From : Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G>
To : Natia Khmaladze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=d281c9de634b4ce3b290d874066d4d9d-Natia K>; Ekaterine Adamia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=89b4d31758d34f2cbdcfe688199f6941-Ekateri>; Avtandil Talakvadze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=93867ef6e5da4beeb72a8f0d87a22bb3-Avtandi>; Lali Ebanoidze <L.Ebanoidze@ncdc.ge>; Gvantsa Gasviani </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=98db037093be484aa6c74655f95df515-Gvantsa>; Tea Gvaramadze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=3ef53c907e8448efb640e206f5edffed-Tea Gva>; David Torua <dtorua@moh.gov.ge>; kh.zakhashvili@ncdc.ge; mmaghlapheridze@moh.gov.ge
Subject : Re: გთხოვთ წაიკითხოთ და და დამიდასტუროთ მისაღებობა, რომ ამ ფორმით გადავუგზავნო
Cc : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Shorena Okropiridze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=e06645126547418684e536fba3104ff6-Shorena>; Irma Kitiashvili </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=86f0008fdf06439398759df68a3b4617-Irma Ki>
Received On : 04.06.2020 13:53

მისაღებია



Sent from my Samsung Galaxy smartphone.


-------- Original message --------
From: Natia Khmaladze
Date: 6/4/20 5:46 PM (GMT+04:00)
To: Ekaterine Adamia , Avtandil Talakvadze , Lali Ebanoidze , Gvantsa Gasviani , Tea Gvaramadze , David Torua , kh.zakhashvili@ncdc.ge, mmaghlapheridze@moh.gov.ge
Cc: Tamar Gabunia , Amiran Gamkrelidze , Shorena Okropiridze , Irma Kitiashvili
Subject: გთხოვთ წაიკითხოთ და და დამიდასტუროთ მისაღებობა, რომ ამ ფორმით გადავუგზავნო

 
კოლეგებო, მოძიებული და შეგროვილი ინფორმაციის შესაბამისად, გიგზავნით სტრუქტურიზებული სახით სახალხო დამცველის აპარატისათვის გადასაგზავნი ინფორმაციის შინაარსს. გთხოვთ კიდევ ერთხელ შეხედოთ და თუ რაიმე არასწორად არის მითითებული მოგვწეროთ კორექტირებისთვის. აქვე გაცნობებთ, რომ ინფორმაცია უნდა გადავუგზავნოთ დღის ბოლომდე:

 

  1. ითვლება თუ არა პირის იზოლაციის და კარანტინში მოთავსების თაობაზე მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებად სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №454 დადგენილებით დამტკიცებული „დასენიანებული რეგიონიდან ჩამოსული მგზავრის სააღრიცხვო ბარათის" (№9 დანართი) შევსება და სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ განსაზღვრული ფორმის შევსება?  აღნიშნული ფორმების შევსების შემთხვევაში, გამოსცემს თუ არა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტი იგივე პირის იზოლაციის და კარანტინში მოთავსების თაობაზე ცალკე გადაწყვეტილებას? დადებითი პასუხის შემთხვევაში, რომელი მიიჩნევა საბოლოო გადაწყვეტილებად?

 

უნდა აღინიშნოს, რომ იზოლაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღებ პასუხისმგებელ ორგანოებს განსაზღვრავს, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N 322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-11 მუხლის მე-12 პუნქტით, რომლის მიხედვითაც, ფიზიკური პირის იზოლაციის (კარანტინი, თვითიზოლაცია) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი უფლებამოსილი სამსახური (სსიპ – შემოსავლების სამსახური, სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი) წერილობით ან ზეპირად. გადაწყვეტილების ზეპირად მიღების შემთხვევაში, არაუმეტეს 5 დღისა გადაწყვეტილების მიმღები პირის მიერ ხდება ამ გადაწყვეტილების წერილობითი სახით გაფორმება. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თუ რომელი ორგანოა იზოლაციის შესახებ გადაწყყვეტილებაზე პასუხისმგებელი, აღნიშნული განსაზღვრულია ამავე მუხლის 5-7 პუნქტებით, კერძოდ:

ამდენად, იზოლაციასთან დაკავშირებით სწორედ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს იზოლაციის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას,  რომლის ფორმაც არ არის უნიფიცირებული.

