირებაზე იზრუნებენ. მოამზადებენ ბავშვებსა და მშობლებს მოსალოდნელ სამედიცინო გამოცდილებაზე, უზრუნველყოფენ განმავითარებელ, საგანმანათლებლო და თერაპიულ ინტერვენციებს. თამაშის საშუალებით, სპეციალისტები დაეხმარებიან პატარა პაციენტებს ზრდა-განვითარებაში და ასწავლიან სტრესთან გამკლავების მეთოდებს. ამისთვის ფსიქოლოგებმა შესაბამისი სწავლება 6 თვის განმავლობაში გაიარეს და ამ მიმართულებით არსებული გამოცდილება ამერიკელი კოლეგებისგან გაიზიარეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მომზადდა ქართულენოვანი გაიდლაინიც. სამომავლოდ, პროექტი სხვა ბავშვთა განყოფილების მქონე კლინიკებშიც დაინერგება. პროექტი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში ფონდ - „Standish Foundation for Children“-ის მხარდაჭერით განხორციელდა.
---
03.06.2019
მედიასაშუალება: კვირის პალიტრა
"მაღაროები რომ დაიხუროს, ქალაქი მოკვდება!"
ბებიაჩემი იტყოდა ხოლმე, გამოკეტილ კარ-მიდამოში სახლიც მოწყენილიაო... სულ ეს სიტყვები მახსენდება, როდესაც ტყიბულში ჩავდივარ - ერთ დროს ჟივილ-ხივილით სავსე, ახლა კი დაცარიელებული კორპუსები მართლაც მოწყენილებს ჰგვანან... ოდესღაც პრივილეგირებული მაღაროელთა ქალაქი დღეს თითქმის ცარიელია. ვინ აღმოაჩინა ქვანახშირი ტყიბულში როგორც მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მიამბობენ, ტყიბულის ტერიტორიაზე ქვანახშირი მე-19 საუკუნის 20-იან წლებში აღმოუჩენია ქუთაისელ თერძსა და მოყვარულ გეოლოგს, გვარად საყვარელიძეს. რამდენიმე დაზვერვითი ექსპედიციის შემდეგ, 1845 წელს, მთავრობამ ტყიბულური ქვანახშირის ამოღება და შავი ზღვის სამხედრო გემზე გამოცდა გადაწყვიტა. ქართულმა ქვანახშირმა ყველა კომპონენტში აჯობა ინგლისიდან, ნიუკასლიდან შემოტანილ ნახშირს, რომელსაც მაშინ შავი ზღვის ფლოტის გემები მოიხმარდნენ. ცუდი ის იყო, რომ ტყიბულის ნახშირს უგზოობა ძალიან აძვირებდა, რადგან ურმებით გადაჰქონდათ ფოთამდე და შემდეგ ნავებით - ყულევამდე. 1886 წელს გაიხსნა ტყიბული-ქუთაისის რკინიგზა, რამაც ტყიბულის ქვანახშირის მნიშვნელობა გაზარდა და მისი ფასიც შეამცირა. საქართველოში სულ სამი ქვანახშირის საბადო იყო: ტყიბულის, ტყვარჩელისა და ვალესი. ტყიბულის უფრო მნიშვნელოვანია როგორც მოცულობით, ასევე ხარისხით. მაღაროელთა ფული საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ (1918 წელი), ქვანახშირზე მოთხოვნა გაიზარდა, მაგრამ გაიზარდა ინფლაციაც, რის გამოც ხშირი იყო გაფიცვები. მაღაროელთა დასაშოშმინებლად საბადოს მფლობელებმა გადაწყვიტეს, დაებეჭდათ ფული, რომელსაც მUუშები მხოლოდ საწარმოს მაღაზიებში გამოიყენებდნენ. ამის წყალობით შედარებით გამოსწორდა მუშათა საყოფაცხოვრებო პირობები, იკლო გაფიცვებმაც. მეორე მსოფლიო ომის დროს მაღაროელების შრომა ფრონტთან იყო გათანაბრებული, ისინი ომში არ მიჰყავდათ. ომის შემდგომ არა მხოლოდ ტყიბულს, მაღაროელთა ყველა ქალაქს განსაკუთრებული მომარაგება ჰქონდა როგორც სურსათით, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთებით. მაღაროელთა "სამოთხიდან" დაცარიელებულ ტყიბულამდე მუზეუმიდან გამოსულმა გეზი ტყიბულის ბაზრისკენ ავიღე. იმერელ კაცს მუსაიფში ბადალი არა ჰყავს და მეც საპარიკმახეროსთან თავყრილობას შევუერთდი. "ადრე მაღაროელებს მეტი დაფასება გვქონდა, - სინანულით მეუბნება თმაშევერცხლილი მამაკაცი, - 80-იან წლებში მაღაროში სპეციალური თერმოსებით გვატანდნენ საჭმელს. მენიუში აუცილებლად შედიოდა ხორციანი წვნიანი, მოხარშული კვერცხი, ბოსტნეული, განთქმული ტყიბულის ლიმონათი. მეთანს სუნი არა აქვს და ვერ გრძნობ, ისე იწამლები, ამიტომ რძეს გვასმევდნენ. ქვეყნის მასშტაბით სანატორიუმებში უფასოდ ვისვენებდით, ტყიბულსაც ჰქონდა ცხრაჯვარში სანატორიუმი, მაგრამ ახლა მიწასთან არის გასწორებული". "პედაგოგსა და ინჟინერს თუ 120 მანეთი ჰქონდათ, მარჯვე მაღაროელები 700-800 მანეთსაც გამოიმუშავებდნენ, - ახლა გვერდით მჯდომი ართმევს თმაშევერცხლილს სიტყვას, - საპრემიო სისტემაც მუშაობდა, მეცამეტე ხელფასიც, წამახალისებელი ჯილდოები... აქ რომ კარგი ცხოვრება იყო, ამიტომაც