From : Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G>
To : Maia Alkhazashvili <M.Alkhazashvili@ncdc.ge>
Subject : RE: PCR Testing_COVID 19
Cc : George Mindiashvili <gmindiashvili@ghg.com.ge>; Ekaterine Kavtaradze <ekavtaradze@evex.ge>; Ekaterine Adamia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=89b4d31758d34f2cbdcfe688199f6941-Ekateri>; Vladimer Getia <khgetia@gmail.com>
Received On : 23.04.2020 15:58
Attachments :

ძვირფასო მაია

 

გთხოვ იხილეთ ქნი ეკა ქავთარაძის წერილი, რომელიც შეეხება კოვიდის დიაგნოსტიკის სქემაში ახალჩართულ ლაბორატორიებზე კლინიკების გადანაწილებას. როგორც შევთანხმდით კოვიდ/ცხელების ჰოსპიტლები პრიორიტეტული საიტებია საიდანაც აუცილებლად უნდა მოხდეს ნიმუშების გადატანა შესაბამის კლინიკებში. თუმცა მთავრობის 253 დადგენილებით ყველა ჰოსპიტალი ვალდებულია განახორციალოს პრეტრიაჟი- ეს შესაძლოა გულისხმობდეს ტესტირებასაც  თუკი ამის საჭიროება დიფერენციული დიაგნოსტიკის მიზნებისთვის არსებობს.

ორგანიზაციულად ბევრად უფრო გამართლებული იქნება ევექსის ქსელი მოიცვას მეგალაბმა, რომელიც ისედაც ემსახურება ამ ქსელს აწყობილი ლოჯისტიკით. თუ რაიმე პრინციპული საწინააღმდეგო პოზიცია არ გაქვთ, მინდა გთხოვოთ გადახედოთ თქვენს მიერ სამინისტროსთვის წარმოდგენილ  ლაბორატოებზე კლინიკების გადანაწილების სქემას, რათა ვისარგებლოთ უკვე აწყობილი ლოჯისტიკური სისტემებით.

ის თუ პრიორიტეტულად რომელი კლინიკებიდან მოსული მასალის ტესტირება მოხდეს, და როგორ მოხერდება რაციონალური განაწილება იმ რესურსის რაც ტესტირებისთვის გაგვაჩნია, ეს ბუნებრივია დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ლაბორატორიებს შორის ხელშეკრულების/შესაფერისი ნორმატიული დოკუმენტით დარეგულირდება.

გთხოვთ - ეკასთან გაიაროთ დამატებითი კონსულატაცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

დიდი მადლობა!

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0

 

 

 

From: Ekaterine Kavtaradze [mailto:ekavtaradze@evex.ge]
Sent: 23 April, 2020 19:45
To: Tamar Gabunia
Cc:
George Mindiashvili
Subject: PCR Testing_COVID 19

 

თამუნა გამარჯობა,

 

როგორც იცი ჩვენს ჯგუფში შემავალი ლაბორატორია ,,მეგალაბი“, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ქვეკონტრაქტორი დაწესებულება გახდა, გადაეცა PCR ტესტები და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა განუსაზღვრა იმ დაწესებულების ჩამონათვალი რომელთაგანაც მოხდება კოვიდ საეჭვო პაციენტების ნიმუშის რანსპორტირება და ტესტირება.

 

კლინიკების ჩამონათვალში არის ქ. თბილისში არსებული ჩვენი 3 ჰოსპიტალი (,,ტრავმატოლოგი“, ,,კარაპს მედლაინი“ და ,,ბოკერიას კლინიკა“) და სხვა ჩვენივე კლინიკები არ არიან. ამის მიზეზად ლუგარის ცენტრი ასახალებს სამინისტროს მითითებას რომ მხოლოდ კოვიდ/ცხელების ჰოსპიტლები მიეწოდათ კლინიკების ჩამონათვალში.

 

კითხვები გვაქვს ამ საკითხზე და გთხოვ რომ გაგვიზიარო სამინისტროს პოზიცია და ჩვენც შესაბამისად ვიმოქმედოთ:

 

  1. ამ სამი კლინიკიდან არცერთი დღეისათვის არაა არც კოვიდი და არც ცხელების ჰოსპიტალი და იქ პაციენტთა ტრიაჟი და ლაბ დიაგნოსტიკა (ლუგარის მეშვეობით) ტარდება იგივე პრინციპით როგორც ჩვენს სხვა კლინიკებში; შესაბამისად, მხოლოდ ეს 3 კლინიკა რატომ მოხვდა დღეს ჩამონათვალში?
  2. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მულტიპროფილურმა ჰოსპიტლებმა საეჭვო შემთხვევები უკლებლივ უნდა დაარეფერირონ ცხელების/კოვიდ ჰოსპიტლებში და თვითონ არ უნდა აიღონ ლაბ. ნიმუში (დღეს ყველა იღებს და ვაგზავნით ლუგარში) - თუ ეს ასეა მაშინ არც ამ 3 კლინიკაში არ უნდა განხორციელდეს ნიმუშების აღება;
  3. თუ საეჭვო შემთხვევების ტრიაჟი და ლაბ დიაგნოსტიკა კვლავ რჩება მულტიპროფილურ ჰოსპიტლებშიც, მაშინ პასუხების დროულობისა და ლოჯისტიკური ხარჯ-თეფექტურობის გათვალისწინებით ჩვენი ყველა თბილისის კლინიკა რომ მეგალაბში რეფერირდეს თუ შეიძლება (შიდა ლოჯისტიკის სისტემა უკვე აწყობილი გვაქვს და ლუგარის ცენტრში ტრანსპორტირება დამატებითი ხარჯებია)?

 

დიდი მადლობა წინასწარ!

 

 

Best Regards,

 

 

Ekaterine Kavtaradze, MD, MPharm, MBA

 

Deputy Director of EVEX Hospitals

 

142  A. Beliashvili Str. Tbilisi 0159, Georgia

T  +995 32 2 55 05 05 (5104)  M +995 577 41 10 10

E_mail: Ekavtaradze@evex.ge

www.evex.ge

 

cid:image001.png@01D526CC.25260450

 

cid:image007.png@01D28165.4E0D4C20cid:image009.png@01D28165.4E0D4C20cid:image010.png@01D28165.4E0D4C20cid:image011.png@01D28165.4E0D4C20