From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : დებულება
Received On : 26.06.2019 14:16

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №107/ნ

2007 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

    „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაფუძნების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №122 დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 თებერბვლის ბრძანება 01-9/ ნ - ვებგვერდი, 07.02.2014წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 22 მარტის ბრძანება №01-22/ნ- ვებგვერდი, 25.03.2019წ.

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანდართული დებულება (დანართი).

2. სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი წარმოადგენს სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრის უფლებამონაცვლეს.

3. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 აპრილიდან.

დანართი

საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 201 3 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №01-34/ - ვებგვერდი , 19.08.2013წ.

აჯარო სამართლის იურიდიული პირის - . საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაფუძნების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №122 დადგენილების საფუძველზე.

2. ცენტრის სრული სახელწოდებაა საჯარო სამართლის იურიდიული პირი . საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი “. ცენტრის ინგლისურენოვანი სახელწოდებაა – „National Center For Disease Control And Public Health“ (NCDC). ცენტრის ბეჭდებზე , ბლანკებზე , აბრებზე , სიმბოლიკაზე , ოფიციალურ დოკუმენტებზე , ვებ - გვერდზე , სხვა ნებისმიერ რეკვიზიტსა და საქმიან ურთიერთობებში შესაძლებელია შემოკლებული დასახელების (,, დკსჯეც “) გამოყენება .

3. ცენტრი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით , საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით , საქართველოს საკანონმდებლო , კანონქვემდებარე და სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით .

4. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა . იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს , დებს გარიგებებს . საკუთარი სახელით გამოდის მხარედ სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობებში .

5. ცენტრს გააჩნია სიმბოლიკა, აქვს დამოუკიდებელი საბუღალტრო ბალანსი, ანგარიში ხაზინასა და ბანკში, ემბლემა და ბეჭედი , საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. ცენტრის ოფიციალური ვებგვერდია www.ncdc.ge .

6. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქალაქი თბილისი, კახეთის გზატკეცილი, №99.

     საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 თებერბვლის ბრძანება 01-9/ ნ - ვებგვერდი, 07.02.2014წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება №01-15/ნ - ვებგვერდი, 10.10.2018წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №01-28/ნ - ვებგვერდი, 06.11.2018წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 22 მარტის ბრძანება №01-22/ნ- ვებგვერდი, 25.03.2019წ.

მუხლი 2. ცენტრის მიზნები და ძირითადი ამოცანები

  1. ცენტრის მიზნებია :

) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და გაუმჯობესება ;

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და ბიოლოგიური უსაფრთხოების სფეროში , სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად ქვეყანაში კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის და ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა ;

) „ ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპით , მიკრობიოლოგიის , ვირუსოლოგიის , მოლეკულური ბიოლოგიის და გენეტიკის , იმუნოლოგიის და ეპიდემიოლოგიის დარგში გამოყენებითი და ფუნდამენტური ბიოსამედიცინო და ბიოტექნოლოგიური სამეცნიერო კვლევების ჩატარება და სამეცნიერო პოტენციალის განვითარება ;

) სამეცნიერო გრანტების გაცემა , მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად .

        2. ცენტრის ძირითადი ამოცანებია

) ეპიდზედამხედველობის სისტემის ეფექტური ფუნქციონირება , გადამდები და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე არაგადამდები დაავადებების და ჯანმრთელობის რისკების   გამოვლენა და საჯარო პოლიტიკის და საზოგადოების დროული ინფორმირება ;

  ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის , ეპიდემიოლოგიის ბიოლოგიური უსაფრთხოების , ეპიზოოტოლოგიის , გარემოს ჯანმრთელობის პრობლემებზე სამეცნიერო კვლევების ჩატარება დაინტერესებულ უწყებებთან / ორგანიზაციებთან ერთად ;

) მეცნიერული მტკიცებულებების გამოყენებით დაავადებათა კონტროლი და პრევენცია საჯარო პოლიტიკის დროული ინფორმირებით და სათანადო რეკომენდაციების შემუშავებით ;

) ადამიანის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის , ზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის გამართული ფუნქციონირება ;

) მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო და პრაქტიკოსი კადრების მომზადების ხელშეწყობა უმაღლეს საგანმანათლებო დაწესებულებებთან თანამშრომლობით ;

) საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ეპიდაფეთქებების და საგანგებო მდგომარეობებისათვის მზადყოფნა და დროული რეაგირება .