 

  1. აღნიშნული ფორმა დამტკიცებულია ,,ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) ღონისძიებების დროს შესაბამის იზოლაციაში (თვითიზოლაცია/კარანტინი) მყოფ პირებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საავადმყოფო ფურცლის ტოლფასი სამართლებრივი შედეგების მქონე ცნობის ფორმის დამტკიცებისა და მისი გაცემის პროცესის ორგანიზების შესახებ“  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება № 01-145/ო 01 / აპრილი / 2020 წ.)     ბრძანებით და განთავსებულია აგრეთვე  -სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.moh.gov.ge (იხილეთ დანართი )

 

მოგზაურებმა საქართველოში ჩამოსვლამდე უნდა შეავსონ სპეციალური მოთხოვნის ფორმა, სადაც პირადი მონაცემების, საიზოლაციო სივრცისა და ადგილზე საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაციას მიუთითებენ. შევსებული კითხვარი უნდა გააგზავნონ მისამართზე covisolation@moh.gov.ge, რის შემდეგაც უწყების წარმომადგენლები, მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო პირთან ერთად, მოახდენენ საიზოლაციო სივრცეების წინასწარ შეფასებას და განაცხადის შესაბამისად დაკმაყოფილებას.

 

თვითიზოლაციის მოთხოვნა ასევე შესაძლებელია საკარანტინე სივრცეში მოთავსებული პირებისთვის.

თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის N164 განკარგულებით განსაზღვრული თარიღიდან საქართველოში შემოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარა სავალდებულო იზოლაციას (კარანტინს). ამასთან, მოგვიანებით განხორციაელდა არსებული პრაქტიკის ასახვა შესაბამის დადგენილებაშიც (საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N 322 დადგენილება), სადაც განისაზღვა ის საგამონაკლისო გარემოებები, რომლის არსებობის დროსაც დაიშვება თვითიზოლაციაში მოთავსება/გადაყვანა.

       

 

თვითიზოლაციის წესების დარღვევის აღსრულებას უზრუნველყოფენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, საქართველოს მთავრობის 322 დადგენილებისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. პირის მიმართ შესაბამისი ღონისძიების გამოყენების დამატებითი დეტალების თაობაზე მიზანშეწონილია ინფორმაცია გამოთხოვნილ იქნეს შესაბამისი უწყებიდან.

 

იზოლაციამდე (კარანტინი, თვითიზოლაცია) ფიზიკური პირი ხელს აწერს ინფორმირების ფორმას. ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში, ფორმაში კეთდება შესაბამისი შენიშვნა, უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. (გთ. იხ. 322 დადგენილების დანართი)

 

,,იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილების მიხედვით, თვითიზოლაციის სურვილის შემთხვევაში, პირი ავსებს თვითიზოლაციის მოთხოვნის ფორმას (ხელმისაწვდომია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე – www.moh.gov.ge), რომლის საფუძველზეც სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი განსაზღვრავს პირის ამ მუხლის 7 1 პუნქტთან შესაბამისობას და ახორციელებს თვითიზოლაციისთვის მითითებული საცხოვრებელი გარემოს შესწავლას. შესაფერისი საცხოვრებელი პირობებისა და ამავე მუხლის 7 1 და 7 2 პუნქტებით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების  შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას პირის თვითიზოლაციაში მოთავსების/ გადაყვანის შესახებ.

7 1. თვითიზოლაციაში მოთავსება/გადაყვანა შესაძლებელია:

ა) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის (მაგ.: ქირურგიული ოპერაციების შემდეგ, ქიმიოთერაპიის, დიალიზის სეანსების საჭიროებისას და სხვა) გათვალისწინებით, შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენისას;

ბ) საქართველოში საერთაშორისო მისიების წარმომადგენლების, აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების შუამდგომლობის გათვალისწინებით;

გ) სხვა განსაკუთრებული გარემოებების/სოციალური ფაქტორების (შშმ, არასრულწლოვნობა და მსგავსი) არსებობისას, რომელიც ამართლებს თვითიზოლაციაში პირის ყოფნის უპირატესობას.

 

,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ “  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N01-123/ო ბრძანების N1 დანართის მიხედვით, საკარანტინე სივრცეებში უზრუნველყოფილ უნდა იქნეს: ,,გ.გ) ქრონიკული დაავადებით დაავადებულ პირთათვის საჭირო მედიკამენტებისა და სამედიცინო საგნების (მ.შ. სადეზინფექციო დანიშნულების) რეგულარული მიწოდება (შესაძლოა განხორციელდეს ახლობლების მიერ);“

ასევე საკარანტინე სივრცეების სამედიცინო მეთვალყურეობა უზრუნველყოფილია „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მტავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის N674 დადგენილების მე-20 დანართით.

 

,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ “  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N01-123/ო ბრძანების N1 დანართის მიხედვით, საკარანტინე სივრცეებში უზრუნველყოფილ უნდა იქნეს:

„გ.ა) იზოლირებულ პირთა დღეში სამჯერადი კვება, საკვების/სასმელის ინდივიდუალური კონტეინერებით მიწოდებით (სურვილის შემთხვევაში საკვების მიწოდება შესაძლებლია მოხდეს ოჯახის წევრების მიერ);

 

საკარანრინე სივრცეების ლოჯისტიკას უზურნველყოფს სსიპ - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელიც ასევე ითვალისწინებდა არსებული საჭიროებების დაკმაყოფილებას კარანტინში მყოფი პირების კვებით უზრუნველყოფის კუთხით.

 

აქვე, აღსანიშნავია, რომ „ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით,  2020 წლის 28 მარტიდან,  ქ. თბილისში, მიქელაძის ქ. N7-ში მდებარე სასტუმროში გაიხსნა საკარანტინო სივრცე, სადაც თავსდებოდნენ სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ისეთი ბენეფიციარები, რომლებიც იმყოფებოდნენ მომსახურების გარეთ და დაუდგენელი იყო  მათი კონტაქტები. აღნიშნულ საკარანტინო სივრცეში  24 საათიან მორიგეობას ახორციელებდნენ მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში მომუშავე მობილური ჯგუფები, კერძოდ: ააიპ „ბავშვი და გარემოს“, საქველმოქმედო ფონდის „ვოლდ ვიჟენი“ და საქველმოქმედო ფონდის „საქართველოს კარიტასი“ მობილური ჯგუფის წევრები.

რისკების შემცირების მიზნით, მობილური ჯგუფების წევრებისთვის მოწვეულ იქნა დაავადებათა კოტნროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბიუსაფრთხოების სამმართველოს წარმომადგენელმა, რომელმაც გაუზიარა ინფორმაცია, რომლის ცოდნაც აუცილებელი იყო რისკის შემცველი მუშაობის პროცესში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების აცილებისათვის.

საკარანტინო სივრცე მოემსახურა, როგორც  მიუსაფარ ბავშვად იდენტიფიცირებულ,  ისე   მცირე საოაჯხო ტიპის სახლის,  ჩვილ ბავშვთა სახლისა და ძალადობის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების თავშესაფრის ბენეფიციარებს. 

საკარანტინო სივრცეში შეყვანა ხდებოდა ბენეფიციარის  თანხმობის საფუძველზე.  14 დღიანი საკარანტინე პერიოდის გავლის შემდეგ, ხდებოდა ბენეფიციართა დაბრუნება შესაბამის მომსახურებაში.

2020 წლის 28 მარტიდან საკარანტინო სივრცე მოემსახურა 23 ბენეფიციარს.

საკარანტინო სივრცეში მოთავსებული ბენეფიციარების არც ერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა COVID-19.

 

თავად პროცესის სპეციფიურობიდან გამომდინარე, რთულია აღნიშნულის წინასწარ განჭვრეტა და კონკრეტული მოცდის პერიოდის ნორმატიულ დონეზე განსაზღვრა. შესაბამისად, აღნიშნული პერიოდის განსაზღვრა ყოველ კონრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად ხდება კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მოქმედი რეგულაციების დაცვითა და გათვალისწინებით.

ჩამოსული მგზავრი სასაზღვრო გამტარ პუნქტში ყოვნება ქვეყანაში შემოსვლისათვის საჭირო პროცედურების გავლის დროით, რა დროსაც, ასევე ხდება სპეციფიური საჭიროების (ავადმყოფობა, ორსულობა, ასაკი და ა.შ.) კონტიგენტის საჭიროების გათვალისწინება და უპირატესი დაკმაყოფილება, რის შემდეგაც ხდება პირების ტრანსპორტირება შესაბამისი დანიშნულების ადგილების მიხედვით.

სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზრუნველყოს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მოქალაქის ან უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომლის ოჯახის წევრს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებული სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების შესყიდვა (იხ. საქართველოს მთავრობის 164 განკარგულება)