ჩამოდიოდნენ სამუშაოდ სხვადასხვა რეგიონიდან და აქ სახლდებოდნენ". "აქაური ქვანახშირით მარაგდებოდა რუსთავის მეტალურგიული და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნები, რესპუბლიკის გარეთაც იგზავნებოდა", - ამბობს ხელზე გაზეთდახვეული მამაკაცი. "სამუშაო ადგილზე მუშის დაღუპვის შემთხვევაში, ოჯახს მარჩენლის დაკარგვის გამო პენსია ენიშნებოდა, შრომის უნარდაკარგულ მუშებსაც უხდიდნენ პენსიას, რაც განისაზღვრებოდა წლის განმავლობაში მიღებული საშუალო ხელფასის ოდენობით. მოძრაობაშეზღუდულ მუშებს მომვლელის თანხა და სანატორიუმის საგზურები"ეძლეოდათ. მეზობელი მყავდა, წელს ქვემოთ მოწყვეტილი იყო, 550 მანეთი ჰქონდა დანიშნული. ამაში შედიოდა მომვლელის, წამლის თანხა და ყველაფერი, რაც საჭიროა. დღეს ზოგი უფეხოა, ზოგი დამწვარი და მერე რა?... 55 წლის მაღაროელი პენსიაზე გადიოდა. პენსიის ოდენობა სამუშაო სტაჟის მიხედვით განისაზღვრებოდა. მინიმალური პენსია 160 მანეთი იყო. დღეს სამუშაო ადგილზე დაზიანებულ და შრომის უნარდაკარგულ მუშას მხოლოდ ერთჯერადი სადაზღვევო დახმარება ეძლევა","- იხსენებს დანანებით ძველი მაღაროელი. შუახნის მამაკაცმა გაღიზიანებული მოსაუბრეების ყურადღების გადატანა დღევანდელ ტექნოლოგიურ მიღწევებზე სცადა: - აღჭურვილობა დიდხანს პრიმიტიული იყო და ტექნიკის განვითარებასთან ერთად გაუმჯობესდა. წერაქვი და ნიჩაბი პნევმატურმა ჩაქუჩმა და კონვეიერმა შეცვალა, ცხენი - ელმავალმა, ხელის ვენტილატორი - ელვენტილატორმა. სამაგიეროდ, მაშინ ოთხი მაღარო იყო: ლენინის, სტალინის, ორჯონიკიძის და კომკავშირული. დღეს ორიღაა და ისინიც გაჩერებულია შარშანდელი ტრაგედიების გამო. შეშინებულია ხალხი. მაღაროები რომ დაიხუროს, ქალაქი მოკვდება. ადრე სიცოცხლით სავსე იყო, დღეს დაცარიელებულია, არ არის სამუშაო და ხალხი გარბის.
---
01.06.2019
მედიასაშუალება: ახალი თაობა
დავით სერგეენკო: "რამდენიმე ასეულ ადამიანს, შესაძლოა, არასწორად მოეხსნას სოციალური დახმარება"
რამდენიმე ასეულ ადამიანს შესაძლოა, არასწორად მოეხსნას და იმავე რაოდენობას არასწორად დაენიშნოს სოციალური დახმარება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი ინტერპელაციის წესით მოსმენა მიმდინარეობს. მისი თქმით, არსებული მდგომარეობით, სოციალური დახმარებების მინიჭების მეთოდოლოგიაში ცდომილება 2,7%-ია. „აბსოლუტური სიზუსტით ვერც ერთი სისტემა ვერ მოქმედებს, მათ შორის ვერც სოციალური დახმარების მინიჭების. ასე, რომ არის შემთხვევები, როდესაც არასწორად ეხსნება და შესაბამისად, არასწორად ენიშნება სოციალური დახმარება. ამის პროცენტიც იზომებოდა წლების განმავლობაში და 2015-2016 წლებში ცვლილებების გატარებამდე, ეს იყო 5,1% და ახლა შემცირდა 2,7%-მდე, თუმცა ესეც საკმაოდ დიდი ცდომილებაა. ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე ასეულ ადამიანს შესაძლოა არასწორად მოეხსნას და იმავე რაოდენობას არასწორად დაენიშნოს სოციალური დახმარება,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ. მისივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც 2015 წელს სოციალური დახმარებების მინიჭების მეთოდოლოგიაში ცვლილებები განხორციელდა, იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც საარსებო შემწეობას იღებენ, 108 ათასიდან 157 ათასამდე გაიზარდა. სერგეენკოს თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ღარიბი ბავშვების რაოდენობა გაიზარდა. „სოციალური დახმარებების მინიჭების მეთოდოლოგიის ცვლილების ძირითადი ნაწილი მიმართული იყო რამდენიმე სტრატეგიული მიზნის მისაღწევად. ერთი - მინიმუმამდე ჩამოსულიყო სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა შემფასებლისგან და მეორე - საჭიროებები ორიენტირებული ყოფილიყო უფრო მათზე, ვისაც მაქსიმალურად სჭირდებოდათ ეს,“ - განაცხადა მინისტრმა. სერგეენკოს თქმით, სოციალური დახმარების მინიჭების არსებული მეთოდოლოგიის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა რთულად გასაგები ფორმულაა, რის გამოც, მინისტრის თქმით, მიღებული გადაწყვეტილებების ახსნა მოსახლეობისთვის რთულია.
---