| From : | Iago Kachkachishvili <iagok@yahoo.com> |
| To : | tgabunia@moh.gov.ge; kgoginashvili@moh.gov.ge |
| Subject : | ექსპერტული ინტერვიუ |
| Cc : | Ochi Kontselidze <ochi@issa-georgia.com> |
| Received On : | 22.07.2019 11:39 |
მოგესალმებით ქ-ნო თამარ და ქ-ნო ქეთი,
ჩვენი ორგანიზაცია (სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი) ახორციელებს კვლევას, რომელიც ეხება პირველადი ჯანდაცვის მომსახურების შეფასებას საქართველოს ორ მუნიციპალიტეტში - ხარაგაულსა და ჭიათურაში. კვლევა ტარდება პროექტის „პირველადი ჯანდაცვა, როგორც ჯანდაცვის სისტემის კარიბჭე, ანუ ჯანდაცვის ეფექტურობა პრევენციაში“-ის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს, ააიპ „ჩემი იმერეთი“ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით.
აღნიშნული კვლევის ფარგლებში უკვე ჩატარდა სიღრმისეული ინტერვიუები, ჯანდაცვის ექსპერტებთან, ხარაგაულისა და ჭიათურის პირველადი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან - ოჯახის ექიმებთან და ექთნებთან, ასევე ადგილობრივ მოსახლეობასთან, ანუ ბენფიციარებთან.
კვლევის სრულყოფისთვის აუცილებელია, რომ ერთი ინტერიუ ჩატარდეს ჯანდავის სამინისტროს წარმომადგენელთანაც.
თუ გაქვთ დრო, რომ უახლოეს დღეებში დაგვითმოთ დაახლოებით 40-45 წუთი ინტერვიუსთვის? ჩვენი ორგანიზაციის მკვლევარი გეწვევათ სამსახურში თქვენთვის სასურველ დროს.
პატივისცემით,