მუხლი 3. ცენტრის ფუნქციები და უფლებამოსილებები

1. ცენტრის ფუნქციებია :

) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სახელმწიფო პროგრამების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების განხორციელება და მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში , მათ შორის :

. ) გადამდები დაავადებების ერთიანი ეპიდზედამხედველობის სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა ; ეპიდაფეთქებების , ეპიდემიების მიზეზების დადგენა ; ეპიდსაწინააღმდეგო და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში ; განსაკუთრებით საშიში და სხვა ინფექციების კერებში ეპიზოოტოლოგიური , ენტომოლოგიური და ეპიდემიოლოგიური კვლევების ჩატარება

. ) იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა , ეროვნული კალენდრით განსაზღვრული   აცრებისათვის საჭირო პრეპარატებით და მასალებით სამედიცინო ქსელის უწყვეტი მომარაგება , „ ცივი ჯაჭვის პრინციპის დაცვით ; იმუნოპროფილაქტიკის განხორციელებაზე ზედამხედველობა ( მონიტორინგი და შეფასება );

. ) ეპიდჩვენების შემთხვევაში პროფილაქტიკური აცრებისა და გადამდები დაავადებების აქტიური გამოვლენის ორგანიზება ;

. ) არაგადამდები ( ქრონიკული ) დაავადებების და ჯანმრთელობის რისკების ( დეტერმინანტების ) კვლევა , მონიტორინგი , რეკომენდაციების შემუშავება პრევენციულ ღონისძიებებზე ;  

. ) ცხოვრების ჯანსაღი წესის და ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის საჭირო ღონისძიებების იდენტიფიცირება , დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა ;

) სამედიცინო სტატისტიკის   წარმოება , სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვების და ანალიზის მეთოდოლოგიის შემუშავება , დანერგვა ან დანერგვისთვის ხელშეწყობა , როცა ეს სცილდება ცენტრის კომპეტენციას ;

) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და ანალიზი ;

) ლაბორატორიული საქმიანობა , ეროვნული რეფერალური ლაბორატორების ორგანიზება და ფუნქციონირება , განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევებზე მუშაობა და ლაბორატორიების ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში , პაციენტების მიკრობიოლოგიური , ვირუსოლოგიური , სეროლოგიური და მოლეკულური ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ; გარემოს ობიექტების , როგორც ინფექციის წყაროს ან რისკის ფაქტორის , რეზერვუარების , გადაცემის გზების და გადამტანების ლაბორატორიული კვლევა ;

) განხორციელებული კვლევების ერთიანი ბაზის წარმოება ;

) მიკროორგანიზმების და მათი გადამტანების საწინააღმდეგო საშუალებების , საკვები ნიადაგების , დეზინფექციის ეფექტიანობის და სტერილობის ხარისხის განსაზღვრა , სადეზინფექციო , სადეზინსექციო და სადერატიზაციო საქმიანობა და ამ საშუალებების რეგისტრაცია ; ამ დებულებით მინიჭებული ცალკეული ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად , იმუნობიოლოგიური პრეპარატის დამზადება და მისი გამოყენება კონკრეტული კვლევითი - სადიაგნოსტიკო სამუშაოების   შესასრულებლად ;

) ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და მის მონიტორინგში მონაწილეობის მიღება ; პათოლოგიური ბიოლოგიური აგენტების კლასიფიკაციის და განსაკუთრებით საშიშ ინფექციებზე საქმიანობის სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება ;

) ბაქტერიების და ვირუსების კოლექციის , მათ შორის , განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების ეროვნული საცავის , ორგანიზება და ფუნქციონირება ;

