| From : | Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G> |
| To : | Rusudan Chkhubianishvili <rusudan.chkhubianishvili@caritas.cz>; Lela Tsotsoria </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=27000431a1af423394c7c28cee15d9f3-Lela Ts>; Eka Kapanadze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=3e99e8869017413c9ab650bc4bb89ce8-Eka Kap>; Amiran Gogitidze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=694124ad794b47e1b9a25b0bf61050bd-Amiran> |
| Subject : | Re: პირველადი ჯანდაცვის ექსპერტების საყურადღებო რეკომენდაციები |
| Cc : | Givi Javashvili <gjavashvili@tsmu.edu>; Marina Shikhashvili <m.shikhashvili@yahoo.com>; Nato Shengelia <natoshengelia@gmail.com>; Nino Kiknadze <n.kiknadze@tsmu.edu>; Ketevan Jugheli <ketevanjugheli@yahoo.com>; Beka Ioseliani <ioseliani.nfmtc@gmail.com>; Tamar Kurtanidze <tamar.kurtanidze@caritas.cz> |
| Received On : | 03.05.2020 05:06 |
| Attachments : |
ქალბატონო რუსუდან
მინდა ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და გამოვხატო მადლიერება ჩეხეთის მთავრობის და თქვენი ორგანიზაციის მიმართ ამ რთულ პერიოდში გაწეული დახმარებისთვის. კარდაკარ თერმოსკრინინგი, როგორც ინტერვენცია შემოთვაზებული იქნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
დაცვის ცენტრის რეკომენდაციით და შეთანხმებულია სამინისტროსა და სხვა შესაფერის უწყებებთან. კარდაკარ სკრინინგი არ ნიშნავს აუცილებლად ოჯახის ექიმის მიერ ამის განხორციელება, თუმცა არც გამორიცხავს პჯდ პერსონალის პროცესში მონაწილეობას. სკრინინგი ხორციელდება ლოკალური
ეპიდრეაგირების გეგმების ფარგლებში, პირადი დაცვის საშუალებებით და ინფექციის კონტროლის წესების დაცვით. მაქვს უმორჩილესი თხოვნა, თუ პრაქტიკაში მიმდინარე რომელიმე ინტერვენციას დამტკიცებულ პროტოკოლთან წინააღმდეგობრივად ჩათვლით, პირველ რიგში სამინისტროსთან გაიარეთ
ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია., ვიდრე პროგრამის მონაწილეებთან მოხდება იმაზე მსჯელობა, რომ სამინისტრო თავისივე გამოცემულ პროტოკოლს ეწინააღმდეგება. ძალიან რთულია ჩვენთვის ურთიერთგამომრიცხავი კომუნიკაციის რეჟიმში მუშაობა.
რაც შეეხება სამედიცინო პერსონალის სკრინინგს- ეს პროცესი დაიწყო 2 კვირის წინ, ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით. მომდევნო კვირიდან მაქსიმალური სარწმუნოებისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრი იწყებს პერსონალის ტესტირებას PCR მეთოდით.
სამინისტროში სამი ჯგუფი მუშაობს კოვიდ 19 ის პროგრამის დანერგვის საკითხებზე მ.შ. კლინიკური ჯგუფი, საზოგადოებრივი ჯანმრთლობის დაცვის ექსპერტების ჯგუფი და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ჯგუფი. მოსაზრებები პერსონალის სასწრაფოსა და სხვა სამსახურებს შორის გადანაწილებისა
და ცხელების ცენტრების განლაგების შესახებ უდავოდ საინტერესოა. ის განაწილება რაც დღეს გვაქვს და გამყარებულია 253 დადგენილებით- არის მომზადებული მრავალფაქტორული და ჩაღრმავებული სიტუაციური ანალიზის საფუძველზე. ბევრი განმარტება აქვს იმ ფაქტს, რომ ყველა რაიონში
ცხელების კლინიკის მუშაობა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ საკითხებზე მსჯელობისთვის ექსპერტულ ჩართულობას ყოველთვის მივესალმები- თუმცა ისევ უმორჩილესი თხოვნა მექნება - სასწავლო მოდულის ფოკუსი შენარჩუნდეს პჯდ-ში შემთხვევების მართვაზე, ონლაინ კონსულტაციის შინაარსზე
და სხვა საკითხებზე პროტოკოლის შესაბამისად.
ხვალ ან ზეგ ჩავნიშნავთ შეხვედრას პჯდ ტრეინინგების ამჟამინდელ და პოტენციურ განმახორციელებლებთან და შეგატყობინებთ დროს. კურსში ტრენერების დასწრებას ამ ტელეშეხვედრაზე მხოლოდ მივესალმები.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მოგესალმებით, ქალბატონო თამარ,
მოგმართავთ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტების ფარგლებში ამჟამად მიმდინარე სოფლის ექიმების ტრენინგების/სუპერვიზიის ტრენერების - თქვენთვის კარგად ცნობილი პირველადი ჯანდაცვის ექსპერტების (მარინა შიხაშვილი, გივი ჯავაშვილი, ნატო შენგელია, ნინო კიკნაძე, ქეთევან ჯუღელი, ბექა იოსელიანი) სახელით და თხოვნით.
ამ ბოლო დღეებში სოფლის ექიმები თითქმის ყველა მუნიციპალიტეტიდან სულ უფრო ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ მათ უწევთ კარდაკარ თერმოსკრინინგის პროცესში მონაწილეობა.
ექსპერტების აზრით, აუცილებელია თერმოსკრინინგის საფრთხის გათვალისწინება ოჯახის ექიმების ჩართვისას ამ პროცესში, ვინაიდან სამედიცინო პერსონალის ინფიცირების შემთხვევაში სოფლები დარჩება ექიმის გარეშე. ასევე, ეს აქტივობა წინააღმდეგობაში მოდის ეროვნული პროტოკოლის რეკომენდაციებთან, სადაც პირველადი ჯანდაცვის რგოლს ვურჩევთ, რომ დისტანციური მუშაობის რეჟიმია პრიორიტეტული და არ არის რეკომენდებული პაციენტთან პირისპირ კონტაქტი. შესაბამისად პჯდ ექსპერტები თვლიან, რომ ის უწყებები, ვინც უშუალოდ არიან თერმოსკრინინგის პროცესში ოჯახის ექიმების ჩართვის ინიციატორები, საჭიროა ჩავაყენოთ საქმის კურსში და მიიღონ ჯანდაცვის სამინისტროდან მითითება სამედიცინო პერსონალისთვის თერმოსკრინინგის საფრთხის შესახებ.
გარდა ამისა, ექსპერტების აზრით, სასწრაფო დახმარების პერსონალი სხვადასხვა რეგიონებში/მუნიციპალიტეტებში არ უნდა მუშაობდნენ (თეთრიწყაროს მაგალითი). ასევე ექსპერტებს აუცილებლად მიაჩნიათ, რომ სასწრაფო დახმარების ექიმების სკრინინგი უნდა ჩატარდეს ყველგან, განსაკუთრებით იმ ექიმებისა, რომლებიც ამავე დროს ოჯახის ექიმებიც არიან, რაც ძალიან ხშირია უმეტეს რეგიონში. ექსპერტები თვლიან, რომ საჭიროა არსებობდეს განსხვავებული მიდგომა იმ რეგიონებისადმი, სადაც არც ერთი კოვიდ შემთხვევა არ არის დაფიქსირებული და იქაურ მაცხოვრებლებს არ უნდა უწევდეთ სხვა რაიონებში არსებულ ცხელების ცენტრებში გადაადგილება. ამავე დროს, სოფლის ექიმები ყველგან ითხოვენ დამცავი საშუალებებით მომარაგებას, განსაკუთრებით ზედაპირების სადეზინფექციოდ.
ქალბატონო თამარ, იმედი გვაქვს, რომ თქვენი ჩართულობით შესაძლებელი იქნება ამ საკითხების დროული მოგვარება.
პატივისცემით,
რუსუდან
|
|
Rusudan Chkhubianishvili Projects Manager | Caritas Czech Republic |
|
|
|
Phone: +995 593 688 609 Email: rusudan.chkhubianishvili@caritas.cz Skype ID: rusikoch
8, Kartozia Str. Block IV, Entrance I, Floor IX, Apt. 24 Tbilisi, Georgia
|
|