| From : | Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G> |
| To : | Irma Khonelidze <ikhonelidze@gmail.com>; Givi Javashvili <gjavashvili@tsmu.edu> |
| Subject : | Re: PHC Protocol- Final Approved |
| Cc : | George Gotsadze <g.gotsadze@curatio.com>; Akaki Zoidze <k.zoidze@curatio.com>; Ekaterine Adamia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=89b4d31758d34f2cbdcfe688199f6941-Ekateri>; Lela Tsotsoria </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=27000431a1af423394c7c28cee15d9f3-Lela Ts>; Nana Kalmakhelidze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=adc54e0d63164f32a38a681dd684e705-Nana Ka>; Nato Shengelia <natoshengelia@gmail.com>; k.zoidze@gmail.com; nfmtc <nfmtc@nilc.org.ge> |
| Received On : | 05.04.2020 10:03 |
| Attachments : |
ძვირფასო კოლეგებო
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის!
ძალიან კარგი და საინტერესოა აღწერილი წინადადებები ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით:
1. ხარისხის უზრუნველყოფის შიდა სისტემის გამართვა ცალსახად საჭიროა
2. ამ ეტაპზე მეტი ინტერესია გარე კონტროლის კუთხით , ვფიქრობ კარგი იქნება (ა) დავნერგოთ ბატონი გივის იმეილში მე-3 პუნქტი
"პაციენტთან დარეკვა და იმის გარკვევა, თუ რა გაიგო პაციენტმა - ანუ, რამდენად არის მიღწეული მიზანი. აქ კმაყოფილებაზე შეიძლება არც კი დაისვას კითხვა, არამედ ინფორმაციაზე და რჩევებზე, რაც პაციენტმა მიიღო და როგორ აღიქვა ოპერატორის ნათქვამი. შეიძლება სატელეფონო კონსულტაცია ხარისხიანი იყოს, პაციენტი კი - უკმაყოფილო, რადგან ოპერატორმა ძალიან მოკლედ ისაუბრა და სათანადო დრო არ დაუთმო მის კითხვებს."
(ბ) Mystery clients
იქნება შესაძლებელი ასოციაციის მიერ ამ მექანიზმების გააქტიურება?
რაც შეეხება ტექნიკურ ხარვეზებს ამისთვის სამინისტროს აქვს თავისი შიდა მექანიზმი და უშუალო კომუნიკაციაში ყველა ჩართულ კლინიკასთან. ამ ჯგუფთან პირველი დღეების ანგარიშის გაზიარება მხოლოდ საინფორმაციო მიზნით მოხდა. სამინისტრო გამოყოფს 2 კოორდინატორს 112-თან შეთანხმებით,
რომლებიც მიმდინარე რეჟიმში იმუშავებენ ხარვეზების დროულ იდენტიფიცირებასა აღმოფხვრაზე. მანამდე ლელა წოწორია არის კომუნიკაციაში ყველა კლინიკასთან.
დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის!
დაველოდები გამოხმაურებას კონკრეტული მექანიზმების გააქტიურების შესაძლებლობის თაობაზე ასოციაციის ჩართულობით.
საუკეთესო სურვილებით
თამუნა
ქალბატონო თამარ,
გმადლობთ წერილისთვის.
გადავხედე, როგორ მოქმედებენ სხვა ქვეყნები, როგორ აფასებენ სატელეფონო კონსულტაციებს.
ბევრი მასალა არ არის. რა შთაბეჭდილებაც დამრჩა და რაც შეიძლება მოიფიქროს ადამიანმა ეს არის:
1. ცხელი ხაზის კონსულტაციების ძალზე მაღალ სტანდარტსა და პაციენტის კმაყოფილებაზე გადაჭარბებულმა ზრუნვამ შეიძლება შეამციროს ცხელი ხაზის "გამტარუნარიანობა" და ცხელი ხაზის ხელმისაწვდომობა შეიძლება გაუარესდეს.
2. თუ ყველა ზარი იწერება, უმჯობესია, ექსპერტებმა შერჩევით გაანალიზონ ჩანაწერები და რეკომენდაციები მოამზადონ ცალკეული ოპერატორისთვის და ზოგადად სამსახურისთვის.
