| From : | Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G> |
| To : | Tatia Tsereteli </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=b3052c6f299942d4b1cb42b3bbc5d5de-Tatia T> |
| Subject : | RE: Talking Points WHO Regional Director |
| Received On : | 09.06.2020 08:22 |
კიდევ ასეთი რაღაც თქვა ეს ზაფხული გამარჯვებაზე ზეიმისთვის კი არ არის მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ რომ მეორე ტალღას გავუმკლავდეთო this summer is not for celebration but for preparation -ო J მომწონა როგორც თქვა
From: Tatia Tsereteli
Sent: 9 June, 2020 12:14
To: Tamar Gabunia
Subject: Re: Talking Points WHO Regional Director
მადლობა, აუცილებლად გამოვიყენებ. როგორც ვიცი ძალიან დადებითი კომენტარები და შეფასებები გააკეთა კლუგემ ჩვენს მიმართ და ეს დეტალებიც მინდა გამოვიყენო. თუ არ შეგაწუხებთ, ორი სიტყვით რომ მითხრათ რა თქვა, ან დაგირეკავთ და ჩავინიშნავ.
Get Outlook for iOS
From: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Sent: Tuesday, June 9, 2020 12:10 PM
To: Tatia Tsereteli
Subject: FW: Talking Points WHO Regional Director
თათია შეგიძლია ამაზე ააწყო.
From: Tamar Gabunia
Sent: 9 June, 2020 10:15
To: Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject: Talking Points WHO Regional Director
ონლაინ კონსულტაცია ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორთან ჰანს კლუგესთან
1. მადლიერება გაწეული რჩევებისა და დახმარებისთვის კოვიდის ეპიდემიის პროცესში
2. ჯანმოს ადგილობრივი ოფისი აქტიურად იყო ჩართული ჩვენთან ერთად ინფექციის კონტროლის და პირადი დაცვის საშუალებების მობილიზების პროცესებში რასაც ძალიან ვაფასებთ
3. ასევე ფასდაუდებელია ჯანმოს ადგილობრივი ოფისის დახმარება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის კოვიდის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით, ბატონი სილვიუ დომენტე რამდენჯერმე პირადად იყო სოხუმში ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და ინფექციის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით.
4. ამ ეტაპზე როდესაც საქართველოს თავი წარმატებით გაართვა კოვიდის შემოტევის პირველ ეტაპს ჩვენ დავიწყეთ მომდევნო ეტაპისთვის მზადება- ვამზადებთ რეაგირების გეგმა 2020 წლის ბოლომდე რომელიც ითვალისწინებს პირველადი ჯანდაცვის მეტად ჩართვას კოვიდის ამბულატორიული დიაგნოსტიკის პროცესში, ჰოსპიტალური ქსელის მობილიზაციის გაუმჯობესებას, ხელმისაწვდომობას ტესტირების სერვისებზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება ეპიდემიოლოგების კადრის გადამზადების და მეტი რესურსის მობილიზების გზით. ასევე ვფიქრობთ იმუნიზაციის სერვისების გაფართოვებაზე გრიპის და ანტიპნევმოკოკური ვაქცინის ხანდაზმულებში დანერგვის გზით.
5. ჯანმოსთან სამომავლო თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ტექნიკური დახმარება როგორც კოვიდ 19-ის პასუხის, ასევე ჯანდაცვის სისტემების გაძლიერების კუთხით. პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება დღეს ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასოდეს. ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტრო უკვე მუშაობს ჯანმოს ექსპერტებთან. კოვიდის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მიზნობრივი პროგრამების ჩამოყალიბება და განხორციელება მნიშვნელოვანი ამოცანაა და აქაც ჯანმოს რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ. კარგი იქნება თუ ჯანმო განიხილავს კოვიდზე რეაგირების გეგმის დრაფტს რომელსაც ქვეყანა ამჟამად ამზადებს და მოგვცემს დამოუკიდებელ უკუგებას.
ამგვარი კონსულტაციის შესაძლებლობას ვაფასებთ და კარგი იქნება მივცეთ ამას სისტემატური ხასიათი.