| From : | Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G> |
| To : | David Gzirishvili (CGC) <D.Gzirishvili@curatioconsulting.com> |
| Subject : | Re: გეგმის თაობაზე კონსულტაციები |
| Cc : | George Gotsadze (CIF) <G.Gotsadze@curatio.com> |
| Received On : | 08.06.2020 17:55 |
ბატონო დავით
დიდი მადლობა წერილისთვის. როგორც ითქვა ფართო კონსულტაციები კოვიდ 19-ის გეგმის თაობაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია და სამინისტრო იყენებს არაერთ საკონსულტაციო პლატფორმას გეგმის დეტალებზე შეთანხმების მისაღწევად.
EPRC-ის ბაზაზე მოქმედ პლატფორმასთან კონსულტაციის შესაძლებლობას მივესალმებით. ინტერესით გავეცნობოდით ამ პლატფორმის პოზიციას გეგმის პრიორიტეტული მიმართულებების და შესაძლო ინტერვენციების თაობაზე. კონსულტაციის ფორმატზე და სხვა დეტალებზე შესაძლოა სამუშაო რეჟიმში
ვისაუბროთ.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
ქ-ნო თამარ, სალამი!
წინა კვირის შეხვედრისას, ქ-მა მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა ოპონენტებთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე COVID-19-ის გეგმის განსახილველად და გეგმის მხარდაჭერის შესათანხმებლად.
გიორგიმ და მე ვიფიქრეთ, თუ კონსულტაციების გამართვის სურვილი ძალაში რჩება, ხომ არ ისარგებლებდით თქვენ და ქ-ნი მინისტრი იმ საკონსულტაციო პლატფორმით (EPRC-ის ბაზაზე), რომლის ფარგლებშიც ჩვენ ჯანდაცვის მოწყობის გრძელვადიანი ხედვის შესათანხმებლად ვმუშაობთ იანვრიდან მოყოლებული?
თუ მიდგომა მისაღებია, შეგვიძლია ვისაუბროთ დანარჩენ დეტალებზეც.
პატივისცემით,
David Gzirishvili
Managing Partner
Consulting Group Curatio Sarl
Geneva, Switzerland