) ეპიდემიოლოგიური სტანდარტების შემუშავება ; ჰიგიენური ნორმებისა და სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობა ; სურსათის უვნებლობის ნორმებისა და პარამეტრების განსაზღვრაში მონაწილეობა ; მომხმარებელთა სპეციალური ჯგუფებისათვის სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრაში მონაწილეობა , სურსათით გამოწვეული დაავადებების მონიტორინგის განხორციელება და შესაბამისი მონაცემთა ბაზის წარმოება , კრიზისული მდგომარეობის მართვაში მონაწილეობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში და ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფა ჯანმრთელობის საერთაშორისო წესებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ;

) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხების ირგვლივ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის , საზოგადოებისათვის ინფორმაციის , რეკომენდაციების მიწოდება ;

) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათთვის ინფორმაციის მიწოდება ; კომპეტენციის ფარგლებში პირდაპირი საერთაშორისო კონტაქტების დამყარება ;

) ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების (2005) ეროვნული საკონტაქტო პირის და კოორდინატორის ფუნქციის განხორციელება ;

​1) დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის (შემდგომში - საავადმყოფო ფურცელი) დაბეჭდვა/გაცემა;

​2) ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტების, აგრეთვე, თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების (კერძოდ, ინგრედიენტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და წონის) შესახებ შესაბამისი ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში მიღება;

) პროფილური კადრების მომზადება, გადამზადება და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის (სერტიფიკატი) გაცემა;

) ცენტრის განვითარების სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული სხვა ღონისძიებების განხორციელება .

2. ცენტრის უფლებამოსილებებია :

) სემინარების , კონფერენციების , სამუშაო შეხვედრების , ტრენინგების უზრუნველყოფა როგორც ქვეყნის შიგნით , ისე ქვეყნის გარეთ ;

) ხელშეკრულებების დადება საქართველოსა და უცხოელ ფიზიკურ და / ან იურიდიულ პირებთან , საერთაშორისო ორგანიზაციებთან ამ დებულებით დადგენილი მიზნების მისაღწევად ;

) მიღებული ფინანსური სახსრების განკარგვა ცენტრის საქმიანობის , ცენტრის მიერ დადებული ხელშეკრულებების დაფინანსებისათვის , პროექტებისა და პროგრამების ფარგლებში საქონლის , სამუშაოებისა და მომსახურების მიწოდებისათვის , მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ;

) შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის დაქირავების უზრუნველყოფა ;

) კანონმდებლობით დადგენილი წესით გრანტების მიღება / გაცემა ;

) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხების ირგვლივ საკანონმდებლო , ნორმატიული ბაზისათვის წინადადებების მომზადება   კომპეტენციის ფარგლებში ;

​1) საავადმყოფო ფურცლის დაბეჭდვა/გაცემა შესაბამის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

​2) ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტების, აგრეთვე, თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების (კერძოდ, ინგრედიენტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და წონის) შესახებ შესაბამისი ინფორმაციის დადგენილ ვადებში მიუწოდებლობისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 155​7 მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებისა და შესაბამისად,  239-ე მუხლის 38-ე ნაწილის გათვალისწინებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
​3) ამ პუნქტის ვ​2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცება;
​4) ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაცია, რეგისტრაციის გაუქმება, აგრეთვე, მკაცრი აღრიცხვის ფორმების ბეჭდვასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

) ცენტრის მიზნების მისაღწევად კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება .

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №01-51/ნ- ვებგვერდი, 30.10.2015წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 16 მარტის ბრძანება №01-12/ნ - ვებგვერდი, 16.03.2018წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 22 მარტის ბრძანება №01-22/ნ- ვებგვერდი, 25.03.2019წ.

