From : Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G>
To : Eka Sharadze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=cd2b3c7fbc2a443c9da9c6defa9c13da-Eka Sha>
Subject : RE:
Received On : 07.02.2020 10:24
Attachments :

დიდი მადლობა ეკა!

 

From: Eka Sharadze
Sent: 7 February, 2020 14:21
To: Tamar Gabunia
Subject: RE:

 

მადლობა, ქალბატონო თამარ, ასეთი სწრაფი რეაგირებისთვის,

 

ორშაბათისთვის ჩვენც მოვამზადებთ თქვენს მეილში აღნიშნული საკადრო გადაწყვეტილებების საკთხის დაყენებისთვის საფუძვლებს და წარმოგიდგენთ.

 

პატივისცემით,

 

ეკა შარაძე

 

 

From: Tamar Gabunia
Sent: 07 February, 2020 14:14
To: Eka Sharadze <esharadze@moh.gov.ge>
Cc: Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>
Subject: RE:

 

ეკა

დიდი მადლობა! აშკარაა რომ ბატონი გიორგი გულაშვილი თავს ვერ ართვემს მისდამი დაქვემდებარებული დაწესებულების მართვას, რაც მუდმივად ამცირებს პერსონალის მოტივაციის ხარისხს, უწვევს უნდობლობას და შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას პაციენტებისთვის სერვისის მიწოდების პროცესს. ამდენად სასწრაფოდ უნდა დავაყენოთ მისი პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი ეკონომიკური განვითარების სააგენტოსთან. ინტენსიურად უნდა ვიმუშაოთ ალტერნატიური მენეჯერის/დირექტორის მოძიებაზე, ასევე როგორც კი ჩამოვალ დავაყენებ დაჩქარებული წესით დაწესებულების ახალშექმნილი ჰოლდინგის მმართველობაში გადაცემის საკითხს.

ამ წერილის ასლს ვაგზავნი ბატონ ბექა ჯაყელთან, ჰოლდინგის მმართველობაში აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის წესის უახლოეს პერიოდში გადაცემის საკითხით განხილვის მიზნით.

უღრმესი მადლობა აქტიური ჩართულობისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0

 

 

 

From: Eka Sharadze
Sent: 7 February, 2020 14:05
To: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Cc: Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge
>
Subject:

 

მოგესალმებით, ქალბატონო თამარ,

 

როგორ ბრძანდებით?

 

არ მინდოდა მივლინების პერიოდში თქვენი შეწუხება, მაგრამ ეკამ მითხრა, ბედიანიდან ჰქონიათ თქვენთან კომუნიკაცია. ამიტომ დეტალურად ჩაგაყენებთ საქმის კურსში:

 

მიმდინარე კვირას სიტუაციის გამწვავების ახალი ტალღა წამოვიდა, რაზეც ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ და მივაღწიეთ იმას, რომ თქვენს დაბრუნებამდე პერსონალი არ გააჟღერებს არავისთან დაწესებულების გარეთ პრეტენზიებს (აპირებდნენ ისევ ტელევიზიების გამოძახებას).

 

პრობლემა წამოიჭრა იქიდან, რომ იანვრის თვის ხელფასები გულაშვილმა არ ჩაურიცხა, რამაც გამოიწვია უკმაყოფილება, რა თქმა უნდა. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ წინასწარ არავინ იცოდა ამის შესახებ და საჭირო კომინიკაცია არავისთან დაუმყარებია.

 

რაც შეეხება ხელფასების არჩარიცხვის მიზეზს, გუშინ დაწესებულების ბუღალტერი დავიბარეთ და მასთან ერთად გავიარეთ ფინანსური საკითხები დეტალურად. იანვარში დაწესებულებამ მიიღო დეკემბრის თვის დაფინანსება, 87 805 ლარი, რაც თითქმის განახევრებულია ძველ დაფინანსებასთან შედარებით. სახელფასო ფონდის შემცირება 65 973 ლარზე ქვემოთ ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. ვინაიდან დაწესებულებას ჰქონდა კვების დავალიანება - ნოემბერ-დეკემბრის, მედიკამენტების დავალიანება - ნაწილობრივ ოქტომბრის და ნოემბერ-დეკემბრის სრულად დასაფარი, ხარჯი მნიშვნელოვნად დიდი იყო, რის გამოც აღარ დარჩა იანვრის ხელფასებისთვის საკმარისი თანხა. აქ გასათვალისწინებელია ის, რომ თქვენ გეხსომებათ, ადრე გავიარეთ ეს თემა, დაწესებულება ხელფასებს გასცემდა თვეს-თვეში, ანუ იანვარში მიღებული დეკემბრის დაფინანსებიდან გასცემდნენ იანვრის ხელფასს. მაგრამ ახლა კვებისა და მედიკამენტების მოწოდების პრობლემები რომ არ წარმოქმნილიყო, პირველ რიგში აღნიშნული ხარჯები დაფარეს.

 

ამდენად, გამოდის, რომ იანვის დაფინანსებას რომ მიიღებენ თებერვალში, მაშინ მოხდება იანვრის ხელფასის გადახდაც და ბუღალტრულად გასწორდება საკითხი, თუმცა, პერსონალი, რეალურად იანვარში დარჩა ხელფასების გარეშე და რაც მთავარია, ამის შესახებ გულაშვილს არავინ გაუფრთხილებია და საჭირო კომუნიკაცია არ უწარმოებია. თან, როგორც გავიგე, ახლა თანამშრომლებს ეუბნება, სამინისტრომ რომ დაფინანსება შემიმცირა, ამიტომ ვეღარ გადაგიხადეთ ხელფასებიო.

 

თან, მაღამთიანის დეკემბრის ინფორმაცია გულაშვილს სოციალურში არ წარმოუდგენია და დანამატიც ვერ მიიღეს ექიმებმა და ექთნებმა. ახლა სოციალურსაც მოველაპარაკეთ და გულაშვილსაც მოვთხოვეთ, დღეს სასწრაფოდ წარმოადგინოს ინფორმაცია და ჩაერიცხებათ.

 

ამდენად, ეს პიროვნება სულ უფრო დიდ პრობლემებს ქმნის და გადაწყვეტილებების მიღება, ალბათ, დასაჩქარებელი იქნება.

 

რაც შეეხება სამომავლოდ დაწესებულების ფინანსებს, სარემონტო სამუშაოები, როგორც გვეუბნებიან, დაახოებით 2 კვირაში უნდა დამთავრდეს სურამში, რაც დამატებით საწოლებს შექმნის და დაფინანსებაც გაიზრდება. ამიტომ მომდევნო თვიდან პრობლემები მოგვარდება, თუმცა, ახლა პერსონალთან დიდი მუშაობა მოგვიწევს.

 

ბედნიერ დაბრუნებას გისურვებთ!

 

 

პატივისცემით,

 

ეკა შარაძე