From : Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G>
To : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
Subject : Testing at border points-Drivers
Cc : Maia Alkhazashvili <M.Alkhazashvili@ncdc.ge>; Ekaterine Adamia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=89b4d31758d34f2cbdcfe688199f6941-Ekateri>; Besarion Simonishvili </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=09ef7269bb644c3188995313e2e961c0-Besario>; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>; Khatuna Zakhashvili <episurv@ncdc.ge>; Levan Baidoshvili <L.Baidoshvili@ncdc.ge>; Tamar Meliqidze <tmeliqidze@yahoo.com>
Received On : 10.06.2020 06:21
Attachments :

ბატონო ამირან

როგორც გუშინ ვისაუბრეთ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ჩამოვყალიბდეთ ტრაილერის მძღოლების ტესტირების გონივრულ და ეფექტურ სქემაზე. სქემის დეტალები რაზეც გუშინ იყო მსჯელობა შემდეგია:

ტესტირების მეთოდი: ანტიგენი და ანტისხეული ერთდროულად

ტესტირების პერიოდულობა და სიხშირე: ქვეყანაში შემოსვლის მომენტში

განმეორებითი ტესტირება ყოველ 72 საათში ერთხელ 13 ცხელების ცენტრში. მძღოლების დიდი ნაწილი ქვეყანას ტოვებს 72+72 საათში მცირე ნაწილს დასჭირდება მეტი დრო. მესმის, რომ ევიდენსი ამ სქემის მხარდამჭერი არ არსებობს - უნდა დავეყრდნოთ ექსპერტულ მოსაზრებას და ამიტომ გთხოვთ თქვენი გუნდის პოზიციას ტესტირების სიხშირის შესახებ.

ამასთან ერთად კარანტინის მექანიზმის გამოყენებს თუ თვლით რაიმე შემთხვევაში მიზანშეწონილად გთხოვთ ამაზეც კომენტარს.

ტესტების მომარაგება მოხდება ცენტრალიზებულად (სამინისტრო)

ადგილზე სერვისის საფასურს გადაიხდის მძღოლი (20 ლარი)

დაველოდები თქვენს გამოხმაურებს.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0

 

 

From: Levan Baidoshvili [mailto:L.Baidoshvili@ncdc.ge]
Sent: 6 June, 2020 21:38
To: Tamar Gabunia @moh.gov.ge>; Amiran Gamkrelidze
Cc: Maia Alkhazashvili ; Ekaterine Adamia
Subject: Re: Testing at border points

 

ქალბატონო თამარ,

ბატონო ამირან,

 

გუშინდელ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მძღოლებისთვის ე.წ. დამატებითო 72 საათიანი დროის მიცემასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა სეთანხმება, რომ საკარანტინე სივრცეებში მძღოლებს ჩაუტარდებათა სწრაფი ტესტები ანტიგენზეც და იმუნოგლობულინებზეც. სწრაფი ტესტებით ტესტირებას განახორციელებს სასტუმროებში მყოფი სამედიცინო პერსონალი, ხოლო ანტიგენისა და იმუნოგლობულინების სწრაფი ტესტებით მათ უზრუნველყოფას განახორციელებს ,,რესპუბლიკური საავადმყოფო" . ასე, რომ გუშინდელი საღამოს დავალებების თანახმად მძღოლების საკარანტინე სივრცეებში ან მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ,,სტოპ-პოინტებში" ტესტირება ჩატარდება ორივე სწრაფი ტესტით. გარდა აღნიშნულისა რესპუბლიკურს დაევალა ლილო-რუსთავის გზაზე არსებულ გაფორმების ერთიან ზონებთან (გეზ) განათავსოს დროებითი ვაგონი-ლაბორატორია იმ მძღოლების ანტიგენზე და ანტისხეულებზე სწრაფი ტესტირებისთვის,  რომლებიც საზღვრის გადმოკვეთის შემდგომ სხვადასვა ობიექტური მიზეზების გათვალისწიბით ვერ ახერხებენ საკარანტინე სივრცეში შესვლას ან ტვირთის მესაკუთვრისთვის ჩაბარებას. მხოლოდ ერთი ანტიგენის და ან ანტისხეულებეს სწრაფი ტესტებით მძღოლების კვლევაზე არც ყოფილა საუბარი.

 

პატივისცემით,

ლევან ბაიდოშვილი  

 

 


From: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Sent: Saturday, June 6, 2020 21:08:42
To: Amiran Gamkrelidze
Cc: Maia Alkhazashvili; Ekaterine Adamia; Levan Baidoshvili
Subject: Re: Testing at border points

 

​ეს არის დამტკიცებული ბრძანება გამოიცა გუშინ 5 ივნისს


From: Tamar Gabunia
Sent: Saturday, June 6, 2020 8:57 PM
To: Amiran Gamkrelidze
Cc: Maia Alkhazashvili; Ekaterine Adamia; Levan Baidoshvili
Subject: Testing at border points

 

ბატონო ამირან 

ბატონო ლევან 

 

გწერთ „საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების

მძღოლების (გარდა ტრანზიტისა) ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესების“ დამტკიცების შესახებ 2020 წლის 5 ივნისი​ სამი მინისტრის ერთობლივი ბრძანების განცორციელების თაობაზე. მინდა დავაზუსტო შემდეგი საკითხი ბრძანების ( მუხლი 2, პუნქტი 3) თანახმად საბაჟო გამშვებ პუნქტზე პირი ექვემდებარება სწრაფ ტესტირებას ანტიგენზე და ანტისხეულზე სწრაფი ტესტით. მომდევნო ტესტირებებისთვის ბრძანებაში მითითებულია სწრაფი მარტივი ტესტირების ჩატარება მძღოლის სახსრებით, თუმცა სწრაფი მარტივი ტესტის ტიპი მითითებული არ არის. ნიშნავს ეს იმას  რომ მისაღები იქნება ტესტირება რომელიმე ერთი მეთოდით ანტიგენზე ან ანტისხეულზე სწრაფი მეთოდით? თუ განმეორებითი ტესტირებებიც უნდა იყოს პირველი ტესტირების ინდეტური და ჩატარდეს ერთდროულად ორივე სწრაფი ანტიგენის და ანტისხეულის ტესტით? 

 

პატივისცემით, 

თამარ გაბუნია