მუხლი 4. ცენტრის მართვის კოლეგიური ორგანო

1. ცენტრის მართვის კოლეგიური ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობა განისაზღვრება შემდეგი სახით:
ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირ(ებ)ი;
ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი – სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი – სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი – სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი – სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
ვ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროს წარმომადგენელი – სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
ზ) საბჭოს საქმიანობაში სათათბირო ხმით მონაწილეობის მიღება შეიძლება ეთხოვოთ აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA), აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრების (CDC) და უოლტერ რიდის სამხედრო ინსტიტუტის (WRAIR) წარმომადგენლებს და საჭიროების მიხედვით სხვა საერთაშორისო/პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

2. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირი. სამეთვალყურეო საბჭოს პერსონალური შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. სამეთვალყურეო საბჭოს ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია :

) ცენტრის საქმიანობის პოლიტიკისა და სტრატეგიული მიმართულებების განხილვა ;

) ცენტრის წლიური ბიუჯეტის პროექტის განხილვა ;

) ცენტრის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხილვა ;

) ცენტრის გენერალური დირექტორის ანგარიშების მოსმენა ;

) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება .

4. სამეთვალყურეო საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით , რომელიც მოიწვევა საჭიროებისამებრ , მაგრამ არანაკლებ წელიწადში ორჯერ , საბჭოს თავმჯდომარის მიერ ან სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ ორი წევრის ინიციატივით , სხდომის მოწვევის მიზნის მითითებით .

5. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია , თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი .

6. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება , თუ მას ხმა მისცა სხდომაზე დამსწრე სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტმა . ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა .

7. საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება საბჭოს დამსწრე ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი ოქმით .

8. სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ - ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ცენტრი .

საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 201 3 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №01-3 5 / - ვებგვერდი , 22 .08.2013წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 16 მარტის ბრძანება №01-12/ნ - ვებგვერდი, 16.03.2018წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №01-28/ნ - ვებგვერდი, 06.11.2018წ.

მუხლი 5. ცენტრის მართვა

1. ცენტრის საქმიანობის მართვას და ხელმძღვანელობას ახორციელებს ცენტრის გენერალური დირექტორი ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების / ერთეულების და ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით .

2. ცენტრის გენერალურ დირექტორს, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი ).

3. გენერალური დირექტორი :

) ხელმძღვანელობს და წარმართავს ცენტრის საქმიანობას ;

) წარმოადგენს ცენტრს და ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ;

) კანონმდებლობის შესაბამისად და ცენტრის ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს ;

) სამეთვალყურეო საბჭოს განსახილველად წარუდგენს ცენტრის საქმიანობის სტრატეგიას , სამოქმედო გეგმას და ბიუჯეტის პროექტს ;

) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს , მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს ;

​1) უფლებამოსილია ცენტრის თანამშრომლებს განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვისთვის, ან შესრულებული სამუშაოსთვის, რომელიც აღემატება მათ ჩვეულ სამსახურებრივ მოვალეობებს, სამინისტროსთან შეთანხმებით დაუწესოს დამატებითი საზღაური (დანამატი);

) კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით , ხელშეკრულების საფუძველზე , იწვევს სპეციალისტებს , მათ შორის უცხოელ სპეციალისტებს ;

) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სამსახურების კოორდინირებულ საქმიანობას ;

) ცენტრის სისტემაში სტაჟირების გავლის მიზნით ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს ;

) ცენტრის თანამშრომლებს აძლევს მითითებებს და დავალებებს , აკონტროლებს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას ;

) ახორციელებს ცენტრის თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას ;

) აუქმებს ტერიტორიული სამსახურის მიერ გამოცემულ არამართლზომიერ ან / და კანონსაწინააღმდეგო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს ;

) შუამდგომლობს ცენტრის მიზნების მიღწევისა და ამოცანების შესასრულებლად საჭირო სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ , იღებს გადაწყვეტილებას ცენტრის მიზნების მიღწევისა და ამოცანების შესასრულებლად საჭირო სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ ;

) ცენტრის სახელით ხელს აწერს ხელშეკრულებებს ( საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან დადებული ხელშეკრულებები , სახელმწიფო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები , ცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტების და პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებულ საგრანტო ხელშეკრულებები , კომერციული საქმიანობის განსახორციელებლად დადებული ხელშეკრულებები ), ცენტრის ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებულ და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს ან ახდენს ამ ფუნქციის დელეგირებას შესაბამის კომპეტენტურ პირებზე ;

) განსაზღვრავს ცენტრის სტრუქტურას , სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ცენტრის საშტატო ნუსხას და სახელფასო ფონდს ;

) სამინისტროში წარადგენს ცენტრის ბიუჯეტის პროექტს ;

) ცენტრის საქმიანობის ორგანიზების სრულყოფის მიზნით ამტკიცებს შესაბამის ინსტრუქციებს / წესებს ;

) ამტკიცებს ცენტრის შრომის შინაგანაწესს , ცენტრის სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული სამსახურების ( ფილიალების ) დებულებებს , საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ხარჯებს ;

) ქმნის სათათბირო ორგანოებს ( კომისიები , საბჭოები ) და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს ;

) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ;

) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს .

4. გენერალურ დირექტორს ჰყავს მოადგილეები , რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი მინისტრთან შეთანხმებით . გენერალური დირექტორის მოადგილეების რაოდენობა განისაზღვრება ცენტრის საშტატო განრიგით , ხოლო მათი უფლებამოსილებას განსაზღვრავს გენერალური დირექტორი .

5. გენერალური დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული გენერალური დირექტორის ერთ - ერთი მოადგილე .

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 1 9 სექტემბრის ბრძანება №01-67/ - ვებგვერდი, 19 .09.2014წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №01-28/ნ - ვებგვერდი, 06.11.2018წ.

მუხლი 6. ცენტრის ტერიტორიული სამსახური ( ფილიალი )

1. ცენტრს შეიძლება ჰქონდეს ტერიტორიული სამსახურები ( ფილიალები ).

2. ცენტრის ტერიტორიული სამსახური ( ფილიალი ) იქმნება ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანებით , სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით .

3. ცენტრის ტერიტორიული სამსახურის ( ფილიალი ) კომპეტენცია , ფუნქციები , საქმიანობის წესი და სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება ტერიტორიული სამსახურის ( ფილიალი ) დებულებით , რომელიც მტკიცდება ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანებით , სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით .

მუხლი 7. ცენტრის ქონება და საფინანსო საქმიანობის საფუძვლები

1. მიზნების მისაღწევად და ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს აქვს ქონება , რომელიც ფორმირდება კანონმდებ ­ ლო ­ ბის შესაბამისად .

2. ცენტრის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები , სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები .

3.   ცენტრის დაფინანსების წყაროები შეიძლება იყოს :

) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები ;

ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი ;

) კრედიტები და გრანტები ;

შემოწირულებების სახით მიღებული შემოსავლები ;

) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები .

მუხლი 8. სახელმწიფო კონტროლი

1. ცენტრის სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო , რომელიც ზედამხედველობას უწევს ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის ( მათ შორის , საფინანსო - ეკონომიკური საქმიანობის ) კანონიერებას , მიზანშეწონილობას და ეფექტიანობას .

2. სამინისტრო აჩერებს ან აუქმებს ცენტრის არამართლზომიერ გადაწყვეტილებას , უკანონო აქტის ან მოქმედების შესრულებას .

3. სამინისტრო უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია .

4. ცენტრმა სამინისტროს თანხმობითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები :

) უძრავი ქონების შეძენა , გასხვისება და დატვირთვა ;

) სესხის აღება ;

) თავდებობა ;

) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისა და სახელფასო დანამატის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ცენტრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

) სხვა გადაწყვეტილებები , რომლებიც დაკავშირებულია ცენტრის ქონებასთან და სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს .

5.   ცენტრი ამ მუხლის მე -4 პუნქტის და ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებებს განახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით , ხოლო და ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით .

საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 201 3 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №01-3 6 / - ვებგვერდი , 26 .08.2013წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 1 9 სექტემბრის ბრძანება №01-67/ - ვებგვერდი, 19 .09.2014წ.

მუხლი 9. ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

1. ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით .

2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში .

მუხლი 10. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი

ამ დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით .




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge