From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
Subject : ეკონომიკის სამინისტროს შენიშვნა ტყვიის განკარგულებაზე
Received On : 02.04.2019 13:53
Attachments :

კოლეგებო, გიგზავნით ეკონომიკის შენიშვნას პროექტზე:



ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 12894 ნომრით ინიცირებულ "ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის ღონისძიებების გატარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პოზიციას:


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კოორდინაციას უწევს და პასუხისმგებელია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის შესახებ (DCFTA) იმპლემენტაციაზე. აღნიშნული შეთანხმების III-A დანართი მოიცავს იმ ევრო დირექტივების ნუსხას, რომელთა დაახლოების ვალდებულებაც საქართველოს აქვს აღებული. ნუსხის შესაბამისად, თითოეულ  დირექტივასთან დაახლოების ვადები გაწერილია დროში და მათი შემუშავება და მიღება მიმდინარეობს ვადების სრული დაცვით.


ზემოაღნიშნულ ნუსხაში წარმოდგენილი განკარგულების პროექტის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი პროდუქციიდან, შედის მხოლოდ სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ევრო დირექტივასთან დაახლოების ვალდებულება, DCFTA-ის ძალაში შესვლიდან 5 წლის ვადაში.


ევრო დირექტივა სათამაშოების უსაფრთხოების მიზნით განსაზღვრავს პროდუქტში შემავალი ელემენტების ზღვრულ ნორმებს, მათ შორის ტყვისათვის. ამჟამად მიმდინარეობს  აღნიშნულ ევრო დირექტივასთან დაახლოების მიზნით შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის ტექსტზე მუშაობა და მისი მიღება განხორციელდება III-A დანართით განსაზღვრული გრაფიკის სრული დაცვით.


მიღებული ტექნიკური რეგლამენტი დაადგენს სათამაშოების ბაზარზე განთავსების პირობებს და ასევე მისი  მწარმოებლების ვალდებულებებს წარმოების პროცესში განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის უსაფრთხოების ნორმების დაცვას.  ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ სათამაშოებზე ბაზარზე ზედამხედველობას განახორციელებს  სქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო.


ამასთან გაცნობებთ, რომ ასოცირების შეთანხმების XXVI დანართი (გარემოს დაცვა) განსაზღვრავს „ზოგიერთ საღებავში, ლაქებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაღებვის პროდუქციაში ორგანული გამხსნელების გამოყენებით გამოწვეული აქროლადი ორგანული ნაერთების (VOC) გაფრქვევების შემცირების შესახებ“ 2004 წლის 21 აპრილის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004/42/EC  დირექტივასთან დაახლოების პირობებს. აღნიშნული დანართით აღებული ვალდებულებების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.


ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით განკარგულების პროექტის მე-3 პუნქტის რედაქცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან მიმართებაში უნდა დარჩეს მხოლოდ სათამაშოების უსაფრთხოების კუთხით.




პროექტის არსებული რედაქცია:

3. საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტრომ ერთი თვის ვადაში წარმოადგინოს საქართველოს ბაზარზე დასაშვები საღებავების, სათამაშოების, პარფიუმერული ნაწარმის უსაფრთხოების შესახებ ევროდირექტივების შესაბამისად შესაქმნელი დოკუმენტების  ნუსხა და შემუშავების გეგმა -გრაფიკი.  



ეკონომიკის შენიშვნის გათვალისწინებით ასე ხომ არ ჩამოვაყალიბოთ:


3. საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტრომ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კომპეტენციების გათვალისწინებით, ერთი თვის ვადაში წარმოადგინოს საქართველოს ბაზარზე დასაშვები საღებავების, სათამაშოების, პარფიუმერული ნაწარმის უსაფრთხოების შესახებ ევროდირექტივების შესაბამისად შესაქმნელი დოკუმენტების  ნუსხა და შემუშავების გეგმა -გრაფიკი.


შენიშვნა: ეკონომიკა იძახის რომ პარფიუმერულიც არაა ჩემიო და მაინც დავტოვოთ ???



პატივისცემით,

ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge