From : Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G>
To : openheart@dsl.ge
Subject : RE:
Received On : 26.03.2020 05:17
Attachments :

ბატონო დავით

დიდი მადლობა წერილისთვის და დახმარების შემოთავაზებისთვის! ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ კლინიკებში უნდა იყოს სწრაფი ტესტის ჩატარების შესაძლებლობა, ვნახოთ ჯგუფი როგორ გადაწყვეტს. დღეს-ხვალ დასრულდება მუშაობა ახალ ალგორითმზე და გაგაცნობთ. ვფიქრობ, როგორც კი შედარებით დიდი ოდენობით შემოვა სწრაფი ტესტები ქვეყანაში ტესტირების არეალიც გაფართოვდება.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0

 

 

 

From: openheart@dsl.ge [mailto:openheart@dsl.ge]
Sent: 25 March, 2020 18:26
To: Tamar Gabunia
Subject:

 

მოგესალმებით ქალბატონო თამარ,

 

 

    ქალბატონო თამარ, ჩემთვის გასაგებია თუ რაოდენ რთულ და დაძაბულ რეჟიმში გიწევთ მუშაობა და ყველანაირად გამოვხატავ თქვენდამი და სამინისტროს მიმართ ჩვენს თანადგომას და მხარდაჭერას. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიუხედავად იმისა, რომ 5 კლინიკური საავადმყოფო არ არის ჩართული იმ კლინიკების ნუსხაში, რომლებიც ღებულობენ COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებს, პერიოდულად მაინც ხდება ხან თვითდინებით, ხან კი სასწრაფო დახმარებით ისეთი პაციენტების შემოსვლა, რომლებსაც აქვთ სხვა დაავადებები მაგრამ საჭიროებენ დიფერენცირებულ დიაგნოსტიკას COVID-19-თან, ვინაიდან არის შემთხვევები, რომლებიც შეიძლება განიხილოს როგორც შესაძლო შემთხვევა. ასეთ შემთხვევებზე რა თქმა უნდა ლუგარის ლაბორატორია აცხადებს უარს კველვებზე, ხოლო გამოსავალი არის სწრაფი ტესტით ანალიზების გაკეთება.

     შესაბამისად, მოგმართავთ კითხვით - იგეგმება თუ არა სამინისტროს მხრიდან გადმოგვეცეს კლინიკებს გარკვეული რაოდენობის ტესტები? მოხარული ვიქნებით, თუ გაგვიზიარებთ თქვენს ხედვას ამ საკითხის მიმართ და დაგრჩებით მადლობელი.

 

     წინასწარ გიხდით მადლობას გულისხმიერებისათვის.

 

 

პატივისცემით,

დავით მიქეთაძე

5 კლინიკური საავადმყოფოს

აღმასრულებელი დირექტორი