From : Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G>
To : Tatia Tsereteli </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=b3052c6f299942d4b1cb42b3bbc5d5de-Tatia T>
Subject : RE: Talking Points WHO Regional Director
Received On : 09.06.2020 08:19

დიახ კლუგემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ კორონავირუსის პასუხი და გამოყო ის პრიორიტეტული მიმართულებები რომელთა გაძლიერებაში ჯანმო გამოხატავს მზაობას დაეხმაროს საქართვლოს მათ შორის არაგადამდები დაავადებების და კიბოს მართვა, უნივერსალური ხელმისაწვდომობის პროგრამის, პირველადი ჯანდაცვის გაძ₾იერების და ჰოსპიტლების დაფინანსების მოდელის სრულყოფის კუთხით.

 

From: Tatia Tsereteli
Sent: 9 June, 2020 12:14
To: Tamar Gabunia
Subject: Re: Talking Points WHO Regional Director

 

მადლობა, აუცილებლად გამოვიყენებ. როგორც ვიცი ძალიან დადებითი კომენტარები და შეფასებები გააკეთა კლუგემ ჩვენს მიმართ და ეს დეტალებიც მინდა გამოვიყენო. თუ არ შეგაწუხებთ, ორი სიტყვით რომ მითხრათ რა თქვა, ან დაგირეკავთ და ჩავინიშნავ.

 

Get Outlook for iOS

 


From: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Sent: Tuesday, June 9, 2020 12:10 PM
To: Tatia Tsereteli
Subject: FW: Talking Points WHO Regional Director

 

თათია შეგიძლია ამაზე ააწყო.

 

From: Tamar Gabunia
Sent: 9 June, 2020 10:15
To: Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject: Talking Points WHO Regional Director

 

ონლაინ კონსულტაცია  ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორთან ჰანს კლუგესთან

 

1.       მადლიერება გაწეული რჩევებისა და დახმარებისთვის კოვიდის ეპიდემიის პროცესში

2.       ჯანმოს ადგილობრივი ოფისი აქტიურად იყო ჩართული ჩვენთან ერთად ინფექციის კონტროლის და პირადი დაცვის საშუალებების მობილიზების პროცესებში რასაც ძალიან ვაფასებთ

3.       ასევე ფასდაუდებელია ჯანმოს ადგილობრივი ოფისის დახმარება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის კოვიდის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით, ბატონი სილვიუ დომენტე რამდენჯერმე პირადად იყო სოხუმში ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და ინფექციის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით.

4.       ამ ეტაპზე როდესაც საქართველოს თავი წარმატებით გაართვა კოვიდის შემოტევის პირველ ეტაპს ჩვენ დავიწყეთ მომდევნო ეტაპისთვის მზადება- ვამზადებთ რეაგირების გეგმა 2020 წლის ბოლომდე რომელიც ითვალისწინებს პირველადი ჯანდაცვის მეტად ჩართვას კოვიდის ამბულატორიული დიაგნოსტიკის პროცესში, ჰოსპიტალური ქსელის მობილიზაციის გაუმჯობესებას, ხელმისაწვდომობას ტესტირების სერვისებზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება ეპიდემიოლოგების კადრის გადამზადების და მეტი რესურსის მობილიზების გზით. ასევე ვფიქრობთ იმუნიზაციის სერვისების გაფართოვებაზე გრიპის და ანტიპნევმოკოკური ვაქცინის ხანდაზმულებში დანერგვის გზით.

5.       ჯანმოსთან სამომავლო თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ტექნიკური დახმარება როგორც კოვიდ 19-ის პასუხის, ასევე ჯანდაცვის სისტემების გაძლიერების კუთხით. პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება დღეს ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასოდეს. ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტრო უკვე მუშაობს ჯანმოს ექსპერტებთან. კოვიდის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მიზნობრივი პროგრამების ჩამოყალიბება და განხორციელება მნიშვნელოვანი ამოცანაა და აქაც ჯანმოს რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ. კარგი იქნება თუ ჯანმო განიხილავს კოვიდზე რეაგირების გეგმის დრაფტს რომელსაც ქვეყანა ამჟამად ამზადებს და მოგვცემს დამოუკიდებელ უკუგებას.

ამგვარი კონსულტაციის შესაძლებლობას ვაფასებთ და კარგი იქნება მივცეთ ამას სისტემატური ხასიათი.