From : Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G>
To : openheart@dsl.ge
Subject : RE:
Cc : Ekaterine Adamia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=89b4d31758d34f2cbdcfe688199f6941-Ekateri>
Received On : 10.04.2020 11:27
Attachments :

ბატონო დავით ამ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ გაიაროთ კონსულტაცია ქ-ნ ეკა ადამიასთან. ანტიგენ ტესტებს ასიმპტომურ პირებში არ ვიყენებთ. დახურული ტიპის დაწესებულებებში რეკომენდებულია მხოლოდ ანტისხეულ ტესტების ჩატარება. ტესტების საკმარისი რაოდენობის ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ მოხდება კლინიკებისთვის მათი გადანაწილება.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0

 

 

 

From: openheart@dsl.ge [mailto:openheart@dsl.ge]
Sent: 10 April, 2020 12:54
To: Tamar Gabunia
Subject:

 

მოგესალმებით ქალბატონო თამარ,

 

        ვიმედოვნებ, რომ კარგად ბრძანდებით, უფალს ვთხოვ მოგცეთ გამძლეობა და ჯანმრთელობა.

 

ქ-ნო თამარ,

 

          კვლავ ვუბრუნდები ტესტირების საკითხს. ახალი ტესტირების ალგორითმის შესაბამისად ფსიქიატრიულ პაციენტებს სტაციონარში უნდა უკეთდებოდეს ანტიგენის და ანტისხეულის ტესტირება, ასევე პერიოდულად ტესტირება უნდა გაუკეთდეს ფსიქიატრიული სტაციონარის პერსონალსაც, შესაბამისად იმ ვითარებაში, როდესაც სტაციონარი არის დატვირთული და არის 12 ბავშვთა და 30 მოზრდილთა საწოლი, ასევე სამედიცინო პერსონალის რაოდენობა არის 40-მდე, ჩვენ გვესაჭიროება შესაბამისი რაოდენობის ტესტები, საშუალოდ ამ განყოფილებას თვეში დასჭირდება 400-დან 500-მდე ტესტი, ანუ 500 ანტიგენის და 500 ანტისხეულის.    

          გთხოვთ, თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ ან მოგვცეთ შესაბამისი მიმართულება სად და ვისგან შეგვიძლია მივიღოთ შესაბამისი ტესტები, რომ იყოს შესრულებული ყველა რეკომენდაცია.

        ასევე მინდა ხაზი გავუსვა სამშობიაროს ვითარებას, მართალია COVID-19-ის ტესტირების ალგორითმში ჯერჯერობით სამინისტროს მხრიდან არ არის რეკომენდებული, რომ სტაციონარში ყველა ორსულს და მშობიარეს გაუკეთდეს ტესტირება, თუმცა ევროპულ ქვეყნებში და ევროპული გაიდლაინებით ასეთი რეკომენდაციები არსებობს, იქ მიმდინარეობს ყველა სტაცინარული პაციენტის ტესტირება. ხომ არ იგეგმება ჩვენთანაც ამ კუთხით უახლეს პერიოდში რაიმე ცვლილება და შესაბამისი რეკომენდაციების დადება სამინისტროს მხრიდან?

        ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, გვიპასუხოთ - მოგვეცემა თუ არა ეს ტესტები სახელმწიფოს მხრიდან, და თუ კი, ვის უნდა მივმართოთ ამისათვის?

      კიდევ ერთხელ გამოვხატავ ღრმა პატივისცემას თქვენდამი და გისრუვებთ გამძლეობას და ჯანმრთელობას.

 

 

 

პატივიცემით,

 

დავით მიქელთაძე

კლინიკა „ღია გულის“ და

5 კლინიკური საავადმყოფოს

აღმასრულებელი დირექტორი