From : Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G>
To : Marine Baidauri </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=d4eb81559a6747338929ab76fb710c4f-Marine>
Subject : Re: საზოგადოებრივი ჯანდაცვის საქმიანობა
Received On : 20.01.2020 13:50

გავიაროთ სამუშაო რეჟიმში. 



Sent from my Samsung Galaxy smartphone.


-------- Original message --------
From: Marine Baidauri
Date: 1/20/20 5:48 PM (GMT+04:00)
To: Tamar Gabunia
Subject: საზოგადოებრივი ჯანდაცვის საქმიანობა

ქალბატონო თამარ,

 

გიგზავნით ჩვენს მოსაზრებას შპს ,,ხარისხის ლაბორატორიის“ დირექტორის ირაკლი ჭკადუას (დავით ჯორბენაძის ლაბორატორია) წერილში დასმული შეკითხვის თაობაზე - მიეკუთვნება, თუ არა ადამიანებისათვის შესაძლო საფრთხის შემცველი ბიოლოგიური აგენტების გამოვლენა/იდენტიფიკაცია, აგრეთვე  სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების კონტროლი  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებებთან დაკავშირებულ ან მის თანმხლებ მომსახურებას?

 

,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-3 მუხლის1 ქვეპუნქტის მიხედვით:

 

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა არის სახელმწიფო ვალდებულებათა სისტემა, რომლის მიზანია ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა, შენარჩუნება და აღდგენა დაავადებათა პრევენციის, მათი გავრცელების შესწავლისა და, შესაბამისად, კონტროლის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობის გზით.

 

ხოლო ამავე მუხლის “ ქვეპუნქტი განმარტავს:

 

ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა - ეს არის „შრომის, ყოფა-ცხოვრების, დასვენების, კვების, სწავლების, აღზრდის, რადიაციული და ქიმიური უსაფრთხოების განმსაზღვრელი სანიტარიულ-ჰიგიენური წესებისა და ნორმების და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების დაცვაზე ზედამხედველობა, ქვეყნის საზღვრებზე სახელმწიფო სანიტარიულ-ჰიგიენურ და სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საკითხები“.

 

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად: „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა არის „მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისაკენ, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლისაკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთობლიობა“, რომელთა განხორციელების კომპეტენციები 2007 წლის შემდეგ  ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გადანაწილებულია სხვადასხვა სამინისტროებსა და უწყებებში, კერძოდ:

1. გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების (წყალი, ჰაერი, ნიადაგი, გარემოს ფიზიკური ფაქტორები-ვიბრაცია, ხმაური, ელ-მაგნიტური გამოსხივება, რადიაცია) კონტროლი წარმოადგენს გარემოს დაცვის სამინისტროს კომპეტენციას;

2. სურსათის ხარისხისა და უვნებლობის კონტროლი წარმოადგენს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციას;

3. შეიარღებულ ფორმირებებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციას;

4. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა წარმოადგენს სასჯელაღსრულების სამინისტროს კომპეტენციას;

5. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში, საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში,  სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა და მთელი რიგი სხვა დელეგირებული უფლებამოსილებები წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (მათი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურების) კომპეტენციას.

გარდა აღნიშნულისა, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონმა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებს განუსაზღვრა მთელი რიგი ვალდებულებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში, მაგალითად:  სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ნოზოკომიური ინფექციების პრევენცია და კონტროლი, ამავე დროს განსაზღვრა (853 მუხლი) ის საქმიანობები, რომლებიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურების  კომპეტენციას განეკუთვნება:

     ა) ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებათა აღრიცხვისა და შეტყობინების სისტემის ჩამოყალიბება, მიღებული მონაცემების ანალიზი და პროგნოზირება;

    ბ) ეპიდზედამხედველობა და ეპიდკონტროლი დაავადებათა მიზეზების, მათი გადაცემის გზების და რისკფაქტორების გამოვლენისა და შესწავლის მიზნით;

    გ) ჯანმრთელობის დაცვის სამსახურებისა და მოსახლეობისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება და რეკომენდაციების მომზადება ინფექციურ დაავადებათა აღმოცენების მიზეზების, გავრცელებისა და კონტროლის შესახებ;

   დ) გადამდები, მათ შორის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელების შეზღუდვის ან აღმოფხვრის ღონისძიებების დაგეგმვა;

    ე) უსაფრთხო სისხლით უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა;

    ვ) არაინფექციური (გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიური დაავადებების, ტრავმების, იოდის და სხვა მიკროელემენტების, ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული და სხვა) დაავადებების  პროფილაქტიკა;

    ზ) ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის ხელშეწყობა;

    თ) ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისათვის ხელშეწყობა. 

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ღონისძიებებთან დაკავშირებულო საქმიანობად შეიძლება განხილულ იქნეს ის ღონისძიებები, რომლებიც დაგეგმილია/განსაზღვრულია/ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ან ჯანდაცვის დაწესებულების მიერ. ანუ ის ღონისძიებები, რომლებიც წარმოადგენს ჯანდაცვის სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი  (ან მის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განმახორციელებელი) უწყების კომპეტენციას, ან ხორციელდება/დაგეგმილია სამედიცინო დაწესებულების მიერ.

 

P.S.ასევე გიგზავნით 2016 წლის მიმოწერასაც.

 

გთხოვთ, თქვენს მითითებებს.

 

პატივისცემით,

მარინე ბაიდაური

 

 

Marine Baidauri

 

Chief Specialist

Health policy Division of Policy Department

Ministry of  Internally Displaced Persons from the Occupied

Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia

144 Tsereteli ave., 0159 Tbilisi, Georgia
Cell phone: +995 591103061
E-mail: mbaidauri@moh.gov.ge