| From : | Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G> |
| To : | Tamuna Karosanidze <tkarosanidze@ewmi.org> |
| Subject : | RE: USAID Program |
| Cc : | Ekaterine Adamia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=89b4d31758d34f2cbdcfe688199f6941-Ekateri>; Lela Tsotsoria </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=27000431a1af423394c7c28cee15d9f3-Lela Ts>; Alisa Tsuladze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=6c6cfa06d9a74264a5aa512b6bc62306-Alisa T> |
| Received On : | 21.04.2020 17:46 |
| Attachments : |
ქალბატონო თამარ
დიდი მადლობა წერილისთვის. მოხარული ვარ, რომ USAID-ის ხელშეწყობით მიმდინარე პროექტის ფარგლებში გამოყოფილია რესურსი ჯანდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის COVID 19 ზე საპასუხოდ. სამინისტროში მოქმედებს საკოორდინაციო მექანიზმები, როგორც პირველადი ჯანდაცვის, ასევე ჰოსპიტალური სექტორის და კლინიკური პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნებისთვის. ამდენად მინდა თქვენს კონტრაქტორებს ვთხოვო შემოგვიერთდნენ ამ ჯგუფებში, რათა გვქონდეს მიდგომების და შინაარსის სინქრონიზაციის და სტანდარტიზაციის საშუალება.
პირველადი ჯანდაცვის საკითხებზე საკონტაქტო პირი არის ქ-ნი ლელა წოწორია
რაც შეეხება ჰოსპიტლებში ტრეინინგებს, გთხოვთ გაგვიზიაროთ უკვე ჩატარებული ტრეინინგების შესახებ მოკლე ინფორმაცია და ასევე რას გეგმავთ სამომავლოდ. საკონტაქტო პირი ეკა ადამია.
დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის!
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister
From: Tamuna Karosanidze [mailto:tkarosanidze@ewmi.org]
Sent: 21 April, 2020 21:19
To: Tamar Gabunia
Sub
ქალბატონო თამარ,
გაწუხებთ East-West Management Institute-ის (EWMI) ACCESS-ის პროგრამიდან. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, პირადად მოგწეროთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი ორი პროექტის შესახებ. ეს პროექტები პირველადი ჯანდაცვის და ცხელების კლინიკების პერსონალის გადამზადებას ეხება. მათგან ერთს ახორციელებს Welfare Foundation-ი, ხოლო მეორეს საინიციატივო ჯგუფი ბატონი გიორგი ბერიას ხელმძღვანელობით. Welfare Foundation-ის პროექტის ფარგლებში ტრენინგები ჯერ არ დაწყებულა. საინიციატივო ჯგუფმა კი 4 ტრენინგი ჩაატარა ქუთაისის ცხელების კლინიკებში.
დანართების სახით გიგზავნით ორივე გრანტიორის მიერ მომზადებულ ტრენინგ-პროგრამებს. ეს პროგრამები მათ 10 და 12 აპრილს გაუგზავნეს ქალბატონ ეკა ადამიას. მანამდე რამდენჯერმე ჰქონდათ კომუნიკაცია ქალბატონ ეკასთან იმეილით და ტელეფონით. ტრენინგის მასალის მომზადებისას ორივე გრანტიორი არსებულ პროტოკოლებსა და გაიდლაინებს დაეყრდნო.
ქალბატონ ეკა ადამიას ამ საკითხებთან დაკავშირებით, ჩემი თხოვნით, ღია საზოგადოების ფონდის ჯანდაცვის პროგრამის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ირმა ხაბაზმაც მისწერა. როგორც ფონდის საბჭოს ხელმძღვანელი, საქმის კურსში ვიყავი, რომ ფონდიც აფინანსებდა ტრენინგს სამედიციონო პერსონალისთვის, თუმცა განსხვავებული აქცენტებით.
Welfare Foundation-ი და ბატონი გიორგი ბერია სრულად იაზრებენ პასუხისმგებელ სამთავრობო უწყებებთან შეთანხმებისა და კოორდინაციის მნიშვნელობას და მზად არიან, მაქსიმალურად გაითვალისწინონ სამინისტროს შენიშვნები და რეკომენდაციები.
Welfare Foundation-ი ელოდება სამინისტროს პასუხს და ჯერ ტრენინგები ჩაუტარებია. ბატონმა ბერიამ ჩაატარა რამდენიმე ტრენინგი რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის და ადგილობრივი ცხელების კლინიკების თხოვნით და მათთან შეთანხმებით (აქვე აღვნიშნავ, რომ მის საპროექტო დოკუმენტაციას თავიდანვე ერთვოდა თან რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერის წერილი). ჩატარებული ტრენინგების ძირითადი თემატიკა იყო ჯანდაცვის პერსონალის დაცვა ვირუსით ინფიცირებისგან (i.e. დამცავი საშუალებების მოხმარების წესები, პაციენტთა ნაკადების მართვა). ტრენინგზე საუბარი არ ყოფილა მკურნალობის საკითხებზე. ბატონი ბერია აპრილშივე გეგმავდა ყველა დაგეგმილი ტრენინგის ორგანიზებას, თუმცა ისიც ელოდება სამინისტროს საბოლოო პასუხს და ტრენინგების გეგმა მნიშვნელოვნად შეცვალა.
თუ გაქვთ დამატებითი კითხვები, გთხოვთ, მომწეროთ და დაუყოვნებლივ გიპასუხებთ. ძალიან დიდ მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და დროის დათმობისთვის ასეთ გადატვირთულ პერიოდში!
წარმატებებს გისურვებთ!
პატივისცემით,
თამარ ქაროსანიძე
EWMI ACCESS
Chief of Party
Tel: 995 591 405533