| From : | Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G> |
| To : | Natia khonelidze <admin@georgia-ccm.ge> |
| Subject : | Re: COVID-19 დაფინანსების მექანიზმის განაცხადი |
| Cc : | secretary@georgia-ccm.ge |
| Received On : | 07.06.2020 10:55 |
Dear Tamar,
Please see below the answer from Mr. Tengiz Tsertsvadze (sent yesterday 23:46).
Respectfully,
Natia
From: Tengiz Tsertsvadze [mailto:tt@aidscenter.ge]
Sent: 6 June, 2020 23:46
To: Irina Grdzelidze
Cc: Ketevan Stvilia
Subject: Re: COVID-19 დაფინანსების მექანიზმის განაცხადი
ქალბატონო ირინა,
ქალბატონო ნათია,
მივიღეთ თქვენი იმეილი. მადლობა გულისხმიერებისა და ყურადღებისთვის.
გიდასტურებთ, რომ დასახელებულ აპარატს ჩვენი სახსრებით უკვე ვიძენთ და არც მისი სხვა აპარატით ჩანაცვლებას განვიხილავთ. გამოთავისუფლებული თანხა შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი შეხედულებისამებრ.
პატივისცემით,
თენგიზ ცერცვაძე
On Fri, Jun 5, 2020 at 3:35 PM Irina Grdzelidze <secretary@georgia-ccm.ge> wrote:
მოგესალმებით ბატონო თენგიზ,
პირველ რიგში გვსურს გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა თქვენი და თქვენი გუნდის მიმართ.
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის. რადგან Thermo Fisher Scientific’s automated RNA/DNA extraction system KingFisher Duo Prime-ის შესყიდვისთვის სხვა წყარო გამოჩნდა, ხომ არ გექნებათ სურვილი და შემოთავაზება, რომ აღნიშნული აპარატი თქვენი ცენტრისთვის საჭირო სხვა აპარატით ჩანაცვლდეს?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი რეკომენდაცია და მაქსიმალურად ვეცდებით გავითვალისწინოთ.
განაცხადის წარდგენის მჭიდრო ვადების გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით, რომ პასუხი ორშაბათს დღის ბოლომდე მოგვაწოდოთ.
პატივისცემით,
ირინა და ნათია
----- Forwarded Message -----
From: Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>
To: Irina Grdzelidze <irina_grdzelidze@yahoo.com>; "admin@georgia-ccm.ge" <admin@georgia-ccm.ge>
Cc: Ketevan Stvilia <stviliak@gmail.com>
Sent: Thursday, June 4, 2020, 11:19:02 PM GMT+4
Subject: Re: COVID-19 დაფინანსების მექანიზმის განაცხადი
ქალბატონო ნათია,
ქალბატონო ირინა,
მივიღეთ თქვენი იმეილი და გლობალურ ფონდში წარსადგენი COVID-19-ის განაცხადი.
ჩვენ არ ვეთანხმებით წარმოდგენილ განაცხადს, ვინაიდან გვქონდა განსხვავებული მოსაზრება აქტივობების და შესაძენი აპარატურის პრიორიტეტებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრისთვის განსაზღვრულ აპარატს - Thermo Fisher Scientific’s automated RNA/DNA extraction system KingFisher Duo Prime -ს, ჩვენ ამ აპარატს უკვე ვიძენთ საკუთარი სახსრებით. ამიტომ თქვენი შეხედულებისამებრ ეს აპარატი უნდა იქნეს ამოღებული განაცხადიდან ან ჩანაცვლებული სხვა აპარატურით.
პატივისცემით,
თენგიზ ცერცვაძე
On Mon, Jun 1, 2020 at 4:55 PM Irina Grdzelidze <irina_grdzelidze@yahoo.com> wrote:
ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს პატივცემულო წევრებო,
როგორც მოგეხსენებათ, გლობალური ფონდის საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნებს ეძლევა შესაძლებლობა წარადგინონ განაცხადი დამატებითი დაფინანსების მიღების მიზნით.
გიზიარებთ გლობალური ფონდის COVID-19 დაფინანსების მექანიზმისთვის ქვეყნის განაცხადს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის COVID-19 ინფექციის ეპიდემიაზე საპასუხო ღონისძიებების გაფართოებასა და შესაძლებლობების გაძლიერებას და ასევე COVID-19 ინფექციის ეპიდემიის პირობებში აივ ინფექცია/შიდსისა და ტუბერკულოზის სერვისების მიწოდების უწყვეტობის უზრუნველყოფას.
მოწოდებული განაცხადი წარდგენილი და შეთანხმებული იქნა პოლიტიკისა და ადვოკატირების საკონსულტაციო კომიტეტთან (PAAC). გათვალისწინებული იქნა კომიტეტის შენიშვნები.
გლობალური ფონდის მოთხოვნით, განაცხადი დამტკიცებული და წარდგენილი უნდა იყოს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს მიერ.
გიზიარებთ განაცხადის საბოლოო ვერსიას ელექტრონული ხმისმიცემისთვის.
გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი თანხმობის წერილი ან დაადასტუროთ თქვენი თანხმობა სპეციალურ ფორმაზე ხელმოწერით, რომელიც ასევე თან ერთვის წერილს.
ილუსტრაციისთვის გაწვდით შემდეგი შინაარსის წერილს ინგლისურ ენაზე, რომელიც სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ:
With this letter I (name, surname) endorse the Georgia Funding Request to be submitted to the Global Fund under COVID-19 Response Mechanism.
თანხმობის წერილი იგზავნება ან ხელმოწერა ფიქსირდება წევრის ან მისი ალტერნატის მიერ.
გთხოვთ გამოაგზავნოთ თანხმობის წერილი ან თქვენს მიერ ხელმოწერილი ფორმა საბჭოს სამდივნოს ელექტრონულ ფოსტაზე: secreatry@georgia-ccm.ge და admin@georgia-ccm.ge არაუგვიანესს 4 ივნისის 14:00 საათისა.
დამატებითი კომენტარის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ სამდივნოს ზემოთ მითითებული ელ. ფოსტის მისამართებზე არაუგვიანეს 2 ივნისის 18:00 საათისა.
დიდი მადლობა წინასწარ,
პატივისცემით,
საბჭოს სამდივნო