From : Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G>
To : Pati Dzotsenidze <pati.dzotsenidze@tsu.ge>; Nino Kiknadze <nkiknadze@osgf.ge>; Ioseb Abesadze <ioseb.abesadze@gmail.com>; Nino Mirzikashvili <n.mirzikashvili@gmail.com>
Subject : Re: ტკივილის მარვის მარეგულირებელი გარემო
Cc : giorgi chavchavadze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=ba2efc036682427fb2eafb0877b76add-giorgi>; Ekaterine Adamia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=89b4d31758d34f2cbdcfe688199f6941-Ekateri>; Zaal Kapanadze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=1a1cb702f2d1413e9706648529678369-Zaal Ka>
Received On : 22.01.2020 03:56

ქალბატონო ფატი


დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის. ძალიან საინტერესო სურათია- სამინისტრო მზად არის ამ თემაზე განაახლოს კონსულტაციები. მინდა ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და წარმოგიდგინოთ პოლიტიკის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი ბატონი გიორგი ჭავჭავაძე, ასევე ჯანდაცვის პოლიტიკის დეპატამენტის ხელმძღვანელი ქ-ნი ეკა ადამია. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი ბატონი ზაალ კაპანაძე.

კარგი იქნება თუ სამუშაო შეხვედრა შედგება ახალ გუნდთან თემატიკის გაზიარების და პროცესის შემდეგომი მსვლელობის უზრუნველყოფის მიზნით. ქ-ნ ეკა ადამიას ვთხოვ უზრუნველყოს შემდგომი კოორდინაცია სამუშაო პროცესის ორგანიზების მიზნით. ქ-ნი ეკა ამერიკიდან ამ თვის ბოლოს დაბრუნდება და უკვე შესაძლებელი იქნება კონსულტაციების განახლება. 

პატივისცემით, 

თამარ გაბუნია


From: Pati Dzotsenidze
Sent: Wednesday, January 22, 2020 12:28 AM
To: Tamar Gabunia; Nino Kiknadze; Ioseb Abesadze; Nino Mirzikashvili
Subject: ტკივილის მარვის მარეგულირებელი გარემო
 
ქალბატონო თამარ მოგესალმებით,
როგორ ბრძანდებით? 
თქვენი მოთხოვნის თანახმად გიგზავნით დოკუმენტს,  სადაც მოცემულია დაავადებათა ნუსხა, ტკივილის სიხშირის % მაჩვენებლით.  ეს მონაცემები ეყრდნობა პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტებში დელფის მეთოდით ჩატარებული ჯანმოს 2 კვლევის შედეგებს. შედეგები ასახავს დავაადებებს, რომლებსაც   ყველაზე ხშირად თან ახლავთ ისეთი ტკივილი, რომელიც სერიოზულ ტანჯვას განაპირობებს "serious health related suffering" . ამიტომ მიჩნეულია რომ ეს არის ის დაავადებები, რომლებიც სიცოცხლის დასასრულს ყველაზე მეტად საჭიროებენ პალიატიურ მზრუნველობას. ვინაიდან პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტებში ტკივილი წარმოადგენს ყველაზე ხშირ სიმპტომს, ამიტომ ტკივილის მართვის ადეკვატურობა წარმოადგენს პალიატიური მზრუნველობის ხელმისაწვდომობის ინდიკატორს.
შესაბამისი მონაცემები განხილულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და  პალიატიური მზრუნველობის მსოფლიო ალიანსის ერთობლივად  მომზადებულ  დოკუმენტში - (Global Atlas of Palliative Care at the End of Life) განიხილავს მსოფლიო მასშტაბით პალიატიური მზრუნველობის განვითარების საკითხს, ბარიერებს და რეკომენდაციებს.  შესაბამისი მონაცემები განხილულია მე -6 დანართში  გვ 96 (104)  . სწორედ ამ დოკუმენტს ეყრდნობა ლანცეტის კომისიის შემდგომი არაერთი რეკომენდაცია. დოკუმენტი თან ახლავს ბმულის სახით.   აქვე  მომყავს  მონაცემები მარტივი გრაფის სახით. სიცოცხლის დასასრულად მოიაზრება ცხოვრების ბოლო ერთი წელი . 
პატივისცემით,
ფატი ძოწენიძე

 დაავადებათა კატეგორიები, რომლებიც სიცოცხლის დასასრულს საჭიროებენ პალიატიურ მზრუნველობას და ტკივილის მართვას  ოპიოიდებით 

 სიცოცხლის დასასრულს ტკივილის %  სიხშირე

კიბო

ზრდასრულები

84%

ბავშვები

 80%

აივ/ შიდსი

ზრდასრულები

80%

ბავშვები

55%

პროგრესირებადი არაავთვისებიანი დაავადებები

ზრდასრულები

ალცჰაიმერის დაავადებადა სხვა დემენციები

47%

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

67%

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები

67%

ღვიძლის ციროზი

34%

დიაბეტი

64%

გაფანტული სკლეროზი

43%

თირკმლის უკმარისობა

50%

პარკინსონის დაავადება;

82%

რევმატოიდული ართრიტი;

89%

წამალ - რეზისტენტული ტუბერკულოზი.

90%

ბავშვები

 

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

67%

ღვიძლის ციროზი

67%

 თანდაყოლილი ანომალიები ( გულის ანომალიების 50% გამორიცხვით)

67%

ენდოკრინული, სისხლის იმუნური  დარღვევები, ენდოკრინული მდგომარეობების გამორიცხვით

67%

მენინგიტი

67%

თირკმელების დაავადება,

67%

ნევროლოგიური დარღვევები,

67%

ახალშობილთა / ნეონატალური მდგომარეობები,

67%

ცილოვანი (ენერგიის)  დეფიციტი.

67%