From : Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G>
To : lana latusbaia <lanuchilanalacusbaia@mail.ru>
Subject : RE:
Received On : 08.04.2020 05:24

ვადასტურებ მიღებას!

 

From: lana latusbaia [mailto:lanuchilanalacusbaia@mail.ru]
Sent: 8 April, 2020 02:09
To: Tamar Gabunia
Subject: Re:

 

გთხოვთ დაგვიდასტუროთ მიღება!

--
Отправлено из Mail.ru для Android

среда, 08 апреля 2020г., 02:06 +04:00 от lana latusbaia lanuchilanalacusbaia@mail.ru:



                                            

                                           საქართველოს ოკუპირებული       ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს ქალბატონ თამარ გაბუნიას   
       ქალბატონო თამარ!
--
მოგმართავთ ოკუპირებული აფხაზეთიდან,კერძოდ,.გალიდან,გალის რაიონის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი!მოგმართავთ თხოვნით ,რომ ჩვენდამი დაქვემდებარებული ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს  სასწრაფო  საექიმო სამედიცინო სადგური  ამჟამდა,დაკომპლექტებულია ორი ბრიგადით.პირველი ბრიგადა გახლავთ საქართველოს კანონმდებლობით მიღებული შესაბამისი დაფინანსებით.მეორე კი დაფინანსებულია მხოლოდ სახელფასო ფონდით.სამწუხაროდ,დაფინანსებაში არ შედის საწვავი,მედიკამენტები და სხვადასხვა ხარჯი.
     ორ სამედიცინო-საექიმო ბრიგადას უწევს დიდი არიალის მოცულობის მომსახურეობა,რომელშიც შედის მთელი გალის რაიონის ძველი და ახალი ტერიტორიები ასევე ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონებიც.
      ამასთანავე ხშირად გვიწევს ავადმყოფების ტრანსპორტირება აფხაზეთის მთელ ტერიტირიაზე და რუსეთის ფედერაციაშიც. რასაც,რათქმაუნდა,ვერწვდება ორი სამედიცინო  ბრიგადა მითუფრო ახლა,როცა ძალიან გართულებულია ვითარება COVID-19 თან    და მასთან ბრძოლით გამოწვეული პრობლემები :რაც გამოიხატება იმაში,რომ ერთი ბრიგადა ოცდაოთხი საათის განმავლობაში მუშაობს ენგურის გამშვებ პუნკტთან ,მეორე კი .. კანალის გამშვებ პუნკტთან.დანარჩენი ორი ბრიგადა ემსახურება ქალაქს და მთელს რაიონს,რაც ფიზიკურად შეუძლებელია,როგორც სამედიცინო პერსონალისა და  ასევე ტექნიკისათვის.(სამედიცინო სატრანსპორტო ტექნიკა მოძველებულია,ხშირად გამოდის მწყობრიდან და საჭიროებს შეკეთებას)
     უმორჩილესად გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენთან შექმნილი  მძიმე მდგომარეობა!გაგვიწიოთ დახმარება კიდევ ერთი სამედიცინო საექიმო ბრიგადის გამოყოფასა და დაფინასებაში,რასაც სასიცოცხლო მნიშვნელოვაბა აქვს ამ ეტაპზე რაიონისათვის,რადგანაც ჩვენს რაიონში მიგრაციის გათვალისწინებით ცხოვრობს დაახლოებით 60,000 დან-70,000-ამდე ადამიანი!წინასწარ გიხდით მადლობას პატივისცემით:გალის რაიონის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი.
Отправлено из Mail.ru для Androidtgabunia@moh.gov.ge