მოგესალმებით,
როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლის 23 იანვარს საქართველოში განხორციელდა 4003
ბოთლი MyHEP ALL-ს (სოფოსბუვირ/ველპატასვირი) დონაცია. 24 იანვარს მედიკამენტის
2783 ბოთლი დარიგდა პროგრამის მიმწოდებლებში.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარეზერვო მარაგის სახით დარჩენილი აქვს
1220 ბოთლი.
30 იანვრის მდგომარეობით, ელიმინაციის ანალიტიკური პროგრამიდან მიღებული
მონაცემების თანახმად, მომდევნო ერთი თვის პერიოდში, მონიტორინგზე მყოფ პაციენტებს ასაღები აქვთ
822 კოლოფი. ახალი პაციენტებისთვის ("კომისია დადასტურებელი") საჭირო რაოდენობა შეადგენს
1838 კოლოფს (სულ 2660 ბოთლი). დაწესებულებებში მარაგი -
2225 ბოთლია (მონაცემები იცვლება საათობრივად). სააგენტოში, კომისიაზე გასასვლელად გადმოგზავნილია 300 პაციენტის დოკუმენტი.
ზემოაღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე, მედიკამენტის ახალი მარაგის დონაცია
უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს თებერვლის შუა რიცხვებში.
გთხოვთ, გვაცნობოთ მედიკამენტის მოწოდების სავარაუდო თარიღის შესახებ ინფორმაცია, რომლის მიხედვით, განხორციელდება
დარჩენილი მარაგის ხარჯვის მართვა და მოსალოდნელი რისკების თავიდან აცილება და სხვა ლოჯისტიკური ღონისძიებები.
პატივისცემით,