3. თუ სატელეფონო კონსულტაცია არ იწერება, მაშინ, ალბათ, უმჯობესია პაციენტთან დარეკვა და იმის გარკვევა, თუ რა გაიგო პაციენტმა - ანუ, რამდენად არის მიღწეული მიზანი. აქ კმაყოფილებაზე შეიძლება არც კი დაისვას კითხვა, არამედ ინფორმაციაზე და რჩევებზე, რაც პაციენტმა მიიღო და როგორ აღიქვა ოპერატორის ნათქვამი. შეიძლება სატელეფონო კონსულტაცია ხარისხიანი იყოს, პაციენტი კი - უკმაყოფილო, რადგან ოპერატორმა ძალიან მოკლედ ისაუბრა და სათანადო დრო არ დაუთმო მის კითხვებს.
4. კარგი იქნება, თუ მომზადდება ხარისხის შეფასების მოკლე პროტოკოლი (როგორც მე-2, ისე მე-3 პუნქტში მითითებული საქმიანობისთვის), ძალიან მარტივი კითხვარი - პასუხებით "კი" და "არა" (ე.წ. chek-list).
პატივისცემით,
გივი ჯავაშვილი
On Sat, Apr 4, 2020 at 9:56 PM Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> wrote:
ძვირფასო ირინა და კოლეგებო
112-თან დაკავშირებული ონლაინ კლინიკების სერვისი სამკაოდ კარგად მუშაობს უკვე. არის გარკვეული ხარვეზები, რაც მოგვარებადია. ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რაზეც თქვენი პოზიცია და მოსაზრებები მინდა გთხოვთ არის ზარებზე პასუხის თვისობრივი მონიტორინგი. ანუ რამდენად ამომწურავ პასუხს იძლევიან ექიმები ზარებზე და რამდენად გამართულია შინაარსობრივი მხარე. რა მექანიზმის გამოყენება იქნება გამართლებული? ამ მონიტორინგს გარკვეულწილად capacity building ის ფუნქციაც ექნება, თუ მონიტორინგს peer assessment ის საშუალებით განვახორცეილებთ. შეიძლება mystery clients. რას ფიქრობთ?
დაველოდები თქვენს გამოხმაურებას.
კარგ კვირა დღეს გისურვებთ
თამუნა
From: Irma Khonelidze <ikhonelidze@gmail.com>
Sent: Saturday, April 4, 2020 2:12 AM
To: George Gotsadze
Cc: Akaki Zoidze; Ekaterine Adamia; Givi Javashvili; Lela Tsotsoria; Nana Kalmakhelidze; Nato Shengelia; Tamar Gabunia; k.zoidze@gmail.com; nfmtc
Subject: Re: PHC Protocol- Final Approvedდიდი მადლობა გიორგი, ამზადებენ უკვე, ნატო შენგელია მუშაობს და დრაფტს გაგვიზიარებს ამ შაბათ-კვირას.
პატივისცემით,ირმა--
On Sat, Apr 4, 2020 at 02:08 George Gotsadze <g.gotsadze@curatio.com> wrote:
ძვირფასო კოლეგებო
ბოდიში რომ გაწუხებთ, მაგრამ BMJ-ის ამ მასალას გადავაწყდი 25 მარტს გამოვდა და ვიფიქრე გაგიზიარებთ. ეს არის პჯდ-ს დონეზე 10 წუთიანი დისტანციური კონსულტაციის პროტოკოლი და რაც მთავარია აქვს ძალიან კარგი ვიზუალი, რომელსაც გიგზავნით სურათის და ასევე PPT-სლაიდის სახით. იმედია გამოგადგებათ, როცა პროტოკოლის გადახედვას გადაწყვიტავთ.
პატივისცემით, გგიორგგი
From: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Date: Monday, March 30, 2020 at 12:22 AM
To: Givi Javashvili <gjavashvili@tsmu.edu>
Cc: Irina Karosanidze <nfmtc@nilc.org.ge>, Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>, Nana Kalmakhelidze <nkalmakhelidze@moh.gov.ge>, Lela Tsotsoria <ltsotsoria@moh.gov.ge>, George Gotsadze <g.gotsadze@curatio.com>, Nato Shengelia <natoshengelia@gmail.com>, Akaki Zoidze <k.zoidze@gmail.com>, Irma Khonelidze <ikhonelidze@gmail.com>, Akaki Zoidze <k.zoidze@curatio.com>
Subject: PHC Protocol- Final Approved
გთხოვთ იხილოთ კოვიდ 19-ის პჯდ-ში მართვის პროტოკოლი დამტკიცებული მინისტრის ბრძანებით.
დიდი მადლობა ასეთი ეფექტური თანამშრომლობისთვის!
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
Deputy Minister
Irma Khonelidze
Deputy Director General, MPA
National Center for Disease Control and Public Health
Irma Khonelidze
Deputy Director General, MPA
National Center for Disease Control and Public Health